Thursday 24 November 2011

საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და რუსეთის გააქტიურება (ნაწილი მეორე)საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და რუსეთის გააქტიურება (ნაწილი მეორე)

წერილის პირველ ნაწილში განვიხილეთ რუსეთის მანევრების მიზეზები, რომელსაც სულაც არ აქვს ის დანიშნულება, რომ განცხადებები პირდაპირ ქმედებებად იქცეს. 2011წ. 23 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა განცხადება და პასუხი გასცა ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზღუდის მშენებლობის ამერიკულ გეგმას. შესაბამისად მან კონტრ ზომების მიღების შესაძლებლობები ჩამოაყალიბა.

ვფიქრობთ მედვედევის ეს განცხადებაც ჯდება იმ კონტექსტში, რომელზეც საუბარი გვქონდა წერილის პირველ ნაწილში. ესაა: 1. არ გაფართოვდეს ნატო სამხრეთით (საქართველო) და 2. მოხდეს „ევრაზიის კავშირის“ წინაპირობების შექმნა. აღნიშნულ საკითხებთან ბევრი ტექნიკური საკითხიცაა დაკავშირებული.

ყველა მანევრს, რომელიც კი რუსეთმა განახორციელა უკანასკნელ პერიოდში გააჩნია ე.წ. ბლეფის შინაარსი. ადვილი წასაკითხია ეს შინაარსი. დეტალებში ჩაძიების შემთხვევაში ამას ნამდვილად დავინახავთ. მოვიყვანოთ მაგალითიები.
მაგალითი 1. გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის სამხედრო ხომალდები სირიის ნაპირებისკენ წავიდნენ. ამის პასუხად, Новейший многоцелевой ударный атомный авианосец ВМС США (USS) George H.W.Bush переброшен из района Персидского залива к берегам Сирии. сообщает британская радиостанция BBC. აქ საინტერესოა ერთი პასაჟი, მაშინ როდესაც რუსებს განსაზღვრული ჰქონდათ ქალაქ ტარტუსში შესვლა, ამის უფლებას მას „არ აძლევს“ სირიის პრეზიდენტი და აცხადებს რომ გემები ტარტუსში ღუზას არ ჩაუშვებენ, ისინი ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სირიაზე არ განხორციელდეს ის, რაც განხორციელდა ლიბიაზე. ანუ რუსეთის ხომალდები ტარტუსში არ შედიან, მათ ამის „უფლებას არ აძლევენ“? თუ ამერიკის ცურვაში მყოფ სამხედრო ხომალდს შევადარებთ რუსულ ძალას, აშკარაა რომ რუსული სამხედრო ხომალდები აშკარად არასაპირწონე მდგომარეობაში არიან. სწორედ ამის გამო „არ აძლევს“ სირიის პრეზიდენტი რუსეთის სამხედრო ხომალდებს ღუზის ჩაშვებას ტარტუსში. ეს არის რუსული ბლეფის ნიშანი და შინაარსიც. მათი მანევრები, სულაც არ არის სირიის დახმარება, არამედ ეს სხვა მიზანს ემსახურება, რომელზეც პირველ წერილში ვისაუბრეთ.

მაგალითი 2. რუსეთი აგრძელებეს მანევრირებას ანუ ბლეფს. 2011წ. 23 ნოემბერს პრეზიდენტმა მედვედევმა გააკეთა განცხადება და პასუხი გასცა ამერიკის პროს გეგმას ევროპაში:
Медведев ответил на ЕвроПРО
В специальном заявлении президента говорится, что российские военные усилят прикрытие объектов стратегических ядерных сил; стратегические баллистические ракеты будут оснащаться перспективными комплексами преодоления ПРО и новыми высокоэффективными боевыми блоками; на западе и на юге страны могут быть развернуты современные ударные системы вооружений, обеспечивающие огневое поражение евроПРО.
Первым делом Россия введет в строй радиолокационную станцию предупреждения о ракетном нападении в своем самом западном регионе — Калининградской области.
«Мною принято следующее решение: по моему поручению Минобороны России незамедлительно введет в боевой состав радиолокационную станцию системы предупреждения о ракетном нападении в городе Калининграде», — объявил Медведев.

Подробнее:http://news.mail.ru/politics/7411894/?frommail=1
ის დაიმუქრა, რომ განათავსებს ისკანდერის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს უკიდურეს დასავლეთში-კალინინგრადში, რომელიც იქნება რუსეთის დამცავი ზღუდე. მეორე დღესვე 2011წ. 24 ნოემბერს სგავრცელდა ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ისინი გეგმას არ გადაუხვევენ.
США ответили на заявление Медведева по ЕвроПРО

Выступление президента Дмитрия Медведева, разъяснившего, как будет реагировать Россия на появление американской ПРО в Европе, не заставит США изменить свои планы. Так прокомментировали представители Белого дома прозвучавшие со стороны Москвы угрозы, вновь повторив тезис о ненаправленности против России разворачиваемой системы и готовности продолжить с ней сотрудничество.

Подробнее: http://news.mail.ru/politics/7418097/
მცირე გადახვევა საკითხიდან. საქართველოსთან ომის შემდეგ, 2008წ. შემდოგომაზე, როდესაც დასავლეთის რეაქცია რუსეთის ქმედებებზე იყო ძალიან აქტიური ფაზაში, რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი დაიმუქრა იგივე ქმედებით, (რომ განათავსებდა ისკანდერებს კალინინგრადში) რაც გუშინ გააკეთა. ამის თაობაზე მაშინდელმა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გააკეთა განცხადება:
„Гейтс не считает серьезным, предложение России отказаться от размещения ее ракет в Калининградской области в обмен на отказ США от размещения элементов ПРО в Восточной Европе. Как уточняет ИТАР-ТАСС, Гейтс отметил, что его страна не приемлет давления со стороны России в вопросе размещения в Восточной Европе элементов ПРО.“
http://palm.newsru.com/world/13nov2008/isterika.html
არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დღეს რადიკალურად შეცვლილი იყოს. 2008წ. შემოდგომაზე რუსეთის მთავარი საკითხი იყო მსოფლიო თანამეგობრობას ეცნო მათი შეთავაზებული „ახალი რეალობა“, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები მათი გავლენის სფეროს წარმოადგენდნენ, რომელიც მაშინაც და ეხლაც უარყოფილია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. დღეს რუსეთმა ეს ახალი რეალობა ჩაანაცვლა ე.წ. „ევრაზიული კავშირის“ შექმნის იდეით, რომელიც უნდა იყოს „ევროკავშირის“ მსგავსი გაერთიანება, თუმცა ეს იდეა არაფრით განსხვავდება ე.წ. „ახალი რეალობის“ შინაარსისგან. შესაბამისად როგორც 2008წ. შემოდგომაზე, ეხლაც რუსეთის მიერ ტარდება მანევრები (ბლეფი) „ევრაზიის კავშირის“, იგივე „ახალი რეალობის“ შექმნის უზრუნველსაყოფად. გამოყენებულია იგივე მეთოდები, რაც 2008წ. თუმცა როგორც მაშინ, ასევე დღეს მათ მიიღეს ყველა ბლეფზე შესაბამისი პასუხი. აქვე საინტერესოა რუსეთის პასუხების კონტურები ამ ბლეფზე, რომელიც უკვე სჩანს:

1. სირიაში გაგზავნილ გემებს „არ აძლევს“ სირიის პრეზიდენტი ღუზის ჩაშვების საშუალებას, ვინაიდან ცურვაში ამერიკის მე-6 ფლოტია სირიის ნაპირებისკენ, და რუსებს არანაირი სურვილი არ აქვთ მათთან შეხვედრის.
2. აკალინინგრადში ისკანდერების განთავსების საკითხზე ჩანს რუსეთის პოზიცია და შესაბამისი პასუხიც. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გარკვევით განაცხადა უარი შეცვალოს თავისი გეგმები ჰაერსაწინააღმდეგო ფარის განთავსებაზე ევროპაში, როგორც 2008წ. ასეევ 2011წ. რუსეთის ომახიან პასუხში სჩანს მისი ბლეფის შინაარსი:
Медведев поручил продолжать переговоры по ПРО
«Окончательно архитектура американской противоракетной обороны — а она американская, а не натовская, по большому счету, НАТО здесь только как ширма — будет сформулирована в мае следующего года на саммите Северо-Атлантического альянса в Чикаго. У нас есть прямое поручение президента России — у российских переговорщиков — продолжить консультации с американскими и натовскими партнерами до тех пор, пока США не пройдут “точку невозврата” в этом вопросе», — сказал Рогозин в среду на пресс-конференции в Москве.
http://news.mail.ru/politics/7412131/
2011წ. 23 ნოემბერს თუ ომახიანი საუბარი იყო კალინინგრადში რაკეტების განთავსებაზე, 2011წ. 24 ნოემბერს მოლაპარაკებების ითხოვენ ამერიკასთან ამ საკითხებზე, მიუხედავად იმისა, გარკვეული პასუხი უკვე მიიღეს, რომ ამერიკა გეგმებს არ შეცვლის ამ საკითხში. ეს არ არის ახალი რუსეთისათვის. მათთვის ეს 2009წ იყო უკვე ცნობილი.
ასეთია რუსული მანევრების (ბლეფის) შინაარსი და სახე. ამასვე ემსახურებოდა რამდენიმე დღის უკან გენშტაბის უფროსის გენერალ მაკაროვის განცხადება, რომ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ბირთვული იარაღი, ნატოს გაფართოების წინააღმდეგ.
რუსეთისათვის ჯერ კიდევ 2008წ. გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო თანამეგობრობა არ მიიღებდა მის „ახალ რეალობას“, რომელიც თავისი შინაარსით სულაც არ არის ახალი, არამედ არის უკან გადადგმული ნაბიჯი და დაბრუნება მეოცე საუკუნის ორმოციან წლების გეოპოლიტიკურ კონტექსტში. რუსეთის გეოპოლიტიკური აცდენა თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობასთან შესაძლოა ითქვას ათწლეულებია. ამ მანევრების უკან მხოლოდ რუსეთის ერთი მიზანი იმალება. მოახდინოს ნატოს გაფართოების შეჩერება აღმოსავლეთით და შემოსაზღვროს საკუთარი გავლენის სივრცე, პოსტსაბჭოთა ქვეყნები-„ევრაზიული კავშირით“.
სწორედ ამ მანევრების ფონზე უნდა იქნას განხილული საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და მისი მომავალი. რუსული აქტივობის გაზრდა კიდევ მოსალოდნელია, მოიმატებს რუსული მანევრების (ბლეფის) რაოდენობაც, რომელიც ახალი სულაც არ არის, არამედ კარგად დავიწყებული ძველია. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა სწორედ ჩვენს გეოპოლიტიკურ აქტივობაში მოიაზრება. ამიტომ ნებისმიერი რიტორიკა თუ მცდელობა, საქართველო ამოვარდეს მსოფლიო გეოპოლიტიკური კონტექსტიდან, ნიშნავს საქართველოს ამოვარდნას მსოფლიო უსაფრთხოების სისტემიდან, რამაც საკმაოდ ცუდი გამოცდილება მოგვიტანა. ამ გეოპოლიტიკურ თავდაცვის სისტემაში მონაწილეობა გულისხმობს სწორედ იმ მისიებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ეგიდით, ავღანეთში, ერაყში. სწორედ რუსეთის ინტერესია, მოახდინოს საქართველოს იზოლირება ამ პროცესებიდან. მთელი ეს მანევრები სწორედ იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ მოახდინონ საქართველოს იზოლირება და ამოგდება მსოფლიო გეოპოლიტიკური თავდაცვის სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს რუსული ინტერესების გამარჯვებას საქართველოში.
დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა „დალაგდეს ურთიერთობა“ რუსეთთან. თუ განვიხილავთ ამ საკითხს გლობალურად, საკმაოდ დიდ და ბევრ კითხვის ნიშნების ჭიშკარს მივადგებით. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ემთხვევა მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას, ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. შესაბამისად ნებისმიერი „ურთიერთობის დალაგება“ რუსეთთან მხოლოდ ამ კონტესტში უნდა იქნეს მოაზრებული. ჩვენს მიერ განხილული თემები (რუსეთის აქტიურობა და მათი სტრატეგიული მიზნები) აშკარად მიუთითებენ, რომ (საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დასავლეთის მოკავშირეებთან მყარი ინტეგრაციული პროცესით არის უზრუნველყოფილი და შეიძლება ითქვას ჯერჯერობით საკმაოდ მყიფეცაა) რუსეთის ნაბიჯები აშკარად არ ემთხვევა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის მიმართულებას. შესაბამისად რუსეთთან ე.წ. „ურთიერთობების დალაგება“ საკმაოდ სათუო საქმე იქნება. ან აუცილებელია ქართულ საზოგადოებას ეცნოს იმ კონკრეტული რესურსის შესახებ, რომელიც რუსეთთან ასეთი ურთიერთობის დალაგებას ემსახურება. ხომ არ მოხდება ეს ყოველივე საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გეზის ცვლილებით. ამიტომ პოლიტიკოსებმა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნენ ამ საკითხების ლობირებას. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად არ გაცხადდეება რუსეთთან „ურთიერთობის დალაგების“ რესურსთა პრიორიტეტული მიმართულებები, მსგავსი განცხადებები შეგვიძლია თავისუფლად მივიჩნიოთ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში. ამ საკითხებზე დეტალურად აუცილებლად ვისაუბრებთ უახლოეს ხანში.

ირაკლი მარგველაშვილი
24.11.2011წ.

Tuesday 22 November 2011

საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და რუსეთის გააქტიურება.

ვფიქრობ საინტერესოა დღეს მსოფლიოში და კერძოდ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის ანალიზი და ამ ფონზე საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა განვიხილოთ. წინამდებარე სტატიაში შევხებით, საქართველოს გარშემო შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს როლი მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბრუნვაში, რეგიონალური მასშტაბით სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, შესაბამისად არამარტო რეგიონში (კავკასიაში), არამედ მეზობელ რეგიონებში (ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთი, ირანი...) შექმნილი გეოპოლიტიკური ამინდი გავლენას მოახდენს ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და უპირველესად ჩვენს უსაფრთხოების სისტემაზე.

მთავარი ინტერესი ამ სტატიის დაწერის გამოიწვია გუშინ 2011წ. 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ 2008წ. აგვისტოს ომის თაობაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ეს ომი თურმე აუცილებელი იყო იმისთვის, რომ საქართველო და სხვა ქვეყნები არ შესულიყვნენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. აღნიშნული მოსაზრება ჩვენს მიერ 2008წ. იქნა გახმოვანებული, როდესაც ვწერდით აგვისტოს ომის გეოპოლიტკურ მნიშვნელობაზე და კავკასიაში საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაზე, რაც ამ ომის მიზეზი გახდა.

როგორც ცნობილია 2011წ. ოქტომბრის ბოლოს ვლადიმერ პუტინის მიერ ახალი სტრატეგიული მიმართულება გახმოვანდა. ეს არის ე.წ. „ევრაზიის კავშირის“ შექმნა, რომელშიც მოიაზრება პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაწევრიანება, ხოლო 2015 წლისთვის პუტინის პრეტენზიაა, რომ ამ „ევრაზიის კავშირს“ ერთიანი ვალუტაც კი ჰქონდეს. ეს საკმაოდ ამბიციური სტრატეგია სერიოზულ რესურს მოითხოვს. შესაბამისად რუსეთის საგარეო პოლიტიკური მიმართულებები გასცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს და დაინტერესდა ისეთი საკითხებით, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, ირანი, კოსოვოელი სერბები... თუ რამდენიმე წლის წინ რუსეთის საგარეო პოლიტიკური მიმართულებები მსოფლიო გეოპოლიტიკის მდგომარეობის თვალსაზრისით მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებოდა ეხლა ამ ყოველივემ მანევრების სახე მიიღო. თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტ მედვედევის განცხადებას 2008წ. აგვისტოს ომზე, რომელმაც დაამსხვრია ყველა შექმნილი მითი ამ ომის წარმომავლობის და საფუძვლების შესახებ, ასევე პუტინის გაცხადებული „ევრაზიის“ კავშირის“ შექმნის სურვილი, გამოიკვეთა რუსული გეოპოლიტიკის შემდეგი პრიორიტეტები, რომელზეც იქნება კონცენტრირებული რუსული გეოსტრატეგია. ეს არის:
ნატოს გაფართოების შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
„ევრაზიის კავშირის“ შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რუსეთის პრეტენზიის დაკმაყოფილება პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზეგავლენის მოპოვების.
ამ ორი პრიორიტეტის ერთმანეთთან დაკავშირება უპრობლემოდ შეიძლება. „ევრაზიის კავშირის“ უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია ნატოს გაფართოების შეზღუდვასთან კავკასიაში. შესაბამისად რუსეთის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება საქართველოს საკითხის გადაჭრა. რუსეთისთვის პოლიტიკურად საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ნატოს გაფართოების შეზღუდვა. შესაბამისად ის ცდილობს შექმნას სხვა გეოპოლიტიკური პრიორიტეტები მსოფლიოსთვის (სინამდვილეში საფრთხეები), რომელიც გადაფარავს ნატოს გაფართოების თემას. შესაძლოა ეს საფრთხეები, რომლის შექმნასაც ის ხელს შეუწყობს მისთვისაც არ იყოს სახარბიელო, მაგრამ იმ სტრატეგიული ამოცანისათვის, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ის ყველაფერზე წამსვლელია. „ევრაზიული კავშირის“ გეოპოლიტიკური საზღვარი მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ამოცანაა. ამის ვერგანხორციელება მისი დაშლის ტოლფასია. ამის ფონზე საკმაოდ საინტერესოა რამდენიმე მომენტი, კერძოდ:

2011. 18 ნოემბერს ნიკოლა სარკოზი ისევ გამოვიდა სირიის საჰაერო სივრცის დაკეტვის წინადადებით.
Франция предложила закрыть небо над Сирией
Материал предоставлен изданием Взгляд
Распечатать18 ноября 2011, 15:09 Франция Сирия
Запад фактически подтвердил свою готовность расправиться с режимом Башара Асада по ливийскому сценарию. В частности, Франция выступила с предложением ввести над Сирией бесполетную зону, что в свое время привело к началу бомбардировок территории Джамахирии силами НАТО. В России уверены, что западные страны твердо намерены развязать новый конфликт.

Подробнее:http://news.mail.ru/politics/7369952/?frommail=1

რუსეთიც არ ჩამორჩა ამ განცხადებას. მან გადაწყვიტა მანევრების ჩატარება ხმელთაშუაზღვაში. ეს უკვე განცხადებებს გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი საკმაოდ ცუდი იყოს, მაინც აკეთებს მანევრებს. მაგალითად, 2011წ. 21 ნოემბერს გემები შეიყვანა სირიის პორტში ქ. ტარტუსში, გადმოსცემს „ალ-არაბია“.

ДАМАСК, 21 ноября. Три корабля российского военно-морского флота вошли в территориальные воды Сирии в районе порта Тартус. Об этом телеканалу "Аль-Арабия" сообщил источник, приближенный к сирийским властям. По его информации, военные корабли не стали вставать на якорную стоянку.

Отмечается, что суда прибыли в Восточное Средиземноморье для того, чтобы собрать разведывательную информацию.

В свою очередь, иранская Tehran Times пишет о том, что цель акции заключается в предотвращении вооруженной интервенции в Сирии. Как сообщает издание, ссылаясь на свой источник в российском руководстве, решение направить боевые корабли призвано дать НАТО понять, что Москва не позволит развязать военную кампанию под предлогом гуманитарной миссии.

Напомним, что ранее премьер-министр России Владимир Путин назвал недопустимой реализацию в Сирии ливийского сценария. По его мнению, народ Сирии должен сам решить свою судьбу.

ამ მანევრებით ის ცდილობს ხელი შეუშალოს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის დასრულებას. გარდა ამისა ის არ ეთანხმება სირიისთვის სანქციების დაწესებას და ბლოკავს მას. მოცემულ ამონარიდში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი საკუთარ სიმპატიებს აჩენს სირიის მისამართით და ეწინააღმდეგება ლიბიის მსგავსად სირიის საკითხის გადაწყვეტას. აქ რუსეთის და ირანის პოზიციების დამთხვევა ხდება და ეს შემთხვევით არ არის. რაც შეეხება რუსეთის მანევრს, ეს არის სიგნალი ნატოსთვის, რომ არ დაუშვებს ლიბიის სცენარის განვითარებას სირიაში. ეს პასუხია ნიკოლა სარკოზის განცხადებაზე დაიკეტოს სირიის სივრცე. შესაბამისად დასავლეთი საკმაოდ სერიოზული დილემის წინაშე დგას, თუმცა:

Авианосец George H.W. Bush прибыл в Средиземное море 21.11.2011 Авианосец George H.W. Bush прибыл в Средиземное море Ударная группа авианосца George H.W. Bush ВМС США 20 ноября прибыла в зону ответственности 6-го флота США.
სავარაუდოდ არაფრის დათმობასაც არ აპირებენ.
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ნატოს გაფართოების შეზღუდვა გააცილა თავის საზღვრებს (კავკასია) და ამას უკვე ცდილობს სირიაში. კერძოდ, შეზღუდოს ნატოს ქმედებები, თუ გადაწყვეტს ნატო ჩაერიოს სირიის საკითხის გადაწყვეტაში. ნატოს მხრიდან რუსეთის მისამართით დათმობა, კიდევ ერთი წახალისება იქნება რუსეთისათვის, რომ მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. თუმცა აქ ძალიან საინტერესოა ირანის და რუსეთის პოზიციების დამთხვევა სირიის საკითხში. რუსეთი გარდა იმისა, რომ რეალურად ცდილობს სირიიდან საკუთარი თანხების გამოტანას, თან სავარაუდოდ იარაღით ამარაგებს სირიის მთავრობას, ასევე მისი მიზანია როგორმე მოახდინოს ნატოზე ზეგავლენა, რომელიც მას დივიდენდებს მიანიჭებს ნატოს გაფართოების შეზღუდვის საკითხში პოსტსაბჭოთა საზღვრებში, ის ასევე ცდილობს გააჭიანუროს დრო ირანის სასარგებლოდ, რათა ამ უკანასკნელმა დაასრულოს ატომური იარაღის შექმნა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გენშტაბის უფროსი მარკოვი, ატომური იარაღის გამოყენებითაც კი დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ატომურმა სააგენტომ ნოემბრის დასაწყისში შეშფოთება გამოთქვა ირანის ატომური პროგრამის მიმართ და არც ისრაელია დამშვიდებული ამ საკითხით. რუსეთთან ერთად ირანიც ცდილობს გახანგძლივდეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და მას მიეცეს საშუალება ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და როგორმე დაასრულოს ატომურ იარაღზე მუშაობა. ამ შემთხვევაში რუსეთის და ირანის ინტერესები ემთხვევა. ირანი ატომურ იარაღზე მუშაობს, რომლის შექმნით ის მთლიანად შეცვლის გეოპოლიტიკურ განლაგებას რეგიონში, რაშიც რუსეთი მას ხელს უწყობს, თუმცა ეს რუსეთისთვის სულაც არ არის სახარბიელო. ირანის რეგიონში წამოწევით საფრთხე შეექმნება რუსეთის მუსლიმანურ გავლენის სფეროებს, კერძოდ, პოსტსაბჭოთა შუა აზიას. მიუხედვად ამისა რუსეთისთვის საკუთარი პრიორიტეტების (ნატოს შეზღუდვა კავკასიაში და „ევრაზიის კავშირის“ შექმნა) განხორციელებაა საშური საქმე. ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამოყენებთ, ის საკუთარი პრიორიტეტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. თუ ნატომ სირიის საკითხში რუსეთის წინაშე უკან დაიხია, არ არის გამორიცხული რუსეთმა ეს ჩათვალოს კარტბლანშად, როგორც 2008წ. ბუდაპეშტში მაპის მოუნიჭებლობა ჩათვალა, (რაც დაადასტურა დიმიტრი მედვედევმა) და საბოლოოდ დაიწყოს „ევრაზიის კავშირის“ ხელისშემშლელი ფაქტორის-საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვა.

რუსეთის სირიული, მანევრები ვფიქრობ პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოს უსაფრთხოების სიტემის მოშლასთან საერთაშორისო პოზიციების შესუსტების ხარჯზე. თუ რუსეთი შექმნის დიდ კრიზისს მსოფლიოსთვის, და მის ყურადღებას მიაპყრობს ამ კრიზისებისკენ, მას ეხსნება ხელფეხი საკუთარი პრიორიტეტების შესასრულებლად. ამიტომ საქართველომ უნდა შეძლოს მაქსიმალური ჩართულობა მოახდინოს მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებში, რამეთუ მოხდეს ჩვენი უსაფრთხოების სიტემის დაცვა, რომელსაც ჩვენი მოკავშირე ქვეყნები ქმნიან ჩვენს მიმართ.
გაგრძელება იქნება.

ირაკლი მარგველაშვილი
22.11.11.

Thursday 3 November 2011

ეს უნდა მეთქვა

მხოლოდ საგარეო პრიორიტეტებს და სტრატეგიებს ვჩივი. დიდი საქმეა ეს
რაც დაწყებულია და არ მინდა რომ გაფუჭდეს.
რთულად შეიძლება წარმოიდგინოთ ეს საქმე და მცდელობა, რას ვართ შეჭიდებული. საუკუნეების მანძილზე რომ ვნატრულობდით, იქ ვართ, კიდევ ცოტა სიჯიუტე გვინდა და გავჭრით ამ გორდიის კვანძს საუკუნეებმა რომ დაწნა და დაგრიხა ჩვენს წინ. აი ეს შანსი არ მინდა რომ გავუშვათ ხელიდან.
ეს მტკივა და მაწუხებს.
ამის გაგრძელება მინდა.
არ მინდა ეს იყოს დროებითი გამონათება ჩვენს პოლიტიკაში.
ეს შანსი თუ გავუშვით, რუსეთი არ გაგვახარებს, დაგვშლის
დაგვაქუცმაცებს, თავიდან შემოიყვანს ფსბ-ს და ყველაფერს ამოქოლავენ.
დედას გვიტირებენ, გაგვძაგრავენ ბოლომდე და ყველა შეცდომას გამოასწორებენ. სანდრო კარიძის არ იყოს, ისევ დავემსგავსებთ საძოვარზე მიშვებულ ნახირს. ეხლა გვაქვს შანსი და ეს უნდა გამოვიყენოთ, უნდა გავძვრეთ ამ იმპერიიდან, ბოლომდე შევერწყათ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბრუნვას, რათა ვეღარასოდეს ამოგვაგდონ იქედან. თუ არადა ისევ საუკუნეებში ჩაისრისება ეს შანსიც.

რამდენიმე ეპიზოდი იყო ჩვენს უახლეს ისტორიაში, რომელმაც მიგვანიშნა, რომ ეს საქმე ძალიან ძნელია და რთული. არ ვიცი რამდენად ჰქონდა გაცნობიერებული ეს საზოგადოებას, რომელიც მაქსიმალისტური მიდრეკილებებით გამოირჩევა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დახვეწილ იმპერიასთან, რომელიც თავისი სიცოცხლის გახანგძლივებისათვის უამრავ მექანიზმს ამუშავებდა და ამისათვის ინსტიტუტებს ქმნიდა. შესაბამისად მასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ნერვების ფასად ჯდება. მოწყინდა ქართველობას და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ადამიანის იგავურ ბუნებაზე. თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენ მარადიულ იგავურ სიუჟეტში ვცხოვრობთ. ამ შემთხვევაში ეს არის "გამოსვლის" ბიბლიური სიუჟეტი. თუ დავაკვირდებით ჩვენს განვლილ 20 წლეულს აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ამ სიუჟეტში ვცხოვრობთ. როგორც ებრაელებს მოსწყინდათ, ისე მოგვწყინდა ჩვენც. მოგვწყინდა ბრძოლა, არადა ეს იმპერიამ ყველაზე კარგად იცის. გვიცნობენ, ვინაიდან გვსწავლობდნენ, ჩვენს ყველა ხასიათობრივ დეტალს სწავლობდნენ და სწორედ იქ დაგვარტყამენ სადაც არ ველით. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ბევრ რაიმეს, მაგრამ არსებობს ეს ყველაფერი. დიახ არსებობს მოსკოვის ფარული ხელი და ის იგრძნობა ყველგან, ვინაიდან თუ გავაცნობიერებთ რამხელა თემაა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენთვის და რუსეთისთვის, თემა, რომელსაც უზარმაზარი ცვლილებები მოჰყვება მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომ მემგონი ჩვენს პოლიტიკოსევბს არა აქვთ გაცნობიერებული და მოსახლეობას რა უნდა მოსთხოვო.აქართველოს თემა ძალიან დიდი თემაა რუსეთისთვის. ეს მოიცავს საკითხების უზარმაზარ ნუსხას. დაწყებული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური, ასევე მორალურს.
საკითხავი ისაა, ეს ჩამონათვალი რამდენად აქვს თითოეულ პოლიტიკოსს გათვიცნობიერებული. რამდენად აქვს გათვიცნობიერებული საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება, რომელიც მხოლოდ კავკასიის რეგიონით არ შემოიფარგლება, რომელიც ქმნის უდიდეს საშიშროებას რუსეთისათვის რათა მან დაჰკარგოს ენერგო რესურსების დიდი მარაგი პოსტსაბჭოთა შუა აზიაში. ეს ავტომატურად შუააზიის ქვეყნების სრულყოფილი პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხსაც დააყენებს. თქვენ ქართველო პოლიტიკოსებო, მზად ხართ ამისთვის? თქვენ მზად ხართ იმპერიას დაუპირისპირდეთ ამ ყველაფერში? არ მინდა დიპლომატიურ ფოლგაში შეხვეული ბოდვა, მითხარით კონკრეტულად და გარკვევით.
რამდენად შეგიძლიათ გაუძლოთ ამ ზეწოლას, თუ ამ, კითხვაზე გასცემთ პასუხს, მაშინ აღარ იტყვით არასოდეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. დიახ, ამას აღარ იტყვით და ეს არ იქნება სხვისი ომი, არამედ იქნება ჩვენი ომი და ჩვენ არ ვიქნებით განცალკევებული ბრძენები ამ ომისგან.

გაეცით პასუხი ამ ყველაფერს. მითხარით თქვენი პრიორიტეტები და ნუ მეტყვით, რომ თურმე რუსეთის და საქართველოს ინტერესების თანხვედრა მოხდება, როგორ? ფოკუზნიკები ხართ? როდესაც ამას მეუბნებით, სწორედ მაშინ ვრწმუნდები და მცემთ ჩემს შეკითხვებზე პასუხს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გაუძლოთ რუსეთის ზეწოლას, რომელიც უფრო გაძლიერდება წლების განმავლობაში, რაც უფრო მოახლოვდება თავისდაძვრენის რეალობა. აი ამიტომ ამბობთ, რომ ომი საქართვერლომ დაიწყო, ხელისუფლებაში რომ მოხვალთ და პუტინი გეტყვით, კი მაგრამ ასე არ ამბობდითო? მერე რას აპირებთ? მერე რას ეუბნებით, სააკაშვილი რომ გადაგვეგდო მაგიტომ ვამბობდითო? როგორი სასაცილოა ეს "დიალოგი", ეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, და როგორი მწარე სიმართლე იქნება ჩემთვის. რომელსაც არ მინდა მოვესწრო.

ეს ლოგიკა, ძალიან საშიშია თქვენივე მომავლისათვის. ლოგიკა,. რომელიც მტრის ლოგიკას ემთხვევა, ეს ყველაზე ცუდი რამაა, ან შენ მტრად არ აღიარებ ამ ლოგიკის პატრონს. ასეა? მაშინ გვითხარით, ყველაფერი გვითხარით, ნუ ფარავთ, კარგად, გამოთქმით ჩამოაყალოიბეთ. გგონიათ ისე გამოგვაპარებთ? ვერ შეძლებთ ამას. ნუ გიყვართ იმპერიის გამზადებული პასუხები, შეიყვარეთ კითხვები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას უზრუნველყოფს, რომელიც ჩვენს წინ ისმება, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს. გაითვალისწინეთ, რომ კოსტანტინე მირზა არავის ახსოვს, ახსოვთ ის მმართველები რომლებმაც საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანება მიანიჭეს. რა თმა უნდა მაშინდელ ისტორიულ ჭრილში. როდესაც პოლიტიკოსი ხდები, აუცილებელია კარგად იცოდე და გაცნობიერებული გქონდეს, როგორ უნდა იცხოვროს დამოუკიდბელმა საქართველომ, ისე რომ ის საძოვარზე მიშვებულ ნახირს არ დაემსგავსოს.
პოლიტიკოსმა სწორედ ამისთვის არ უნდა გაწიროს თავისი ქვეყანა, რომ ნახირს დაამსგავსოს ერი. ეს მხოლოდ დიდი გეგმებით შეიძლება, რომელიც უნდა დაუსახო შენს ქვეყანას. პრიორიტეტები, რომელიც მხოლოდ იმპერიისკენ ასაქცევ გზას აჩვენებს შენს ხალხს და სწორედ ეს იქნება მთავარი ნიშანი იმისი, რომ შენს ქვეყანას აქვს მომავალი. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ტავტოლოგიაა, ისტორიული ტავტოლოგია, რომელსაც იმპერია ჩაგვძახოდა ყურში, თითქოს მოსაშინაურებელი ავაზა ვყოფილიყავით.
ჩვენ ვხედავთ, სამყაროს საშინელ სივრცეს, სადაც ვართ ჩაკეტილნი, მაგრამ არ ვიცით, რად გვხვდა წილად სწორედ ეს და არა რომელიმე სხვა წერტილი, ან რად გვებოძა სასიცოცხლოდ ერთი სწრაფმავალი წამი მარადისობის, სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში, სასიცოცხლო წამი, რომელიც უკან ზდევს ჩვენს წარსულს და წინ უსწრებს ჩვენს მომავალს. ამ წერტილის გაცნობიერებაა საკმარისი, რათა დარწმუნდე იმაში, რომ ამ ქვეყანას მოცემულ წერტილში ტყუილად არ მოეძებნა ადგილი. ადგილი, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი თვითიდენტიფიკაციისა და ღირსების საფუძველი გახდეს, თუ მოვინდომებთ. არადა მჯერა, ეს შესაძლებელია, სულ ცოტაც მეგობრებო...
ნუთუ ასე ძნელია ჩამოყალიბდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და შევთანხმდეთ, დავიფიცოთ, დავიგინოთ, არ ვიცი, რაღაც გარანტიები შევძინოთ იმას, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადააბიჯებს არავინ, რომ არ იქნება საუბარი ქვეყნის განვითარების სტრატეგიების შეცვლაზე, ხოლო დანარჩენზე ვიმსჯელებთ, ვიპაექრებთ, ტექნიკურად უკეთ გავაკეთებთ. არ შეიძლება საზოგადოება გაიყოს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი. მან უნდა იცოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია, ამ ქვეყნის განვითარების ერთი კურსი, დასავლეთთან ინტეგრაცია და იმპერიისგან თავის დაღწევა. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ავირჩევთ, გადავირჩევთ... ესაა ჩემი მოთხოვნა, როგორც ამომრჩეველის, როგორც მოქალაქის. რატომ ცდილობთ, რომ მოსკოვში მაძებნინოთ ევროკავშირის გასაღები, როგორც ამას ბოდავს ალასანია. ნუ ცდილობთ დამაბოლოთ, რომ მგელს და კრავს შესაძლოა ერთი ინტერესი ჰქონდეს. არ მოხდება ეს და არის უაზრობა.

ირაკლი მარგველაშვილი

02-11-11