четверг, 26 апреля 2012 г.

საქართველოს შიდა პოლიტიკა და ოპოზიციის PR სტრატეგიები 1 ნაწილი

ინტერეს მოკლებული არ უნდა იყოს საქართველოს დღევანდელი შიდა პოლიტიკური სიტუაციის განხილვა. პარტიების წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ამ PR კამპანიის მართებულობის ხარისხი. დავიწყოთ ოპოზიციით, ხოლო წერილის მეორე ნაწილი მიეძღვნება სახელისუფლო PR სტრატეგიას. კოალიცია “ქართული ოცნების” შიდა პოლიტიკური PR სტრატეგია არაფრით განხვავდება. ოპოზიციის წინა წლების PR სტრატეგიისაგან. შეიძლება ითქვას, რომ იდენტურია, როგორც პარტიების მონაწილეობის თვალსაზრისით, ასევე შინაარსობრივადაც და აქცენტებითაც. ეს გასაკვირი არ უნდა ოყოს, ვინაიდან კოალიციის PR სტრატეგიის დამგეგმავები 2008-2011 წლების PR სტრატეგიის დამგეგმავები იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინდელისგან განსხვავებით გააქტიურდა საგარეო PR სტრატეგია. საინტერესო იქნება, ამ შემთხვევაში განვიხილოთ ამ სტრატეგიების შესაძლებლობები. 1. შიდა PR სტრატეგია. უნდა აღინიშნოს, რომ კოალიციის შიდა PR აგებულია სააკაშვილის პიროვნული ღირსების დაკნინებისკენ. შესაძლოა ითქვას PR სტრატეგიის მთავარი თემაა „მშიშარა სააკაშვილი“, რომ მას ეშინია კოალიციის, ამიტომ ასე სასტიკად ებრძვის მას. ეს ერთი მხარეა კოალიციის შიდა PR სტრატეგიის. მეორე მხარეა სააკაშვილი აპირებს სამოქალაქო ომის მოწყობას, ქმნის შეიარაღებულ რაზმებს. აპირებს ომს რუსეთთან, თუმცა ის ასევე სინქრონიზებულია რუსეთთან და რუსეთი მის მხარდასაჭერად აკეთებს ყველაფერს, მათ შორის წრთვნებს 2012წ. შემოდგომაზე. ვიხილოთ მაგალითები: "... დამერწმუნეთ, მოსკოვი ყველანაირად დაეხმარება სააკშვილს შემოდგომაზე არჩევნებში გასამარჯვებლად. პუტინს ხელს აძლევს სააკაშვილის მხრიდან რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა. რატომ არ აწყობს? რასაც უნდა, იმას აკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - არა მარტო ოკუპაციას, ანექსიასაც ახორციელებს. ელჩების დანიშვნის შემდეგ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის დანიშვნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსკოვმა თავად აღიარა, რომ მისი გახსნილი საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში არის ფორმალობა. პრაქტიკულად მიდის სრული ანექსია. რეალურად საქართველო აქ უსუსურია, საერთაშორისო თანამეგობრობა დიდად ვერ ერევა ამ პროცესში. რაში სჭირდება პუტინს ვინმე სხვა? სხვას იძულებული იქნება დაელაპარაკოს ყველა საერთაშორისო ფორმატში. რეალური სურათი ასეთია: პრაქტიკულად მოსკოვს აწყობს, რომ ჰყავდეს სააკაშვილი საქართველოში და ყველაფრით ეხმარება მას. შემოდგომაზეც სამხედრო წვრთნების დანიშვნა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის მხარდაჭერა, რომ ნაცმოძრაობამ საპარლამენტო არჩევნები მოიგოს. რატომ მაინცდამაინც წელს შემოდგომაზე დაინიშნა სამხედრო წვრთნები, გაზაფხულზე დაენიშნა და ზაფხულში, ანდა სულაც 2013 წლის პირველ ნახევარში.", - მიიჩნევს ექსპერტი-ლადო პაპავა. "რუსეთის ნებისმიერი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოხატულიმხარდაჭერა იქნება!"- გია ვოლსკი. "თუ სააკაშვილი ნებართვას მიიღებს მოსკოვიდან, ის მთლიანად ფეხზე დაიკიდებს საერთაშორისო აზრს"- მამუკა გიორგაძე. „რუსეთს ისეთიპროვოკაციის წამოწყება შეუძლია, რომელიც ხალხს არჩევნებს დაავიწყებს,სააკაშვილს კი საომარი ან განსაკუთრებული მდგომარეობის რეჟიმში მუშაობისსაშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე, რუსეთის ნებისმიერი პროვოკაცია, მიხეილსააკაშვილის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა იქნება!“ „სააკაშვილმა შეიძლება იმდენი ჰქნას, რომ პუტინმა მართლა „ერთი ადგილით“ ჩამოჰკიდოს“-აცხადებს კახა კუკავა. ეს მოსაზრებები საქართველოს პრესაში იბეჭდება დროის სხვადასხვა შუალედში. იმდენად მსგავსია, რომ ჰგავს ერთიან PR სტრატეგიას. ანუ ძირითადად 2 თემის: 1. სააკაშვილი მშიშარა?! 2. საკაშვილი პუტინის კაცია?! ვერსიებისა და ინტეპრეტაციების ვაქრიანტები გავქვს სახეზე. საინტერესოა ამ PR სტრატეგიის ძირითად შედეგზე გათვლა რა არის. ამაზე ცოტა ქვემოთ გავსცემთ პასუხს. ვფიქრობ, ეს თემები, რაზედაც PR სტრატეგიაა აგებული, გავლილი თემებია. ეს არის თემები, რომელთა დიდი ნაწილი, წინა წლებში გამოიყენებოდა და უფრო მძაფრი და ძლიერი გამოხატვითი. სახე ჰქონდა. მაგალითად 2009 წლის აპრილის აქციების დროს, პრეზიდენტის სასახლის ეზოში, კურდღელი გადასვეს, როგორც შიშის სიმბოლო. ასევე ბევრი საუბარი იყო, თუ რა მშიშარაა სააკაშვილი. დღესაც იგივე თემებია მთავარი PR სტრატეგიაში. უნდა ითქვას, რომ წინა წლების პრ-სტრატეგიამ სააკაშვილი მშიშარაა, ვერ შექმნა რაიმე ეფექტი, რომელიც დღეს ჩვეულებრივ ადამიანს გაახსენდებოდა. თუმცა გვახსოვს, 2009წ. აქციების ფინალი, რომელიც კრახით დასრულდა, ხოლო ამ ყველაფერმა 2010წ. არჩევნებში საკმაოდ მძიმე შედეგები დაუყენა ოპოზიციას. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი კოალიციაც იგივე ნაკრებია პოლიტიკური პარტიებისა რაც წინა წლებში. ამ გაცვეთილ თემებს, რაც დღეს გამოყენებაშია არა აქვს გასაღება და არაეფექტურია. ეს ვერ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მისი მოწინააღმდეგეები გულადები არიან, ან რაში უნდა გამოიყენო ეს გულადობა? რუსეთთან ომის დროს? სადაც საერთაშორისო დახმარების გარეშე და ჩართულობის გარეშე შანსი არ გვაქვს? რას ემსახურება ეს PR სტრატეგია? ვფიქრობ არაფერს ქმედითს. გულის მოქავების ეფექტია მხოლოდ, ვასიკო ოდიშვილის დონის PR. იმიტომ, რომ ვინც ამას აკეთებს, თუ ამით საკუთარ გულადობას უსვამს ხაზს, ეს არავის სჭირდება და ეხლა შუასაუკუნეები არ არის. ამიტომ გაუგებარია ამ PR -ის დანიშნულება, მითუმეტეს განვლილი გამოცდილების ფონზე. რაც შეეხება. სხვა PR სტრატეგიას, რომ „სააკაშვილი თურმე რუსეთის კაცია“.... ესეც ძალიან სუსტი და არაფრის მომცემი სტრატეგიაა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ცნობილია და ის PR, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა აგორებული 2008წ. აგვისტოში გაეროს სხდომაზე, რომ რუსეთს სურს სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა, რომლითაც მოხერხდა რუსეთის ამბიციური სამხედრო ჩანაფიქრის განეიტრალება, ამის გადაფარვა სხვა PR სტრატეგიით ძალიან რთულია, ვინაიდან 2008წ. განხორციელდა საქართველოსადმი პირდაპირი აგრესია. ეს ისეთი ეგზისტენციალური ინფორმაციაა ერისთვის, რომ ასეთი მარტივი PR სტრატეგიით ვერ მოხერხდება მისი რაიმენაირად გადაფარვა. თუ კარგად დავუფიქრდებით ყველა ამ განცხადებაში, რომელიც ზემოთ მოყვანილ ციტატებშია აღნიშნული იმხელა აბსურდია ჩადებული, რომ მარტივი შესამჩნევია ამ PR სტრატეგიის უსუსურობა. რუსეთი თუ საქართველოს ომს დაუწყებს, ან აგრესიას განახორციელებს ეს არის სააკაშვილის ბრალი. აქ ლოგიკაც არ არსებობს. რატომ, რისთვის? მითუმეტეს, რომ საერთაშორისო დაძაბულობა ირანის მიმართ, საქართველოზე რუსეთის ახალი აგრესიის შესაძლებლობას აძლიერებს და ამაზე საერთაშორისო ექსპერტებიც საუბრობენ. მაგალითად ზბიგნევ ბჟეზინსკი. მაშ სად რჩება ადგილი ამ PR სტრატეგიისათვის? რას ნიშნავს ეს ყოველივე? როგორ ხდება საკაშვილის და რუსეთის აგრესიის სინქრონიზაცია ერთ თემად? ვფიქრობ ძალიან რთულ ამოცანას არის ეს PR -ჯგუფი შეჭიდებული თუ ასეთი PR -ჯგუფი არსებობს საერთოდ. ეხლა რაც შეეხება ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან PR სტრატეგიული გეგმის კრახს. ეს იყო ირაკლი ალასანიას გაჟღერებული სამხედრო ფორმირებების თემა, რომ საქართველოში სააკაშვილი აყალიბებს სამხედრო ფორმირებებს. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ამ თემამ სერიოზული კრახი განიცადა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების (ევროკავშირის დამკვირვებლები) წინაშე, ასევე ევროკავშირის ოფისის (დიმიტროვი) წინაშე. მაგრამ მას მოჰყვა გამოხმაურება აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებიდან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან-შედეგით ჩაიშალა ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდი 2012წ. 26 აპრილს. რუსეთმა ეს საკითხი გამოიყენა ევროკავშირის მისიის საწინააღმდეგოდ და იმის საბაბად, რომ მას არ ენდობიან, ხოლო მისი ხელმძღვანელი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონგრატად გამოცხადდა. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც წარმატებით ამუშავა კოალიციამ და ფაქტია რომ მან ვერავითარი ეფექტი აქედან ვერ მიიღო, გარდა ერთისა, რომ უკან შემოუბრუნდათ და მათთვის საწინააღდეგო უკუეფექტი გამოიწვია - არასერიოზული იმიჯის სახით. PR სტრატეგია არ არის ისეთი მარტივი რამ, რომ შესაძლოა ის უცებ გადათქვა. ესეც საკუთარ უმწიფრობას ადასტურებს. ამიტომ იძულებული ხარ ის დაიცვა, ხოლო რაც უფრო დაიცავ, მით უფრო ცუდ სიტუაციაში ვარდები. ჭაობის ეფექტი აქვს. რაც უფრო ფართხალებ, ჭაობში უფრო ეფლობი. ასეთ ამ თემის შემოქმედი ბატონი ალასანიას მიერ, მსგავსი ანტიპრკამპანიები საკუთარი თავის მიმართ არახალია. ამიტომ კოალიციის წევრების მსგავსი საქციელი საბოლოო ჯამში თავად კოალიციას დააზარალებს. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის PR კამპანიის ზოგადი სახე არ ქმნის პერსპექტივის განცდას. მას არ შემოაქვს ამომრჩეველში იმის განცდა, რომ მისი პოლიტიკური გამარჯვება მოიტანს რაიმე პროგრესს და პერსპექტივას. არცერთ ზემოთ მითითებულ შემთხვევაში ეს არ სჩანს. არ არის გათვლილი მომავალზე, პერსპექტივაზე და პროგრესზე. ამის დასტურია კოალიციის საგარეო PR სტრატეგიაც, რომელიც იმავე ხაზით მიმდინარეობს. 2. საგარეო PR სტრატეგია რას ემსახურება კოალიციის საგარეო PR სტრატეგია? საინტერესო კითხვაა. ალბათ თუ იმ სტატიებით და გავრცელებული ინფორმაციებით ვიმსჯელებთ, რომელიც ამ პრ-ის შემადგენელი ნაწილია აღმოვაჩენთ, რომ ისიც საკაშვილის იმიჯის შელახვას ემსახურება. თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან დაშვებულია კარდინალური შეცდომა ამ შემთხვევაშიც. მაგალითად კონგრესში კონგრესმენ ჯიმ მაკდერმოტის მიერ ინიცირებული „საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012“, რომლის შემოქმედი არის, კოალიციის ლობისტური ჯგუფი. ის გულისხმობს შემდეგს. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს შემოდგომაზე დემოკრატიული არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, საქართველოს შეუწყდეს დახმარება, როგორც ფიანსური ასევე სამხედრო სფეროში. რას მიუთითებს ეს PR სტრატეგია? უნდა გავყოთ ეს თემა 2 ნაწილად, რასაც ის ემსახურება. უპირველეს ყოვილისა იმას, რომ ეჭვქვეშ დგება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიულობის იმიჯი, ვინაიდან არ სჭირდება დაკანონება იმას, რომ აშშ დეპარტამენტი არადემოკრატიულ ქმედებას დაუჭერს მხარს საქართველოში, ამ შემთხვევაში საუბარია არჩევნების დემოკრატიულ ხარისხზე. კოალიციას სამწუხაროდ, არა აქვს გამიჯნული სააკაშვილი და საქართველო. მაშინ როდესაც რუსეთის მიერ უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველო ნომერ 1 მტრადაა დასახელებული, ნებისმიერი სახის მოწოდება, რომ საქართველოს შეუწყდეს სტრატეგიული პარტნიორისგან დახმარება, მათ შორის სამხედრო ძალიან ცუდი სტრატეგიაა და არ მიუთითებს სახელმწიფოებრივ მიდგომას საკითხისადმი. აღარ შევჩერდებით იმ სტატიებზე რომელიც დაკვეთით მიმდინარეობს და რომელიც არაფრით სჯობია „ასავალ დასავალის“ დონეს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის PR სტრატეგიები, როგორც შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით საკმაოდ სუსტად გამოიყურება და არ ვფიქრობ, რომ ის სასურველ ეფექტს გამოიღებს, მითუმეტეს, თუ ამ PR სტრატეგიაზე ერთიანი, გამიზნული და საერთო ფრონტით შეტევა განხორციელდა კოალიცია საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება. ირაკლი მარგველაშვილი 26.04.2012წ.

ახალი მითის დამკვიდრების მცდელობები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში

ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაძლიერდა ქართულ პრესაში მოსაზრებები, რომ ხელისუფლებას აწყობს რუსეთთან ომი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. მაგალითად გუშინ პორტალ "ინტერპრესნიუსის" საგაზეთო დაიჯესტებში 2 მსგავსი სტილის სტატიამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ასევე წინა კვირეებში სხვადასხვა საიტებზე და ბლოგებზე გამოქვეყნდა მსგავსი მოსაზრებები. http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/198581-18042012.html ვფიქრობ ეს არის ახალი მითის დამკვიდრების მცდელობა, თუ რაში სჭირდებათ ეს მითი გვაჩვენებს სიტუაციის ანალიზი. საინტერესოა მითის გახსნისას, ჯერ გავაკეთოთ იმ რეალობის დაფიქსირება, რომელიც არსებობს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში. ის, რომ რუსეთთან საკმაოდ დაძაბულია სიტუაცია კარგად სჩანს ყოველდღიურ ურთიერთობებსა და განცხადებებში. ვლადიმერ პუტინმა, რომ ევრაზიის კავშირი რუსეთის მომავლის მთავარ პრიორიტეტად დაასახელა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავს ესეც ცნობილი გახდა ამ დღეებში. სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“ დიდი ხნის დაანონსებულია. ირანთან პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ჩვენს რეგიონსაც შეეხება ამაზე საერთაშორისო დონის ექსპერტები ბევრს საუბრობენ და მათ შორის ზბიგნევ ბზეჟინსკიც. სწორედ ამ უკანასკნელმა განაცხადა რამდენიმე დღის უკან, რომ ირანთან ომის შემთხვევაში, რუსეთის აგრესიის ალბათობა საქართველოზე ძალიან იზრდება. ზბიგნევ ბზეჟინსკი და ბრენტ სკოუკროფტი რუსეთზე, ირანზე, თურქეთსა და საქართველოზე საუბრობენ ბზეჟინსკი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთმა შესაძლოა ისარგებლოს ამ სიტუაციით და საქართველოსთან ახალი ომი დაიწყოს რეჟიმის შეცვლისათვის. "სერიოზული კრიზისის დაწყების გარეშე ამის ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ ასეთი კრიზისი გაჩენის შემთხვევაში ამის ალბათობა იზრდება", _ აცხადებს ბზეჟინსკი. http://ghn.ge/news-64352.html ეს მოსაზრება ეყრდნობა რუსეთის სურვილს, საბოლოოდ გადაწყვეტოს საქართველოს საკითხი, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაბრუნებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევრაზიის კავშირში გაწევრიანების „პერსპექტივით“ (ე.წ. რუსეთის ახალი რეალობა). ეს, რომ ასეა, არ უნდა იყოს საკამათო ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. მართალია მავანი ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რომ ჩვენ გავაღიზიანეთ პუტინი, რომ ჩვენ არასწორი პოლიტიკა ვაწარმოეთ.... მაგრამ ფაქტი არის ერთი. რუსეთ საქართველოს დაპირისპირება არის გეოპოლიტიკური ხასიათის. ამას არ მალავს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი: Отказ России ащищать Южную Осетию мог привести к расширению НАТО, заявил президент. "Если бы в 2008 году мы дрогнули, была бы уже другая геополитическая раскладка, и целый ряд стран, которые пытались искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего были бы там", - подчеркнул он, добавив, что появление военного блока у южных границ России вызвало бы "определенные неудобства". http://www.utro.ru/articles/2011/11/21/1012015.shtml Медведев: если бы не война с Грузией, в НАТО приняли бы несколько стран, вопреки позиции России. http://www.gazeta.ru/news/lenta/2011/11/21/n_2104434.shtml არ მგონია არსებობდეს უფრო სარწმუნო წყარო, რომელიც ნათელს მოჰფენდა საქართველო რუსეთის პოლიტიკური კონფლიქტის ხასიათს. შესაძლოა არ დაუჯერო საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს რომ რუსეთთან კონფლიქტი არის გეოპოლიტიკური ხასიათის, შესაძლოა არ დაუჯერო ქართველ ექსპერტებს, შესაძლოა არ დაუჯერო როგოზინის (რუსეთის ვიცე პრემიერი, ყოფილი ელჩი ნატოში) განცხადებებს, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირია, მაგრამ როდესაც ამას აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, რომ ეს კონფლიქტი არის გეოპოლიტიკური ხასიათის, კერძოდ ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო, შესაბამისად საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება რუსეთის მხრიდან, არ მგონია რაიმე საკამათო იყოს. ვფიქრობ მოტანილი არგუმენტები საკმარისია საქართველო რუსეთის პოლიტიკური კონფლიქტის არსის გასარკვევად. ასევე იმ წინააღმდეგობის თვალსაჩინოებისათვის, რომელიც ამკ ორ ქვეყანას შორის არსებობს, რაც რადიკალურ პოზიციას წარმოადგენს და ერთმანეთს არცერთ წერტილში არ ემთხვევა. არ მგონია, დღეს ნათელი არ იყოს ის გარემოება, რომ 2008წ. ომით რუსეთმა საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა საქართველოს საკითხი, ანუ ვერ მოახერხა საქართველოს დასავლური კურსის შეცვლა. ომის შემდეგ, გაცილებთ ინტენსიური გახდა საქართველოს ჩართულობა ამ ინტეგრაციაში, როგორც საერთაშორისო მისიაში (ავღანეთი) მონაწილეობით, ასევე თავად ნატოში ინტეგრაციის მიმართულებთი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო 2011წ. ნოემბერში დასახელდა ნატოს ასპირანტ (კანდიდატ) ქვეყნად. ასევე გაძლიერდა ინტეგრაცია ევროკავშირთან და დაიწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის ის რეალობა რაც დღევანდელ მოცემულობაში აქვს საქართველოს. რეალობაა ისიც, რომ „არაღიარების პოლიტიკა“ რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნა დაწყებული წარმატებით ხორციელდება. ასევე რეალობაა ისიც, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ ის არასოდეს შეეცდეება ძალია გამოყენებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამ რეალობის გათვალისწინებით საინტერესოა იმ მითის ანალიზი, რომელიც იქმნება და მკვიდრდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში: „ხელისუფლებას ომი აწყობს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება“, ეს შესაძლოა მითის სათაურად გამოვიყენოთ, რომელსაც შემდეგ ინტერპრეტაციები აქვთ, რომლებიც დაახლოებით ასე გამოიყურება: "რუსეთის ნებისმიერი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა იქნება!"- გია ვოლსკი. "თუ სააკაშვილი ნებართვას მიიღებს მოსკოვიდან, ის მთლიანად ფეხზე დაიკიდებს საერთაშორისო აზრს"- მამუკა გიორგაძე. ასევე ამავე საკითხზეა მიბმული და ამ მითის შემადგენელი ნაწილია რეზერვის თემა, რომელსაც ხან ბანდებად მოიხსენებენ, ხან შეიარაღებულ აქტივად საარჩევნოდ, ხანაც ჰომსის მოსაწყობად სჭირდება ის თურმე ხელისუფლებას. საინტერესოა რა მიზანი აქვს ამ მითების შექმნას? ეს რომ მითებია და რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი ინფორმაცია თავად იმ მსჯელობებში სჩანს, რომელსაც ამ მითის რუპორები აკეთებენ. თავად ძირითადი მესიჯებიდან ჩანს, თუ რამდენად აბსურდის დამტკიცების მცდელობასთან გვაქვს საქმე. ვერ ვხვდები, რამდენად ქმედითი და შესაძლებელია ამტიკიცო ის, რომ ვთქვათ სააკაშვილმა რაიმე ნებართვა მიიღოს რუსეთიდან (მამუკა გიორგაძე). მაშინ როდესაც რუსეთთან მიმართებაში, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკის მთავარი არსი არის საოკუპაციო სტატუსი რუსეთის სამხედრო ძალებს, არაღიარების პოლიტიკა, ევროკავშირის დამკვირებლები ადმინისტრაციულ საზღვრებზე, ნატოში ინტეგრაცია, რისი კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთი და ამას აცხადებს მისი უმაღლესი პოლიტიკური პირი. სად რჩება ადგილი იმისათვის რომ საკაშვილმა რუსეთიდან რაიმე ნებართვა მიიღოს გაუგებარია. თუმცა მამუკა გიორგაძისთვის ეს „ლოგიკურია“, ვინაიდან ის იმყოფებოდა მაშინ იმ პარტიაში, როდესაც გამოიფინა ლოზუნგი: „ჩავშალოთ გამსახურდია შევარდნაძის ბინძური ალიანსი“. როგორი ალიანსი იყო 1991-1993წწ გამსახურდიასა შევარდნაძეს შორის, კარგად გვახსოვს. მაშინაც მითს ქმნიდნენ გიორგაძის მაგვარი პოლიტიკოსიები და ეხლაც ამკვიდრებენ მსგავს მითს. იგივე პოლიტიკურ რეალობაში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრედ, როგორ უნდა გახდეს რუსეთის პროვოკაცია საკაშვილისადმი მხარდაჭერა (გია ვოლსკი), ესეც გაუგებარია. მაგალითად მითის დამკვიდრების აბსურდულობა კარგად სჩანს გია ვოლსკის ამ მსჯელობაში: „რუსეთს ისეთი პროვოკაციის წამოწყება შეუძლია, რომელიც ხალხს არჩევნებს დაავიწყებს, სააკაშვილს კი საომარი ან განსაკუთრებული მდგომარეობის რეჟიმში მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე, რუსეთის ნებისმიერი პროვოკაცია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა იქნება!“ თუ რუსეთი ისეთ პროვოკაციას მოაწყობს, რომ ქვეყანას საომარი მდგომარეობის რეჟიმში ყოფნა მოუწიოს, ეს რატომაა სააკაშვილისადმი მხარდაჭერა გაუგებარია. საოცარია და ვფიქრობ ლოგიკის შესაძლებლობები ისე შორს არ წასულა ჯერ, რომ ქვეყანას, მეორე ქვეყანა ომს უწყებდეს და ეს იყოს მეორე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა. ეს რაღაც ახალი მითის შემადგენელი ნაწილია. ანუ 2008წ. რუსეთის მიერ განხორციელებული ომი, (სხვათა შორის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ჩატარებული იყო) ეს ხელისუფლების მხარდაჭერა იყო? რიტორიკული კითხვა არ არის. სერიოზულად ვკითხულობ. ვოლსკის ლოგიკის მიხედვით რაღაც ეტაპზე ასეა. თუმცა იმის ფონზე, რაც ზემოთ ვისაუბრეთ, (რასაც აცხადებენ საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს საფრთხეებზე) შექმნილი მითი არ ითვალისწინებს (იმიტომაა ის მითი), რაღაც ზელოგიკით ამკვიდრებენ ამ აბსურდს. მითის გასაძლიერებლად კიდევ რეზერვის თემას აქტიურად იყენებენ, აკეთებენ მის ინტერპრეტაციებს, მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას დაანონსებული სამხედრო დაჯგუფებების თემა ოფიციალურად, დოკუმენტურად ჩავარდა. თუმცა მითის ინერციიდან გამომდინარე, ეს თემა ჯერ კიდევ ტივტივებს მითის ტექსტის ზედაპირზე. როგორც ეტყობა ჯერჯერობით მისი ჩამნაცვლებელი მითი ვერ მოიძებნა. დღევანდელი მითის არსებობისთვის ეს მნიშვნელოვანია. „ბურუსით მოცული“ სამხედრო რეზერვი. ეს ყოველივე არის იმ მითოსის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ომის შემდეგ მკვიდრდებოდა „სააკაშვილი რუსეთის კაცია“. დღეს ხდება იგივე მითის შესწორება, დავარცხნა. ახალ დავარცხნილ და შესწორებულ მითში - „სააკაშვილი რუსეთს შეუთანხმებს ქმედებებს“ (მ. გიორგაძე).... და „რუსეთის ნებისმიერი პროვოკაცია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა იქნება!“ (გ. ვოლსკი). საკმაოდ უნისონშია ეს მოსაზრებები. ასევე ძალიან ეტყობა ორთავეს, რომ ეს ახალი მითის შექმნის და ძველი მითის შესწორება-დავარცხნის მცდელობაა. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემას და საბოლოოდ მივალთ იმ წერტილთან საიდანაც ეს მითები სათავეს იღებენ, ვინაიდან ველოდებით იმ რიტორიკის კრიზისს, რომელსაც ეს მითოსი აუცილებლად წააწყდება თავისი არსებობის გარკვეულ ეტაპზე. ირაკლი მარგველაშვილი. 18 აპრილი 2012წ.