Wednesday, 28 January 2009

მსოფლიო სივრცე და საქართველო

Тот, кто правит Восточной Европой, владеет Сердцем земли;

Тот, кто правит Сердцем земли, владеет Мировым Островом

(Евразией);

Тот, кто правит Мировым Островом, владеет миром.

Харольд МакКиндер

ჩვენი სტატიის დასაწყისში მითითებული ხაროლდ მაკკინდერის ასე ვთქვათ, აფორიზმი მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ეს აფორიზმი სწორედ ხაროლდ მაკკინდერს ეკუთვნის, რომელიც მის დოქტრინაში -”დედამიწის გულისგული” გაიშალა. შეიძლება ითქვას, რომ ”მსოფლიო თანამედროვე იმპერიის” შექმნის ორი მცდელობა აახსოვს მსოფლიოს. პირველად შეიძლება ჩაითვალოს ნაპოლეონის მოღვაწეობა, რომელიც ცდილობდა მთელი ევრაზიის დაპყრობით თავისი იმპერიის შექმნას და შესაბამისად მსოფლიო ბატონობას, რომელიც მარცხით დასრულდა. მეორე ”მსოფლიო თანამედროვე იმპერიის” შექმნის მცდელობა მესამე რაიხს ჰქონდა, რომელიც ასევე მარცხით დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური სივრცის არსებობა 1991წ. დეკემბერში დასრულდა. დასრულდა საბჭოთა კავშირის, როგორც ერთერთი უძლიერესი გეოპოლიტიკური მოთამაშის ავანსცენიდან წასვლით და მისი დანგრევით.

1991წ. დეკემბრიდან მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდა. დამთავრდა მსოფლიოს ორპოლუსიანი გეოპოლიტიკა (ცივი ომის გეოპოლიტიკა) და თვისობრივად ახალი რეალობა გაჩნდა. შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური დაფის განლაგების აუცილებლობა. შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური სივრცის შექმნის ყველაზე ნიშანდობლივი ეპოქა დაიწყო. ვამბობთ დაიწყო, ვინაიდან ეს ახალი გეოპოლიტიკური დაფა ჯერჯერობით არ დალაგებულა. ის დალაგდა ნაწილობრივ. კერძოდ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებმა, რომელიც ვარშავის ბლოკის შემადგენლობაში შედიოდნენ გადაინაცვლეს ნატოს ბლოკში, ასევე მას მიჰყვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამი რესპუბლიკა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. თუმცა ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება ევროპის და პოსტსასბჭოთა სივრცეში ამით არ დასრულებულა. დღეს უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს ევრაზიის კონტინენტზე ახალი გეოპოლიტიკური გავლენების ჩამოსაყალიბებლად. ეს ეხება შავ ზღვას და მის მოსაზღვრე რესპუბლიკებს: საქართველოს და უკრაინას, რომლებიც ცდილობენ ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში გაერთიანებას და ამით რუსეთის მრავალსაუკუნოვანი გავლენის სფეროდან გამოსვლას, რასაც ბუნებრივია რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული წინააღდეგობა ხვდება.

დღევანდელი ევრაზიის გეოპოლიტიკური დაფის მოთამაშეები არიან: ევროკავშირი - საფრანგეთ-გერმანიის ალიანსის სახით, რუსეთი, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და ამერიკის შეერთებულ შტატები.

ყველა ამ სახელწიფოს აქვს თავისი მიზნები და ამოცანები აღნიშნულ გეოპოლიტიკურ დაფაზე. ამასთანავე ამ სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ ინტერესებს გააჩნიათ საზღვრები. ეს საზღვრები ვრცელდება გარკვეულ ტერიტორიებამდე და ეს ტერიტორიები არის ის გეოგრაფიული ადგილები, სადაც გავლენის სფეროს უსაფრთხოებაა შემოფარგლული. თუ განვიხილავთ ცალცალკე ამ სახელმწიფოთა ინტერესებს, საკმაოდ საინტერესო სურათს მივიღებთ.

საფრანგეთ-გერმანიის გეოპოლიტიკური ინტერესები და მათი თანხვედრა სწორედ ევროკავშირში მათი დომინანტური როლით შემოისაზღვრება. ესენი არიან ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში, თავისი ეკონომიკით და თავდაცვისუნარიანობით ყველაზე მაღალ მაჩვენებლები აქვთ. აქ შესაძლოა ვისაუბროთ იმაზე, რომ საფრანგეთს, მაგალითად გერმანიასთან შედარებით, გაცილებით ძლიერი სამხედრო ინფრასტრუქტურა გააჩნია, მაშინ როდესაც გერმანიას საფრანგეთთან შედარებით გაცილებით ძლიერი ეკონომიკა აქვს. შესაბამისად ტერიტორიულადაც ეს სახელმწიფოები ყველაზე დიდია ევროკავშირში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია (დასავლეთი ნაწილი) და საფრანგეთი (1994წ. შეუერთდა ნატოს) შედიოდა იმ ბლოკში, რომელსაც ნატოს ალიანსი ჰქვია. შესაბამისად ერთ ბლოკად გაერთიანებული დასავლეთ ევროპა აშშ-თან ერთად წარმოადგენდა იმ ბანაკს, რომელიც ცივი ომის პირობებში იმყოფებოდა საბჭოთა კავშირ-ჩინეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებთან. როგორც ავღნიშნეთ ეს 1991წ. დეკემბერში დასრულდა საბჭოთა კავშირის დაშლით.

შესაბამისად ამ ყველაფერმა გავლენა იქონია მომავალ ურთიერთობებზე. გასარკვევი იყო ურთიერთობა რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებიც დღეს ერთ ბლოკში, როგორც ეს 1991წ, დეკემბრამდე იყო ვეღარ მოიხსენიება. ევრაზიის ამ გეოპოლიტიკურ თამაშში, ყველაზე მძლავრი მოთამაშე რათქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებია. საბჭოეთის დაშლის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ, რასაც მოჰყვა ცენტრალური და პოსტსაბჭოთა სამი რესპუბლიკის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, რომელიც დასრულდა 2004წ. თუმცა ნატოს გაფართოება არ დასრულებულა. არ დასრულებულა იმდენად, რამდენადაც საბჭოთა კავშირის კიდევ ორმა ყოფილმა რესპუბლიკამ საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაერთიანებაზე თანხმობა განაცხადეს. სწორედ ეს გახდა ყველაზე მწვავე დაპირისპირების საგანი ევროკავშირ-აშშ-ს ბლოკსა და რუსეთს შორის.

ეს ზოგად გეოპოლიტიკურ დაფაზე შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთი კონკრეტული დაპირისპირება. ჩვენი ინტერესის საგანი ამ შემთხვევაში არის სწორედ ეს დაპირისპირება, რომელიც 2008წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შემდეგ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და საბოლოო გადაწყვეტილების დროც მოაახლოვა.

მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება ევროკავშირის (საფრანგეთ-გერმანიის) და აშშ-ს შორის რიგ საკითხებში უთანხმოება, რაც გამოწვეულია საფრანგეთ გერმანიის გეოპოლიტიკური ინეტერესით, შეიძლება ითქვას, რომ ნატოს გაფართოების საკითხში, პრინციპული გადაწყვეტილება მიღწეულია, რაც 2008წ. ბუდაპეშტის ნატოს სამიტზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღება აუცილებლად მოხდება. სწორედ ამ პრინციპულ გადაწყვეტილებას ვგულისხმობდით, როდესაც ევროპა-ამერიკის ერთ ბლოკზე მივანიშნეთ.

თავად გერმანია-საფრანგეთის და აშშ-ს დაპირისპირება, უფრო ლოკალურ ხასიათს და ამასთან გარკვეულწილად შანტაჟის ხასიათსაც ატარებს. კერძოდ, ეს გამოიხატება საფრანგეთ-გერმანიის გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულებით რუსეთის მიმართ. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლოიალობაც იძულებით ხასიათს ატარებს ევროკავშირის რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების გამო. თუმცა ამ დამოკიდებულების შეცვლის პერსპექტივაც იხატება, მაშინ როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ალტერნატიული ენერგოუსაფრთხოების გზაზე თანხმობა იქნა გამოთქმული 2009წ. 26 იანვარს ბრიუსელში, სადაც ახალი გაზსადენის ”ნაბუკოს” პროექტზე შეთანხმება მოხდა. ეს პროექტი ძალიან შეცვლის დღევანდელ ევროკავშირ -რუსეთის ურთიერთობებს და ამასთანავე აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებსაც გარკვეულწილად, თუმცა ეს ურთიერთობები აუცილებლად კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებაში გადაიზრდება, ვიდრე დღეს არის.

ევრაზიის პოლიტიკურ დაფაზე დღეს მხოლოდ ერთი მსოფლიო დონის თვითმპყრობელი (Держава) თამაშობს. ეს არის აშშ. ხოლო რაც შეეხება სხვა დანარჩენ სახელმწიფოებს, ისინი რეგიონალური მოთამაშეები არიან. რუსეთიც, საფრანგეთიც, გერმანიაც, ჩინეთიც და თურქეთ-ირანიც. აღსანიშნავია, რომ 1991წ. დეკემბრამდე რუსეთიც, წარმოდგენილი საბჭოთა კავშირის და მისი ბლოკის სახით წარმოადგენდა მსოფლიო თვითმპყრობელს. შესაბამისად მისი დღევანდელი პრეტენზიები, იყოს საბჭოთა კავშირს ჩამნაცვლებელი მსოფლიო გეოპოლიტიკურ დაფაზე ხდება წინააღდეგობის საგანი, მითუმეტეს, რომ საბჭოთა კავშირის, როგორც გეოპოლიტიკური ერთეულის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა სამი რეგიონალური ერთეული. ეს იყო, უკრაინა, საქართველო (კავკასია) და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო. დღეს, როდესაც რუსეთი ვეღარ ფლობს ბალტიისპირეთს და უკრაინა-საქართველოს კურსი ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისკენაა მიმართული, მისი მსოფლიო თვითმპყრობელობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაზედაც მისი გაღიზიანება პიკს აღწევს. ის ვერ ეგუება რეგიონალურ თვითმპყრობელად დარჩენას და ეს ბუნებრივიცაა.

შეიძლება ითქვას, პირველ რიგში უკრაინა, როგორც ერთერთი გეოპოლიტიკური ცენტრის გეოპოლიტიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია რუსულ ინტერესებთან. თუ რუსეთი ვერ გააკონტროლებს უკრაინას, შესაბამისად ის ვერ დარჩება ევრაზიის უძლიერესი სახელმწიფო. ის გარდაიქმნება აზიურ რეგიონალურ თვითმპყრობელობად და ყოველგვარ გავლენას დაკარგავს ევროპაზე, რაც რათქმაუნდა ძნელი შესაგუებელია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად ძალიან დინამიურად ვითარდება აზიური თვითმპყრობელობის დიდი პრეტენდენტად წარმოსდგება უახლოეს ოცწლეულში, რაც რუსეთის ინტერესებს კიდევ უფრო შეზღუდავს.

გარდა უკრაინისა, რუსეთის გეოსტრატეგიული მიზნები კავკასიაში ასევე უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან უკრაინა და საქართველო შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს წარმოადგენენ და შავი ზღვა, რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნებისათვის ევროპის ცენტრალურ ნაწილზე და აზიაზე დომინირებისთვის უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გაფართოება ცენტრალურ ევროპაზე პრაქტიკულად განხორციელებულია, შავი ზღვის მეშვეობით, რუსეთის გავლენა ამ ქვეყნებზე ისევ არ შეწყეტილა, რაც რუსეთისათვის ტოვებს იმედს, რომ თუ ის შეძლებს უკრაინასა და საქართველოზე გავლენის შენარჩუნებას, ის შეინარჩუნებს გავლენას ცენტრალურ ევროპაზე და აზიაზე და დარჩება უმძლავრეს იმპერიულ ერთეულად ამ გეოპოლიტიკურ სივრცეზე. სწორედ აქ დაფიქსირდა აშშ-რუსეთის ძირითადი გეოპოლიტიკური მიზნების კვეთა. შეიძლება ითქვას, უკრაინასთან და საქართველოსთან პარტნიორობის ქარტიის გაფორმება აშშ-ის მიერ, ამის დამადასტურებლად გამოდგება, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს შავ ზღვაში, რუსეთის საპირწონე საზღვაო სახელმწიფოს შემოსვლას. ეს არის აშშ. ნამდვილად არ არის ჩაფიქრებული, რუსეთის, როგორც თვითმპყრობელის დაშლა, მაგრამ ამ ქმედებებით ნამდვილად შეიძლება ვივარაუდოდ, რომ რუსეთის რეგიონალურ იმპერიად ქცევა ნამდვილად ჩაფიქრებულია, რომელსაც აზიაში ჩინეთის ფაქტორი სერიოზულ წინააღმდეგობად დახვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამას ხელს შეუწყობს ამერიკის და ჩინეთის დამეგობრება, რომელიც ჩინეთის ეკონომიკურ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და სავარაუდოდ მისი სიმპატიები ამერიკის ინტერესებს დროში დაემთხვევა. ამის დასტურად გამოდგება ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ითქვას მართლაც ისტორიულია. ეს არის ალტერნატიული ენერგო მომარაგებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ანუ ”ნაბუკოს” პროექტის განხორციელების რეალიზაციაზე შეთანხმება, რომელსაც სავარაუდოდ ივნისში მოეწერება ხელი და 2013წ. ექსპლუატაციაში შევა.

გარდა იმისა, რომ ”ნაბუკოს” პროექტი უმნიშვნელოვანესია, როგორც ალტერნატიული ენერგომომარაგების კუთხით, ასევე კასპიის ბასეინის, როგორც ენერგო რესურსებით მდიდარი რეგიონის ქვეყნების რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლის თვალსაზრისითაც. ვინაიდან კავკასიაში შემცირებული რუსეთის გავლენა ავტომატურად ამ პროექტში ჩაბმული ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რუსეთის გავლენიდან გამოსვლას გულისხმობს. მემგონი შესამჩნევია, რომ ამ პროექტის განხორციელებაზე აშშ-ის ლობირება, არ ატარებდა მხოლოდ ევროპისათვის ენერგო უსაფრთხოების კორიდორის შექმნის იდეას, არამედ ის პირდაპირკავშირშია საქართველო- უკრაინის რუსული გავლენიდან გამოსვლის პროცესთან. ეს პროცესები თავისთავად პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორი იქნება რუსეთი, როდესაც ეს ყველაფერი განხორციელდება.

ამერიკა და ნატოს წევრი ქვეყნები, პატივს სცემენ რუსეთის ინტერესებს, მაგრამ გონიერების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ზემოთხსენებული პროცესების განხორციელებით ბოდიში გადაუხადეს, თან უთხრეს, რომ ის ვეღარ იქნება მსოფლიო თვითმპყრობელობა ნომერი 2 მსოფლიო გეოპოლიტიკაში, რომელიც საბჭოთა კავშირს ეკავა.

ძალიან საგულისხმოა რუსეთ-უკრაინის დავა ევროპის გაზმომარაგების კუთხით. არამგონია, ეს საკითხები, მისი დაწყება და დასასრული მხოლოდ რუსეთის და უკრაინის მთავრობის წევრების კაბინეტებში დაიგეგმა და გადაწყდა. მითუმეტეს, რომ სწორედ ამ დავის შემდეგ მოხდა ”ნაბუკოს” ენერგოსადენზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გამოსვლა მარშალის ფონდში შეიძლება ითქვას ისტორიული სიტყვა, სადაც მომავალი მსოფლიოს წესრიგის და მომავლის დანახვა შეიძლება.

”Мы намерены строить международные порядок, основанный на свободе, верховенстве закона, правах человека и человеческом достоинстве, свободном рынке и социальной справедливости. Такой же выбор сделало большинство государств мира. И мы убеждены в его правильности.

законным интересам безопасности России лучше всего отвечают не слабые, расколотые и бедные страны на ее границах, а мирные, процветающие и демократические государства.

Однако вскоре стало ясно, что легитимная цель восстановления России омрачена ограничением личных свобод, беззаконием и произволом властей, повсеместной коррупцией и параноидальными агрессивными импульсами.”

ეს ვფიქრობ ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა, რომლის რეალიზაციაც დაიწყო საქართველოსთან და უკრაინასთან ამერიკის მიერ გაფორმებულ ქარტიით.

”Своим вторжением в Грузию Россия не добилась - и не добьется - никаких стратегических целей.... США и страны Европы не должны позволить российской агрессии добиться каких бы то ни было целей. Ни в Грузии, ни в любом другом месте.”

”Во имя достижения энергетической независимости, Соединенные Штаты и Европа углубляют сотрудничество с Азербайджаном, Грузией, Турцией, странами Каспийского бассейна. Мы расширим открытую глобальную энергетику и защитим ее от любых посягательств. Недопустима ситуация, когда Россия действует по одним правилам, а остальные - по другим.

США и Европа - а также наши многочисленные союзники во всем мире - не допустят, чтобы Россия, с одной стороны, использовала мировые рынки и международные институты, а с другой, беззастенчиво попирала нормы международного права. Нельзя сидеть на двух стульях. В двадцать первом столетии недопустимо использовать методы девятнадцатого.”

გაგრძელება იქნება.

ირაკლი მარგველაშვილი

27.01.09წ.