Friday 23 April 2010

დუგინის ინტერვიუ და საქართველოს შიდაპოლიტიკური სპექტრის მესიჯები

მ/წ. 25 თებერვალს ინტერნეტ პორტალზე „ინტერპრესნიუსი“ გამოქვეყნდა ალ. დუგინის ინტერვიუ. შევეცდებით ამ ინტერვიუს ანალიზის ფორმით დამუშავებას და საქართველოს მომავალი შიდა პოლიტიკური მოძრაობის გეგმებს. ასევე ამ შიდაპოლიტიკაში რუსეთის ჩართულობას. ვფიქრობ გარდა ამ ინტერვიუს ანალიზისას, საინტერესო იქნება, ჩვენი პოლიტიკოსების რუსეთისთვის გაგზავნილი მესიჯების განხილვაც. რამდენად თანხვედრაშია ეს განცხადებები დუგინის მოსაზრებეთან. როგორია დუგინის ჩაწოდებული პასების პასუხები.

ინტერვიუს დასაწყისში დუგინი აღნიშნავს:

ალ. დუგინი : “ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი სერიოზულად შეუდგება იმ პოლიტიკოსთა ძიებას, რომლებიც მას აწყობს. რუსეთი ახლა საქართველოს მთელ პოლიტიკურ ელიტას განიხილავს. ასეთები სხვადასხვა ძალებია. ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ. ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ამჟამად ამერიკის პოლიტიკიდან დისტანცირებულია, შესაძლოა კრემლისთვის სასურველი გახდეს”,

აღნიშნული ფრაზიდან იკვეთება შემდეგი რამ. რუსეთმა ახალი თამაში დაიწყო. დაიწყო საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეზე გადმონაცვლება. დაწყებული აქვს ე.წ. კასტინგიც. თუმცა ვფიქრობ, რომ კასტინგი დასასრულს უახლოვდება. სწორედ ამას გულისხმობს ფრაზა: ალ. დუგინი: „ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ.“ რუსეთის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკა დაყოფილია 2 სფეროდ, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია:

1. შიდაპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს საქართველოში მხოლოდ 2 პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას და გამორიცხავს ალტერნატივას. ეს არის პროამერიკული ძალა, სადაც მოაზრებულია სააკაშვილი და ხელისუფლება. ხოლო მეორე ძალა ეს უნდა იყოს პროქართული ძალა რომელიც = პრორუსულს, რასაც თავად დუგინი მშვენივრად განმარტავს ქვემოთ.
2. პროქართული=პრორუსული ძალის ლიდერის ჩამოყალიბება, რომელიც ჯერჯერობით კასტინგშია.

მთავარია შეიქმნას ძალა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ამერიკაზე. ანუ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში უნდა დარჩეს 2 ძალა, პროამერიკული და არაპროამერიკული. ეს დუგინის, შესაბამისად რუსეთის სურვილია. არ უნდა მოხდეს პროამერიკული ძალის ალტერნატივის ჩამოყალიბება. ეს რუსულ გეგმაში არ შედის. ამის დასტურია დუგინის განმარტება, რას ნიშნავს პროქართული?

ალ. დუგინი; „ალექსანდრ დუგინი: რუსეთს პროამერიკული პოლიტიკოსი არ აწყობს. რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“

ანუ აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროქარტული=პრორუსულს. შესაძლოა მცირე ალოგიკურობად მივიჩნიოთ ეს ყოველივე, მაგრამ საკითხი დგას სულ სხვაგვარად. ეს ყოველივე მომავალზეა გათვლილი. პროქართული ძალა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ჩამოაყალიბებს მომავალში იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტი. ეს რუსეთის უმთავრეზი მიზანია.

ამის შემდეგ დუგინი განიხილავს და მაგალითად მოჰყავს უკრაინა. ამონარიდი ინტერვიუდან:

ალ. დუგინი: “თუმცა მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. იანუკოვიჩის მაგალითზე რუსეთმა მომლოდინეს პოზიციაში ყოფნა ისწავლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიაღწია კიდეც თავისას, რადგან ანტირუს პოლიტიკოსებს სასურველი მიზნის მიღწევა არ ძალუძთ. მაგალითად, ავიღოთ იგივე იანუკოვიჩი - იგი რუსეთზე იყო ორიენტირებული და ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც რუსეთს გაზის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყირიმის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მასზე ზეწოლის მოხდენა სერიოზულად არ შეუძლია და იძულებულია მის ჭკუაზე იაროს.“

2010წ. 21 აპრილს მედვედევსა და იანუკოვიჩს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ძალითაც უკრაინა მიიღებს 30%-იან ფასდაკლებას ბუნებრივ აირზე. სანაცვლოდ რუსულ საზღვაო ბაზას სევასტოპოლში 25 წლით გაუხანგძლივდება ვადა. როგორც სჩანს, დუგინს არცთუ მცირე ინფორმაცია აქვს იმ კულუარულ ინფორმაციებზე, რომელიც რუსული პოლიტიკის კულუარებში მიმდინარეობს. შესაბამისად მისი ეს ინტერვიუ ამდენადაც საინტერესოა.

როდესაც ვსაუბრობთ პროქართულ ძალაზე, მაგალითად შეიძლება იანუკოვიჩი მოვიყვანოთ, რომელიც პროუკრაინული ძალად აღიქმებოდა არჩევნებამდე და აღიქმება ეხლაც. პირველი შედეგი დადგა, როდესაც იანუკოვიჩმა ნატოში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა. შემდეგ 25 წლით გაუხანგძლივა რუისეთის საზღვაო ბაზას ვადა. უახლოეს თვეებში უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა ძალას მოიკრებს და ერთად ძმურ რუსეთთან ერთად თავის მყარ ფორმას მიიღებს. შესაბამისად სცენარი ურაინა-საქართველო ერთია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ აქ შედარებით ფორსირებულად მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, ვინაიდან უკრაინის გარეშე დარჩენილ საქართველოს ბედს, ამერიკის შეერთებული შტატებმა შესაძლოა ორმაგი ყურადღება დაუთმოს და 2013 წლამდე არავინ იცის რა მოხდება. შესაძლოა ის სკივრიც გაიღოს, სადაც ნატოა შენახული და მერკელსაც ამოგლიჯონ ის გასაღები, რომელიც 2008წ. 3 აპრილს რუსებმა გადააყლაპეს. ამიტომ აქ ჭექა ქუხილი გამორიცხული არ არის.

ძალიან საინტერესოა დუგინისეული ქართველი პოლიტიკოსის კასტინგი.

ალ. დუგინი: “ფული აქ არაფერს წყვეტს, მას შეუძლია მხოლოდ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევა. ერთი სიტყვით, ესაა ქართველი ნაციონალისტი, მაგრამ ისეთი, რომელიც ორ რამეს - რუსეთისა და ევროპის ინტერესებს გაითვალისწინებს და ემსახურება მას... არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“

საკმაოდ საინტერესო ფენომენი შემოდის დუგინის მსჯელობაში: ქართველი ნაციონალისტი, რომელიც რუსეთის და ევროპის ინტერესს გაითვალისწინებს, ანუ რატომღაც დუგინი თვლის, რომ რუსეთის და ევროპის ინტერესი არის საერთო??? მოდით რამდენიმე ციტატა მოვიყვანოთ უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული ქართველი პოლიტიკოსების ინტერვიუებიდან.

“აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს“

“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი“

ვფიქრობ ალ. დუგინის და საქართველოდან გაგზავნილი ქვეტექსტები საკმაოდ ემთხვევა ერთმანეთს. უნდა ავღნიშნო, რომ დუგინის კონცეფციაში, საქართველო+ევროპა მოცემულია სწორედ რუსეთიდან ევროპისკენ მიმართულება, რასაც საქართველოშიც მოღვაწე პოლიტიკოსები ეთანხმებიან: „როდესაც ევროპა ამყარებს ბევრად მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ჩვენი ინტერსებიდან გამომდინარე, რაღაცის გაკეთება უნდა მოვახერხოთ. თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობეის ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“. ისმის კითხვა როგორ? საქართველოს „სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა (რუსული გეოპოლიტიკა) გაითვალისწინოს“

ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი დამთხვევებია, მითუმეტეს თუ დუგინის ამ ინტერვიუს ქართველ პოლიტიკოსთა ე.წ. კასტინგის გეგმად მივიჩნევთ. გავაგრძელოთ.

ალ. დუგინი; „რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“

იანუკოვიჩიც ხომ უკრაინული ინტერესებით ხემძღვანელობს. ეს კიდევ ერთი მტკიცება, რომ პროქართული=პრორუსულს. ასევე კასტინგის დასასრულისკენ სვლაც შეინიშნება ინტერვიუში, ესეც ვნახოთ:

ალ. დუგინი: „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი, რომლებსაც გარკვეულწილად შეუძლიათ რუსეთის პარტნიორები გახდნენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“

ანუ ჩვენი პოლიტიკოსების მესიჯები საკმაოდ საქმიანია, რათა მოხდეს მათი მონიშვნა რუსული პოლიტისტებლიშმენტის მიერ.

ანუ კასტინგში მონაწილეები დასახელებულია. კასტინგში მონაწილეობაზე თანხმობა მიღებულია და შესაბამისი მესიჯებიც გაგზავნილია, მაგ.

„თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა პირველი კავკასიური არხის შექმნა საეჭვო წარმოშობის დაფინანსებით.“

ან ეს: „თავდაუსხმელობის კიდევ ერთხელ დადასტურება აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იქნებოდა.“ საინტერესოა ვისთან ვაფორმებდით თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას?

“ მე ვმუშაობდი დოკუმენტზე, რომელზეც ხელი უნდა მოგვეწერა აფხაზურ და ქართულ მხარეებს ეს იქნებოდა ორი მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად, საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით სტატუსს საფრთხისა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადაგვედგა 2005 წელს, როცა ეს დოკუმენტი მოვამზადეთ, ან თუნდაც 2008 წელს, როცა ამ დოკუმენტს დავუბრუნდით, ჩემი აზრით, მოგვცემდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა სამხედრო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან..“

მცირე ისტორიულ ექსკურს თუ გავაკეთებთ 1992-1993წ. აფხაზეთის ომის დროს სწორედ აფხაზებთან გავაფორმეთ თავდაუსხმელობის და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რასაც მოჰყვა 1993წ. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა. რატომ იგზავნება რუსეთში ასეთი მესიჯები? ალბათ ყველას გვახსოვს, რომ სწორედ რუსეთი ცდილობდა მოეხდინა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე მოეწერა ხელი მსგავსი ხელშეკრულებისათვის, როგორც 2008წ. აგვისტოს ომამდე ასევე დღესაც იგივეს იმეორებს. ასეთი დამთხვევები შემთხვევითია? ანუ ასეთი ხელშეკრულებით რას ვაღიარებთ? რომ 2008წ. აგვისტოს ომი საქართველოს და რუსეთს შორის კი არ იყო არამედ ოსებს, აფხაზებს და ჩვენს შორის? ვფიქრობ ეს წმინდა რუსული პოზიციის გაზიარებაა, განსაკუთრებით ომის შემდგომი რიტორიკის. რუსული და ქართული ოპოზიციური რიტორიკები რომ სრულ თანხვედრაშია 2008წ. სექტემბრის შემდეგ, ეს ვფიქრობ არახალია. თუ დუგინის ინტერვიუს მივუბრუნდებით, რომელიც გაცილებით ადრეა პრესისათვის მიცემული, აბსოლუტურ ადეკვატურ მესიჯებს დავინახავთ ალასანიას აპრილის ინტერვიუებში, მითუმეტეს, რომ დუგინის ინტერვიუში შეიძლება ქართველი პოლიტიკოსის დახლოებითი არჩევანიც დავინახოთ.

აბა კარგად დავაკვირდეთ: ალ. დუგინი

1. „არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“
2. „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი“.

ეს ორი ფრაზა, აბსოლუტურ ენობრივ და ლოგიკურ კავშირშია. დუგინი ცდილობს არ ისაუბროს პირდაპირ, მაგრამ მას ასევე არ სურს გაურკვეველი დარჩეს ვინაა კასტინგში მონაწილეები და ვინ შეიძლება იყოს არჩეული, ანუ სავარაუდოდ მონიშნული ამ შერჩევის პროცესში.

განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ფრაზა:

ალ. დუგინი : “ერთადერთი, რაც ახლა მოსკოვმა ზუსტად იცის, ისაა, რომ საქართველოში ხისტი პრორუსული პოლიტიკა არ გამოვა. ახლა სხვა სიტუაციაა. მოსკოვს მშვენივრად ესმის, რომ საქმე მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან უნდა დაიჭიროს, ვინც ქართული ინტერესებით მოქმედებს. დღეს რომ რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა თქვას, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” ვაღიარებო, მისი საქმე წასულია. „

ეს უკვე იმ ძალაზეა საუბარი, რომელსაც მიიწვევენ მიუნხენში, რომლის ორგანიზება გერმანიაში რუსებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, რომ იქ უნდა გადაწყდეს ბევრი საკითხი და ლავროვიც ამისთვისაა იქ. უნდა გაჟღერდეს, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, თუმცა ის ძალა პროქართულია, რომელც =პრორუსულს ძალიან საინტერესო პასაჟია ამის დასადასტურებლად.

ქართული პოლიტსპექტრიდან გაგზავნილ მესიჯში: “აქედან გამომდინარე, მართლაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება. მაგრამ ეს მოლაპარაკება უნდა ხდებოდეს ხელისუფლებებს შორის. ხალხის მანდატით აღჭურვილ ხელისუფლებების შორის და როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად.“

ალ. დუგინი: „შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს თუნდაც სააკაშვილის პოლიტიკისადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მას ამ საკითხის გადაჭრას წაუყენებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი მზადაა, მათ ამ საკითხში დაუთმოს”.

ანუ ყველაფერი მოსულა, მთავარია კარგად შეიფუთოს და ათვისებული იქნას ის რესურსი, რომელიც რუსეთს საქართველოში აქვს. ეს მოიცავს 2 მომენტს და აპირისპირებს ერთმანეთან სწორედ რესურსის ათვისებისთვის.

1. მაგ. ნოღაიდელი, ხისტი პრორუსული ძალა, უნდა მოხდეს მისი დისკრედიტაცია, ვინაიდან რუსებმა იციან, რომ ამის რესურსი ძალიან ცოტაა და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი რეაბილიტაცია.
2. ვთქვათ, ალასანია, რომელმაც უნდა აითვისოს სააკაშვილისადმი მტრულად განწყობილი ძალების და საზოგადოების რესურსი, და გახდეს კასტინგში გამარჯვებული. პრაქტიკულად ის აკმაყოფლებს რუსული კასტინგის ყველა მოთხოვნას, რომელიც დუგინმა ამ ინტერვიუში ჩამოაყალიბა.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ალ. დუგინის 2010წ. 25 თებერვლის ინტერვიუ და საქართველოდან გახმოვანებული მესიჯები ერთმანეთს. ვფიქრობ ამ მესიჯებს შორის ქვეტექსტული კავშირის მოძებნა რთული არ უნდა იყოს. იმდენად პასუხგაცემულია დუგინის მესიჯები, რომ შემთხვევითი თანხვედრა ამ მოსაზრებებში ნამდვილად არ მიმაჩნია ლოგიკურად.

უკვე იწყება პროქართული ძალის ჩამოყალიბება. ყველა ცდილობს გახდეს ასეთი ძალა. ერთადერთი სივრცე, რომელიც ხელისუფლებამ დატოვა ქართული შიდა პოლიტიკისთვის არის ჩრდილოური სივრცე. სხვა სივრცე არ არსებობს. თუ ამ ფრაზას დავუკვირდებით სავარაუდო მოვლენების განვითარების ორიენტირებიც სჩანს. ვისი თამაშია ეს, ვინაა ამ თამაშის სუბიექტი? ვფიქრობ ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ თამაშის სუბიექტი რუსეთია, ხოლო მისი მიერ შეთავაზებულ როლზე თანხმობის მესიჯებიც გამოთქმულია.

ირაკლი მარგველაშვილი

22.04.10.

Wednesday 21 April 2010

ირაკლი ალასანიას ინტერვიუ გაზეთ „რეზონანსში“ – დიპლომატიური დისკურსი თუ დრამატული გაუგებრობა

რამდენიმე დღის წინ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა „ალიანსის“ ერთერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას ინტერვიუ - “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი”. უკვე თავად სათაური, რომელიც ძირითადი ტექსტიდან არის გამოტანილი, უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს. ეს წინააღმდეგობები ძირითადად ამჟამინდელი რუსულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტიდან მომდინარეობს, რაც ამ წინადადებასთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. თავად ფრაზა საკმაოდ მომხიბვლელია და შეიძლება მავანმა იფიქროს, ეს რა კარგი რამ არის, როგორ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, და ბოლოს, ეს რა დახვეწილი ფრაზააო და ასე შემდეგ, მაგრამ თუ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე განვიხილავთ, ეს ერთი შეხედვით მწყობრი და ლამაზი სენტენცია, უფრო სწორად, მისი საზრისი შეუბრალებლად აორთქლდება. უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ გავარკვიოთ რუსეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში.

1. 2008წ. 26 აგვისტოდან (ოკუპირებული რეგიონების აღიარების თარიღი) რუსეთი დაჟინებით ცდილობს ამ იდეის ინტერვენციას მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.
2. რუსეთი საქართველოს აღიქვამს სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ კავკასიის რეგიონში, რასაც ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ადასტურებს;
3. რუსეთი საქართველოს აღიქვამს თავის გავლენის სფეროდ და არ აღიარებს მის ინტერესებს რეგიონში.
4. დაწყებული 1991 წლიდან დღემდე რუსეთი საქართველოსთან არანაირ პარტნიორულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას არ ცდილობს;
5. იმ კონტექსტში, თუ საერთოდ არსებობს რუსეთი-საქართელოს დიალოგის შესაძლებლობა, რუსეთი ცდილობს საქართველოს შესთავაზოს დიალოგი სუფთა ფურცლიდან, ანუ 2008წ. აგვისტოდან, თან იმ პირობით, რომ ამ დიალოგის ბიძგი უნდა იყოს შექმნილი სტატუს კვოს აღიარება საქართველოს მხარის მიერ;
6. რუსეთისათვის პრეზიდენტ მედვედევის განმარტებით საქართველო არის „სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია“ _ სწორედ ტერიტორია და არა ქვეყანა ან საერთაშორისო სუბიექტი.
7. რუსეთი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე და ამას მიზანმიმართულად ახორციელებს. არცერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთისთვის ამ გეგმას რაიმე ალტერნატივა გააჩნია, არ არსებობს. (ვლ. პუტინი „საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა“)
8. რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში შესვლას ნებისმიერი ხერხით შეეწინააღმდეგება (სერგეი ლავროვი. 2008წ. აპრილი)

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კონტექსტის, რომელსაც მოიცავს რუსული დისკურსი საქართველოსთან მიმართებაში. საინტერესოა ამ კონტექსტის ფონზე რას ნიშნავს ირაკლი ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი”. ამ ფონზე სად მდებარეობს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესის ადგილი? ან რა საერთო ინტერესს და თანხმობას გულისხმობს ბ-ნი ალასანია? პასუხი დანარჩენ ტექსტშიც არ არის. ვერც იქნება, ვინაიდან საუბარია არაფერზე. განვაგრძოთ.

ირაკლი ალასანია თავის ინტერვიუში აცხადებს: “აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს.”

საკმაოდ საინტერესოა, როგორ მოიაზრებს ბ-ნი ალასანია ზემოთმოყვანილს იმ მწარე რეალობის ფონზე, რომელიც დღეს ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს და რომელიც ჩვენ ზემოთ შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა? გასაგებია, რომ რუსეთს მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოება მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში ეფუძნება ერთ პრინციპს: შექმნას საკუთარი ტერიტორიული უსაფრთხოების ბუფერული ზონა სწორედ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში არსებული სახელმწიფოების ხარჯზე და მათი გავლენის სფეროდ მსოფლიო თანამეგობრობის აღიარების ხარჯზე. ეს რეალობა აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან, კერძოდ მის მისწრაფებებს შექმნას ეროვნული უსაფრთხოების გარანტიები ნატოში ინტეგრაციის გზით. ამ გადასახედიდან ბ-ნი ალასანიას ლოგიკა რუსეთთან საერთო ინტერესებსა და საგნებთან დაკავშირებით გაუგებარია.

ბატონი ალასანია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ინტერესების თანხვედრა დროსა და სივრცეში. ავუყვეთ მონიშნულ აბზაცს ქვემოდან ზემოთ და საინტერესო სურათს მივიღებთ.

თუ ბ-ნ ალასანიას მნიშვნელოვნად მიაჩნია:

1. „ საქართველომ დაიწყოს ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან”.
2. „როგორ შევქმნით რეგიონული უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, რომელიც საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვაში ხელს შეუწყობს...“
3. „ საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს.“
4. “ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას.“

მაშინ როგორ აპირებს მოახერხოს ეს: „საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი“.

როგორ ვხდებით ევროპული სახლის წევრები? რა შემთხვევაში და რა კონტექსტში თანხმდება რუსეთი საქართველო გახდეს ევროპული სახლის წევრი? თუ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ რუსეთის როლი და გავითვალისწინოთ ეს ჩვენს საგარეო კურსში? როგორ მოდის კორელაციაში ეს ყოველივეს საქართველოს ევროპულ სახლში ინტეგრაციასთან? თუ უნდა ვაღიაროთ რუსეთის განსაკუთრებული როლი მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ შევქმნათ რეგიონალური უსაფრთხოების მექანიზმები ან როგორ დავამყაროთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა? მთელს ამ ფრაზაში საინტერესოა ლოგიკა რუსული იმპერიული კონტექსტის გათვალისწინებით მაშინ, როდესაც რუსეთი დღეს თავისი უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე:

1. ცდილობს შექმნას ბუფერული ზონა სსრკ-ს საზღვრებში, რომელიც მისი ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვაში მოიაზრება.
2. რუსეთი წინააღმდეგია ნატოს გაფართოების აღმოსავლეთისკენ.
3. რუსეთისათვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რასაც მოწმობს ოკუპირებული ტერიტორიები.

რა ლოგიკას ეფუძნება ბ-ნი ალასანიას საუბარი? სად არის ამ ყველაფერში ლოგიკა? რას გვთავაზობს? რუსული უსაფრთხოების სისტემაში ჩართვას? რუსეთის ტერიტორიულ უსაფრთხოებასთან, რომელიც გულისხმობს სსრკს საზღვრების აღდგენას და შემდეგ მის ლეგიტიმაციას მსოფლიო თანამეგობრობის მიერ? სად მიდის ამ შემთხვევაში საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოება ან როგორ ვხდებით ევროპული სახლის წევრები, რაც გულისხმობს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციას? ამ შეუსაბამობებიდან გამომდინარე, რა უნდა ვიფიქროთ, რისკენ მოგვიწოდებს ბ-ნი ალასანია? უკვე დასაწყისშივე წარმოიშვა უამრავი შეკითხვა, მაგრამ ვეჭვობ, ამ თემის შემდგომი გაშლა მათზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობებს წარმოაჩენს.

ჩიხი ნამდვილია

ბატონი ალასანია ამბობს: “მიუხედავად დღეს შექმნილი ურთულესი ვითარებისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩიხურად გამოიყურება, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც რეალურად დაიწყებს გზების ძიებას, როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან.”

დავუშვათ, სწორია მოსაზრება, რომ სიტუაცია რუსეთთან ჩიხურია მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენ მიერ ზემოთჩამოთვლილი რუსული დისკურსის და მისი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ფონზე ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რა საფუძველს ეყრდნობა ეს განცხადება? ხომ არ შეიცავს იგი დაფარულ აზრს, რომ საქართველოს დღევანდელმა საგარეო გეოპოლიტიკურმა კურსმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მათი ხედვა, ვინც რუსეთთან ურთიერთობის იმ დოქტრინებს არ ეთანხმება, რომლებსაც აქ ბ-ნი ალასანია წარმოგვიდგენს, ვერ ამჩნევს, რომ ეს ჩიხი, ასე ვთქვათ, მცდარი გონების ჩიხია და მხოლოდ ერთეული, ფართო პოლიტიკური თვალსაწიერის ადამიანები ხედავენ ამ „ცრუ“ ჩიხიდან გამოსავალს? დავუშვათ, რომ ეს ასეა. სინამდვილეში ამ ურთიერთობების აღდგენის რა რესურსი არსებობს? ჩვენს მიერ ზემოთ გაშიფრული მოსაზრებებია რესურსი, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ? თუ ის „სუფთა ფურცელია“ რესურსი, რომელსაც რუსეთი დიალოგის დაწყების ათვლის წერტილად მიიჩნევს ჩვენს ურთიერთობებში? სად, რომელ მერიდიანზე ემთხვევა საქართველოს და რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგია ერთმანეთს? ვფიქრობ არსად და არანაირი შეხების წერტილები ამ სტრატეგიებს არა აქვს. მაშ რაზე ვსაუბრობთ, ისევ არაფერზე? რას ემსახურება ეს საუბარი, რა მინიშნებებია იქ, კონკრეტული რუსული იმპერიული კონტექსტიდან გამომდინარე? განვაგრძოთ.

დავუშვათ, ასევე სწორია მოსაზრება, რომელსაც ბატონი ალასანია მოცემულ ინტერვიუში გამოთქვამს: „დავიწყოთ აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობების გზით სიარული“. იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არსებობს (სხვა რომ არაფერი რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ბაზად აქცია), სად და როგორ დავიწყოთ დიალოგი ოს და აფხაზ ხალხთან? პრაქტიკულად როგორ უნდა განხორციელდეს იგი? ესაა საუბარი არაფერზე და არაფერი კონკრეტული. ამ შემთხვევაში ეს არ არის წმინდა ტექსტუალური ბუნდოვანება, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭეშმარიტების პროფანაცია- ძვირად თუ მოიძებნება ქართველი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საჭიროებას უარჰყოფს. არც ისეთი ქართველის პოვნაა ადვილი, რომელსაც ამ საქმეში რუსეთის როლის მნიშვნელობა არა აქვს შეგნებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, თანხმობის ნიშნად თავსაც დაუქნევს ამ ფრაზის მთქმელს, მაგრამ ამ „ყველანი ერთ აზრზე ვართ-ს“ იქით საქმე არ მიდის და არც წავა, ვინაიდან არსებობს რუსული გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, რომლისკენ ცნობიერი სწრაფვა საკუთარი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს. მივყვეთ და ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეთ:

„ფრთხილი ოპტიმიზმი“ ??

“მივიჩნევ, რომ დღეს მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ. თავიდანვე გითხარით, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გამიჩინა ჩემმა შეხვედრამ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„ქართველი ხალხი მზადაა რუსეთთან ურთიერთობისათვის და მიესალმება მას“. ბატონ ალასანიას არ დაუსახელებია რამდენი პროცენტია მზად ამისთვის, სამაგიეროდ ბატონმა ნოღაიდელმა დაასახელა. ამ ფონზე ბატონები ნოღაიდელი და ალასანია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შემკვეთად ქართველ ხალხს ასახელებენ. ამ ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე საუბრისას, არც ერთის მსჯელობაში არ ჩანს, რას გულისხმობენ კონკრეტულად. ზოგადად კი - რაც გენებოთ, ის კი არადა, ალასანიას და ლავროვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების „მოწესრიგების“ რიგითობაც შეუდგენია. როგორც ინტერვიუდან ჩანს, ბატონი ალსანია მისულა დასკვნამდე, რომ „საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს (რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების) რეალობა გაითვალისწინოს.“ ვფიქრობ, საინტერესო საუბარი ყოფილა ბატონ ალასანიასა და ბატონ ლავროვს შორის. ისეთი საინტერესო, რომ ბ-ნ ალასანიას გამოუტანია დასკვნა, რომ თურმე საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან ერთად უნდა შექმნას, მეტიც, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმ რუსეთის ინტერესები ამ საკითხში, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ჩატარებული აქვს ნახევარი მილიონი ადამიანის ეთნოწმენდა... სხვა საკითხებიც უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრაზე განხილული, მაგალითად, ამ ურთიერთობების აღდგენის ხელისშემშლელი პირობები. ამაზეც საუბრობს ბატონი ალასანია, როდესაც საქართველოს იზოლაციას ახსენებს, თუმცა ამ საკითხს სხვა დროს შევეხებით.

რაც შეეხება „ფრთხილ ოპტიმიზმს“. მთელი ამ ინტერვიუდან ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი ვერ შევამჩნიე. რატომღაც არ მაგონდება რუსეთის მიერ იმაზე საუბარი ან განცხადება, რომ რუსეთი რაიმე გზით უარს ამბობდეს თავის სტრატეგიულ ინტერესებზე კავკასიაში, ან რაიმე დათმობას აპირებდეს, არც იმის შესახებ გაუკეტებია მინიშნება, რომ შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობების რაკურსში ამ უკანასკნელის სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესები გაითვალისწინოს. არც ლავროვი-ალასანიას სავარაუდო საუბრიდან ჩანს მსგავსი მინიშნება. მაშ რა დასკვნები გამოიტანა აქედან ბატონმა ალასანიამ?

1. რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა?
2. რომ „ საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს?“
3. რომ “მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას?“
4. თუ ის, რომ „მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ.

რა აძლევს ბ-ნ ალასანიას თუნდაც ფრთხილი, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაშინ, როდესაც მთელს ამ მსჯელობაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს რაიმე ფორმით გაითვალისწინოს საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესები? რბილად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. ვფიქრობ საინტერესოა ინტერვიუს შემდეგი ნაწილი:

“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და მე უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ შს მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, როცა საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის სტაბილური ჩრდილოეთი კავკასია. გამწვავების შემთხვევაში საქართველოც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.”

ფაქტია, რომ დასავლეთი და რუსეთი თანხმდებიან იმაზე, რომ ვერ თანხმდებიან საქართველოს საკითხზე. ეს არის დასავლეთის და რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობის საჯილდაო ქვაც და კონტექსტიც. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უკან მხოლოდ ერთმა მხარემ უნდა დაიხიოს და ეს არის რუსეთი, ვინაიდან 2008წ. 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება რუსეთს აკისრია. რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, ჩვენი მხრიდან იქ პრობლემა არ არის და ეს თავად ბატონი ალასანიას დამსახურებაცაა (მხედველობაში მაქვს მისი მონაწილეობა პანკისის ხეობის ანტიტერორისტულ ოპერაციაში), მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზემოთმოყვანილი პასაჟი საკმაოდ საშიშ განცხადებას შეიცავს, რომელშიც იგი საქართელოს ხელისუფლებას ჩრდილო კავკასიის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებებისაკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტებში საქართველოს კვალი არ გამორიცხა.

ვინ ვინ და ბატონმა ალასანიამ მშვენივრად იცის, რა ხდება პანკისში და წინა წლებში რგფორი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები გადადგა საქართველომ რუსეთისკენ. ამიტომ სიფრთხილე სწორედ რომ ამგვარი განცხადებების გაკეთების დროს გვმართებს, ვინაიდან რუსეთი, როგორც წესი, ასეთი განცხადებების სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რუსული საინფორმაციო მანქანა სრულიად მოურიდებლად მოახდენს ხოლმე მისი საკუთარი სურვილისამებრ ინტერპრეტირებას, რაც არაერთხელ გაუკეთებია.მიუნხენიდან ჩამოსვლის შემდეგ ბატონმა ალასანიამ რადიო „პალიტრაში“ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით და მათთან ერთად უნდა ვესაუბროთ. ახლა კი, ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ თურმე ჯერ რუსებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ხოლო შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ერთად დავძლევთ წინააღმდეგობას. საინტერესოა, რამ გამოიწვია პრიორიტეტების ასეთი გადაჯგუფება. მოვიყვანოთ ციტატა მისი ინტერვიუდან:
“ბუნებრივია, ამასაც სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა და მათი წვლილის შეტანა საქართველოში მშვიდობისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლების აღდგენის კუთხით.”

ვფიქრობ, საკმარისზე მეტი არგუმენტია იმისათვის, რომ დავწმუნდეთ _ ბატონი ალასანიას მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა, თუმცა როგორ, რა ფორმით, რის ხარჯზე, გაურკვეველია. ასევე ბუნდოვანია, როგორ გაუმჯობესდება ჩვენი იმიჯი მსოფლიოში რუსეთთან ურთიერთობების ალასანიასეული აღდგენით.

უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ინტერვიუ არის დიპლომატიური ენის პაროდირება, რომლითაც ბატონი ალასანია ცდილობს საკითხში გაურკვეველ მკითხველს რუსეთთან ჰარმონიული ურთიერთობების ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული საქართველოს მომავალი შესთავაზოს. ადამიანები ხშირად იჯერებენ იმას, რის იმიჯსაც იქმნიან/უქმნიან, პოლიტიკაში კი ამგვარი თამაში რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს მოკლებული არ არის.

ირაკლი მარგველაშვილი

17.04.10წ.

Wednesday 7 April 2010

ქართული ოპოზიცია 2007-2010წწ.

ნაწილი მეორე
2008-2010წწ.
2008წ. დეკემბერში კოდუა ბ. პატარკაციშვილის საუბრის შემდეგ ე.წ. ერთიანი ოპოზიცია დაფრთხა. საუბრების გამოქვეყნებამდე ყველა ოპოზიციური ლიდერი ცდილობდა ბ. პატარკაციშვილის კეთილგანწყობის მოპოვებას. ხშირი იყო ვიზიტები ლონდონში ბ. პატარკაციშვილთან. თუმცა ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ 1 ადამიანი არ გამოდგა ოპოზიციიდან, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილი დაიცვა. მას ყველამ უგანა. არჩევნების შემდეგ საპროტესტო მოძრაობა გაიშალა. საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად თვლიდნენ. არ ცნობდნენ და...
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ირწმუნებოდა, 2008წ. ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვისო, რუსების დიდი შემოტევები იქნებაო, ოპოზიციიდან ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი იდიალურად არის ლოგიკაში. დღეს მთელი მაშინდელი ოპოზიცია რუსეთთან ღია ურთიერთობას არ ერიდება. თუ გარე ალიანსებით, თუ შიდა, ირიბ-პირდაპირი ალიანსებით დაქსელიალია მთელი ოპოზიციური სპექტრი.
ამ დროს ქვეყანას ძალიან მძიმე წელი უახოვდებოდა. 2008წ. აპრილში საქართველოსთვის მაპის მოცემაზე უარის თქმის შემდეგ აშკარად დაიწყო პუტინის გააქტიურება. პუტინი 2008წ. 17 აპრილს ხელს აწერს განკარგულებას, რომლის თანახადაც პირდაპირი კავშირები მყარდება ფაქტობრივად ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. საქართველო რუსეთთან ომის რეჟიმში გადადის. სიტუაცია უკიდურესად იძაბება. ოპოზიცია ამაზე ვერ და არ რეაგირებს. მიმდინარეობს დაფარული ომი რუსეთთან. საქართველოში წინასაარჩევნო ციებცხელებაა. 28 მაისს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ფიასკოს განიცდის. იმართება ისევ საპროტესტო აქციები. სწორედ ამ აქციებზე ხდება ლევან გაჩეჩილაძის მიერ პირველად ანტიამერიკული მოწოდება. თითქოს ეს არალოგიკური იყო მაშინ. დღეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური.
2008წ. აგვისტოში იწყება რუსეთის პირდაპირი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ოფიციოზმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააფიქსირა, რომ რუსების სურვილია დაემხოს სააკაშვილის ხელისუფლება. ეს ლავროვმა უთხრა კონდოლიზა რაისს, რომელიც ამერიკის ელჩმა გაეროში პირდაპირ გაახმოვანა. პრაქტიკულად ყველასთვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ რუსეთი ებრძვის საქართველოს მისი ნატოს კურსის გამო. ეს ომი, პრაქტიკულად გეოპოლიტიკური ინტერესების ომი იყო და არა პირადი ანგარიშწორების პუტინისა სააკაშვილის მიმართ.
ძალიან მარტივია სამანიპულიროდ, როდესაც ომს პირად უსიმპატიობას დააბრალებ. დაახლოებით იგივე იყო გამსახურდიამ ბუშს აგინა, მაშინ როდესაც ჯ. ბუშის ფრაზაზე გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, გამსახურდიამ მხოლოდ ერთი ფრაზით უპასუხა: „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“. ეს გინება იყო. სააკაშვილმა კიდევ პუტინს ლილიპუტინი დაუძახა და ამიტომ დაიწყო ომი 2008წ. მახსენდება ზესტაფონური ანეგდოტი, ალბათ ერთ დროს სერიოზულადაც მსჯელობდნენ ზესტაფონში ამ საკითხზე: „არ მისცა სტალინმა ჰიტლერს ფეროი და დეიწყო ჩხუბი“.
საინტერესო არის 2008წ. შემდეგი პერიოდი და 2009წ. გაზაფხული. აქ ბევრი საკითხებია გადაჯაჭვული ერთმანეთთან. ოპოზიციურ რუსული რიტორიკა, მათი ერთიანობა, რუსულ -ოპოზიციური ერთიანი ლოგიკა და მისი შეფუთვის მექანიზმები.
2008წ. სექტემბერში დავით გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს. რიტორიკა ძალაში შევიდა. სწორედ ოპოზიციური პარტიები ამუშავებდნენ იმ აზრს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ომში საქართველოა დამნაშავე, სააკაშვილი რუსეთის კაცია, რომ ტერიტორიები გავაჩუქეთ და.... მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დისკურსი მთლიანად რუსული იყო, რასაც ოპოზიციი რიტორიკა დღენიადაგ ტელევიზიებსა და პრესაში გამოთქვამდა ეს უხერხულობას არ ქმნიდა. უამრავი მითი შეიქმნა. პრაქტიკულად საზოგადოებას მოუთხრობნენ იმ ისტორიულ ნაფლეთებზე, რომელიც ერთიან სურათს არ ქმნიდა. რუსული ოკუპაციის 15 წლიან პერიოდზე არავინ საუბრობდა. საუბრობდნენ 2008წ. 7 გვისტოს შემდეგ. პრაქტიკულად ხდებოდა რუსული ლოგიკის გაძლიერება. აბსოლუტურად იგივე იყო ოპოზიციური ლოგიკა, რაც იყო რუსული ლოგიკა. რუსები საქართველოს ადანაშაულებდნენ ომში, ამასვე აკეთებდა ქართული ოპოზიცია. არცერთი მსჯელობა არ მახსენდება, რომელიც რუსულ ოკუპაციას განიხილავდა 1992 წლიდან.
დარწმუნებული ვარ ეს შეგნებულად ხდებოდა. რუსული და ოპოზიციური რიტორიკული ველი ისე გაერთიანდა, რომ პრაქტიკულად მათი გარჩევა შეუძლებელი იყო. მცირე ხანს ცდილობდა ოპოზიციური რიტორიკა, რომ მოეხდინა რუსული დისკურსისგან დესინქრონიზაცია, მაგრამ ისე შევიდნენ როლებში, რომ არ არსებობდა გრამატიკა ენაში, რომელიც ამას შეძლებდა. ბოლოს ამ ყველაფერს თავი დაანებეს. მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, რომ ეს ომი თავიდან უნდა აეცილებინა სააკაშვილს, თუმცა არავინ საუბრობდა იმ საკითხებზე, რომ რუსული გეოპოლიტიკისთვის საქართველო კვანძი იყო. მისი გახსნა აუცილებელი იყო რუსეთისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპერიის არსებობას საფრთხე ემუქრებიდა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის, სერდიუკოვის, მედვედევის, ლავროვის განცხადებებში აშკარად და ღიად ჩანდა გაღიზიანება საქართველოს საგარეო კურსის გამო, ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, ვინაიდან მთავარი იყო ხელისუფლებასთან ბრძოლა.
მაგალითად ლავროვის განცხადება ბუდაპეშტის სამიტამდე, რომ ნებისმიერი გზით შეეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მედვედევის განცხადება, რომ მაპის მიღების შემთხვევაშიც იგივეს გააკეთებდნენ რაც 2008წ. აგვისტოში გააკეთეს ყურად არავინ იღო, ვინაიდან ეს რიტორიკა ეს დისკურსი არამომგებიანი იყო პოლიტიკური პოპულისტური რიტორიკისთვის და ზოგი ესქსპერტსთვის ეს ერთგვარი მეინსტრიმიც კი იყო. რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის განცხადებები, მოქმედებაში რომ მოვიდა 2008წ. აგვისტოში ესეც არ იყო საკმარისი ამ ომის რეალური გაანალიზებისთვის.
მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკისა, არცერთ პოლიტიკოს არ ეყო პიროვნული პატიოსნება, რომ ომი რუსეთისთვის დაებრალებინათ. რუსული სამხედრო მანქანა იმიტომ მოვიდა მოძრაობაში საქართველოს წინააღმდეგ, რომ მედვედევის განცხადების არ იყოს „გრუზია დლია რასიი ჟიზნენა ვაჟნაია ტერიტორია“ სწორედ გეოპოლიტიკური და იმპერიული მიზნებისათვის. იმპერიასთან ბრძოლის რიტორიკა ჩაანაცვლა სააკაშვილთან ბრძოლის რიტორიკამ ნებისმიერ ფასად.
2008წ. სექტემბრიდან ოპოზიციისთვის მთავარი საკითხი იყო ინფორმაციულად შეეფუთათ ომის სააკაშვილისთვის დაბრალების რიტორიკა. სწორედ ასე მივიდნენ 2009წ. 9 აპრილის მასშტაბური აქციების დაანონსებასთან. თუმცა აქციების დაანონსებამ იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მან თავად აქციას გადააჭარბა. ეს შემდეგ გაცილებით კარგად გამოჩნდა. 2009წ. დასაწყისიდან რაც უფრო გაძიერდა მასშტაბური აქციებისკენ მოწოდებები მით უფრო დიდი იყო მოლოდინები. ლოზუნგი მხოლოდ ერთი იყო. „გადადგეს მიხეილ სააკაშვილი“. კონტექსტი დ რიტორიკა, მან ომი დაიწყო, ის ამ ომში დამნაშავეა, თუმცა არაფერი თქმულა რუსულ ოკუპაციაზე და აგრესიაზე. ამ საკითხის არანაირ კონტექსტში განხილვა ოპოზიიურ რიტორიკაში არ ხდებოდა. ალბათ ბუნებრივიც იყო. რამდენიმე მიზეზს ჩამოვთვლით თუ რატომ არ კეთდებოდა ეს და სხვათა შორის დრომაც დაადასტურა.
1. რუსეთის დადანაშაულება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში აბსოლუტურად ყირაზე აყენებდა ომში სააკაშვილის დადანაშაულებას, ვინაიდან თუ მოხდა ოკუპაცია, მაშინ სააკაშვილი რაშია დამნაშავე? ოკუპაციის შემთხვევაში ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს ძალადობას.
2. დღეს უკვე ნათლად სჩანს, რომ ამ აქციების ორგანიზატორები (დღეს უკვე რუსეთის ხელისუფლებასთან ღია კავშირზე გასულნი) ცალი თვალით ჩრდილოეთისკენ იხედებოდნენ და ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი სიტუაცია დედაქალაქშიც, თუნდაც სამოქალაქო დაპირისპირების სახით, რომ რუსეთის გააქტიურებას ოკუპირებულ რეგიონებში და მის ფარგლებ გარეთაც ჰქონოდა ლოგიკური მიმართულება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ სერიოზული პრევენციები ჩატარდა აქციებამდე, თუმცა საქართველოში ყველაფერი „დადგმულია“ და „მოდელირებული“.
2009წ. 9 აპრილს დაწყებული აქცია რიტორიკაში გაიჭედა. პრაქტიკულად აღარ არსებობდა თემა, რომელიც მოახდენდა აქციის მიზნების განხორციელებას. საკმაოდ საინტერესო იყო გუბაზ სანიკიძის ტ/კ „მაესტროს“ ვირტუალურ საკანში გიორგი გაჩეჩილაძისთვის ნათქვამი ფრაზა: პირველად მემართება, რომ მიტინგზე გამოსვლისას არ ვიცი რაზე ვილაპარაკოო. ერთის მხრივ შესაძლოა გაგვცინებოდა ამ ფრაზაზე, მაგრამ მეორეს მხრივ ეს თავად ამ აქციების კონტექსტი იყო, არ შეიძლება 5 თვე ისაუბრო ერთი და იგივე.
მაგალითად ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი 9 აპრილის აქციებამდე დასმულ შეკითხვაზე: "როგორ წავა მიხეილ სააკაშვილი" ორაზროვნად, "ასოციაციურად" პასუხობს: ის წავა ზღვით. მას უნდა წავიდეს, როგორც ნოე ჟორდანია.“ იმთავითვე გაკვირვება გამოიწვია ჩემში ამ სახელის და გვარის ხსენებამ. მან არ ახსენა ზვიად გამსახურდია, მან არ ახსენა შევარდნაძე, არამედ ნოე ჟორდანია. როგორ წავიდა ნოე ჟორდანია? ის წავიდა რუსების შემოსევის შედეგად. იძულებით. რუსის ჯარის ოკუპაციის შედეგად. რატომ მოუვიდა თავში ამ "სახელოვან" ექსპერტს მსგავსი ასოციაცია? მხოლოდ ერთ რამეზე დამაფიქრა ამ ყველაფერმა. მაშინ ვფიქრობდი, რომ მან რაღაც იცის. აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცნობილი ფირების გამჟღავნება იარაღის შეძენაზე. სადაც საუბარი იყო მალთაყვაზე, ზღვაზე.... ბურუსიც მოიხსნა.
2009წ. აპრილის აქციებს მოჰყვა ოპოზიციური სპექტრის ფრუსტრირება. პრაქტიკულად დარწმუნება, რომ საკუთარი ძალებით შეუძლებელია ქვეყანაში რამის შეცვლა. ამიტომ ერთადერთი კარები, რომელიც ღია დარჩა ქართულ პოლიტიკურ ველზე უკვე ლოგიკური გაგრძელება იყო ოპოზიციური მოძრაობის. ეს კარები მხოლოდ ჩრდილოეთისკენ იყო გაღებული. 2010წ. დასაწყისიდან უკვე ღიად და აქტიურად დაიწყო რუსეთის ხელისუფლებასთან ქართველი ოპოზიციური ლიდერების შეხვედრები. ნოღაიდელი ხვდება პუტინს, ირაკლი ალასანია ხვდება ლავროვს, შემდეგ ნინო ბურჯანაძე ხვდება პუტინს. ალექსანდრე დუგინის მიერ პრაქტიკულად მჟღავნდება გეგმა თუ რა შეიძლება რუსეთმა ქართველ ოპოზიციასთან ერთად გააკეთოს, რაზედაც ჩვენს მიერ დაიწერა 2 წერილი.

„დუგინის ფორმულები პრაქტიკულ გადაწყვეტაში. საქართველოს შიდა პოლიტიკური სპექტრი“
http://joaoscorner.blogspot.com/2010/03/blog-post_24.html

„დუგინის ინტერვიუს კონტენტანალიზი და საქართველოს შიდა პოლიტიკა“
http://joaoscorner.blogspot.com/2010/02/blog-post_311.html

თუ დავაკვირდებით 2007-2010წ. ქართული ოპოზიციის რიტორიკულ ლოგიკას და ქმედებებს, აშკარაა და ფაქტია, რომ მათი მთავარი ორიენტირი რუსეთია. ძნელია არ დაუშვა, რომ დაწყებული 2007 წლიდან ქართული ოპოზიციური სპექტრი ჯერ ფუთავდა და არ ამჟღავნებდა რუსეთის ხელს მთელს ამ საპროტესტო მოძრაობაში, ხოლო შემდეგ უკვე აშკარა ღია თამაშზე გადავიდა რუსეთის ხელისუფლებასთან. თუ 2007-2009 წლებში შეგნებულად ხდებოდა რუსული აგრესიის, რუსული ფარული ხელის „იგნორირება“ და რიტორიკაში შეფუთვა, რომ ყველა აგენტი როგორ არის ამ ფორმულით, 2010წ. პრაქტიკულად დაშვებულია რუსეთის შემოსვლა ქართულ შიდა პოლიტიკურ ველზე. ხდება ამ ყველაფრის ლიგიტიმაცია.
რა შეიძლება ვიფიქროთ 2007-2009წ. ქართული ოპოზიციის რუსეთთან კავშირებზე, რომელიც დამალული იყო და რა შეიძლება ვიფიქროთ 2010 წლიდან ღია კავშირებზე ჩვენს მტერ სახელმწიფოსთან, სადაც თითქოს დიალოგის აღსადგენად ჩადიან, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი. საუბარია იმ დიალოგზე, რომელსაც რუსეთი აპირებს დაიწყოს სუფთა ფურცლიდან და არავითარი მინიშნება, რომ შესაძლოა დიალოგი იყოს დეოკუპაციაზე რუსეთის ხელისუფლებას არ გაუკეთებია. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთთან დაფარული კავშირების ოპოზიციის მიერ უარყოფა, რომელიც საბოლოო ჯამში ღია გახდა მიმართული იყო იქეთ, რომ ეს კავშირები წინა წლებში არ არსებობდა. ეხლა ღია კავშირების შემთხვევაში, საკმაოდ უტიფრად კეთდება განცხადებები, რომ თურმე რუსეთს ცუდი სულაც არ უნდა საქართველოსთვის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქოსდა დასავლურ ძალად მონათლული „ალიანსი“ და მისი ლიდერი, რომელიც 2009წ. აქციებზე ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგნენ და 2010წ. ლავროვს შეხვდა რუსებს ესაუბრებიან დეოკუპაციაზე, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, ვინაიდან 2007 წლიდან 2009წ. გაზაფხულამდე ალიანსში შემავალ ძალებს ისეთივე ურთიერთობა ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილთან და შემდეგ ნინო ბურჯანაძესთან, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი და არავითარ რევიზიას არ უქვემდებარებდნენ იმ საპროტესტო მოძრაობებს,რომლის უკანაც რუსეთი იდგა და ეს დღეს არი ფაქტი, ვინაიდან 2007 წლიდან 2010 წლამდე რუსული დისკურსი საქართველოს მიმართ არ შეცვლილა და ყველა ამ პროცესებში ალიანსში შემავალი პარტიები, რომელსაც ბოლოს ალასანიას მოძრაობა შემოუერთდა აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
საინტერესო იყო 2010წ. 13 მარტს მოდელირებული „ქრონიკის“ შემდეგ რეაქციებიც. ამ გადაცემამ ერთგვარი ლაკმუსის როლი შეასრულა და ბევრი მსჯელობა, რომელიც ოპოზიციურ კულუარებში ხდებოდა სააშკარაოზე გამოიტანა. დიახ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მოდელირებულ „ქრონიკის“ სიუჟეტზე მის პრაქტიკულ განხორციელებაზე საკმაოდაა ნაფიქრი და ნამსჯელი. არამარტო ნაფიქრი, არამედ დაშვებულიც არის და არა ეხლა, 2009წ. აპრილის აქციების დროსაც, ვინაიდან რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი, მათი რიტორიკა და ლოგიკა, რომ პუტინის და მედვედევი რიტორიკას და ლოგიკას 100%-ით ემთხვევა არის ფაქტი. ამ ყველაფერმა 2010წ. რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კონსულტაციებით და „ედინაია რასიასთან“ გაფორებულული მემორანდუმებით თავისი თავი საბოლოოდ გაამჟღავნა. ხმალი ხალთაში არ იმალება და ყველამ უნდა დაუკვირდეს სიტყვებს, რიტორიკას, ლოგიკას და ქვეცნობიერს, რომელიც ისეთი დამპალი რამაა არაფერს ტოვებს დაფარულს.

ირაკლი მარგველაშვილი

2010. 07.04

Tuesday 6 April 2010

ქართული ოპოზიცია 2007-2010წწ.

ნაწილი პირველი
2007-2008წ. დასაწყისი.

დრო არ ითბენს და ვფიქრობ საინტერესო იქნება ოპოზიციური პარტიების მოღვაწეობის განხილვა 2007 წლიდან 2010 წლამდე. რა კონფიგურაციები შექმნეს, რა რიტორიკულ ველში არსებობდნენ, როგორც ერთობებს და მიზანსცენებს დგამდნენ. ათვლს წერტილად 2007 წლ სექტემბრის ბოლო ავიღოთ, ვინაიდან სწორედ მაშინ იწყება მთელი ის ბატალიები, რომლის გაგრძელებაც დღეს მომდინარეობს.
ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც 2007წ. სექტემბერ-ნოემბრის საპროტესო აქციების სულისჩამდგმელი იყო ახლო ურთიერთობებში იმყოფებოდა ზურაბ ჟვანიასთან. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პატარკაციშვილის ლობირება სახელისუფლებიო წრეებში თანდათან შემცირდა. დაიწყო მისი ბიზნეს ინტერესებს შეზღუდვა/არგათვალისწინება. დეტალებში არ ჩავრღმავდებით.
ბ. პატარკაციშვილი ჩრდილშია 2007წ. სექტემბრამდე, თუმცა მინიშნებებს აკეთებს, რომ უკმაყოფილოა. მან ვერ შეძლო მოეძებნა ლობი მთავრობაში, რასაც დღიდან ჩამოსვლისა მიჩვეული იყო. დააფიქსირა თავისი პოზიციები ერთერთ ბიზნესმენთა შეხვედრაზე და ჩრდილიდანაც გამოვიდა. შესაბამისად ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობიტ უკვე აქტიური მუშაობა დაიწყო ხელისუფლების დასასუსტებლად. დაახლოებით 1 წელიწადი გაგრძელდა სატელევიზიო ომი, რომელიც პირველი ეტაპი იყო პატარკაციშვილის მიერ განხორციელებული შეტევისა ხელისუფლებაზე. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლების შეცდომებზე აპელირება არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ საუბარი ძირითადად უფრო პოპულისტური ელფერის იყო და არა სახელმწიფოებრივად საჭირო და ფუნდამენტურ საკითხებზე. პოპულისტური პრ კამპანიით მიზანმიმართულად ხდებოდა შესაბამამისი ეთნოფსიქოლოგიის მქონე მაყურებლებში ხელისუფლების მიმართ აგრესიის/სიძულვილის დაგროვება.
დადგა დრო, როდესაც უკვე ყველა კარტი უნდა გახსნილიყო და ყველა მიზანი უნდა გამჟღავნებულიყო, რაც ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილს და შესაბამისად მის უკან მდგომ ძალებს, რომელიც ძალიან მკაცრად იყო შეფუთული. ასევე ტაბუდადებული იყო ამ ძალების რევიზია, რაც უტყვი შეთანხმებით არც მომხდარა ოპოზიციური პარტიების მიერ, ვინაიდან სიტუაცია ყველას აწყობდა. ამ შემთხვევაში მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ძალები იდგნენ ბადრი პატარკაციშვილის უკან. ეს მათმა შემდგომმა მოქმედებებმაც აჩვენა. ძალიან თვალშისაცემი იყო მათი მუდმივი სიარული ლონდონში ბადრი პატარკაციშვილთან.
ბადრი პატარკაციშვილმა თავისი შემდგომი ნაბიჯებისთვის კარგად გამოიყენა ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორი, რომელიც 2007წ. გაზაფხულზე გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. ის იყო სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებული პირი. ის აკმაყოფილებდა რამდენიმე პირობას, რომელიც კარგად იმუშავებდა პრ-ის თვალსაზრისით. საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველში სარგებლობდა საკმაო პოპულარობით. შესაბამისად კარგი პრ-ის შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილს შეეძლო საკმაო პრობლემების შექმნა ხელისუფლებისთვის, და შემდგომ პრეზიდენტობაზეც სერიოზულ განაცხადს გააკეთებდა. ამ შემთხვევაში ბადრი პატარკაციშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის ამბიციები ერთმანეთ დროშიც და სივრცეშიც დაემთხვა. კარგად გაითვალა ი. ოქრუაშვილის შესაძლებლობები (ამბიციურობა, პატივმოყვარეობა და შურისძიების წყურვილი). ბადრი პატარკაციშვილმა მშვენივრად დაანონსა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის შექმნა, საზოგადოება ამყოფა მოლოდინის რეჟიმში რამდენიმე თვე, რათა პოლიტიკაში მისი დაბრუნება დამოუკიდებელ ფიგურად ფურორით მომხდარიყო. პრაქტიკულად ყველა დეტალი გაითვალა უმნიშვნელო დეტალებამდე, გარდა იმისა, რომ მ.სააკაშვილს შეეძლო მთელი ეს ნალოლიავები გემა ერთი ხელის მოსმით ჩაეშალა და დაეჭირა ი. ოქრუაშვილი, რომლის პოლიტიკურ ამბიციებს გაგრძელება ვერ მოჰყვებოდა. ანუ საზოგადოება ვერ დაირაზმებოდა მისი განთავისუფლების მოთხოვნით. ოქრუაშვილი დაიჭირეს, შემდეგ დანაშაულიც აღიარებინეს, მონანიებაც გააკეთებიეს და საქართველოდან გააძევეს. პროექტი ოქრუაშვილი-პატარკაციშვილი ჩაიშალა. ბადრი იძულებული გახდა უკვე სხვა გეგმაზე გადართულიყო, საკმაოდ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში. დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება და როგორც ღია ოპოზიციური მოთამაშე ავანსცენაზე გამოვიდა.
მთელი დეკორაციები, რაც ბადრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის ჰქონდა შექმნილი ჩაიშალა. მან დაიწყო დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრზე მუშაობა. ოპოზიციური სპექტრის უსუსურობა, რომელიც ძალიან თვალშისაცემი იყო ამ პროცესებამდე, ბადრი იძულებული გახადა მათზე ემუშავა. ამ უსუსურ ოპოზიციას, რომელმაც შეიგრძნო, რომ რაღაც შანსი ჰქონდა გააკეთა ერთობა და ერთიანი ფრონტი შექმნა ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა არცერთ მათგანს, არ აინტერესებდა რა თამაშს თამაშობდა ბ. პატარკაციშვილი. არანაირი რევიზია, არანაირი სიტუაციის გარკვევა....
ბ.პატარკაციშვილი გადადის გეგმა ბ ზე და ამ უსუსური ოპოზიციით იწყებს მასიურ საპროტესტო აქციებს, რომელიც 2007წ. სექტემბრის ბოლოდან 2 ნოემბრამდე საკუთარი ტელეკომპანიით შესანიშნავად დაანოსსა. ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გადის ინფორმაცია რომ 2 ნოემბერს ეწყობა გრანდიოზული მიტინგი.
გეგმა ძალიან ჰგავს 2003წ. ვარდების რევოლუციის ორგანიზებას. ოპოზიცია ფინასდება და მიდის რეგიონებში ხალხის ჩამოსაყვანად. 2 ნოემბერს მართლაც დიდი რაოდენობით ხალხი გამოდის ქუჩაში საპროტესტოდ. თუმცა ბადრის გეგმა, რომ მომხდარიყო ამ ხალხით ხელისუფლების შეცვალა როგორც 2003წ. ნოემბერში. თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მიტინგი 2-6 ნოემბრამდე შეთხელდა. საპროტესტო მუხტიც ჩაცხრა. ბადრი იძულებული გახდა დაეწყო ხელისუფლების შიდა განხეთქილების მომზადება. მოახერხა კიდევაც, თუმცა მის მიერაც ძალიან სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული, ვინაიდან ვერ გათვალა ხელისუფლების და სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლის მექანიზმები.
თავად გეგმა საკმაოდ მარტივი იყო. გაიშლებოდა კარვები. 40-50 მოშიმშილე შექმნიდა მასოვკის სცენას, ხოლო თავად ბადრი დაიწყებდა უკვე ძალოვნების გადმობირებას სხვადასხვა მეთოდებით, მოქრთამვით, გარანტების მიცემით... მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დროში გაწელილი პროცესი იყო ბადრი იძულებული იყო ამაზე წასულიყო.
კვლავ მოულოდნელობის ეფექტმა დაარღვია ბადრის გეგმები. 7 ნოემბერს დილით, პოლიციამ მოშიმშილეების დარბევა დაიწყო. შვიდმა ნოემბერმა საკმაოდ ცუდად იმუშავა ხელისუფლებისთვის. ამას ისიც მოასწავებდა, რომ სააკაშვილი იძულებული გახდა სიტუაციის განეიტრალებისთვის რადიკალურ ნაბიჯზე წასულიყო. მან საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008წ. 5 იანვარს. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დაიხურა „იმედი“.
სიტუაცია ასე თუ ისე მიწყნარდა დაბ. პატარკაციშვილის იმ ეტაპზე არსებული გეგმა განეიტრალდა.
საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამ სერიოზული დეზოგანიზაცია შეიტანა ოპოზიციის რიგებში. პრაქტიკულად გამოაშკარავდა ბადრის გეგმებიც (კოდუა ბ. პატარკაციშვილის საუბარი) სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ. ამ საუბრის შემდეგ ოპოზიცია, რომელიც ბადრის მიერ ორგანიზებული ნოემბრის აქციების ანტურაჟს წარმოადგენდა შეშინდა და ბადრის ზურგი აქცია, თუმცა ამ ყველაფრის გარეშე ისინი თანახმანი იყვნენ ბადრის გეგმაზე. მას არც რევიზიას უკეთებდნენ და არც აინტერესებდნენ რა როგორ ხდებოდა. აბსოლუტურად არანაირი დაფიქრება რა მოხდებოდა და ვისი გეგმა იყო ეს ყველაფერი არ აინტერესებდათ. მაშინ ფრთხილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენ რუსული ძალების მხარდამჭერებად, რაც დროში აბსოლუტურად გაქარწყლდა და პირდაპირი კავშირი დამყარდა პუტინის მთავრობასთან.
მცირე ანალიზი, რომელიც 2007წ. ნოემბერ-2008წ. იანვრის მოვლენებს შეიძლება მივუძღვნათ. შესაძლოა არ ჩანდეს პირდაპირ რუსეთის კვალი ამ ყველაფერში, მაშინდელი გადმოსახედიდან მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი იგეგმებოდა შეიძლება ითქვას ვირტუალურად. არ არის აუცილებელი რაიმე საბუთი, ან ხელშესახები არსებობდეს იმის დასადასტურებლად, ვინაიდან თავად პროცესები განსაზღვრავს ჩაფიქრებულ გეგმებსა და მოლოდინებს.
არსებობს თამაში და ამ თამაშს ჰყავს სუბიექტები და ობიექტები. რუსეთის დიდი თამაში, არსებობს უკვე 200 წელიწადია, რომელიც იმთავითვე გულისხმობს საქართველოზე კონტროლის დამყარებას. შესაბამისად, ჟამიდან-ჟამზე ამ თამაშში მონაწილეობენ ფიგურები, ობიექტები, რომლებიც ასრულებენ როლებს. ეს თამაში ქრონოსის ნავივითაა, ხოლო ჰორები გააღებს კლიშეებს და დაგვანახებს ახალ მოთამაშე ობიექტებს. ამ თამაშს არ სჭირდება ფურცლები და გეგმები. მასში მხოლოდ ობიექტებია საჭირო. ხშირ შემთხვევაში ეს ობიექტები ვერც აცნობიერებენ თავიანთ როლებს და გაკვირვებულნი რჩებიან, როდესაც ამაზე მიუთითებენ. დღეს ყველა კარტი გახსნილია. ყველაფერი ნათელია და 2 წლის წინანდელი პროცესები პირდაპირ კავშირშია დღევანდელ რეალობასთან რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ვუსმენდი იმ დროისათვის (2007-2008წწ.) საქართველოში მოღვაწე ექსპერტებს, ვუსმენდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ვუსმენდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არსად არ ჩანდა ჟანრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა. არ ჩანს არც სიუჟეტი ამ მოვლენების ამხსნელი, საიდან იწყება და სად შეიძლება დამთვრდეს ეს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ ვხედავთ მოვლენებს, რომელშიდაც დაფარულია ეს ჟანრი. მხოლოდ ვაკვირდებით მოვლენებს და არსებობს ამ მოვლენების ამხსნელი უამრავი სიუჟეტი, უამრავი აზრი. რა გვრჩება ხელთ? ექსპერტების მოსაზრებები, რომელიც ექსპერტობას საერთოდ უგულებელყოფს, სადაც არაფერი ჩანს ექსპერტობის, მხოლოდ ტელევიზიით გამოსული მავანის სახელი გვარი და პოლიტოლოგი ექსპერტის პერიფრაზი, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოსაზრებები, რომელიც იმთავითვე არ არის ჟანრი, ან საერთოდ ვერ გვთავაზობს ჟანრს, ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლები სადაც ჟანრი დაფარულია და არ ჩანს.
საზოგადოება ითხოვს ჟანრს, რა ხდება, როგორ ხდება, რატომ ხდება და ყველა პროტესტი არის ამისკენ მოწოდება, რომ არსებობდეს ჟანრი სიტუაციის, მდგომარეობის. თუმცა ეს გაცნობიერებული არ არის. ძნელია ამის გაცნობიერება, შესაბამისად ყველაფერი არის ბურუსით მოცული. ბურუსითაა მოცული მოთხოვნები, ბურუსითაა მოცული პროტესტი, ბურუსითაა მოცული არჩევანი, ბურუსითაა მოცული მთლიანად არსებული სიტუაცია. არ არსებობს კონკრეტული ჟანრი, რომელსაც შეთავაზებენ საზოგადოებას და შესაძლოა საზოგადოება მას არ დაეთანხმოს ან დაეთანხმოს. ისმის შეკითხვა, ვინ მალავს და რატომ მალავს ამ ჟანრს. რა ჟანრს თავაზობენ საზოგადოებას. რა ხდება იმ ბიბლიოთეკა ლაბირინთში სადაც არსებობს ეს ჟანრი. რატომ არ ჩნდება ეს ყველაფერი, ან ვინ იცის ამის შესახებ?
ეს ყველაფერი დღეს უკვე გაცხადდა. რაზე მიდიოდა ოპოზიცია 2007-2008წწ. ბადრის გეგმის მხარდაჭერისას უკვე ნათელია. დღეს გეგმა საჯაროა. საინტერესოა დავით ზურაბიშვილის განცხადება:
„თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ჯერ კიდევ რჩება რეალური შანსად, რათა სააკაშვილის ხელისუფლების ეტაპობრივი შეცვლა დაიწყოს და მეორე ვარიანტისკენ წაიყვანოს სიტუაცია. თუ ასე არ მოხდა, დაახლოებით ის მოხდება, რაც მოდელირებულ ქრონიკაში იყო.
Пт в 15:15 „
http://www.facebook.com/notes/roin-hussein-nizharadze/esaa-ratsaa-diskusia-ia-antadzis-volze/384064458755
ეს ყველაფერი ემსახურებოდა ინტერესებს და შესაბამისად ხდებოდა მისი დაფარვა. თუმცა ეს დაფარვა სულაც არაა გამიზნული. ეს დაფარვა ირიბია, იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც საქართველოში ხდება. ზუსტად, როგორც იმბერტო ეკოს „ვარდის სახელში“ „ბიბლიოთეკა ლაბირინთში“ დევს გასაღები ჟანრის, ასევე დღევანდელი სიტუაციის გასაღები დევს იმავე „ბიბლიოთეკა ლაბირინთში“, სადაც აუცილებლად დაგვხვდება ხორხე და უტყუარია ის აუცილებლად შეჭამს ამ ტექს-გასაღებს და ხელში შეგვრჩება ისევ ირიბი დაფარვა ჟანრის.

ირაკლი მარგველაშვილი
06-04-10წ

Thursday 1 April 2010

ტერაქტები რუსეთში და „ქართული კვალი“

როგორც ცნობილია 2010წ. 29 მარტს მოსკოვში 2 მეტროს სადგურში განხორციელდა ტერაქტი, სადაც რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 2010წ. 31 მარტს დილით ტერაქტი განხორციელდა დაღესტანში სადაც 12 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ტერაქტს მოჰყვა რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ძალიან მკაცრი რეაქციები. იმავე დღეს გამიჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთის ხელისუფლება, რომელის პოლიტიკამაც 90-იანი წლებიდან სასათბურე პირობები შეუქმნა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის ჩამოყალიბებას კვალის ძიებას საქართველოში დაიწყებდა. მოლოდინი გამართლდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა განაცხადა, რომ "არსებული ინფორმაციით, ქართულ სპეცსამსახურებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან აქვთ კონტაქტები". "ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ზოგიერთი წარმომადგენელს კონტაქტები ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით ჩვენ ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ".
თავად პატრუშევის განცხადება არის საკმაოდ წინააღმდეგობრივი. ერთი მხრივ, პატრუშევმა იცის, რომ „ქართულს სპეცსამსახურებს აქვთ კონტაქტები ტერორისტულ ორგანიზაციებთან“, ასევე "ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას იმის შესახებ....,, ბოლოს, „ჩვენ ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ“. თუ იცის, თუ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს პატრუშევი, მაშინ რაღას ამოწმებს. დადგენილი ყოფილა, ან კვალს რიოგორ ეძებს თუ ყველაფერი იცის, მაგრამ ეს „ცოდნა“ არის სწორედ ეჭვის მომგვრელი.
პრაქტიკულად დადგენილ ფაქტადაა მიჩნეული, რომ 1999წ. მოსკოვში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რომელიც ფსბ-ს ბრალდება რუსეთმა მეორე ომი დაიწყო ჩეჩნეთის წინააღმდეგ. ეს პუტინმა გააკეთა. დაახლოებით 100,000 (ასი ათასი) ადამიანი დაიღუპა ამ ომის დროს. ომის ოფიციალური ფაზის დასრულების შემდეგაც ადამიანთა გატაცება და ხოცვა კვლავ გრძელდება დღემდე.
დღეს რუსეთს ჩრდილო კავკასიაში ისეთი აქტიური მოწინააღმდეგე, როგორიც 1999წ. მასხადოვი იყო არ ჰყავს. არც იმის საჭიროებაა, რომ მოაწყო ტერაქტი და ამით გაამართლო შემდგომი ეგზეკუცია ჩრდილო კავკასიაში. ეგზეკუცია იქ მიმდინარეობს უკვე 1999 წლიდან. თუ წლევანდელი მოსკოვის ტერაქტები არის 1999წ. მსგავსი, (ანუ ფსბ-ს მიერ ორგანიზებული) ვფიქრობ, ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. როდესაც ვამბობ საჭიროება არ არსებობდა, ვგულისხმობთ სწორედ იმ ვარიანტს, რაც ასეთ ტერაქტებს მოჰყვა 1999წ. ანუ ჩეჩნეთთან მეორე ომი. ამ ინფორმაციით შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ვერსია.
1. როგორც გვახსოვს 2010წ. 19 მარტს რუსეთში გაიმართა აქცია „კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე“ პუტინის გადადგომის მოთხოვნით. აქცია საკმაოდ მასშტაბური იყო. შესაბამისად მას საკმაოდ ხანგძლივი მომზადება სჭირდებოდა. დღეს რუსეთში ეკონომიკური კრიზისის საკმაოდ ძლიერი ტალღა მიმდინარეობს. შესაბამისად პუტინის რეიტინგი ეცემა, ვინაიდან ეკონომიკურ საკითხებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი. გამომდინარე აქედან, ადვილი შესაძლებელია პუტინის მდგომარეობას საფრთხე შექმნოდა. ჯერჯერობით არ სჩანს არანაირი ნიშნები, რომ აქციის „კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე“ მზადებაში რუსეთის პრეზიდენტის კვალი სადმე ჩანდეს, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. არც ის არის გამორიცხული, რომ პუტინის შესუსტება საკმაოდ ძლიერ კლანს სურდეს, რომელიც მხარს მედვედევს უჭერს. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მედვედევი დასავლურ წრეებში გაცილებით პოპულარულად ითვლება, ვიდრე პუტინი. ფაქტია, რომ დასავლეთი არ ეთანხმება პუტინის იდეას რუსეთის „უმაღლეს დერჟავად“ ჩამოყალიბებაზე, თუმცა არ უარყოფს რუსეთის როლს „რეგიონალური დერჟავის“ ფარგლებში. პუტინის იდეას „უმაღლეს დერჟავად ჩამოყალიბებაზე“ სწორედ კავკასია უქმნის პრობლემას და კერძოდ საქართველო. ამ საკითხზე ქვემოთ ვისაუბრებთ. საერთოდ ძნელია ვისაუბროთ ასეთ ვარაუდებზე,მაგრამ კარგი იქნება გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელი წლებიდან.
1986წ. გორბაჩოვის საფრანგეთში ვიზიტისას მას დაუსვეს ასეთი შეკითხვა: როდის გაერთიანდება გერმანია? გორბაჩოვმა ასეთი პასუხი გასცა: სულელურ შეკითხვებზე პასუხებს არ ვცემ. თუმცა ეს შეკითხვა რომ სულელური არ იყო, დრომ დაადასტურა.
1991წ. 17 მარტს საბჭოთა კავშირში ჩატარდა საერთო სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც საბჭოთა კავშირის შენარჩუნება დაადასტურა. 1991წ. აგვისტოში ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საბჭოთა რესპუბლიკებს მოუწოდებდა მოეწერათ ხელი ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, მაგრამ სულ რაღაც 3 თვეში საბჭოთა კავშირის დაიშალა და შეწყვიტა არსებობა როგორც სახელმწოფომ. ეს მაგალითები იმისთვის მოვიყვანე, რომ მიუხედავად დღევანმდელი განხადებებისა და რუსეთის ამბიციებისა სიტუაცია ძალიან გავს მაშინდელ პერიოდს. ამერიკა 90-იან წლებში დასთანხმდა რუსეთის „რეგიონალური დერჟავის“ ფარგლებში დატოვებას. თუმცა დღეს რუსეთის გაზრდილი ამბიციების ფონზე რაც პუტინმა 2000წ. განაცხადა: „საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა“ ვერანაირ კორელაციაში ვერ მოდის ახალ მსოფლიო წესრიგთან. ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ პუტინზე შეტევა, რომელიც „კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე“ აქციით გამოიხატა იყოს რუსეთის მმართველი კლანის დაპირისპირების შედეგიც, რომელსაც მხარს დაუჭერს დასავლეთიც, რათქმაუნდა ირიბად და ეს მედვედევის მხარდაჭერაში გამოიხატება, რომელიც პრეზიდენტობის სანაცვლოდ დასთანხმდება რუსეთის ახალ მსოფლიო წესრიგში „რეგიონალური დერჟავის“ ფუნქციას. აღარ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად შეძლებს დროში რუსეთი ამ ფუნქციის განხორციელებას. ძალიან საინტერესო იქნებოდა მედვედევისთვის რომელიმე ევროპელ ჟურნალისტს დაესვა შეკითხვა: როდის დასტოვებთ კავკასიას? რაზედაც მედვედევი უპასუხებდა, რომ სულელურ შეკითხვებს პასუხებს არ ვცემ.
2. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ არანაირი დაპირისპირება მედვედევსა და პუტინს შორის ბუნებაშიც კი არ არსებობს. ამ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ ამ ტერაქტის ინსპირატორები არიან თავად რუსეთის სპეცსამსახურები, როგორც ეს 1999წ იყო, მაშინ ისმის კითხვა, რას ემსახურებოდა ეს ტერაქტი და სად ინთება ცეცხლი? ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციის შიგნით ამ ტერაქტის განხორციელების საფუძველი 1999წ. მსგავსი არ და ვერ იქნება, ვინაიდან დღეს ჩრდილო კავკასიაში ყველა ხელისუფლება რუსეთს უსიტყვოდ ემორჩილება და კონტროლირებადია. მაშ ვისთვის ინთება ცეცხლი? ალბათ ყველას გვახსოვს, რომ რუსეთმა 2009წ. მიიღო კანონი, რომელიც მას აძლევს უფლებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს ტერორისტების განადგურება. დღეს კვალს საქართველოში ეძებენ. გუშინ რადიო თავისუფლების რუსულ სადგურზე http://www.svobodanews.ru/articleprintview/1999147.html
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტერაქტების ორგანიზატორი დოკუ უმაროვი (რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით თავის თავზე აიღო ტერაქტების ორგანიზება, რომელიც შემდეგ უარყოფილი იქნა) იმალება საქართველოში. რათქმაუნდა ეს შემთხვევითი არ არის. ამჯერად სად უნდა დაინთოს ცეცხლი? საქართველოში? სხვა ადგილი კავკასიაში არ არსებობს. რუსეთი ამ ტერაქტებამდე რასაც აკეთებდა ჩრდილო კავკასიაში, სხვას ვერაფერს გააკეთებს. მას არანაირი შეზღუდვა ჩრდილო კავკასიელ ტერორისტებთან ბრძოლის გზაზე არც დასავლეთიდან და არც სხვა მხრიდან არ ჰქონია. შესაბამისად არანაირი საჭიროება არ არსებობდა აღნიშნული ტერაქტის, თუ ის რუსული სპეცსამსახურების განხორციელებულია. ანუ შიდა მოხმარებისთვის აღნიშნული ტერაქტის განხორციელება სრული უაზრობაა და არანაირ საჭიროებას ამ მოცემულობაში არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურია ის, რომ „ეძებენ საქართველოში კვალს“ და ცეცხლიც აქ უნდა დაინთოს, როგორც ამას მათ მიერ მიღებული კანონი განსაზღვრავს.
თუ დავაკვირდებით ტერაქტამდე ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომ სააკაშვილმა შესაძლოა მეორე ომი წამოიწყოს, (ანუ ერთი ომი წამოიწყო 2008წ. ხაზი ჩვენია) რომ ის ზის დენთის კასრზე და ხელში ასანთი უჭირავს, ანუ პრეზიდენტი „არაპროგნოზირებადია“, ეს განცხადება საკმაოდ ლოგიკურად ჯდება პატრუშევის განცხადებაში, სადაც ის პრეზიდენტ სააკაშვილის "არაპროგნოზირებადობაზე" საუბრობს კერძოდ, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაპროგნოზირებადია. მან ერთხელ უკვე გააჩაღა ომი და გამორიცხული არ არის, კიდევ გაიმეოროს მსგავსი ქმედებები, ამდენად მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით ქართული კვალის არსებობის გადამოწმება აუცილებელია".
ვფიქრობ საკმაოდ დამაფიქრებელი განცხადებებია. ერთმანეთს დროშიც ემთხვევა და ლოგიკაშიც. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ჯერ ბევრი რამ გაურკვეველია. თუმცა ბურჯანაძე პუტინის საუბრის გარკვევაც შესაძლებელია უკვე. რას ითხოვს პირველ რიგში პუტინი ბურჯანაძისგან? საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის კონტროლს მის მიერ. რათა კავკასია ტომარაში მოაქციოს და თავი მოუკრას. დანარჩენს დაველოდოთ.
3. მესამე ვერსია ეს არის რუსული სისატიკის წინააღმდეგ პროტესტის გამო ტერორისტული აქტების მოწყობა, რომელიც უამრავი განხორციელდა 2009წ. ჩრდილო კავკასიაში. თუმცა რუსები ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც ქართულ კვალზე ისაუბრებენ, მარტივი მიზეზის გამო. თავად ქმნიან პრობლემას და შემდეგ ამ პრობლემას სხვას აბრალებენ. ჩრდილო კავკასიაში რუსების ქმედებები დაწყებული 90 იანი წლებიდან ნამდვილად სასათბურე პირობებს უქმნიდა ტერორისტულ მოძრაობას, რომელსაც გამართლება არა აქვს. როდესაც სახელმწიფო თავად არის ტერორისტი მას ტერორი უკან უბრუნდება. სხვა არაფერი შეიძლება ითქვას ორ ომში 200 000 ჩეჩენის სიკვდილზე და აქედან 30,000 ბავშვზე რომელიც რუსების მიერ იქნა დახოცილი 90-იანი წლებიდან დღემდე. დღემდე გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება და განადგურება ძალოვანი სტრუქტურების მიერ. შესაბამისად საქართველოს გახვევა ამ ტერორისტლ სიტუაციებში რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია. ის თუ შეძლებს, რომ საქართველოს ტერორისტებთან კავშირის იმიჯი შეუქმნას საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით იოლად მოახდენს იმ კანონის ამუშავებას, რომელიც მიღებული აქვს. ამ შემთხვევაშიც ცეცხლის გადმოტანა სქართველოს ტერიტორიაზე რუსულ გეგმაში ისევ არის.
ბოლოს ვიტყოდი, რომ ასეთ პოლიტიკას მომავალი არა აქვს. ეს პოლიტიკაც არ არის. ქართული კვალი ამ ყველაფერში არის წიმინდა წყლის ცილისწამება, ვინაიდან რუსული აგრესიის განხორციელება მეორედ საქართველოს წინააღმდეგ პუტინის უდიდესი სურვილია, მაგრამ საერთაშორისო რეაქციებს სინჯავენ ჯერჯერობით. თუ შეძლეს ჩვენი ტერორისტულ ქვეყნად გამოცხადება, რასაც დიდი ხანია ცდილობენ, გზა ხსნილი ექმებათ. თუმცა მეეჭვება დასავლეთი ამაში დაარწმუნონ. თოკი რომ ნასკვთან უნდა მივიდეს ეს არის უცლობელი ფაქტი.
ეს არის ის სამი ვერსია, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ამ თემასთან მიმართებაში. რომელი ვერსია უფრო სარწმუნო გახდება ამას მომავალი გვიჩვენებს.

ირაკლი მარგველაშვილი

1.04.10წ.