Saturday 22 August 2015

სპეცოპერაცია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ



2012წ. არჩევნებს შემდეგ დაიწყო რუსული სპეცოპერაცია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მას სათავეში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილი. სპეცოპერაციის პირველი ფაზა წარმოადგენდა პარტიის ლიდერების კონსერვაციას. ასეც მოხდა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააგდეს და ვერ შემოდის, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, რომლებიც პარტიის ძირითად ბირთვს წარმოადგენდა ციხეში ჩასვეს. ასევე ციხეში ჩასვეს ბაჩო ახალაია, რომელიც არამარტო ბუად აქციეს, არამედ აქტიურობასაც მოარიდეს. დაიწყეს სხვა წევრების დევნა, რომლებიც შესაძლებელი იყო რომ გარკვეულ დროს ლიდერებად ქცეულიყვნენ. ზოგი შეაშინეს, ზოგიც განდევნეს ქვეყნიდან. 
პარტიამ ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა. თავად ოცნების ხელისუფლებამ 2 წელიწადში ქვეყნის მდგომარეობა კოლაფსამდე მიიყვანა. შესაბამისად ნაციონალურმა მოძრაობამ ორ არჩევნებში დაამტკიცა, რომ ის სიცოცხლისუნარიანი ძალა იყო და მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილი ფუნდამენტურად დაიმკვიდრა. პარტიულ თანამდებობებზე გაჩნდნენ იმედის მომცემი ადამიანები, რომლებსაც სუფთა წარსული ჰქონდათ.
ქვეყანაში პრობლემებმა ოცნების ხელისუფლების რეიტინგი 24%-მდე დასცა, რაც ერთგვარ განგაშად იქცა მათ რიგებში, ვინაიდან მთავარ ოპოზიციურ ძალას რეიტინგის მატება დაეწყო. თუმცა პარტიაში კვლავ რჩებოდა პრობლემები და მისი სრული რებრენდინგი არ მოხდა, რაც უკან სწევს თავად პარტიის წინსვლას. 

ამის შემდეგ უკვე იწყება ოცნების ხელისუფლების და მისი მთავარი სპონსორის ბიძინა ივანიშვილის მიერ მეორე ეტაპი ნაციონალური მოძრაობის სპეცოპერაციისა. ის შედგება ისეთი კომპონენტებისგან როგორიცაა მოსყიდვა და შანტაჟი კომპრომენტირების. მკითხველმა აირჩიოს. რამდენიმე დღის უკან განხორციელდა 4 პიროვნების პარტიის აღმასრულებელი მდივნის (ზ. ჯაფარიძე), თბილისის ორგანიზაციის ფაქტიური თავმჯდომარის (გ. მელაძე), პარლამენტში საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი ჩინოვნიკის (პ. კუბლაშვილი) და ერთი დეპუტატის (გ. ხაჩიძე) მიერ პარტიის რიგების დატოვება. თუ დავაკვირდებით ამ ადამიანების თანამდებობებს, ისინი პარტიის ბირთვს შეადგენდნენ, და სწორედ მათზე განხორციელდა დარტყმა, ვარაუდის დონეზე ფინანსური მოსყიდვის ან შანტაჟის კომპრომეტირების გზით. ამით საგრძობლად შეირყა როგორც პარტიის იმიჯი (აღმასრულებელი მდივანი გაიქცა პარტიიდან), ასევე თავად პარტიაში გამოიწვია ერთგვარი ფრუსტრირება. ასევე აუცილებლად ეს მოვლენა გავლენას იქონიებდა პარტიის რეიტინგზე და მოახდინა ელექტორატის მინიმუმ ორად გაყოფას.

ამიტომ განხორციელებული სპეცოპერაციის ორივე ნაწილში არჩეული პერსონები, არიან საკვანძო ფიგურები და ორივე შემთხვევა ითვალისწინებდა პარტიის შერყევას და განადგურების მცდელობას. ბოლო შემთხვევა პირდაპირ მიმართულია პარტიის გახლეჩის და განადგურების მცდელობასთან თუ იგი გახდება ინტენსიურად განგრძობადი დროში რისი დიდი ალბათობაცაა და სხვათა შორის მცდელობაც იყო, ოთხის გარდა გადმოებირებინათ სხვა ფიგურებიც. ამას ვერაფერს დავარქმევთ გარდა იმისა, რომ ხდება პარტიის მიზანმიმართული დაშლა და ეს უკვე აღარ ხდება დაჭერებით, არამედ ფულით, შანტაჟით ან სხვა მეთოდით.

სხვა შემთხვევაში თუ ეს ასე არ არის და პარტიიდან გასული ადამიანები თავის ნებით მოქმედებდნენ ისმის შემდეგი შეკითხვები

1. რას ემსახურებოდა ეს ნაბიჯები და რა ბენეფიტი მოუტანა მან ქვეყანას? პარტიას?
2. პრობლემატიკის შესახებ, რომელზეც განცხადებაში იყო საუბარი რატომ არ მოხდა შიდაპარტიული რესურსის გამოყენება? რატომა არ მოხდა თანამდებობის გამოყენება და გუნდურად გადაწყვეტილების მიღება?
3. რატომ მოხდა რომ პარტიის წევრებმა საზოგადოებასთან ერთად შეიტყვეს ამ მოვლენის შესახებ? 
4. თუ ზემოთმოყვანილ შეკითხვებზე არ არის პასუხები, ეს არის თუ არა პასუხისმგებლიანი ნაბიჯები და ხომ არ არის განზრახ ზიანისმიმყენებლად გაკეთებული ნაბიჯი?


არის კიდევ სხვა შეკითხვებიც, რომელზეც პასუხები უნდა გაიცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციის მეორე ეტაპი და ის ასე მარტივად არ გაჩერდება, ვინაიდან მათ რეიტინგის დავარდნას პასუხად უნდა მოჰყვეს მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტება და კალაპოტიდან ამოგდება. გარდა ამისა,  ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს არჩევნების გაყალბებისათვის სერიოზული მზადება, როდესაც პრაქტიკულად ყალბდება ე.წ. მოსახლეობის აღწერის შედეგები და ეს უსერიოზულესი პრობლემა იქნება, ვინაიდან ოცნების ხელისუფლება, როგორი სუსტი მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის შიგნით, გამარჯვების ხმებს ჩამოიტანს საქართველოს გარედან 3 მილიონი ადამიანის "არჩევანით". 

სპეცოპერაცია ძალაშია. ის ამით არ დასრულდება და წინ ბევრი სიურპრიზი გველის თუ ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებს ამ ფაქტიდან გაძლიერებული გამოვიდეს, რაც გულისხმობს მის სასწრაფო რეფორმირებას, სტრუქტურულ დალაგებას, პარტიული სტრუქტურების ძლიერად ამუშავებას და შესაბამის სწორ მენეჯმენტს. 

პოლიტიკური ანგარიშწორება და პროკურატურის კრიზისი



საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე დააპტიმროს, რომ ამ პროცესმაპოლიტიკური დევნის  სახე არ მიიღოს. დასავლეთიდანმიღებული მესიჯები, რომელიც ამ პოლიტიკის მიმართულებით გამოითქვა არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას,რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. მაგალითად ჯეიმს აპატურაის განცხადება: განცდაც კიარ უნდა დარჩეს, რომ  ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება,არის ის სიგნალი, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების აკრძალვას,არამედ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკა არაა 21 საუკუნის პოლიტიკა, ეს ენა არაა ისპოლიტიკური ენა, რომელზედაც უნდა ისაუბროს საქართველოს ხელისუფლებამ.

 უნდა ავღნიშნოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილადაცდენილია დროს და წარმოადგენს 90-იანი წლებში განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებას,ხოლო ამ ხელისუფლებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები წარმოადგენენ 90-იანი წლებისხელისუფლების და ხელმოცარული ყოფილი ოპოზიციური ძალების პერვერზიულ ნაზავს, რომელთაცსაერთოდ არ ესმით რას ნიშნავს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია, რას ნიშნავს დასავლურგეოპოლიტიკურ ჩართულობაში და ბრუნვაში სახელმწიფოს ყოფნა. ასევე არ ესმით იმ გამოწვევების,რომელიც საქართველოს აქვს ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების სისტემისთვალსაზრისით.

მაგალითად ის,რაც მოხდა ბატონი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით, არის სწორედიმის დადასტურება რაც ზემოთ ვქვით. ხელისუფლება ვერ გებულობს დასავლეთის მესიჯებს.ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების მთავარი პატიმარია გამოიყვანეს ციხიდან„მისაკაჩავებლად“. ეს ნამდვილად ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას არაქვს რესურსი, იმუშაონ ზღვარზე, რომელიც  ჯეიმზაპატურაიმ თქვა - განცდაც არ დარჩეს იმისი, რომ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება. ამისგანცდაც დარჩა და ირიბად ხელისუფლებამ აღიარა მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულიქმედების სინამდვილე - მთავარ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა, რაცმოასწავებდა სწორედ ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას ვანო მერაბიშვილისწინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებაზე. აქაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარა სახისშენარჩუნებაში. ოთარ ფარცხალაძეს გაუხსენეს კრიმინალური წარსული გერმანიაში. ხელისუფლებამვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებით შეაბიჯა დანაღმულ ველზე დამარტივად რომ ვთქვათ აფეთქდა. აფეთქდა სწორედ იმიტომ, რომ მათი სურვილები და რესურსებიერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო პოლიტიკური დევნის შეფუთვა დიდ რესურსებს მოითხოვს.

საქართველოს ყველასაინფორმაციო საშუალებებით, თოქშოუებით, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებით,თითქმის ყოველდღე ანონსდება ახალ ახალი სისხლის სამართლის საქმეები. ასევე არ ივიწყებენძველ, წლების მანძილზე მუსირებულ საქმეებს და არის უდიდესი მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინებაყველაფერს და გაიხსნება: მაგალითად - ზურაბ ჟვანიას საქმე, გაიხსნება თავიდან გირგვლიანისსაქმე, ასევე რიგშია ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე, 2008წ. ომის გამოძიების საქმე,დავით კეზერაშვილის საქმე  და ა.შ. უნდა ვთქვათ,რომ ხელისუფლების მიერ  ამ საქმეების პოლიტიკურკონტექსტში მოხსენიებამ პროკურატურა შეიყვანა კრიზისში. ხელისუფლების დაკვეთას ვერპასუხობს პროკურატურა. წინა მთავარმა პროკურორმა თანამდებობა 1 წლის მუშაობის შემდეგდატოვა. ოთარ ფარცხალაძემ, სულ რამდენიმე კვირა გაძლო, ხოლოახალი მთავარი პროკურoს მოძიებას თითქმის სამი კვირა დასჭირდა დაიქ 34 წლის გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. ეს აშკარად მიუთითებს,რომ ხელისუფლების სურვილებსა და პროკურატურის შესაძლებლობებს შორის არის აცდენა დროსადა სივრცეში. ასევე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულმა უკანონო ქმედებებმა დაადასტურა,რომ პროკურატურა კრიზისშია. პროკურატურა ვერ ახერხებს მტკიცებულებათა შეგროვებას დადანაშაულის დამტკიცებას, შესაბამისად ისინი მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცვანო მერაბიშივილის წინააღმდეგ გამოიყენეს.

 ხელისუფლება ცდილობს როგორმე აცდეს პოლიტიკური დევნისიარლიყი, ვფიქრობთ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, ვინაიდან მართლაც ხორციელდება პოლიტიკურდევნა და ადამიანები ციხეში დაპატიმრებული არიან წინასწარი პატიმრობით. პროკურატურაროგორც კი ხვდება, რომ წააგებს საქმეს სასამართლოში, ხდება ახალი ბრალის წარდგენა,რომელიც შეაქვთ სასამართლოში და პირს დანაშაულს უმძიმებენ რათა კიდევ მიეცეთ საშუალებაგამოიყენონ წინასწარი პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება და ეს პოლიტიკური პირები ჰყავდეთპატიმრობაში. ამ შემთხვევაში ასეთი პატიმრობა წინასწარ აღმკვეთ ღონისძებას კი არ წარმოადგენს,არამედ მეთოდს, რომ სასამართლოზე გამართლებული პიროვნება როგორმე გარეთ არ გამოვიდეს.თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამას ვერავინ შენიშნავს და ეს არ წარმოადგენს პოლიტიკურ ანგარიშწორებასძალიან ცდება. ხელისუფლება ამ თემებით ვერ შეფუთავს თავის პოლიტიკურ მიზანს გაანადგუროსმთავარი ოპოზიციური ძალა. ასევე თვალშისაცემია ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთახელისუფლების მხრიდან.

ძალიან რთულიამოხვიდე მთავარ პროკურორად, შემოგაჩეჩონ ზურაბ ჟვანიას საქმე და გითხრან რომ ამ საქმეზეუნდა დადგეს განაჩენი, როდესაც ცხადზე უცხადესია, რომ  ეს საქმე მუზეუმის ექსპონატად შესაძლოა გამოდგესმისი შენაარსიდან გამომდინარე.  ასევე ძნელიაუპასუხო პრემიერის განცხადებას საქმით, რომ დავით კეზერაშვილი თურმე საერთაშორისო უკანონოიარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მისი ფრანგი ადვოკატებიამბობენ, რომ ის დაკავებულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, რომლებმაცსაფრანგეთის სასამართლოში ვერ წარადგინეს სათანადო მტკიცებულებები და დამატებით მოსთხოვესმტკიცებულებების წარმოდგენა. საიდან მოიტანოს პროკურატურამ კეზერაშვილის საერთაშორისოუკანონო იარაღის ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები? ხელისუფლება ვერ აცნობიერებს,რომ მის პოლიტიკურ განცხადებების დასამტკიცებლად პროკურატურას მყარი მტკიცებულებებისჭირდება, რომელსაც სასამართლო გაითვალისწინებს, თორემ პროკურატურამ 2 საქმე პირწმინდადწააგო ხელისუფლების მიერ „მონსტრად“ წოდებულ ბაჩო ახალაიასთანაც კი. სწორედ ამიტომიმყოფება პროკურატურა კრიზისში და მთელი ამ 16 თვის განმავლობაში, რამდენიმე, ერთ ხელზეჩამოსათვლელი საქმე იქნა სასამართლოში წარდგენილი, საიდანაც ორში ხელისუფლებამ სრულიმარცხი მიიღო და დიდი ალბათობით, რამდენიმე საქმეში კიდევ მარცხს იგემებს.

შექმნილია უამრავიმოლოდინი სხვადასხვა საქმეების მისამართით. ხელისუფლება ვერც იაზრებს, რომ ეს მოლოდინებიარის წორედ ის დანაღმული ველი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება. აქვე ერთი რამ არისსაინტერესო. არ ვფიქრობთ, რომ ვერ ხდებიან ბევრი გახმაურებული საქმის უპერსპექტივობას.მაშ რა ხდება, რატომ არ ახდენენ  ამ საქმეებზეუარის თქმას? ვფიქრობთ, იმიტომ რომ ხელისუფლების ინტერესებში ამ საქმეების გახსნა კიარ შედის, არამედ მათზე საუბარი, კლიშეში „9 წელი“. შექმნილია ერთგვარი მუზეუმის სივრცე,სადაც ეს საქმეები გამოდებულია ვიტრინებში და ყოველ საღამოს, ან ყოველ დღე ხელისუფლებისსხვადასხვა წარმომადგენლები, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით სტუმრობენ ამ მუზეუმშიდამთვალიერებლებს, ნახეთ 9 წლის განმავლობაში რა მოხდა. აჩვენებენ საქმეებს, რომელებიცწარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის თემას და არა იურიდიულად პერსპექტიულ საქმეებს,რომლებიც ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ სათაურის ქვეშ ვერასოდეს გაიხსნება, იმიტომრომ უბრალოდ მათზე არ არსებობს მტკიცებულებები, არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი ან სათანადოდგამოძიებულია.

ხელისუფლება ვერამჩნევს, რომ ამ შიდა პრ-ტექნოლოგიით, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერკიდევ ექვემდებარება ქმნის უდიდეს საფრთხეს ქვეყნისთვის. ქვეყნის უსაფრთხოების სიტემისთვის.სამწუხაროდ დასავლეთში არათუ განცდა, არამედ ზუსტად იციან, რომ ეს არის კავკასიურივედენტის მეორე ფაზა. პირველი კი 90-იან წლებში ჩავატარეთ, რომელიც საქართველოს პირველიპრეზიდენტის სიკვდილით დაგვირგვინდა. იმის შემდეგ საქართველოს დიდხანს არავინ მოხედა.ამიტომ საფრთხე იმისი, რომ დღესაც ხელისუფლების ეს დროში აცდენილი პოლიტიკა ფატალურშედეგებს დააყენებს ქვეყნისათვის საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელია. უკვე შესამჩნევია,რომ საქართველოს ეკონომიკა განიცდის რეცესიულ პროცესებს. ქვეყანაში პრაქტიკულად არანაირიინვესტიცია არ შემოდის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დასავლეთში არ იწვევენდა არ სურთ შეხვედრა. როგორც პირველი არხის ეთერით ბატონმა პაატა დავითაიამ განაცხადასაქართველოს პრეზიდენტს 2 წლის განმავლობაში ევროსაბჭოს ანსამბლეაზე არ მოუსმენენ სწორედამ პოლიტიკური პროცესების გამო. ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტერი საჯაროდ აცხადებს,რომ „ვანო მერაბშვილი კარგად ზის და კიდევ იჯდება“. ასევე მას 2 საათიან პრესკონფერენციაზეპროკურატურის საქმეებზე მეტი სასაუბრო მოსახლეობასთან არ აქვს და ვინ საუბრობდა პროკურორითუ პრემიერ-მინისტრი ძნელი გასარჩევი იყო.

ამ გადასახედიდანხელისუფლების პოლიტიკა ვერ ტოვებს იმის განცდას, რომ მთელი ეს სისხლის სამართლის პროცესებიდაცლილია პოლიტიკური ინტერესისგან. მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისპოლიტიკური რიტორიკის 90% სწორედ ამ პროკურატურის საქმიანობას ეძღვენება. ამის შემდეგვის უნდა დაუმტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული და არ ერევიანპროკურატურის საქმიანობაში? თავად პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ჯერ კიდევ პროკურატურისმიერ განუცხადებელი საქმეები, რომელსაც თურმე ნათელი მალე მოეფინება.
რატომაა საშიშიასეთი პოლიტიკა? მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ წარმოადგენს ნატოს და ევროკავშირისწევრ ქვეყანას. შესაბამისად მისი საგარეო პოლიტიკური სტაბილურობა, მხოლოდ საქართველოსდასავლურ დისკურსში ჩართულობაშია შესაძლებელი. რაც უფრო დავცილდებით ამ დისკურსს, მითუფრო მოწყვლადი ხდება ჩვენი საგარეო უსაფრთხოება. დღეს ნამდვილად დგას საქართველო დიდირისკის ქვეშ, მითუმეტეს როგორი მდგომარეობაა უკრაინაში. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის მიერგაცხადებული გეოპოლიტიკური ამბიციების მთავარი სამიზნე სწორედ საქართველო და უკრაინაა.საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა კი ეს არ არის დასავლური დისკურსი.ეს არ არის იმ დროის შესაფერისი, რომელშიც საქართველო იმყოფება. ამიტომ ჩვენი უსაფრთხოებისრისკები იზრდება. დასავლეთი არ მიიღებს ამ ვედენტას, ვერც ხელისუფლება შესთავაზებსმათ განსხვავებულ მეთოდს რაც ფარცხალაძემ ჩაიდინა, ვინაიდან არ არსებობს რესურსი იმისი,  რაც ხელისუფლებას გაცხადებული აქვს პროკურატურამეს პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით შეასრულოს. სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთისმიერ საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდება შესაბამისად ჩვენი მხარდამჭერი  მხოლოდ დასაველეთია. ამიტომ ხელისუფლება დროზე უნდამოეგოს გონს, რათა მოახდინოს თავისი პოლიტიკის გადახედვა რომ არ წავაწყდეთ დასავლეთისმხიდან ყრუ კედელს რომელსაც უკვე არაფრის გაგონება არ მოუნდება.

ირაკლი მარგველაშვილი

საქართველოს და უკრაინის ერთიანი თემა



ადამიანებს სჩვევიათ ერთიდაიგივე შეცდომის დაშვება. უბრალოდ მიკვირს ხოლმე, რატომ არ იყო 2008წ. აგვისტოს ომი დასავლეთისთვის ის სიგნალი, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა? რა ლოგიკა იყო იმაში, რომ რუსეთის ასეთი მასშტაბის აგრესია დარჩა პრაქტიკულად ხელუხლებელი, ყოველგვარი სანქცირების გარეშე. პირიქით, ამ ომის შემდეგ მოხდა რუსეთის წახალისება, ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა, ხოლო საქართველო მოექცა სამხედრო ემბარგოს ქვეშ. პრაქტიკულად დასავლეთი დაჰყვა რუსეთის ნებას, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიყო და თუ რაიმე წარმატება გვქონდა ამ წლების მანძილზე, ეს იყო საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დაჟინებული ქმედებების შედეგი. ხოლო 2008წ. ამხელა ომი, რომელიც სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის იყო, დავიდა იმის მტკიცებაზე, ვინ დაიწყო ომი, ვინ ისროლა პირველად, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება. ეს საკითხები იყო სწორედ ის, რაც რიტორიკულად რუსეთს აწყობდა. რუსეთმა ეს თემები ამუშავა როგორც დასავლეთში, ასევე ამუშავა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე. მთელი ქართული მაშნდელი პოლიტიკური სპექტრი, მხოლოდ ამ თემებზე დაობდა და არავინ აქცევდა ყურადღებას, ამ ომის საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რუსეთის მიზნებს და მომავალ ამოცანებს.

ამ ომის თემის ასეთი დანაწევრება ასვე აწყობდა დასავლეთს, ვინაიდან არც შეიმჩნიეს, რომ ეს იყო ომი იმ საქართველოსთან, რომელსაც რუსეთი უკრძალავდა ნატოში ინეგრაციას. ეს ომი არ იქნა აღქმული ნიშნად, რომ ხვალ პუტინის გეოპოლიტიკური ინტერესები გასცდებოდა საქართველოს და მესიჯი, რომ "რუსეთი თავის საზღვრებთან არ დაუშვებდა ნატოს მოახლოვებას", არ ეხებოდა მხოლოდ საქართველოს. ეხებოდა უკრაინას, ეხებოდა იმ სამ ქვეყანას, რომელთაც რუსეთთან აქვთ საზღვარი და არიან ნატოს წევრები, ბალტიისპირეთს. ამას მოჰყვა უკრაინა, როდესაც დასავლეთმა უკრაინის მიმართულება სრულად ჩააბარა რუსეთს. ჩააბარა მის ემისარს იანუკოვიჩს, რომელმაც იმდენად დააუძურა ეს უძლიერესი ქვეყანა, რომ დღეს მას არ აქვს შესაძლებლობები გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. არ ჰყავს არმია, არ ჰყავს სასაზღვრო ძალები, არ აქვს სახელმწიფოს ის ნიშნები, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს გამოწვევებს. უკრაინის საკითხში დასავლეთის ასეთი გულგრილობა, ვფიქრობთ ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების ერთგვარი შიშთაცაა გამოწვეული. უკრაინა ევროკავშირში, მტკიცე, ძლიერი აწყობილი სახელმწიფო მანქანით, საოცარი შრომისმოყვარეობით და დიდი ეკონომიკური შესაძლებლობებით, ნამდვილად შეცვლის ევროკავშირის პოლიტიკურ სურათს. დადგება მომენტი, როდესაც აღმოსავლეთ ევროპა უკრაინასთან ერთად პოლიტიკური წონით ნამდვლად გაუთანაბრდება ძველ ევროპას. ეს კი საკმაოდ საშიში საკითხია, მითუმეტეს, როდესაც მიიჩნევა, რომ აღმოსავლეთ ევროპა აშშ მხარდაწერით სარგებლობს. მიტომ არაა გამორიცხული, საკმაოდ შეფარვით ძველი ევროპა რუსეთთან წავიდეს დამობაზე უკრაინის ფედერალიზაციის საკითხში, რათა უკრაინის გაძლიერების საპირწონედ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში დარჩეს ბერკეტები დესტაბილიზაციისათვის, მითუმეტეს რუსეთის ძირითადი ენერგომონოპოლია სწორედ უკრაინაზე გადის. სწორედ ესაა მიზანი, რომ რუსეთს სურს პირდაპირი სამხედრო კონტინენტური გზა ყირიმზე, რათა იქ შექმნას უძიერესი სამხედრო ბაზა, რაც ასევე აღმოსავლეთ ევროპაზე მოახდენს გავლენას.

ამ ყველაფრის ნიშნები ნამდვილად სჩანს. უნდა ითქვას, რომ რუსეთი გააძლიერებს ზეწოლას ევროკავშირზე, რომ მოხდეს ევროკავშირის ძველი და ახალი ევროპის ძალთა დაპირისპირება და ძველმა ევროპამ მოახდინოს რუსეთის ხელით აღმოსავლეთ ევროპაზე მანიპულირება. ამის საპირწონე ნაბიჯი იყო აშშ მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო კონტიგენტის ზრდა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ასევე საავიაციო გაძლიერება. თუ გავიხსენებთ 2008წ. ომის შემდეგ, როდესაც საუბარი იყო რუსეთის მიმართ სანქციებზე, სწორედ ევროკავშირის წამყვანმა სახელმწიფოებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ რუსეთი უნდა გადააკეთონ და აქციონ თავისიანად. აშშ-იც დაყვა ამ ნებას და დაიწყო ე.წ. "გადატვირთვის პოლიტიკა", რაც პუტინის მიერ აღქმული იქნა იმად, რომ დასავლეთმა თითქოს ცნო მისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივცეში. რუსეთი ვერაფრით გაბედავდა უკრაინაში ასეთ დიდ სამხედრო ოპერაციას, რომ 2008წ. მისთვის დაეწესებინათ შესაბამისი სანქციები, რაც მას აიძულებდა უკან დაეხია საქართველოში. შესაბამისად ის შემდეგ უკან დაიხევდა უკრაინაშიც, მაგრამ პრაქტიკულად დასავლეთმა სრული უმქმედობის გამოჩენით, უბიძგა რუსეთს ახალი დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ.

დღეს, ვფიქრობთ დასავლეთი მიხვდა, რომ პუტინი არ ხუმრობს, რომ მის მიმართ არ შეიძლება დათმობის პოლიტიკის წარმოება, მაგრამ სრულიად გაუგებარია ერთი რამ, პირობა, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინიდან გაიყვანს ჯარებს სანქციები აღარ იქნება, მაშ ყირიმი? მისი ანექსია არ არის ამ სამხედრო თემის ნაწილი? რატომ ხდება ამ თემის კვლავ დანაწევრება, როგორც ეს მოხდა  2008 წელს, რდესაც რუსეთის ამხელა გეოპოლიტიკური მისწრაფებები "შეუმჩნეველი" დარჩა და დავიდა უაზრო რიტორიკამდე ვინ დაიწყო ომი? ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა, ვინაიდან სწორედ რუსეთის პოლიტიკაა თემის დანაწევრების პოლიტიკა, მაგალითად ყირიმი სხვა თემაა რუსეთისთვის, დონბასი და ლუგანსკი სხვა თემა, ამას ხელს უწყობს დასავლეთი, ვინაიდან სანქციები რუსეთს უნდა მიენიჭოს მთლიანად უკრაინაში წარმოებული პოლიტიკისათვის და უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ თემის გახლეჩვა.

იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი არ განიხილავს ერთიან კონტექსტში უკრაინაში რუსეთის პოლიტიკას, ამით ის დაანგრევს მსოფლიო სამართლებრივ წესრიგს. ამ წესრიგში საქართველოც შედის და არ შეიძლება საქართველოს თემის და უკრაინის თემის გაყოფა. ორივე სახელმწიფომ უნდა აიძულოს დასავლეთი, რომ მათ მკაცრი პოლიტიკა აწარმოონ რუსეთის წინააღმდეგ, თორემ დასავლეთი შეეცდება არ დაკარგოს ლინკები რუსეთთან, რომელიც მრავლად გაანია. საქართველოს ხელისუფლება უშვებს დიდ შეცდომებს საგარეო პოლიტიკაში, რომ ჩვენს თემას არ აბამს უკრაინის თემას. უკრაინის და საქართველოს ერთ თემად წარმოჩინება მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოქმედების არიალში მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. თუ ეს ნაქციები გამოიღებს შედეგს, ეს შედეგი უნდა დადგეს ჩვენთვისაც, ანუ თუ რუსეთი უკან დაიხევს უკრაინაში, მან უკან დაიხიოს საქართველოშიც. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი და უკრაინის პრობლემების ერთიანობის საკითხი. ამიტომ რაც უფრო დისტანცირება მოხდება უკრაინის თემისგან, მით უფრო დისტანცირებული გახდება საქართველო დასავლეთისგან, რაც მხოლოდ დაგვასუსტებს.

რუსული თამაში, მითი და რეალობა



რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, შინაგანად იგრძნობა, რომ ქვეყანაში სიტუაცია იძაბება. 2014წ. 27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირებს ხელშეკრულებას მოაწერს  ხელს. ეს ცნობილი გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან პრემიერ -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ. ვფიქრობთ, ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელმაც სრულიად უნდა შეცვალოს საქართველოს უახლესი ისტორია. ფაქტია, რომ საქართველო განსაკუთრებული დაკვირვების ფაზაში იმყოფება ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან. ამავე კონტექსტში 2014 წლის 13 მაისს საქართველოს სტუმრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კავკასიური ტურნეს ფარგლებში. ერთის მხრივ ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური აქტია ჩვენს უახლეს ისტორიაში, ამასთანავე ის არის საფრთხის შემცველი იმ მაგალითის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარეობს, როგორც საქართველოს შიდა სივრცეში, ასევე უკრაინაში. შესაბამისად საქართველოს უსაფრთხოების რისკები ძალიან იზრდება, და ეს არ არისმხოლოდ საგარეო რისკები. ეს მოიცავს საშინაო რისკებსაც, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

საგარეო  რისკების შესახებ ჯერ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღია ტექსტით ისაუბრეს. შინაარსი ერთი იყო. რუსეთი არ შეეგუება საქართველოს და უკრაინის ნატოში ინტეგრციას. სერგეი ლავრვოვი:  საქართველოს ან უკრაინის ნატოს ნაწილად ქცევა - ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის  კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის ის, რასაც რუსეთი უბრალოდ არ მიიღებს. მცდელობა, უკრაინა შეიყვანონ ნატო–ში, ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის იქნება ნეგატიური და ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამის. ხოლო საქართველოს ნატო-ს ნაწილად ქცევა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“. ვლადიმერ პუტინი:  ჩვენს საზღვრებთან ნატო ჯარებს ვერ ავიტანთ ვერც უკრაინის და ვერცნებისმიერი სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან. ეს განცხადებები მოასწავებენ სწორედ იმას, რომ საქართველოს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევები დგას. მიუხედვად ამისა, საქართველო იძულებულია იაროს ევროპული ოჯახისაკენ, თუმცა წინ ძალიან ბევრი მარცხია ჩასაფრებული.
საგარეო საფრთხეების პრევენციას ემსახურებოდა  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება, რომლითაც ნატოს სთხოვა თავდაცვითი შეიარაღების განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე, უსაფრთხოების რისკების გაზრდასთან დაკავშირებით, რაზედაც მივიღეთ დაპირება, რომ ამ საკითხს განიხილავენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა დაიმსახურა, რომ მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება. აღნიშნული განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხები უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს პრეზიდენტთან. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა მოუწიოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას და ნატო განიხილავს საქართველოში მაღალი დონის თავდაცვითი შეიარაღების განთავსებას, მაშინ როდესაც საქართველოს გააჩია ოკუპირებული ტერიტორიები და დედაქალაქიდან ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ძალები რამდენიმე ათეული კილომეტრში არიან განლაგებული, მითუმეტეს, როდესაც სახეზეა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული უპრეცენდეტო ძალადობის აქციები სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება გულგრილად ეკიდება საგარეო უსაფრთხოების საკითხებს. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო საერთო გლობალურ კამპანიაში, რომელმაც დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და ჩამოაყალიბა ერთიანი გლობალური მიდგომა რუსეთის აგრესიის მიმართ. ამის მიუხედავად, პარაღაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დასავლეთს მოუწოდა რუსეთთან რაციონალური დიალოგისკენ და არა გარიყვის პოლიტიკისკენ. ესეც სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი რიტორიკა იყო იმ მოცემულობაში, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე მესამე სტადიაზეა და კიდევ არის მოსალოდნელი ამ სანქციების გამკაცრება. ჩვენს პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა სწორედ რუსეთთან დიალოგი არჩია გარიყვის პოლიტიკას, რის გამოც უკრაინაში მოხდა ყირიმის ოკუპაცია და ქვეყანა არის გახლეჩვის საფრთხის წინაშე.

როდესაც საგარეო რისკებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პუტინი მოქმედებს ნელი ომის პრინციპით უკრაინაში. მან იქ არ შეიყვანა რეგულარული არმია, მაგრამ ეყრდნობა კარგად ორგანიზებულ გრუს სპეცრაზმებსა და სეპარატისტთა ძალებს. ასეთი ქმედება მან აფხაზეთში 1989წ. 16 ივნისს მოაწყო, როდესაც 16 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა, რასაც შემდეგ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვა, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციით დასრულდა, თუმცა რუსეთის რეგულარული არმია არც ამ ომში გამოჩენილა. ამიტომ სულაც არა გამორიცხული, რომ უკრაინაში კონფლიქტი მიანავლოს და სხვა მიმართულებით მოახდინოს ახალი კონფლიქტის გაჩაღება და ეს შესაძლოა საქართველოც იყოს. შესაბამისად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოქმედება სრულიად გამართლებულია, განსხვავებით შსს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძისგან, რომელიც რუსეთიდან მომლოდინე საფრთხეს ვერ ხედავს. უცნაურია, რომ  ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ვერ იგებენ ირაკლი ალასანიას შიშებს, საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით. ეს შიშები ძალიან რეალურია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხელმოწერის თარიღი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ცნობილია და ეს კარგად დავიმახსოვროთ, ვინაიდან საქართველოს შიდა სივრცეში მეტად უცნაური მოვლენები ხდება, რომელიც ვფიქრობთ საგარეო რისკებთან ერთ სივრცეშია ჩართულიც და ერთ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას და ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციებს, რამდენიმე თვეა მიდის ძალიან აქტიური კამპანია, რომ „დასავლეთი რყვნის“. ამან გამოვლინება ჰპოვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, როდესაც ჯერ სქართველოს პატრიარქმა მოითხოვა კანონის მიღების შეჩერება, ხოლო შემდეგ მას საეკლესიო პირების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.  თუ კარგად გავაანალიზებთ და ჩავუღრმავდებით მთელს ამ მოვლენებს აშკარად შევნიშნავთ, რომ ეს არის მითის შექმნის პროცესი. მას არ აქვს შინაარსიც კი.  ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ კლასიკურ მითოლოგიაზე,  არამედ ვსაუბრობთ ისეთ მითზე, რომელიც მთლიანად გამსჭვალავს სოციალურ რეალობას და უმცირეს ადგილსაც კი არ ტოვებს სინამდვილისთვის, რეალური საგნებისთვის. ეს არის ცრუ წარმოდგენების, დოქსების ამორფული, ანონიმური მასა, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და რეალობას შორის დგას და ხელს უშლის მას სწორ აღქმაში. მითი, ფართო გაგებით, ყველაზე მეტად ილუზორულ წარმონაქმნს ნიშნავს, ანუ ის, რაც ჩვენ ბუნებრივი და სრულიად უმანკო გვგონია, სინამდვილეში შესაძლოა ილუზორული რეალობის ნაწილი იყოს, რომელიც ადამიანის გარშემო დიდ ბურუსს ქმნის. არაფერი არ არის მხოლოდ ისე, როგორც ჩანს, არაფერია ზუსტად ისეთი, როგორადაც იგი ჩანს. ამის ნათელი დადასტურებააა ის, რომ მაგალითად არავის აინტერესებს რა სწერია თავად ანტიდისკრიმინაციულ კანონში. არის თუ არა ის გარყვნის დოკუმენტი. არავინ კიტხულობს ტექსტს, უბრალოდ მისი მიღება არ სურთ, ვინაიდან არსებობს ფორმულა-მითი „დასავლეთი ყრვნის“. ამის გარძელება იყო ის, რომ 2014წ. 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდის დღედ და ამ დღეს მოთხოვნილ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება. მოეწყო დიდი აქცია, რომელშიც სამღვდელოების და და მრევლის დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. ამით ეკლესიამ ირიბად დაადასტურა თავისი წინააღმდეგობა სახელმწიფოს მიერ აღებული დასავლეთის კურსის მიმართ. ამის დასტურია მოთხოვნა, რომლითაც ითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას.
ეხლა მივყვეთ ამ მითის სტრუქტურას, რომელიც თავის ლოგიკურ რეზოლუციამდე მიგვიყვანს. თუ გავიხსენებთ 2013წ. 17 მაისს, იმ დღეს მითი იყო - „გეების აღლუმი“, რომლის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. როგორც დღეს არ კითხულობენ რა სწერია ანტიდისკრიმინაციულ კანონში, ასევე მაშინ არავის აინტერესებდა მართლა იყო თუ არა „გეების აღლუმი“. კარგად თუ დავაკვირდებით,  მითი - „დასავლეთი რყვნის“ და მითი „გეების აღლუმი“ ნამდვილად არის ერთ კონტექსტში მოქცეული.

თუ ლოგიკურად მივყვებით მთელი ამ მითის შექმნას, მოვლენები ასეთი ქორნოლოგიით განვითარდა: 2013წ. 17 მაისს “ტარდებოდა“ „გეების აღლუმი“, მერე მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მითი აგრძელებს თავის ჩამოყალიბების პროცესს - „აკანონებენ გეებს“ და ამან მიგვიყვანა მთავარ ფორმულა-მითამდე „დასავლეთი ყრვნის“. მთელს ამ პროცესს მოჰყვა მოთხოვნის ჩამოყალიბება: „უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი“ და თუ ეს კანონი არ გაუქმდება..... მითის რეზოლუცია იქნება შემდეგი: დასავლეთი არ გვინდა, „დასავლეთი რყვნის“ და ბოლოს - წინააღმდეგი ვართ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის. ამ მითის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ეს მითი დაიწყებს თავად სახელმწიფოს მართვას და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, ამას ადასტურებს 2014წ. 17 მაისს ჩატარებული აქციის მოთხოვნა: „გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომელზეც ხელმოწერები გროვდება. აი ამ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ჩვენ მთავარ რეზოლუციას მივიღებთ ამ მითოსისას, არ გვსურს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა.... დიახ, 2013წ. 17 მაისს ვინც ტაბურეტკიანი მამაოები გამოიყვანა ქუჩაში, 2014წ. ამ ფინალის მიღება სურდა და სავარაუდოდ მიიღებს კიდევაც.

ეს არის აწმყოს მითი, ძალიან მძლავრი მითი და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მითების წარმოშობა არის ერთი მთლიანი თამაშის ნაწილი, რომლის ობიექტებიც ამ მითში მონაწილე პირები არიან. ძალიან ბევრმა მათგანმა არ იცის ამ თამაშში მონაწილეობის შესახებ. სინამდვილეში გარე ფაქტორები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ ამ მითებით არიან გადაზღვეულნი.
თუ ამ თამაშის მთავარი რეზოლუცია მითი - „დასავლეთი რყვნის“ იქნება, ამ შემთხვევაში მოდუნდება წინააღმდეგობა,  რომელიც საგარეო საფრთხეებს უნდა დახვდეს. შესაბამისად მთლიანად თამაში, რომელიც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აქვს მომართული, ემსახურება დასავლეთთან ინტეგრაციის ჩაშლას. სწორედ ეს რუსული თამაშია თამაშის სუბიექტიც, ის ქმნის ამ მითებს, რომელიც ადამიანების ძალიან ფაქიზ განცდებზეა გათვლილი. ამ თამაშის მონაწილეა მთელი ეკლესიურ მრევლური სოციუმი და ისინი ამ თამაშის ობიექტები არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  ეს თამაში უკვე თავის ფინალურ სტადიას უახლოვდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ნიშნებით დახუნძლულ სამყაროში ვცხოვრობთ, ნიშნები კი ხშირად ძალიან დომინანტურ პოზიციას იკავებენ და ჩვენს მართვას იწყებენ, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამ თამაშის განეიტრალებაზე. როგორც ვლადიმერ პუტინმა თქვა ის ვერ აიტანს თავის საზღვართან ნატოს და ვერც ევროკავშირს.

ირაკლი მარგველაშვილი