ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა არის 20 წლიანი უახლესი ისტორიის საქართველოს რუსეთისგან განთავისუფლების “ამბავი”. ”ამბავი”, რომლის მოყოლასაც ვცდილობთ უკვე 20 წელია. ჩვენ ვერ ვყვებით “ამბავს”, ვერ ვყვებით ისე, როგორც ეს “ამბავი” თავად არსებობს ორიგინალში. ჩვენ ვყვებით ჩვენს ამბებს და არა ერთ ამბავს. პრობლემაც ესაა. რა არის ეს ”ამბავი”? ეს ამბავია ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა, ეს ამბავია ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა, ეს ამბავია მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა, ეს ამბავია რუსეთთან ჩვენი დაპირისპირება, ეს ამბავია რუსეთთან ჩვენი 3 ომი 20 წელიწადში, კიდევ წვრილ-წვრილი ამბები.
ჩვენ ვერ ვყვებით ამ ამბავს, ისე, როგორც შეიძლება მოვყვეთ დავით აღმაშენებლის ეპოქის ისტორია, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა. ეს ორივე ერთი დასრულებული ამბავია, ხოლო უახლესი 20 წლიანი ჩვენი ისტორია ერთი ამბავია უამრავი ინტერპრეტაციით და ნაწილი დიდი ამბის ”საქართველოს რუსეთისგან განთავისუფლების”.
ჩვენ ვქმნით უამრავ ინტერპრეტაციებს ამ უახლეს 20 წლიან ისტორიაზე, თუმცა ამბავი ერთია. ეს არის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, იმპერიისგან ჩვენი განთავისუფლება. ჩვენ არ გვსურს ეს ამბავი მოვყვეთ ერთ დისკურსში, ის რაც ნამდვილია, ის რაც არის რეალური ამბავი. გავერთეთ უამრავ ინტერპრეტაციაში და ვერ გავირკვევია, რა ინფორმაცია შემოდის ჩვენს ცნობიერში, ვინაიდან ამ ინფორმაციას ჩვენში შიგნით ებრძვის ინტერპრეტაცია. არ არსებობს უახლესი 20 წლიანი ისტორიის ერთიანი ნარატივი.
შეიძლება მოვყვეთ ერთი “ამბავი” ინტერპრეტაციის გარეშე? რა თქმა უნდა შეიძლება. ჩვენ უნდა შევძლოთ ვისაუბროთ ერთ ამბავზე, ეს არის რუსეთის იმპერია, მისი დამპყრობლური პოლიტიკა და ამ დამპყრობლისგან განთავისუფლება.
ეს არის მოსაყოლი. ეს არის უახლესი 20 წლიანი ისტორიის ნარატივი. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ერთი “ამბავი” მოვყვეთ, ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ გავნთავისუფლდეთ ამ იმპერიისგან. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთ ენაზე საუბარი. აქ საუბარი არ გვაქვს იმაზე, რომ ყველამ ერთი და იგივეზე ვისაუბროთ , ერი ერთიანი იყოს და მთლიანი, ან დავტუქსოთ ის ადამიანი, ვინც განსხვავებულ აზრს ამბობს. აქ საუბარია იმ ნარატივზე, რაც უახლეს 20 წლიან ისტორიაში შევქმენით. ჩვენ არ ვახდენთ ამ ნარატივის განთავისუფლებას ინტერპრეტაციებისგან. ამ ”ამბავს” ვყვებით სხვადასხვა გრამატიკაში, სხვადასხვა მოცემულობაში. ვყვებით მას შეიძლება ითქვას 2 რაკურსში: 1. აქედან, საქართველოდან რუსეთისკენ და 2. რუსეთიდან აქეთ, საქართველოსკენ. შესაბამისად გაყოფილია გრამატიკა. არ არსებობს ამ ყოფიერების ერთი ენა, რომელშიც ამ ამბავმა უნდა იცხოვროს. სადაც ეს ნარატივი უნდა ვამყოფოთ.
გაუგებარი დარჩა ენა, რომელიც შემოგვთავაზა იმ არჩევანმა, რასაც თავისუფლების არჩევანი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანს იურიდიულად გარკვევით ვუპასუხეთ ”დიახ”, მას მოგვიანებით სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივანიჭეთ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ჩვენ ვერ ვყვებით ამ თავისუფლების ”ამბავს” ინტერპრეტაციის გარეშე.
ინტერპრეტაციით ამბის მოყოლა თავისთავად ქმნის მითებს, შეხედულებებს, რომლებიც ამ მითებში ყალიბდება, სადაც ვცდილობთ გავექცეთ ამ არჩევანს, რომელსაც ვუთხარით დიახ. ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენს თავში კომუნიკაცია ამ არჩევანთან, ვინაიდან ვსაუბრობთ არჩევანის ინტერპრეტაციებზე და არა არჩევნაზე, რომელითაც თავისუფლება ავირჩიეთ. საბოლოო ჯამში უკან გვჩება ნამდვილი ამბავი და ხელში შეგვრჩა მითოლოგიზირებული ინტერპრეტაციები ჩვენს თავისუფლების არჩევანიდან.
ვფიქრობ დროა ჩვენს თავისუფლების არჩევანს მოვაშოროთ ყოველგვარი ინტერპრეტაცია. ფაქტია და ვერავინ შეძლებს შეცვალოს ჩვენი თავისუფლების არჩევანის დისკურსი. ვერავინ შეცვლის თავისუფლების არჩევანის ენას და რამდენი მითოლოგიზაციაც არ უნდა მიენიჭოს ჩვენს თავისუფლებისადმი კომუნიკაციას ის ვერაფრით ჩანაცვლდება. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ ეს ინტერპრეტაციები დასრულდება. დასრულდება მტკიცე გადაწყვეტილებით და რომ ვაკვირდები უკვე ამ თავისუფლების ამბავს, რომელსაც ვყვებით თითქმის ყოველდღე, თანდათან ვრწმუნდები, რომ ინტერპრეტაციის ხანა მთავრდება. ჩვენ დავრჩებით ამ თავისუფლების ენაში ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
ცოტას თუ გავშლით და დავაკონკრეტებთ ჩვენს წერილს რამდენიმე საინტერესო მომენტს ვიხილავთ. აბსოლუტურად მესმის და ცნობილია, რატომ ვერ გაიგეს მაგალითად ზვიად გამსახურდიას თავისუფლების ენა და თავისუფლების ცხოვრების წესი, რომელიც კავკასიაში ჩვენს ლიდერობას გულისხმობდა და კავკასიას, როგორც ჩვენი თავისუფლების ბუფერულ ზონას. მესმის იმდენად, რამდენადაც ეს შექმნილი რეალობისგან, რაც მაშინდელ მსოფლიო გადანაწილებაში გამოიხატებოდა არ მოიძებნა ადგილი, ფუნქციურად დატვირთულიყო საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც საბოლოო ჯამში ნამდვილად კავკასიის თავისუფლებას ნიშნავს. განა თქმულა ისეთი ფრაზა, რაც გამსახურდიამ თქვა ჯორჯ უფროსი ბუშის შეპასუხებაზე კიევში მის გამოსვლაზე: ”დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან”. განა ეს ფრაზა არ იყო მთელი იმ ახალი თავისუფლების შემკრები ფრაზა, რაც რამდენიმე თვის წინ მთელმა ქართველმა ერმა აირჩია. ამას ვსაუბრობთ როგორც ბუკვალურად, ასევე ზოგად თავისუფლების ენაში და არა შეფასების კუთხით.
ერის ეგზისტენციალური არსებობა, მისი გახანგძლივება მისი სიცოცხლისუნარიანობა ამ ფრაზაზე არ დადის? მაშ, რატომ მოგვწონს ილია ჭავჭავაძის ”მგზავრის წერილები”, პროგრამული ნაწარმოები, სადაც თერგის მოძრაობა ერის სიცოხლისუნარიანობის სიმბოლოა, ხოლო მყინვარის სტატიკურობა მონობის? სადაც ჩვენი თავისუფლება ”მთელი კავკასის თავისუფლებაა”. რატომ არის ეს ერთი ამბავი, რომელიც ერთ ენაშია და ერთ ამბად ვყვებით და რატომ არის იგივე ამ ამბის გაგრძელება, ”მდინარეს მკვდარი თევზები მიჰყვებიან” და ”კავკასიის თავისუფლება” სხვადასხვა ამბავი, ინტერპრეტაციის წყარო, მითოლოგიზირების საფუძველი? რატომ არ არის ეს ორივე შემთხვევა ერთი ნარატივი?
ან რატომ არის 1921წ. რუსების ოკუპაცია და რუსეთ საქართველოს ომი, 1924წ. აჯანყება და რუსეთ საქართველოს ომი, ის ომი როცა ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ომების დროს სრულად დავკარგეთ თავისუფლება? ხოლო 2008წ. 7 აგვისტოს ომი, როდესაც იგივე შინაარსის, იგივე განწყობის, იგივე ოკუპაციის მცდელობა და ამ ომში გადარჩენა და თავისუფლების არდაკარგვა ამ ერთიანი ”ამბის” საქართველო რუსეთის ომის”, ”საქართველოს განთავისუფლების”, ”თავისუფლების შენარჩუნების ომი” ამ მთლიანი ნარატივიდან ( ”საქართველს რუსეთისგან განთავისუფლება” ) ამოვარდნილი და ინტერპრეტირებული? არადა ფაქტია, რომ ასეა. ეს არ არის ერთიანი ამბავი, ერთიანი ნარატივი, მაგრამ რატომ?
ეს არის ის შეკითხვა, რომელზეც უნდა გაეცეს პასუხი. სწორედ ამიტომ ხდება მისი ინტერპრეტირება. განსხვავებას ვინმე ხედავს ამ ამბებში? განა საქართველოს დაპყრობის შემდეგ (1921წ. 25 თებერვალი) 1922წ. საბჭოთა კავშირი არ შეიქმნა? განა დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება მალავს, რომ საბჭოთა კავშირი უნდა აღდგეს? რომ მისი დაშლა დიდი შეცდომა იყო? რომ ისინი სწორედ საბჭოთა კავშირის, იგივე რუსეთის იმპერიის აღდგენას აპირებენ და ცდილობენ?
მაშ განსხვავება რაშია. რატომ ვერ ვეტევით ”რუსეთისგან საქართველოს განთავისუფლების” ერთიან დისკურსში? რატომ არ ვსაუბრობთ ამ ენაზე? რატომ არ ვყვებით ამ ”ამბავს” ისე როგორც არის, რატომ ვყვებით ჩვენ ჩვენ ამბებს, მითოლოგიზირებულს და ინტერპრეტირებულს? ან რატომ ვყვებით ერთიან ამბავს სხვადასხვაგვარად, რომელთა შორის მხოლოდ დროშია განსხვავება ,ხოლო დისკურსი ერთია?
მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მაინც მოგვიწევს ამ ამბის ”საქართველოს რუსეთისგან განთავისუფლება” ერთ ამბად მოყოლა. სხვა საშუალება არა გვაქვს. ჩვენ იძულებული გავხდებით გავაუქმოთ ნებისმიერი ინტერპრეტაცია და ამბებად საკითხის დაყოფა, ვინაიდან ერთიანი თემაა, ერთი ენაა ეს ენა. გავა მცირე ხანი და ეს ერთიანი ამბავი იქნება, ყოველგვარი ინტერპრეტაციის და განსხვავების გარეშე. სწორედ მაშინ შევძლებთ, რომ შევქმნათ თავისუფალი სახელმწიფო. შევქმნათ დამოუკიდებელი საქართველოს მტკიცე საფუძველი და ეს სახელმწიფო იყოს სიცოცხლის უნარიანი, რომლის ფუნქციონალური არსებობა მიღებულია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ და ეს ჩვენთვის თითქმის მონიჭებულია, რაშიც ყოველდღიურად, ყოველთვეობრივად ვრწმუნდებით. ამის უკანასკნელი დადასტურება ამ რამდენიმე დღის უკან მოხდა. დიახ, უნდა შევეგუოთ ამ ახალ ენას, ამ ერთიან დისკურსს, რასაც ”საქართველოს რუსეთისგან განთავისუფლება ჰქვია.” ინტერპრეტაციების დრო მსრულდება, ეს ერთი ”ამბავია” და ამ ამაბში განსხვავება არ არის, დაწყებული 1801 წლიდან 2009წ. 27 ივლისამდე.
27.07.09