Tuesday 11 August 2009

რუსეთი, უკრაინა და საქართველო

2009 წლის 11 აგვისტოს გავრცელდა რუსეთი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება რუსეთის ელჩის უკრაინაში არგაგზავნის შესახებ. მინიშნება იყო ახალი ხელისუფლების მოსვლამდე. თავისთავად ასეთი ხისტი პოლიტიკური ჟესტი გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამს. ვფიქრობ ინტერესმოკჯლებული არ იქნება, თუ ამ ყოველივეს დავუკავშირებთ ივნისს ივლისის მოვლენებს. ანუ ბაიდენის ვიზიტს საქართველოში და ობამას ვიზიტს მოსკოვში. სიმბოლურად ეს ჟესტი რუსეთის პრეზიდენტისა შეიძლება ჩავთვალოთ კიდევ ერთ ჟესტების ენად, რომელიც ივნისში და ივლისში გამოიხატა ამერიკის პუტინთან სტუმრობისას ჩექმით სამოვრის გაღვივებში და შემდეგ მედვედევის ცხინვალის ვიზიტში. ეს დღევანდელი განცხადება ამის გაგრძელებაა.

რა სიტუაცია გამოიხატა ამ უახლოესი 2 თვის მანძილზე და რაზე შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ, ვფიქრობ უინტერესო არ იქნება.

1. ობამას ვიზიტი მოსკოვში, რომელიც კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისი, რომ ამერიკა წინააღმდეგია რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის და საზღვრების გადახედვა არ მოხდება.
2. ბაიდენის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც დაადასტურა ობამას განცხადებები და საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ განივრცო დეილი ტელეგრაფში და საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცა რუსულ პოლიტიკას რეგიონში. ამასთანავე შეიძლება ითქვას, რომ საომარტი სიტუაცია პრაქტიკულად განიმუხტა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოს საზღვრები ამერიკული ხელოვნური თანამგზავრებიდან კონტროლდება.
3. განცხადებები, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს უნდა შეუერთდნენ ამერიკის დამკვირვებლები, რაზედაც ამერიკელების მხრიდან ირიბი თანხმობა იქნა გამოთქმული, ანუ თუ საქართველოს სურვილი იქნება ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ამ სამშვიდობო პროცესში ევროკავშირთან ერთად.
4. სარკოზის განცხადება, რომ ევროკავშირის მისიას საქართველოში ამერიკელები ამ ეტაპზე ვერ შეუერთდებიან. საკითხი ნოემბერში დამატებით განიხილება ევროკავშირის სხდომაზე.
5. ნაბუკოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ნატოს წარმომადგენლის განცხადება, რომ ნაბუკოს პროექტს დაიცავენ ნატოს ჯარები.
6. მედვედევის დღევანდელი განცხადება უკრაინაში ელჩის არგაშვების შესახებ და უკრაინის დადანაშაულება ანტირუსულ განცწყობაში და ნატოსკენ სწრაფვაში.

საინტერესოა ამ განცხადებების ირიბი ტექსტების განხილვა. რას გულისხმობდა თითოეული მათგანი და რა შესაძლოა მოხდეს უახლოეს მომავალში, ვინაიდან მსგავსი განცხადებები, როგორც ცნობილია შეიცავს ქმედების განხორციელების ალბათობებს.

ობამას მოსკოვის ვიზიტზე ბევრი დაიწერა და მოკლედ თუ განვმარტავთ, ყოველგვარი გადატვირთვა გამორიცხულია, მითუმეტეს ფონად ამ შეხვედრას ჩექმა გასდევდა, ხოლო მისი დასასრული მედვედევი უტყვი ვიზიტი იყო ცხინვალში დიდი რვიანის შეხვედრიდან 1 დღეში.

ბაიდენის ვიზიტმაც იგივე დაადასტურა და ობამას მოზომილად მკაცრი დიპლომატიური გამოსვლების კიდევ უფრო დიდი სიმკაცრე და შეუვალობა დაადასტურა რუსეთის ამ პოლიტიკის გამო. თუ შევადარებთ რუსულ ჟესტების ენას (ჩექმით სამოვარის გაღვივება, ცხინვალში მედვედევის ვიზიტი და დღევანდელი განცხადება უკრაინის შესახებ), სახეზე გვექნება რუსული რიტორიკა, ჟესტების ენაზე და მეორეს მხრივ საქართველოსთან ომის პრევენცია, რომელსაც ამერიკელებმა მიაღწიეს. ამის დასტური დღევანდელი მედვედევის ვიდეო რგოლი იყო უკრაინის შესახებ.

თავისთავად ეს განხადება რაღაცის ნიშანია, ნიშანი ალბათ უფრო რეგიონების პარტიისთვის, იანუკოვიჩისთვის. მისმა განცხადებამაც არ დაახანა და პრაქტიკულად დაეთანხმა მედვედევს, დაადანაშაულა რა იუშენკო რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში. ამ განცხადების პრაქტიკულ გამოვლინებას ალბათ დეკემბრის შუარიცხვებიდან უნდა ველოდოთ, როდესაც უკრაინაში 2010წ. 17 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია დაიქოქება.

ანუ რუსებმა ამ განცხადებით, ფრონტის ხაზი გაზარდეს. თუ მთელი ივნისის და ივლისის განმავლობაში მთავარი თემა იყო საქართველო ამას დაემატა უკრაინა. რისთვის სჭირდება ეს რუსეთს? ერთის მხრივ არ არის გამორიცხული ყურადღების გადატანისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ნიშნად იმისა, რომ უკრაინის საარჩევნო კამპანიაში ის ჩართული იქნება, მითუმეტეს, რომ ელჩის გაგზავნას აქრ აპირებს ახალ არჩევნებამდე, ახალ ხელისუფლებამდე. თუ ისევ იუშჩენკო გახდა პრეზიდენტი ალბათ საერთოდ აღარ გაგზავნის ელჩს უკრაინაში. ლოგიკურად ასეა.

რამ გამოიწვია ფრონტის გაშლა? თავისთავად ფრონტი არსებობდა, მაგრამ გლობალურად ის ეხლა გააფართოვა რუსულმა პოლიტიკამ. ჩემის აზრით ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. ვთვლი რომ ომის საფრთხე საქართველოში დაწყებული ივნისიდან ივლისის ბოლომდე მართლაც ძალიან მაღალი იყო. ამას ადასტურებს ის ფაქტი, როპმ ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები ძალიან ინტენსიურად მუშაობდნენ ომის პრევენცირების საკითხებზე. ეს საფრთხე, რომ თითქმის ნულამდე დავიდა ამის დასტური სწორედ დღევანდელი განცხადება იყო, რაც მედვედევმა გააკეთა. ანუ ფრონტი გაშალა, თავად და თითქოს დაასწრო დასავლეთს იმაში, რომ ის აქტიურად იწყებს ბრძოლას უკრაინისთვის.

ევროკავშირის მისიის ვადის გარძელება და ამერიკელების ირიბი თანხმობა ამ მისიაში მონაწილეობაზე დროში გადაიწია. ანუ 2009წ. ნოემბრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოემბრამდე რაღაც უნდა მოხდეს, თუკი ამერიკელები გადაწყვეტენ ამ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას.

ასევე გადაიწია ევროკავშირის გადაწყვეტილება, კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო პოლიციის შესვლის შესახებ. ეს ორი მომენტი საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. ამერიკელების შემოსვლაზე განცხადება ევროკავშირის მისიასთან ერთად და საპოლიციო სამშვიდობო ძალების შესვლა კონფლიქტის ზონებში. ვფიქრობ ევროკავშირი ამერიკისგან ითხოვს გარკვეულ გარანტიას, რაც ითვალისწინებს იურიდიულად მათ შეერთებას ევროკავშირის მისიასთან, რომელიც საქართველოსა და ამერიკის რაღაც ურთიერთობაში უნდა დარეგულირდეს. ამაზე მეტყველებს ის განცხადება რაც ამერიკის ადმინისტრაციამ გააკეთა. თუ საქართველო იქნება თანახმა ამერიკა მზადაა ჩაერთოს მისიაში. ეს ჩემის აზრით შესაძლოა ნიშნავდეს შემდეგ ნაბიჯებს, თავდაპირველად მოხდება ამერიკელების შეერთება სამშვიდობო მისასთან საქართველოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით, ხოლო ამის შემდეგ ამერიკელებთან ერთად ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამშვიდობო პოლიციის კონფლიქტის ზონებში შესვლასთან დაკავშირირებით, რასაც რუსეთის უმწვავესი რეაქციები მოჰყვება.

სწორედ ამის გამო შლის რუსეთი ფრონტს და იწყებს უკრაინაზე საუბარს. უკრაინა როგორც ასეთი რუსერთის ინტერესებში გამოიხატება როგორს სევასტოპოლით ასევე ყირიმით, ეს როგორც მინიმუმი. სევასტოპოლი ნიშნავს შავ ზღვაზე კონტროლს. ხოლო იმ ქმედებებიც რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ 5 პუნქტში შავი ზღვის აკვატორია, ამერიკელების როგორც სამშვიდობო დამკვირებლების, ასევე ნაბუკოს დაცვის შემთხვევაში ნატოს მხრიდან, გულისხმობს შავ ზღვაში ნატოს და ამერიკული გემების შემოსვლას, სადაც შეიძლება ითქვას რუსებს სრული კონტროლი დაუწესდებათ და შავ ზღვაზე მათი ყოფნას ის აზრი დაეკარგება რაც ეხლა აქვს. პრაქტიკულად რუსეთი კარგავს შავ ზღვას და იქ ძალიან შეიზღუდება მისი არიალი. რაც შეიძლება ითქვას ჩვენი და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფად იქცევა.

ნატოში ჩვენი შესვლა და ევროპის თანხმობა ამაზე დამოკიდებულია გარანტიებზე, ანუ ევროპას არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქზე წასვლა. ამიტომ უნდა შეიქმნეს შესაბამისი პირობები, მინიმუმ კონფლიქტის ზონებში შევიდნენ სამშვიდობო პოლიციელები. გავიდნენ რუსები. სწორედ ამ გარანტიებს ითხოვს ევროპა და ამიტომ ჩვენი ნატოში შევლის საკითხი დროში იწევს.
კონდოლიზა რაისის განცხადება იყო 2008წ. სექტემბერში. სადაც მან პირდაპირ თქვა: ჩვენ ევროპას ვაძლევთ შანსს, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოსო, საქართველოზე იყო საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენ გავაკეთებთო. შეიძლება ითქვას ევროპა წუწკია. თან უნდა, რომ ეს რეგიონი მან ჩაიგდოს ხელში, თან არ უნდა დიდი რისკები ამ საქმეში.
ეხლა ძირითადი უთანხმოება სწორედ ამაზე მიდის. გავიხსენოთ, თუნდაცვ ერთი წლის წინ, ამერიკელები ითხოვდნენ ნაბუკოს გაყვანას, ევროპა ამაზე არ აქტიურიბდა, მაგრამ როგორც კი დადგნენ ფაქტის წინაშე, და რუსებმა 2009წ. ზამთარში გაზი გამორთეს, უკრაინასთან კონფლიქტის გამო, სასწრაფოდ იქნა ნაბუკოს საკითხი წინ წამოწეული.

დღეს ფაქტია, რომ ამერიკელები უკვე ძალიან ღიად უპირისპირდებიან რუსების კავკასიურ პოლიტიკას, რაც ევროპას არ აწყობს, მას უნდა ამის გაკეთება თავად, მაგრამ ისე, რომ არანაირი დისკომფორტი არ შეექმნეს. სწორედ ამიტომ იყო დამკვირვებლების მისიის ვადის გაგრძელების დროს 2009წ. ივლისში, სარკოზიმ თქვა უარი ამერიკელი დამკვირვებლების ჩართვაზე ევროკავშირთან ერთად. თუმცა ეს განხორციელდება ამერიკელებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებით. კავკასია გემრიელი ტორტის ნაჭერია, რომელიც ევროპას უნდა, მაგრამ რისკების გაწევა არ უნდა. ამიტომ ამას ამერიკელები აკეთებენ და მარშალის ფონდში რაისმა სწორედ ეს განაცხადა, რომლის პოლიტიკასაც დღეს ბაიდენი ასრულებს.


მცირე რამ თურქეთზე. ერთი რამ ვიცოდეთ, თურქეთს აქვს განსაზღვრული არიალი და იმის იქით ვერ წავა. სულ რაღაც 1,5 თვის წინ გაკეთდა განცხადება ამერიკელების მიერ, რომ შეიძლება შეიქმნას ქურთისტანის სახელმწიფო ერაყის ტერიტორიაზე. მსგავსი განცხადებები არის სიგნალები თურქეთისათვის, რომ ბიჭებო ჭკვიანად იყავით. მოკლედ მე არ ვფიქრობ, რომ თურქეთი რაიმე დამოუკიდებელ პოლიტიკას განახორციელებს, მცირე მზაკვრული მცდელობები ექნება, მაგრამ იმდენი ბერკეტია მათი ლაგამის ამოდების, რომ ვერსად გაიქცევა. ეს მოხდება მანამ სანამ ათათურქის მავზოლეუმი იქნება ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილი თურქეთში.
დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა, ნორმალური და არ ვსაუბრობ რუსების ჩაადაევისეულ პარადიგმაზე მეტყველებს იმაზე, რომ ომის საფრთხე ნულის ნიშნულამდეა. ამაში კიდევ ერთხელ მედვედევის დღევანდელმა განცხადებამ დამარწმუნა. მაშინ როდესაც რუსებმა უამრავი ფული დახარჯეს წრთვნებში, ამერიკელებმა მოახერხეს სერიოზული პრევენცირების ჩატარება და ეს მარაგები ამოწურული არ არის.

თუ რუსები ერთ გაშლილ ფრონტზე ვერაფერს გახდნენ, ვინაიდან ამერიკულმა ფაქტორმა შეაცერა მათი მიზნები, დღეს გამოდიან და უკრაინაზე საუბრობენ, ანუ ახალ ფრონტს შლიან. რა არის ეს, თუ არა იდიოტიზმი? რუსეთს დღეს არ ძალუძს, მიუხედავად ერთი თემისა, საქართველო-უკრაინა, რომ ამხელა ფრონტი გაშალოს იმპერიის ასაღდგენად. არა აქვს ამის რესურსი. ეს არის რიტორიკა, წმინდა რიტორიკა, ისევე როგორც მათი უამრავი რიტორიკა: ჯარის რეფორმა, ახალ საზრვაო არმადის მშენებლობა, ისკანდერების განთავსება კალინინგრადში, გემების გაშვება ვენესუელაში, რომლებიც ბუქსირით მოჰყავდათ უკან.... მთავარი დარტყმა რაც რუსეტმა მიიღო არის ნაბუკო და მისი დაცვა ნატოს ჯარების მიერ, იქ სადაც ეს მილი გავა. რაც ნატოს სამხრეთის ინტერვენციის დასაწყისი უნდა გახდეს. ასევე საუბრები ნატოს რეკონსტრუქციაზე, ამუდსენის გამოსვლა, სადაც ამ რეკონსტრუქციაზეა საუბარი, ნატოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში, რომელსაც ამერიკა აყენებს, ეს ის საკითხებია, სადაც რუსეთის რესურსი ვერ გაწვდება. ქვეყანამ რომელმაც ვერ მოახერხა 1 წლის განმავლობაში აღიარებული ტერიტორიები სხვისთვის ეღიარებებინა, მას რესურსი, არც პოლიტიკური და არც სამხედრო არ გააჩნია, რომ ამ ყველაფერს წინ აღუდგეს.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბევრი საკითხები, უყურადღებოდ იქნა დატოვებული. უყურადღებოდ არ ვტოვებ, ვთქვათ თურქეთის საკითხს. უბრალოდ იძულებულნი ვართ, ბევრი საკითხი მესიჯის სახით გადმოვცეთ, ვინაიდან ვერ შევძლებთ, ზუსტად ვთქვათ რა იქნება. ჩვენ მხოლოდ ნიშნებს ვხედავთ და იქედან ლოგიკას ვაწყობთ. ეს ნიშნებია აღმნიშვნელი და ასაღნიშნი. ზოგი რამ სახეზეა, ზოგიც ბუნდოვანია, ამიტომ ამ შემთხვევაში მესიჯით საუბარი უფრო უპრიანია. დროში კიდევ ორივე სახის ნიშანზე იქნებაპასუხები.

ამ მცირე ანალიზის დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე გაკეთებული განცხადება სწორედ იმაზე პასუხია, რაც 2009 წლის ივნის- ივლისში მოხდა, ანუ ნატოს ინტერვენცია სამხრეთით (ნაბუკოს დასაცავად) განცხადება, ამერიკელების სამშვიდობო დამკვირვებლები საქართველოში, რომელიც სავარაუდოდ სამშვიდობო პოლიციად გადაკეთდება და შესაბამისად შავი ზღვაში ამის ყველაფრის დასაცავად ამერიკული და ნატოს საზღვაო ძალების პატრულირების გაძლიერება მოჰყვება. ნაბუკოს დაცვას ნატოს მიერ რა შეიძლება მოჰყვეს, მოდით ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ.



2009წ.11 აგვისტო

Tuesday 4 August 2009

მოჯადოებული წრე. ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების ხელშეკრულება

სიტუაცია რუსეთთან ყოველდღიურად მძიმდება. ამას თავისი საფუძვლებიც აქვს. ფაქტია, რომ ობამა მედვედევის შეხვედრამ 100%-იანი პრევენცია ვერ მოუტანა საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხე შემცირდა პროვოკაციები გრძელდება. ვერც ბაიდენის ვიზიტმა და მისმა ასე ვთქვათ ობამას ვიზიტის განმარტებებმა და ტექსტის სრულყოფამ ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ ისინი დაიცავენ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ როიტერისათვის მიცემულ ინტერვიუში მოჰყვა ძალიან არაორაზროვანი პასუხი, რომ საქართველო დაკარგული ტერიტორიების ომით დაბრუნებას არ აპირებს და შესაბამისად არც ომს აპირებს.

ერთის მხრივ ძალიან მკვთრ მუქარას, რუსეთის მხრიდან, მოჰყვა ჩვენგან განმანეიტრალებელი განცხადება, თუმცა რუსების პრ-მანქანა მუშაობს. ყოველდღიურად ოსების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია ჩვენს მიერ მათი ტერიტორიის დაბომბვის შესახებ, ანუ აშკარად პრ მანქანა მიმართულია იქით, რომ როგორმე მოხდეს კონფლიქტში ჩვენი ჩათრევა.

რუსეთის სურვილი ახალი ომის დაწყების შესახებ იმდენად დიდია, რომ მე არ გამოვრიცხავ ამ პროვოკაციების შემდეგ, თუ არაფერი გამოვიდა დაიწყოს ღია აგრესია, თუმცა ამის შემაკავებელი ფაქტორებიც არსებობს. რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ამჯერად ვიმყოფებით შემდეგ ეტაპზე, ოსების განცხადებებს მათი ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ავსებს რუსების განცხადებები მათი დაცვის შესახებ, ხოლო ჩვენს განცხადებებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომს ავსებს ევროკავშირის მონიტორების განცხადებები, რომ ჩვენი მხრიდან არანაირ დაბომბვებს არა აქვს ადგილი.

ლოგიკურად ეს განცხადებები რაღაც ქმედებამ უნდა გაანეიტრალოს. ანუ ამუშავებული რიტორიკა, რომელიც რუსეთის პრ-მანქანამ აამუშავა, უნდა შეწყდეს და გამოირიცხოს. რა შეიძლება იყოს მსგავსი მექანიზმი? რამ შეიძლება შეწყვიტოს ეს რიტორიკა?

ობამას რუსეთში ვიზიტის დროს, პრაქტიკულად რუსებმა მხოლოდ ჟესტების ენა დაუპირისპირეს. ჩექმით სამოვრის გახურება და მედვედევის ვიზიტი ცხინვალში. ანუ რუსების მიერ იმ ეტაპზე ღია განცხადებები და პასუხი ობამას განცხადებებს არ მოჰყვა. შეპასუხება ღიად არ განხორციელდა. რუსეთი ცდილობს, რომ როგორმე მოახერხოს ქართული და ამერიკული რიტორიკის გათიშვა. ანუ ის ჟესტების ენით ესაუბრება ამერიკას და ღიად ვერაფერს ეუბნება, ხოლო ჩვენ ის მუქარის ენით გვესაუბრება. შესაბამისად მწიფდება საქართველო-ამერიკის ერთიანი რიტორიკის ჩამოყალიბების ეტაპი. თუ არის აპრიორი ის, რომ რუსეთი ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების მოცილების შემთხვევაში ხელფეხს გაიხსნის და მოახდენს ღია აგრესიას ჩვენზე და თავისი მიზნების განხორციელებას, საერთაშორისო უსაფრთხოების შემთხვევაში ის ამას ვერ შეძლებს.

დღეს რუსეთი აშკარად ცდილობს განაცალკეოს ობამა-ბაიდენის განცხადებები და ჩვენი განცხადებები. ის ცდილობს შექმნას ილუზია, რომ საქართველოს წინაშე ის მარტოა დარჩენილი. ამის საფუძველიც არსებობს, ვინაიდან მშრალი განცხადებების გარდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა არც არაფერი ქმედითი და ხელშესახები, რომ ღია აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ვინმე ქმედითად მხარს დაგვიჭერს არ არსებობს. გარდა საქართველო ამერიკის ქარტიისა, რომელიც ფარატინა ქაღალდია იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ხელშეკრულება საქართველოს უსაფრთხოების დაცვაზე გაფორმებული არ არის.

ამიტომ რუსეთის მცდელობას, რომ ჩვენი და ამერიკის რიტორიკები განაცალკეოს და ამის საფუძველზე მოახდინოს სამხედრო აგრესია ვფიქრობ საფუძველი გააჩნია, ვინაიდან ჩვენი დახმარება რუსული აგრესიის განხორციელების პოსტ ფაქტუმ იქნება ძალიან რთული და შესაძლოა ამან გამოუსწორებელი შედეგები მოგვიტანოს.

სწორედ ამაზე აქვს რუსებს გათვლილი თავიანთი შემდეგი ქმედებები. კოკოითი ისევ ყვირის, რომ ქართველები ბომბავენ, რუსეთი მის დაცვაზე უპირობო მხარდაჭერას აცხადებს, ხოლო ჩვენი და ამერიკის განცხადებები მხოლოდ რიტორიკაა ამ ეტაპზე და არ ეფუძნება რაიმე ქმედით მექანიზმებს, რომელიც ამ ყველაფერს გაანეიტრალებს. როგორც ჩანს ეს განცხადებები ნამდვილად საკმარისი არ არის და რუსულ აგრესიას ვერ წყვიტავს.

ვფიქრომ მივდივართ იმ ლოგიკურ ჯაჭვთან, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და ამერიკის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების ხელშეკრულების სასწრაფო გაფორმებას, რომელიმაც უნდა უზრუნველყოს ამ რუსული აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა. ამ ხელშეკრულების გაფორმებას გარკვეულწილად აჩერებს ევროპის პოზიცია. ანუ ამ ხელშეკრულების ფარგლებშიო ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას თუ გაუწევს საქართველოს, შესაბამისად ამუშავდება ნატოს წესდების მეხუთე (5) პუნქტი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა ავტომატურად იწვევს ნატოს სხვა წევრების ჩართვას სამხედრო კონფლიქტში.
აქ რამდენიმე საკითხია. მე ვფიქრობ, ამჟამად მიმდინარეობს იმ რისკების შეფასება, რამდენად იქნება საკმარისი ასეთი ხელშეკრულების გაფორმება იმ რუსული აგრესიის შესაჩერებლად, რომელიც ამჟამად არსებობს. მე ვფიქრობ მიმდინარეობს ამ საკითხების დეტალიზაცია და შეთანხმება ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.

იმ შემთხვევაში თუ რუსეთისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდება საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად, ეს ხომ არ გამოიწვევს გვერდით მოვლენებს? მითუმეტეს, რომ ევროპის დამოკიდებულება მართალია ჩვენს საკითხში ერთიანია, მაგრამ ფაქტია, ის ქვეყნები, რომელებიც გერმანიის ჯგუფშია (იტალია, საფრანგეთი) და წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენთვის მაპის მონიჭების ხომ არ წავლენ ამ პერსპექტივის წინააღდეგ, რაც საქართველო ამერიკის უსაფრთხოების ხელშეკრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს?

ეს არის ის რისკები, რომელიც დღეს არის შესაფასებელი და ვფიქრობ ფასდება კიდევაც. გარდა ამისა ეს ხელშეკრულება გამოიწვევს შავ ზღვაში ამერიკული ფლოტის პატრულირების გაფართოებას, რომელიც დასაწყისი იქნება კონფლიქტური რეგიონების ჩვენს იურისდიქციაში შემოსვლის. როდესაც ამას ვამბოთ ძალიან შეიძლება დაფრთხეს მკითხველი, მაგრამ მცირე ახსნა განმარტებას გავაკეთებთ.

როგორც გახსოვთ, სულ რაღაც 2 კვირის წინ 2009წ. ივლისის მეორე ნახევარში პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ევროკავშირის მონიტორებს უნდა შეუერთდნენ ამერიკელი მონიტორები. ამერიკის მხარის მიერ განცხადება გაკეთდა, რომ თუ ქართული მხარე მოითხოვს ამას ისინი მზად არიან ეს განახორციელონ. იურიდიული ნაწილი ამ ქმედების განხორციელების ვფიქრობ გადის სწორედ საქართველო ამერიკის უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე გაფორმებული ქარტიის ფარგლებში. სწორედ უსაფრთხოებას გულისხმობს და ცეცხლის განუახლებლობას.


ამერიკელთა მონიტორინგი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დღეს ევროკავშირი მონაწილეობს მონიტორინგში, ვფიქრობ ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის მიერ საერთაშორისო პოლიციის კონფლიქტის ზონებში განთავსების გადაწყვეტილებას დაუდებს საფუძველს. თუმცა ერთადერთი გარანტია, რასაც გერმანიის ჯგუფი ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოსთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს იქნება იმ რისკების მინიმიზაცია, რაც შესაძლოა რუსების საქართველოში სამხედრო აგრესიას მოჰყვეს ამ ხელშეკრულების და მის გამო ნატოს წევრ ქვეყნების ჩართულობის თვალსაზრისით. ჩემის აზრით ეს არის ერთადერთი საშუალება, რაც გაანეიტრალებს რუსულ აგრესიას ამ ეტაპზე და სრულიად ახალ ფაზაში გადაიყვანს ამ კონფლიქტსაც და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლასაც რათა ისინი გავიდნენ კონფლიქტის ზონიდან.

ჩემის აზრით ყველაზე დიდი საფრთხე, სწორედ ამ უსაფრთხოების სისტემის სრულყოფილად არქონაა. სწორედ რუსების მიერ იმის დაფიქსირება, (რასაც დღეს აკეთებს და რაც გააკეთა ჩექმით სამოვარის გაღვივება და მედვედევი ცხინვალში) რომ დღეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოება მხოლოდ რიტორიკაში გამოიხატება და არავითარი ქმედითი მექანიზმები არ არსებობს ამის განხორციელების თვალსაზრისით ზრდის რუსების მიერ სამხედრო ქმედებების დასწრების ალბათობას. ამის გასანაიტრალებლად რიტორიკა საკმარისია, ხოლო ქმედება რიტორიკას ვერ ეწევა და საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ უახლოეს დღეებში რაიმე სიახლეს უნდა ველოდეთ.

4.08.09წ.