Tuesday 26 May 2020

ვლ. პუტინი: "ის, რაც ვერ შეძლო რუსეთის არმიამ, გააკეთებს ქართველი ხალხი"...

წინამდებარე წერილი ეხება რუსეთის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ შემუშავებულ ერთიან გეგმას, ამ გეგმის რიტორიკულ ნაწილს და მის განხორციელებას.   ამ გეგმაში მონაწილეობდა როგორც რუსეთის ოფიციოზი, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრი, კერძოდ მაშინდელი ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია. (შემდეგ ტექსტში - "ქართული ოპოზიცია")
როდესაც 2008. ომი დასრულდა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის და პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთდა რამდენიმე განცხადება. მედვედევი- "მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი"ვლ. პუტინი -"ის რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, მას გააკეთებს ქართველი ხალხი". ასევე ხშირად იმეორებდა რუსეთის ოფიციოზი, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დაიწყო ომი. სწორედ ეს იყო იმის ნიშანი, რომ იწყებოდა მასიური შეტევა ქართულ სახელმწიფოზე რუსეთის მხრიდან. ორივე ეს ფრაზა შესაძლოა ჩაითვალოს   იმ საწყისად და სასრულად, რომლის პრაქტიკული განხორციელება დროში უნდა მომხდარიყო. თუ კარგად დავაკვირდებით რუსულ რიტორიკას, რომელიც დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია და თითქმის მიზნის მიღწევას ცდილობს, დავინახავთ შემდეგ სურათს.
რას გულისხმობდნენ რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ ფრაზებში, რატომ გახდა სააკაშვილი პოლიტიკური გვამი და რა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს ისეთი, რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ? საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას:
1.      არ უნდა დაეწყო საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან და ჩრდილო ატლანტიკურ  ალიანსში, რომლის დაპირება საქართველომ ბუქარესტის სამიტზე მიიღო 2008. აპრილში.
2.      არ უნდა მოეხდინათ საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების მინიჭება, რითაც საქართველო გახდა რუსეთის კონკურენტი კავკასიაში და საფრთხე დაემუქრა რუსეთის კავკასიურ გეოპოლიტიკას.
3.      არ უნდა ეცნო ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად, თუ იცნეს უნდა მოეხსნათ.
4.      არ უნდა გაეცა პასუხი რუსეთისათვის, რომელიც ცდილობდა საქართველოს სრულ ოკუპაციას.
5.      ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი უნდა ეცნო მხარეებად ამ კონფლიქტში და რუსეთი არ უნდა დაესახელებინად მხარედ, როგორც ეს ხდებოდა 90-იანი წლებიდან, როდესაც რუსეთმა ფაქტობრივი ოკუპაცია გამნახორციელა ჩვენი რეგიონების.
6.      უნდა გაგვეფორმებინა ამ ანკლავებთან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება.
7.      არ უნდა გაგვეხადა ეს კონფლიქტები საერთაშორისო მნიშვნელობის და უნდა ვყოფილიყავით რუსეთთან მარტო.
8.      არ უნდა გამოვსულიყავით სნგ-დან.
9.      უნდა გვეცნო რუსული "ახალი რეალობა" კავკასიაში რუსული პრიორიტეტი.
10.  უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ დანიშნულებაზე და აბრეშუმის გზის პროექტები უნდა გავეხადა რუსული გავლენის არეალად.
11.  უნდა გავეხსნა აფხაზეთის რკინიგზა, ხოლო რუსებს ის უნდა ჰქონოდათ ოკუპირებული.
ეს არის იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალი, რომელიც საკაშვილის ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, რომ ის რუსეთის ოფიციოზის თვალში არ ყოფილიყო პოლიტიკური გვამი და დამნაშავე რეჟმი. ვინაიდან ეს არ გაკეთდა, რიტორიკულ პლანში და შემდეგ სამოქმედო გეგმაში დასახულ იქნა ამოცანა, რომ მომხდარიყო საკაშვილის პოლიტიკური ძალის დემონიზაცია და საბოლოოდ დროში ის გამხდარიყო დამნაშავე რეჟიმი. რაც გულისხმობდა შემდეგ პოლიტიკურ განლაგებას: საკაშვილის რეჟიმი იქნებოდა ცალკე, როგორც დამნაშავე რეჟიმი, რომელიც გასამართლდებოდა, ხოლო აქეთ იქნებოდა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ და ისინი იქნებოდნენ ქართველ ხალხთან ერთად. რაც შეეხება სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პროდასავლურ მოძრაობაზე და მოხდება ქართველი ამომრჩევლის თვალში პროდასავლური კურსის სრული დისკრედიტაქცია.
ეს რომ ასეა და რუსეთი ამ გეგმის განცორციელებას ჯერ კიდევ 2008. ომის შემდეგ შეუდგა ამას ადასტურებს რუსეთის ოფიციოზისს ერთერთი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ინტერვიუ, რომელიც 2011. თებერვალში გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობდა რამდენიმე საინტერესო ფრაზას, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი და შესაბამისად ეს პოლიტიკური რიტორიკაც მუშა მდგომარეობაშია შენარჩუნებული.
. დუგინი : “ვფიქრობრომ ახლა რუსეთი სერიოზულად შეუდგება იმ პოლიტიკოსთა ძიებასრომლებიც მას აწყობსრუსეთი ახლა საქართველოს მთელ პოლიტიკურ ელიტას განიხილავსასეთები სხვადასხვა ძალებიანოღაიდელზეალასანიაზეებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართყველა ის პოლიტიკოსივინც ამჟამად ამერიკის პოლიტიკიდან დისტანცირებულიაშესაძლოა კრემლისთვის სასურველი გახდეს.
ამ ფრაზის ანალიზით, რუსეთმა 2008. შემდეგ ახალი თამაში დაიწყო, რომლის დაწყების ნიშანი გამოიხატა დიმიტრი მედვედევის და ვლ. პუტინის ფრაზებში, რომელიც ზემოთ ავღნიშნეთ. ახალი თამაში გულისხმობდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეზე გადმონაცვლებას. ამ თამაშის მიხედვით, რუსეთის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკა დაიყო 2 სფეროდ, რაც გულისხმობს საქართველოში მხოლოდ 2 პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას და გამორიცხავს ალტერნატივას. ეს არის პროამერიკული ძალა, სადაც მოაზრებულია სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, რომლის დემონიზაცია და დამნაშავე რეჟიმად გამოცხადება უნდა მომხდეს, ხოლო მეორე ძალა ეს უნდა ყოფილიყო პროქართული ძალა, რომელიც = პრორუსულს, რასაც თავად დუგინი მშვენივრად განმარტავს ქვემოთ.
ალ. დუგინი;  „რუსეთს პროამერიკული პოლიტიკოსი არ აწყობსრუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსირომელიცპირველ რიგშიქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.ანუ აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროქარტული=პრორუსულს. შესაძლოა მცირე ალოგიკობათ მივიჩნიოთ ეს ყოველივე, მაგრამ საკითხი დგას სულ სხვაგვარად. ეს მომავალზეა გათვლილი. პროქართული, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის რიორიტეტს ჩამოაყალიბებს ეს იქნება ნეიტრალიტეტი."
ალ. დუგინი: “თუმცა მიმაჩნიარომ ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არისიანუკოვიჩის მაგალითზე რუსეთმა მომლოდინეს პოზიციაში ყოფნა ისწავლა და გარკვეული პერიოდის  შემდეგ მიაღწია კიდეც თავისასრადგან ანტირუს პოლიტიკოსებს სასურველი მიზნის მიღწევა არ ძალუძთმაგალითადავიღოთ იგივე იანუკოვიჩი - იგი რუსეთზე იყო ორიენტირებული და ახლა ისეთ მდგომარეობაშიაროდესაც რუსეთს გაზის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზეყირიმის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მასზე ზეწოლის მოხდენა სერიოზულად არ შეუძლია და იძულებულია მის ჭკუაზე იაროსაქედან გამომდინარეიანუკოვიჩი ყველა იმ პრობლემას გადაწყვეტსრომელიც იუშჩენკომ არა მარტო ვერ შეძლოარამედ საერთოდ უფსრულამდე მიიყვანაამიტომვფიქრობრომ რუსეთს საქართველოში უნდა აწყობდეს პოლიტიკოსირომელიც აშშ-სგან დისტანცირებულია და პირველ რიგშითავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს.
 საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ნათლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რუსეთის მიერ 2008. დაწყებული ახალი თამაში გადამწყვეტ ფაზაში შედის. მომხდარია ყოფილი ხელისუფლების (სააკაშვილის რეჟიმის) დემონიზაცია, მიმდინარეობს მათზე აქტიური შეტევა, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ყველა დონეზე, შესაბამისად დაწყებულია მოძრაობა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გამოცხადდეს დამნაშავე რეჟიმად, ამას უკვე აცხადებენ სხვადასხვა ადამიანები და იქმნება პოლიტიკური მოძრაობა, რომლის სხდომაც დანიშნულია 2013 წლის 14 აპრილს, რომ მოხდეს რეჟიმის გასამართლება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ მოხდეს საქართველოს დასავლეთისგან იზოლირება და დისტანცირება. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, პრაქტიკულად რიტორიკულ ომში იმყოფება დასავლეთთან. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სძლია დასავლეთის ზეწოლას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას, ამ განცხადების შემდეგ ევროპარლამენტის ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიას გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის წერილები და მიღებულ იქნა მემორანდუმი, რომელიც კონფრონტაციული ხასიათისაა. ეს კონფრონტაციული ხასიათი საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ ამომრჩევლებში პოპულარობით სარგებლობს და ამ ნაბიჯებით ხდება საქართველოს დასავლეთის ორიენტაციის დისკრედიტაცია. ევროპაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ვადა ვილნიუსის სამიტზე გადაიწიოს, რომელიც მოიცავს ფართო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირის ქვეყნებთან და უვიზო მიმისვლას ევროკავშირთან.
ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკული მტკიცება, რომ ისინი საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანის ერთგულები არიან. ამაზეც საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს ალ. დუგინი:
ალ.დუგინი : “ერთადერთირაც ახლა მოსკოვმა ზუსტად იცისისაარომ საქართველოში ხისტი პრორუსული პოლიტიკა არ გამოვაახლა სხვა სიტუაციაამოსკოვს მშვენივრად ესმისრომ საქმე მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან უნდა დაიჭიროსვინც ქართული ინტერესებით მოქმედებსდღეს რომ რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა თქვასაფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” ვაღიარებომისი საქმე წასულიაშემიძლია გითხრათრომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს თუნდაც სააკაშვილის პოლიტიკისადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკოსებთანრომლებიც მას ამ საკითხის გადაჭრას წაუყენებენთუმცა ეს არ ნიშნავსრომ იგი მზადაამათ ამ საკითხში დაუთმოს”,
ამის ფონზე და გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება "არეგულირებს" ურთიერთობებს რუსეთთან და მასთან ხსნის ყოველგვარ კონფრონტაციულ რიტორიკას. ინიშნება სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან მოსალაპარაკებლად, . აბაშიძე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რუსული ბაზრის გახსნაზე, ციხიდან უშვებენ რუსეთის ჯაშუშებს, ცდილობენ შეიტანონ ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში, საუბარია ცხინავლთან და აფხაზეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაუქმებაზე, ტრანსკავკასიური რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე და ოკუპირებული ტერიტორიების კონფლიქტის მხარედ აღიარებაზე. ამ ყოველივეს შემდეგ ორი ნაბიჯია საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების დასასრულამდე.
მთელი ამ პროცესიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაში მოდის რუსული გეგმა, რომელიც 2008. აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და გამოიხატა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის . მედვედევის და პრემიერ-მინისტრის ვლ. პუტინის განცხადებებში. გეგმა რომელიც მდგომარეობდა საკაშვილის რეჟიმის დემონიზაციაში, რომელიც თავის თავში მოიაზრებს დასავლური მოძრაობის განადგურება, მარგინალიზაციას და დასავლური ორიენტაციის დისკრედიტაცია დასრულებას, ფინალურ სტადიაში შევიდა. რამდენად მოხერხდება ამ ყველაფრის წარმატებით განხორციელება ამას დრო გვიჩვენებს.

ირაკლი მარგველაშვილი
2013.