Thursday 17 October 2013

საქართველოს ხელისუფლება, რუსული ოკუპაცია და სოჭის ოლიმპიადა



ვაკვირდები დღევანდელ სიტუაციას, რომელიც შექმნიალია ქვეყანაში და სულ უფრო მიჩნდება იმის განცდა, რომ საქართველოში შეიქმნა მითი, "რუსეთთან ცუდი რიტორიკის", "რუსეთთან პროვოკაციაზე წამოგების" შესახებ. განსაკუთრებით ეს მითი გაძიერდა 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ძალიან მძლავრად გაისმა მაშინდელ ქართულ ოპოზიციაში, რომ თურმე ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკის და პროვოკაციაზე წამოგების შემდეგ დაიძაბა და აქ არაფერ შუაშ იყო თავად რუსეთის სახელმწიფო ინტერესები, ან იმპერიული მიმართებები. მთავარი იყო შექმნილიყო მითი. სხვათა შორის კარგად გავიხსენოთ როგორ ძლიერდებოდა ეს მითი, როდესაც მოხდა სოფელ პერევის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პატრიარქმა პერევი "დაიბრუნა" და პრეზიდენტის რიტორიკის შემდეგ რუსები კიდევ შემოვიდნენ სოფელ პერევში. ეს მითები ჟამიდან ჟამზე კიდევ ძლიერდებოდა.
სწორედ ეს მითი გახდა იმის მიზეზი, რომ ჯერ კიდევ 2012წ. 1 ოქტომბრის არჩევნების დროს ბლოკი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში და გამოსვლებში იმატა ამ მითის დაჯერების მოტივებმა. რაც გამოიხატა შემდეგ თეზაში: "სააკაშვილმა რიტორიკით გააფუჭა რუსეთთან ურთიერთობა", ჩვენ "დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას." რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ლოზუნგში ხიბლი იყო. თუმცა ისიც ფაქტი ხდებოდა, რომ რუსეთის სახელმწიფო და გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის, ქართული რიტორიკა არ იყო ის მოტივი, რომ მათ ამ რიტორიკაზე აეგოთ თავიანთი პოლიტიკა. ეს დროში რომ გამოჩნდებოდა და ამის წინაშე დაგდებოდა ახალი ხელისუფლება სოლომონ ბრძენის ჭკუა ამას არ სჭირდებოდა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. დაიწყო მუშაობა რათა აღედგინათ რუსული ბაზარი. დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ბატონი ზურაბ აბაშიძე. დაიწყეს მოქმედება მითში. მითში, რომლის შინაარსი საერთოდ არ ითვალისწინებდა რუსეთის იმ გეოსტრატეგიულ ინტერესებს, რაც რეალურად რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოსთან განსაზღვრავდა, რომელიც იმ დონეზეც კი მნიშვნელობანი იყო პუტინისთვის, რომ 2008წ. ომი გადააწყვეტინა საქართველოსთან, რომლისთვისაც 2007წ. სამხედრო გეგმა დაამტკიცა. 2008წ. ომის საკითხს ახალმა ხელისუფლებამ სწრაფად მოუარა და დააბრალა ის საქართველოს წინა ხელისუფლებას. ამით ფიქრობდა, რომ მოიპოვებდა რუსეთის კეთილგანწყობას. სავარაუდოდ გათვლა იყო იმაზე, რომ თუ ამას იზამდნენ რუსეთთან რიტორიკა შეიცვლებოდა და ამით რაიმე საკითხს მოაგვარებდნენ. ამ დროს აბსოლუტურად არ წარმოედგინათ, რომ რუსეთისათვის მთავარი იყო საკუთარი მიზნები და არა, საქართველოს რომელიმე ხელისუფლება.
 ახალი ხელისუფლება ვერ ხვდებოდა, რომ ის რეალურად არ უყურებდა რუსეთთან ურთიერთობას, არამედ თავისავე გამოგონებული მითის მსხვერპლი გახდებოდა სულ მალე. 2013 წლის ზაფხულში რუსეთმა დაიწყო ე.წ. სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოები და მავთულხლართები გაავლო, მანამდე არასაოკუპაციო ზოლში მდებარე ტერიტორიებზე, სოფლებში დიცსა და დვანში. ის რომ ხელისუფლება საკუთარ მითში ცხოვრობდა და რეალობას მოწყდა, ამის დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2013წ. სექტემბერში, რომ "საოკუპაციო ზოლის გადმოწევა მის ანალიზში არ ჯდება", რომ "ეს არ მოდის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან და არის ქვედა დონის გადაწყვეტილება", რასაც მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის განცხადება, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება.
ფაქტია, რომ საქართველოს პრემიერი ისევ მითში უყურებს რუსეთთან ურთიერთობას, თავისი ანალიზის იმედადაა და არა იმ გამოცდილების, რომელიც საქართველოს მრავლად დაუგროვდა ამ 20 წლის განმავლობაში, რომ არაფერი ვთქვათ 200 წლოვან ურთიერთობაზე. პრემიერი და ზოგადად მისი მთავრობა, რომ მითის მსხვერპლნი ხდებიან ეს კიდევ ერთი განცხადებიდან სჩანს: "მავთულხლართების საქმე ოლიმპიადას უკავშირდება. რუსეთი ცდილობს, ოლიმპიადა როგორმე მშვიდ გარემოში ჩაატაროს და ჩვენც ყველანაირად შევუწყობთ ხელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სოჭის ოლიმპიადამ კარგად ჩაიაროს და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"მე ვფიქრობ, რომ სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენს დამოკიდებულებებში ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან. ჩვენ მაქსიმალურ მოთმენას ვამჟღავნებთ და ამასთანვე, პრინციპულად მივუთითებთ და ხმას ვიმაღლებთ იმ დარღვევებზე, რაც კონფლიქტურ ტერიტორიებზე ხდება". ესეც პრემიერის განცხადებაა და ესეც სწორედ იმას მიუთითებს, რომ სწორედ მითიდან ვერ გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კიდევ ჰგონია, რომ რუსეთის ეს ქმედებები, მხოლოდ რიტორიკის ბრალია და არა მათი გეოსტრატეგიული ინტერესების.
რეალურად ამ მანევრებით რუსეთი ძალიან აშკარად ახდენს საქართველოზე ზეწოლას, რათა როგორმე შეაჩეროს ვილნიუსის სამიტზე დაგეგმილი პროცესი. ის გამოიყენებს იმ ბერკეტებსაც, რაც გენადი ონიშჩენკოს ხელშია და ნოემბერში სავარაუდოდ ღვინო არ მოეწონებათ, როგორც არ მოეწონათ მოლდოვას ღვინოები, უკრაინის ხორც პროდუქტები და ლიტვის რძის პროდუქტები.
რიტორიკა შეიცვალა, რუსეთმა ღვინოც დაუშვა თავის ბაზარზე, მაგრამ უკვე როგორც კი საზოგადოების პროტესტმა იმატა დვანსა და დიცში რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს აღარ მოეწონა 28 სახეობის ქართული ღვინო და აკრძალა მისი რუსეთში შეტანა. სავარაუდოდ თუ კიდევ გაძლიერდება ეს პროტესტი ღვინის რაოდენობასაც მიემატება, რომლებიც არ დააკმაყოფილებს იმ ხარისხს, რაც რუსეთის "სტანდარტებს შეესაბამება". მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება მყარად მისდევს თავის გეზს რათა შეცვალოს რიტორიკა რუსეთთან, მაგალითად ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს: "საქართველო არ წამოეგება რუსეთის პროვოკაციებს, რომლის მიზანიცაა შეაფერხოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება".
აქ ლოგიკის პოვნა ძალიან რთულია, ვინაიდან რუსეთი თუ აწყობს პროვოკაციებს ჩვენ ვისთან ვალაგებთ და ვაკეთებთ ურთიერთობების ნორმალიზებას? ისევ რუსეთთან, რომელიც პროვოკაციებს იმიტომ აწყობს, რომ ეს ურთიერთობის ნომალიზება არ უნდა? აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ლოგიკა, მაშინ როდესაც რუსეთს ეს არ უნდა და ქმნის პრობლემებს პროვოკაციების სახით. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მითი გრძელდება.
მითის კიდევ ერთი დასტურია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების საკითხზე, მაშინ როდესაც აშკარაა, რომ რუსეთი ამ მიმართულებით ძალიან ღირსების შემლახავ ქმედებებს ეწევა საქართველოს მისამართით. ოლიმპიადა ხომ მსოფლიოს მშვიდობის და ქვეყნების ღირსების მთავარი თამაშებია, სადაც უნდა წარმოჩინდეს ღირსეულად ნებისმიერი ქვეყანა. რუსეთის მიერ ცხინვალის ომის გმირის მთავარ მეჩირაღდნედ დასახელება სწორედ ის ფაქტია, რომ რუსეთი უღირსად ექცევა ქართულ სახელმწიფოს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, "რუსეთის დაინტერესებულია, რათა საქართველო არ ჩაერთოს ოლიმპიადაში და ამაში ჩვენ მას ხელი არ უნდა შევუწყოთ." "არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დადგეს სიტუაცია, რომ მოგვიწიოს თქმა, რომ არ მივდივართ, მაგრამ არა - 14 000 კაციდან ერთი მეჩირაღდნის გამო. ეს არ არის ის არგუმენტი, რის გამოც ჩვენ ოლიმპიადას ბოიკოტს უნდა ვუცხადებდეთ," "14 000 კაციდან ყველა რომ ყოფილიყო რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და ყველას რომ ჩირაღდანი აეღო, ეს იქნებოდა გამოწვევა და მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ეს სერიოზული საკითხი ყოფილიყო". რუსეთს არ უნდა, გაშიშვლდეს, რომ მთავარი პრობლემა საქართველო კი არა, სააკაშვილი იყო. სააკაშვილმა გამოიწვია, იგივე შპიონების დაჭერით და ამ სპექტაკლის დადგმით. ამაზე მეტი მტკიცება, რომ ეს ყველაფერი მითია არამგონია საჭირო იყოს და სასაცილო ისაა, რომ საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამჯერად ცდილობს, ამ მითში თავად რუსეთის მხარეც დააჯეროს. ვფიქრობ კომენტარიც ზედმეტია.
რა ლოგიკას ემსახურება ხელისუფლების ეს განცხადებები, როდესაც  რუსეთი ქმნის პრობლემას და ჩვენ რატომღაც ვცდილობთ მის მაგივრად ამ პრობლემის მოგვარებას, რატომ? რუსეთი რისთვის გვიქმნის პრობლემას, რომ ჩვენ ვაგვაროთ? რას გავს ეს საქციელი? ეს საქციელი არის სწორედ მითში ყოფნა, რომლიდან გამოსვლაც, მათ ჩააყენებს ძალიან რეალური და სასტიკი რუსული ლოგიკის და ინტერესების წინაშე. რაც სავარაუდოდ არ უნდათ. ფაქტია, რომ არფერ შუაშია რიტორიკა, არაფერ შუაშია ის, რომ ვიღაც ცუდად საუბრობდა და მკაცრად. არც ისაა შუაში, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა, რომელიც ტკბილად ესაუბრება რუსეთს. მთავარია რუსული მკაცრი ლოგიკა, რომ ან ცნობთ ახალ რუსულ გეოპოლიტიკურ რეალობას და საქართველოს ამ რეალობაში, ან მიიღებთ იმას, რასაც იღებდა წინა ხელისუფლება. ესაა მკაცრი ზეწოლა, რათა მოახდინონ საქართველოს ინტეგრაციის ვექტორის შეცვლა დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ.
გაცილებით მწვავე იქნება ეს ლოგიკა და ზეწოლა, როდესაც ახალ ხელისუფლებას მოუწევს იმ რეალობის პირისპირ შეხვედრა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებს, ე.წ. ქვეყნებს რუსეთი შეიყვანს ევრაზიულ კავშირში, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ეს არის ახალი რეალობა, რომ ეს ქვეყნები არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ასევე არავითარ შემთხვევაში არ მოერიდება რუსეთი, რომ რაიმე ფორმით ეს ანკლავები წარმოადგენოს სოჭის ოლიმპიადაზეც. მაშნ სად რჩემა ადგილი იმ მითისთვის, რაშიც ხელისუფლება მყოფობს?
საქართველოს ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს და მიხვდეს, რომ არ არის საქმე რიტორიკაში, არ არის საქმე პირად ურთიერთობებში, არამედ მათ საქმე აქვთ ძალიან რეალურ და მძლავრ იმპერიულ ამბიციასთან, რომელსაც რბილი რიტორიკა ვერ შეცვლის. კარგად უნდა გაცნობიერდეს, რომ ყველა თემა, რომელსაც რუსეთი ათამაშებს საქართველოს და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, ასევე მეჩირაღდნის დანიშვნა გამოყენებულ იქნება მხოლოდ იმისთვის რომ მსოფლიო თანამეგობრობას ახალი რეალობის შესახებ აუწყონ.
ეს არის პოლიტიკური ჟესტების ენა, რომელსაც რუსეთი კარგად ფლობს და ამ ჟესტებით ისინი მუდმივად აუწყებენ მსოფლიოს თავის ინტერესებს. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს, არა ის, რომ რიტორიკა შევარბილოთ, არამედ ის, რომ ეს ყველა ჟესტი იქნას განეიტრალებული და დაცული იყოს ქართული სახელმწიფოს ღირსება. არც ისაა ტრაგედია თუ არ წარვსდგებით სოჭის ოლიმპიადაზე იმ ქვეყანაში, რომელიც ასეთი ბინძური ხერხებიც, ცინიკურად ცდილობს მსოფლიოს ანახოს რა უღირსი სახელმწიფოა საქართველო. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, მსოფლიოში პატივს სცემენ ღირსეულ სახელმწიფოებს და არა უღის ქვეყნებს. პატივს ცემენ თავისუფალ არჩევანს, თავისუფლებისთვის ბრძოლას და არა თავდახრას. ამიტომ, სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი წასვლა იგივე მითში დარჩენას მოასწავებს. რაც უფრო მალე გააცნობიერებს საქართველოს ხელისუფლება, რომ რიტორიკის შერბილება ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი რამენაირად გადახედავს თავის პოლიტიკას უკეთესი იქნება. ამიტომ უნდა მოხდეს მითიდან გამოსვლა და იმ რეალობის წინაშე დადგომა, რომ რუსეთს აქვს ამბიციები, მიზნები, როგორადაც არ უნდა ესაუბრო მას. მის მიზანს შენი მიზანი უნდა დაუპირისპირო, სხვა შემთხვევაში, მოგვიწევს მარცხის აღიარება, რაც რუსეთს ყველაზე მეტად სურს.
"მთავარია დაძაბულობა მოიხსნა ორ ქვეყანას შორის" - ზურაბ აბაშიძე როგორ?
ირაკლი მარგველაშვილი

Saturday 14 September 2013

საქართველოს ისტორიული შანსი



საქართველოს ისტორიაში ბევრი ეპოქა ხასიათდებოდა დინამიურობით. ალბათ, საქართგელოს უახლესი ისტორია ერთადეთი გამორჩეული ეპოქაა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყართან დადგა. გზაგასაყართან სადაც ახალი საქართველო უნდა დაიბადოს. 90 -იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, შეიქმნა უდიდესი პრობლემები, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. თავად ეს 20 წლიანი ეპოქა ხასიათდება ძალიან თავისებური ნიშნებით, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგავს. მაინც რა იყო მთავარი პრობლემა, არსი ამ სიძნელეების? აი ამაზე მინდა დავწერო.
ძალიან კარგად მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ინტენსივობა, გამართული აქციები, მსჯელობები, შემდეგ ჩატარებული არჩევნები და ის სიხარული, რომელიც ხალხის არჩევანმა მოიტანა 1990წ. 28 ოქტომბერს. ეს ყველაფერი იყო ემოციის დონეზე. თუმცა საბჭოთა კავშირში გაზრდილებს, უამრავი თემა ყურმოკრულიც კი არ გვქონდა. დახშული ინფორმაციის ფონზე, ჩვენთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა ფარდის მიღმა დასავლურ სამყაროში. რა იყო მათ პოლიტიკური დისკურსი. რა იყო ახლად გამოცხადებული ახალი მსოფლიო წესრიგი, რას გულისხმობდა და სად იყო ჩვენი ადგილი ამ წესრიგში. არ ვიცოდით საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება. მიუხედავად იმისა, რომ გვსურდა რუსეთის იმპერიიდან გამოსვლა, ვერ ვაცნობიერებდით რუსეთის გეოპოლიტიკურ დანიშნულებას, ვერ ვაცნობიერებდით იმ სიძნელეებს, რომელიც გვექნებოდა ამ გზაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მიმართულებებზე. ყველაფერ ამაზე გვქონდა ძალიან ინფანტილური დამოკიდებულება.
ჩვენ არ ვიცოდით დასავლური აზროვნების სტილი და მათი კულტურის ენა.  ენა, რომელზეც საუბრობდა დასავლეთი. ეს იყო დემოკრატიის ენა, სადაც ჩამალული იყო ის მთელი საიდუმლოებები, რომლის შესწავლაც მოგვიწევდა, თუ ჩვენ მოვინდომებდით დასავლეთის თანამეგობრობაში მოხვედრას. ჩვენში იმპერიული ენა და დასავლური ენა ერთმანეთში აირია. ვერ ვმიჯნავდით რა იყო იმპერია და რა იყო დასავლეთი. ჩვენ დასავლეთს ვარქმევდით იმ სახელებს, რაც დამკვიდრებული იყო საბჭოთა კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი სიხარული იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება, ჩვენთვის აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო გზა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოს. რა იყო მისი მომავალი. რას გულისხმობდა დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა იურიდიულად და წინ დავიდევით უზარმაზარი ლექსიკონი, რომელიც უნდა შეგვესწავლა, რომ დასავლეთის ენა გაგვეგო.
ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამ ყველაფრის დაძლევა. დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ჩვენ გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით. ჩვენ ვერ ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ გავეთავისებინა ეს დამოუკიდებლობა, რომელიც ინდივიდების დამოუკიდებელ არჩევანზე გადიოდა. ჩვენ არც ვეცადეთ, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომელიც წინ გვედო. ჩვენ დასავლური ენის გასაღებს იმპერიის კვაზი დემოკრატიის შეთითხნილ ნაჯღაბნში ვეძებდით. ვეძებდით იმას, რაც არ იყო იქ. ხოლო გვეზარებოდა იმის სწავლა, რაც წინ გვედო. ჩვენ, ჩვენი დამოუკიდებლობის თერთმეტი წლის მანძილზე ავირჩიეთ ზუსტად სახელმწიფოს ის მოდელი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენამდე გვქონდა, ფსევდო სახელმწიფოებრივი წარმონაქნი, რომელსაც დამოუკიდებლობის არაფერი ეცხო.
ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი თერთმეტი წელი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმის გარანტია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეხლა სულ სხვა სიმაღლეზე ყოფილიყო, როგორც უსაფრთხოების გარანტიებით, ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანებით. ჩვენ დრო გავაცდინეთ, ჩვენ ძალიან ვიზარმაცეთ, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ეს არ იყო გაცნობიერებული არჩევანი, ეს იყო ლოგიკა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ მოვაწყვეთ რევოლუცია. ამჯერად მშვიდობიანი, განსხვავებით წინა სახელმწიფო გადატრიალებისაგან. ამ რევოლუციამ, მისმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, ჩვენ გაგვხადა იძულებული, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომლის გადაშლაც არ ვიკადრეთ წინა წლებში, ხოლო ჩვენი რევოლუცია იმ გზის დასაწყისი იყო, რომელიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა გაიარეს 90-იანი წლებიდან 2004 წლამდე და დაასრულეს ნატოში შესვლით. ჩვენ ეს გზა თავიდან უნდა გავევლო. უბრალოდ მათ ისწავლეს დასავლეთის ენა და მოიშორეს ის ლექსიკონი, რომელიც ჩვენ არც გადავშალეთ. ამ სახელმწიფოებმა ჩვენთან ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენზე ადრე მიხვდნენ როგორ უნდა ეცხოვრათ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა იყო მათი სახელმწიფოებრიობის საფუძველი, ჩვენზე ადრე ისწავლეს დასავლური ენა და მოერგნენ მის დისკურსს.
ჩვენ დავბრუნდით თერთმეტი წლით უკან და დავიწყეთ ახალი ენის სწავლა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად სახელმწიფოებრივი მშენებლობის ქირურგიული მეთოდებისა, ადამიანებისთვის ეს ყოველივე მაინც უცხო იყო. ეს არი იყო და არ ჰგავდა იმ 11 წელს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დაკონსერვდა, როგორც მოდელი საბჭოთა საქართველოსი თავისი იდენტური ლიდერით. ეს სხვა იყო და ცოტა უცხოც გახდა. არ ჰგავდა მას. ინგრეოდა ეს ძველი იდენტობა საბჭოთა სახელმწიფოსთან ერთად და უფრო მეტად მიმდინარეობდა ახალ სახელმწიფოსთან გაუცხოების პროცესი. ამ პროცესმა თავისი სიტყვა თქვა რევოლუციიდან 4 წელიწადში. ჩვენ ვიხილეთ საშინელი პროტესტი ახალი სახელმწიფოს მისამართით. თითქოს პარადოქსია, მაგრამ არა ეს რევოლუცია ხომ არჩევანი არ ყოფილა. ეს იყო ლოგიკა. ეს ლოგიკა იყო ბუნდოვანი, გაუგებარი და უცხო. ასევე უცხო იყო სახელმწიფოებრიობის რეალიზების გზები და მეთოდები. გამოგონებული ევრო ატლანტიკური არჩევანი და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ეს ახალი დამოუკიდბეელი სახელმწიფოს იდენტობად კი არ იქნა გაგებული, არამედ ახალ მითად, რომელიც დაუჯერებლად სჩანდა.

ჩვენ გვიწევდა ლექსიკონის დახმარება და ახალი დასავლური ენის სწავლა, რომელიც ჰგავდა ურჩ მოსწავლის მისამართით გაკვეთილების მუდმივ ჩიჩინს, რომელიც თავად სულაც არაა მოტივირებული ისწავლოს ახალი რამ. მას მუდმივად აძალებენ და მუდმივად ბეზრდება ეს ყოველივე. მას არ უნდა ახალის სწავლა.  ასე დაემართა ახალ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ მოგვბეზრდა მისი სწავლა, მის ენაში გარკვევა. ჩვენთვის უცხოა ის მომავალი, რომელიც არ ჰგავს წარსულს, რომელიც არის ორიენტირებული სხვა ენაზე, საუბრობს სხვა ენაზე, რომელიც არ გვესმის, რომლის შესწავლაც არ გვინდა, ვინაიდან არ ჰგავს ჩვენს ცოდნას, არ ემთხვევა ჩვენს მენტალობას.
ეს მშვენივრად იცის მტერმა, რომელიც სწორედ ამ სუსტ წერტილში ურტყამს. ამზადებს ომს და იცის, რომ ეს ომი გააჩენს "სტოკჰოლმის სინდრომს", რომ მის მიერ წარმოებული ომი ეს არის ის ენა, რომელ ენაზეც საუბრობს საბჭოთა საქართველოს მოქალაქე. ესაა ენა -"ჩვენ რუსეთს როგორ მოვერევით, როგორ გავაკეთეთ ეს, რა შეუგნებლები ვართ, ომი ხომ ჩვენ დავიწყეთ". ამ დროს ახალი არაფერი ხდება. არც ოკუპაციაა ახალი, არც რუსეთი მიერ წარმოებული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. უბრალოდ კარგად გვიცნობენ, იცნობენ ჩვენს სიზარმაცეს, იცნობენ ჩვენს დამოკიდებულებებს რუსეთის მიმართ, იცნობენ ჩვენს კომპლექსებსაც რუსეთის მიმართ. ამიტომ ჩვენი ახალი ენის შესწავლის პროცესს სწორედ ამ ძველი ენით ანაცვლებენ. შესაბამისად ყველაფერი დგება თავდაყირა. საქართველო მოქცეულია სქილასა და ქარიბდას შორის, ახალ ენასა და ძველი ენის ნოსტალგიას შორის, რომელზე ლაპარაკს უნდა გადავჩვეოდით თითქოს.
რევოლუციური ხელისუფლების მთელი მცდელობა, საქართველოს სინამდვილეში შემოიტანოს ახალი ენა, ახალი დასავლური დისკურსი, რომლის გამოგონებას და დარწმუნებას დასავლეთის სახელმწიფოებისთვის ტოტალური ენერგია დასჭირდა ერთმა ომმა დააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. იმ რისკის, რომელიც გამოყენებულ იქნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. რევოლუციის შემდეგ ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რასაც ქართული სახელმწიფოს განხორციელება რეალიზაცია ჰქვია. ჩვენ 1991წ. 9 აპრილის შემდეგ, ეს გავაკეთეთ პირველად და ეს იყო ის ანბანი, რომელზეც ქართული სახელმწიფო იწერება, ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში, თავისი ადგილით, თავისი დანიშნულებით და მიმართებებით. სამწუხაროდ ეს უცხო ენა აღმოჩნდა ქართველებისთვის. ჩვენ ვერ შევძელით ამ ენაზე გამოცდის ჩაბარება. ჩვენ ჩავატარეთ ახალი არჩევნები, ხმა მივეცით ახალ პოლიტიკურ ძალას და ჩავთვალეთ, რომ შეგვიძლია დავდგათ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის ძეგლები მასიურად.
ამ ძეგლების დადგმა არის სწორედ ის გაუცხოება და პროტესტი ახალი ენის მიმართ, რომლის სწავლაც რევოლუციამ დაიწყო ჩვენში. ამ ძეგლების დადგმა არის ის ფსევდო იდენტობა, რომელსაც ქართული საზოგადოება აკეთებს წარსულთან, სადაც არ არსებობდა ქართული სახელმწიფო, მაგრამ არსებოდა სხვისი ძლიერი სახელმწიფო, რომლის ნაწილიც ვიყავით ჩვენ. ამ ფსევდო იდენტობის ხაზგასმით, ქართული საზოგადოება ახდენს ახალი ქართული სახელმწიფოს იგნორირებას, ნიველირებას და უარის თქმას დასავლურ დისკურსზე. ეს არის ქართულ სახელმწიფოსთან, მის მომავალთან ძალადობა, უკან დაბრუნების მცდელობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ ყალბი ილუზიური იდენტობით. ჩვე ვერ შევძელით ჯერჯერობით ვფოკუსირდეთ ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური დანიშნულებით სწორედ ამ სხვისი სახელმწიფოს კონკურენტია და სინამდვილეში ის ომიც, 2008წ. სწორედ ამის გამო მოხდა. თუმცა მტერმა რაც გათვალა სწორედ ის გამოუვიდა, მან გააჩინა უზარმაზარი ეჭვი, შეუძლია თუ არა ქართულ სახელმწიფოს საერთოდ დამოუკიდებელი არსებობა. როგორია დამოუკიდებელი საქართველო? ომში დამარცხებული, ტერიტორიებ წართმეული. აი ეს სურათ-ხატი შეიქმნა ქართულ ცნობიერებაში, მაშინ როდესაც სტალინის დროს ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შემადგენელი იყო. ამიტომ აღორძინდა ფსევდო იდენტობა სტალინის სახით, რომელიც გამალებულ ძეგლების აღდგენაშია გამოხატული. ჩვენ ვდგამთ საქართველოში ფსევდო მამის ფალიკურ სიმბოლოებს, რომელიც სინამდვილეში ჩვენი იდენტობა კი არა, ჩვენი მტრის მიმართ დაჩოქების სიმბოლო იქნება.

ირაკლი მარგველაშვილი

საქართველოს ისტორიული შანსი და მიხეილ სააკაშვილის ფენომენი




ეს არის პირველი მცდელობა დავწეროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, როგორ პოლიტიკოსის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის შესახებ. მასზე კიდევ ძალიან ბევრი დაიწერება, რომელიც გასცდება ასავალ დასავალის დონეს, ვინაიდან საქართველო მის ნაკვალევზე სულ სხვა სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება ძალიან მალე, და ჩვენი მეხსიერებაც ეყოფა ამას.
ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ეს რომ გავიგოთ, აუცილებელი უკან დავიწიოთ, საქართველოს ისტორიის ბნელ ხვეულებში, დავიწყოთ მოგზაურობა, ვიდრე არ მივადგებით ეპოქას, როდესაც სახელმწიფომ შეძლო განეხორციელებინა თავისი ფუნქცია. ასეთად ორი ეპოქა წარმოჩინდება. დავით აღმაშენებლის მეფობიდან ლაშა გიორგის მეფობამდე და შემდეგ გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა. ამ დროს შეძლო საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და იარსება. ამის შემდეგ საქართველო სახელმწიფოდ სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს შედგა, როდესაც მან დაიწყო გეოპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, იმკვიდრებდა თავის ადგილს და ამ გეოპოლიტიკიური ადგილისთვის მოუხდა უდიდეს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა. სწორედ 2008წ. ომი არის საქართველოს როგორც სახელმწიფოს შექმნის სიმბოლო. ამ ომმა გამოაჩინა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, ქართული სახელმწიფოს შექმნის თაობაზე იყო წარმატებული, ვინაიდან ის გახდა კონკურენციის საგანი.
რას ნიშნავს ქართული სახელმწიფო? რა ჩანაფიქრი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც 2004წ. ჩაიბარა ყოვლად წარუმატებელი ქვეყანა. ალბათ წარმოუდგენელი იყო საქართველოს როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ასევე ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში მოქცეულიყო კანდიდატ სახელმწიფოდ შეხედვა იმ გადასახედიდან. თუ ვინმეს ჰგონია რომ ჩანაფიქრი, საქართველო გამხდარიყო გეოპოლიტიკური ბრუნვის ნაწილი ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე იყო დამოკიდებული და მარტივად მოხდებოდა ძალიან ცდება. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს ჰქონდა რუსეთის იმპერიას გაცნობიერებული საქართველოს მნიშვნელოვანება როგორც ევროპა აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკურ ქვეყანაზე.  ამიტომ არასოდეს მოგვცა საშუალება, რომ სახელმწიფოდ შევმდგარიყავით, ვინაიდან თავად დაკარგავდა უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ფუნქციას, სამხრეთ ევრაზიის კორიდორის თვალსაზრისით.
ის, რომ ქართვლების დიდ ნაწილს დღემდე არ ესმით ამ სახელმწიფოს ფუნქციონალური მნიშვნელობა და ვერ გაურკვევიათ რა დაიწყო საქართველოში 2004წ, სულაც არ აკნინებს ამ საკითხის მნიშვნელობას. პოლიტიკოსის უდიდეს გაბედულებად უნდა ჩაითვალოს 2003 წელს არსებულ მდგომარეობიდან საქართველო 2008 წლის აპრილში ნატოს მეპის მიღების კანდიდატად ექცია. სწორედ ესაა უდიდესი გაბედულება, რომელიც მიუთითებს პოლიტიკოსის უნარზე, მიიღოს ყველა გამოწვევა, რომელიც ამ ნაბიჯებს მოჰყვება. გამოწვევა კიდევ მსუბუქი სიტყვაა, როდესაც შენ დაპირისპირებაში შედიხარ ისეთ გიგანტთან, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაა.
რა თქმა უნდა საქართველო ვერ გახდებოდა სრულად რუსეთის გეოპოლიტიკური კონკურენტი, მაგრამ ფედერაციის სამხრეთ ნაწილში საქართველოს აქტიურობამ რუსეთს შეუქმნა რისკები თავისი, როგორ გეოპოლიტიკური გავლენის მიმართულებით, ასევე შეუქმნა რისკები ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის და ენერგო მატარებლების ჩანაცვლების კუთხითაც, რაც გახდა სწორედ საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგანიც. საქართველოს მიერ ევრაზიის სამხრეთ ნაწილში რეგიონალური გეოპოლიტიკური ადგილის დაკავება, რუსეთს უქმნიდა საფრთხეს, როგორც თავის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებზე, ასევე პოსტსაბჭოთა ცენტრალურ აზიაზე, რათა ჩაითვალა, რომ თუ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი და განახორციელებდა თავის გეოპოლიტიკას, ეს გამოიწვევდა ჯაჭვურ რეაქციას პოსტსაბჭოთა შუა აზიაზე და მათ დამოუკიდებლობაც ამაღლდებოდა, ვინაიდან ისინი მოინდომებდნენ თავიანთი ენერგო რესურსების სწორედ კასპიის მხრიდან გატარებას დასავლეთის მიმართულებით, რაც გამოიწვევდა მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მალე პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც. სწორედ ეს გახდა რუსეთის გააფთრების მიზეზიც. ისინი კარგად ხედავდნენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც მოიაზრებდა რუსეთისათვის სამხრეთში გეოპოლიტიკურ შეზღუდვას და მათი გავლენის შესუსტებას. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაუშვებდა საქართველოს ნატოში შეშვებას, ეს პროცესები ელვის უსწრაფესად დაიძრებოდა და მთელი 90-იანი წლების დაღვრილი სისხლი, დარჩებოდა ფუჭად. რუსეთის ქმედებები იგივე საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში იქცეოდა დიდ აბსურდად. ეს უკევ დაკარგავდა პოლიტიკური ვაჭრობის ფასსაც.
 ის რომ ქართვლებს არასოდეს დაუხედავთ საქართველოს გეოპოლიტიკური რუკისათვის და ეს მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, სწორედ ეს გახდა გაუგებრობის მიზეზიც, თუ რა სურდა მას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც მთელს ევრაზიის კონტინენტზე ანხორციელებდა თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას, გამორჩენოდა მხედველობიდან საქართველოს ნაბიჯები, რომლებიც ნამდვილად იქცა რუსეთის სამხრეთ ნაწილის რისკის ფაქტორი. პრაქტიკულად საქართველოს აქტიურობა და თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების გამოყენება აქცევდა რისკის ქვეშ დიდი ევრაზიული კავშირის იდეასაც, ვინაიდან ერთიან საბაჟო სივრცეში ვეღარ მოიაზრებოდა პოსტსაბჭოთა შუა აზია და ამიერკავკასია, რომლებიც შეძლებდნენ საკუთარი ენერგო დერეფნისა და სატრანსპორტო დერეფნის განხორციელებას. ლოჯისტიკის ცენტრით საქართველო. ახალი პორტით ლაზიკაში, რაც იქცეოდა საქართველოს ისეთი უსაფრთხოების გარანტიად, რომ თავიდან ბეწვის ჩამოვარდნის უფლებას არ მისცემდნენ არავის ნატოს წევრი სახელმწიფოები.
ამიტომ დადგა რუსეთისათვის დღის წესრიგში შეეჩერებინათ მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც არანაირი ზეწოლა არ მოქმედება. არც ეკონომიკური ბერკეტები, არც ემბარგო, ვარც ხალხის გამოყრა რუსეთიდან და არც გაზის მილების აფეთქება. საჭირო გახდა მისი შეჩერება სამხედრო ძალით, ვინაიდან თუ რუსეთი გაუშვებდა ამ დროს, მას უკვე საომარი მხოლოდ საქართველოსთან კი არა, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა შუა აზიასთან ექნებოდა, რაც უბრალოდ მის ძალებს აღემატებოდა და ამ შემთხვევაში მისი მარცხი გარდაუვალი იყო.
უბრალოდ მეცოდება ის ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღემდე თვლის, რომ 2008წ. ომი ეს იყო საქართველოს დაწყებული, ხოლო რუსეთმა მიიღო ის, რაც მათ უნდოდათ, აფხაზეთი და ცხინვალი. ან სააკაშვილმა ჩააბარა მათ ეს ტერიტორიები. ეს არის სიბრიყვისა და ინფანტილიზმის კლასიკური გამოვლინება. ასევე ქართული საზოგადოების ინფანტილიზმზე და მთელი ამ პროცესის ვერგაგებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტის გაკეთებული ჩანაწერი  "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი", გახდა ხუმრობის სააგანი, "მაპზე მეტი მივიღეთ". რაც შეეხება ამ ჩანაწერის შინაარსს, ეს ნიშნავდა და ადასტურებდა, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღიარებული ხდება მსოფლიო გეოპოლიტიკური ბრუნვისთვის. საქართველო აღიარებულია გეოპოლიტიკურ მნიშვნელოვანების განმხორციელებელ სახელმწიფოდ. ის, რაც ქართველებისთვის ხუმრობა გახდა, რუსეთისათვის სასწრაფოდ ომის მზადებად და საქართველოს შეჩერების თემა გახდა, რაც რამდენიმე თვეში ომად მოგვევლინა. აქაც სჩანს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტიკური უმწიფარობა.
რაც შეეხება თავად ომს, ეს იყო იმის დასტური, რომ რუსეთი ომობდა საქართველოს შესაჩერებლად, არ გამხდარიყო საქართველოს ნატოს წევრი და არ გაემყარებინა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. რაც აღნიშნა კიდევაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2011წ. ნოემბერში."Если бы в 2008 году мы дрогнули, была бы уже другая геополитическая раскладка, и целый ряд стран, которые пытались искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего были бы там", - подчеркнул он, добавив, что появление военного блока у южных границ России вызвало бы "определенные неудобства". აი ამ სხვა გეოპოლიტიკის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი.
გარდა ამისა, სწორედ ამ ომით დასრულდა ის საშინელი იურიდიული ეპოქა საქართველოში, როდესაც რუსეთი მოიაზრებოდა სამშვიდობო ძალებად თავისავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი ტერიტორიული პრობლემები გახდა საერთაშორისო თემა, აღიარებულ იქნა როგორც ოკუპაცია. რუსეთს მიენიჭა საოკუპაციო სტატუსი. ხოლო საქართველომ მიიღო სამართლებრივი გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების კუთხით, მაშინ როდესაც არსებობდა კოსოვოს მაგალითი. ასევე საქართველოს გზა გაეხნა დასავლეთთან ინტეგრაციისკენ, ოკუპირებული ტერიტორიებით და არა შიდა ეთნოკონფლიქტებით, რაც ძალიან სერიოზული მიღწევა იყო იმ მდგომარეობიდან, რაც ომამდე არსებობდა.
ეს ე.წ. ეთნოკონფლიქტები სქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს მხოლოდ საქართველოზე ბერკეტებად სჭირდებოდა, რაზედაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში იზრუნა, მაშინ, როდესაც ქართვლებს თავები ჰქონდათ გაცხელებული და წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აკეთებდა რუსეთი. რუსეთი მაშინ უზრუნველყოფდა იმას, რომ დაებლოკა საქართველოს ნებისმიერი მცდელობა გასულიყო მისი გავლენის ზონიდან და გამხდარიყო გეოპოლიტიკური ბრუნვის ნაწილი და განეხორციელებინა თავისი ფუნქცია ერთიან გეოპოლიტიკურ ბრუნვაში. რუსეთი მაშინ ბლოკავდა საქართველოს ნაბიჯებს რაც მიხეილ სააკშვილმა გადადგა მოგვიანებით, ხოლო საქართველოს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომაც გახდა უცხო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა ბევრი ქართველისთვის, ხოლო მიხეილ საკაშვილი იყო ის ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც ზუსტად პასუხობდა დასავლურ დისკურსს, რამაც მას შეაძლებინა აერიდებინა ქავეყნისათვის ის ახალი ანექსია, რასაც რუსეთი 2008წ. გეგმავდა. გეგმავდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველო, რომლითაც ის უზრუნველყოფდა მომავალში დაებლოკა ცენტრალური აზიის და ამიერკავკასიის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. რაც პრაქტიკულად საბოლოოდ ჩაასვენებდა თეორიულ შანსსაც კი რუსეთის იმპერიის აღდგენის თაობაზე.
რა თქმა უნდა ამ პროცესში საქართველოსთან მარტო არ იყო. ჩვენთან ერთად მოქმედებენ აზერბაიჯანი და თურქეთი. ეს უკანასკნელი კი არის მთელი ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა და მთავარი სახელმწიფო. სწორედ ეს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთმა გადაწყვიტა დაეშალა 2008წ. ომით. ძალიან ბევრი ომი და დაპირისპირება გვინახავს მთელი ამ 20 წლის მანძილზე, მაგრამ არცერთ ომს არ გამოუწვევია იმხელა გეოპოლიტიკური რეზონანსი როგორც 2008წ. ომს. მცირე ომმა, რომელმაც შეძრა მსოფლიო გეოპოლიტიკა და დააყენა დიდი საფრთხე, არამარტო საქართველოს უსაფრთხოების, არამედ ევროპის უსაფრთხოების ნაწილშიც. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გააქტიურება ევროპის ანტისარაკეტო ფარის გაკეთების, ამის შემდეგ დადგა ენერგო დივერსიფიცირების საკითხების განხორციელება და დასავლეთმა იგრძნო, რომ საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში.
პოლიტიკოსი, რომელიც ამხელა რყევებს გამოიწვევს და დარჩება დისკურსში, არ ამოვარდება იქედან და უფრო მეტად დაახლოებს ქვეყანას მსოფლიო თანამეგობრობასთან, ის ნამდვილად არის ძლიერი პოლიტიკოსი. მე ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი თემა, რომელიც გადაფარავს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს როგორც გეოპოლტიკური სუბიექტის ჩამოყალიბების თემას. ვფიქრობ ეს არის საუკუნეების განმავლობაში პირველად გადადგმული  ნაბიჯები ამ მიმართულებით და ასევე ერთერთი უდიდესი შანსი მოვახდინოთ ამის რეალიზება.
ჩვენი ბედისწერა ქართულ სახელმწიფოსთან ძნელი, მაგრამ იძულებითი იდენტობის ჩამოყალიბებაა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ყველა ფსევდო მამის ფალიკური ძეგლი ჩვენს თავში, თუ გვინდა რომ შევქმნათ ქართული სახელმწიფო, რომლის არსებობაც მხოლოდ მის რეალიზებაშია შესაძლებელი. მუდმივ შრომასა და ბრძოლაში, რომელიც არასოდეს დასრულდება. აქ სიტყვა დაღლა არ არსებობს. ვისვენებთ მხოლოდ იმპერიის შემადგენლობაში.


ირაკლი მარგველაშვილი

Sunday 30 June 2013

ევროპა, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს უსაფრთხოება




2012წ. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თვალშისაცემია მმართველი კოალიციის და ევროკავშირის შეუთანხმებლობა რიგ საკითხებში. კოალიცია ცდილობს გარდატეხა შეიტანოს ევროპულ განწყობებში საქართველოს მიმართ, მაგრამ ის ამას ვერ ახერხებს. ჯერ კიდევ ნოემბერში საკმაოდ წარუმატებელი იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ევროპაში და ნატოს შტაბბინაში, სადაც მისი ქმედებები საკმაოდ მწვავედ იქნა გაკრიტიკებული. ამას გაგრძელება მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საკმაოდ გავლენიანმა გაზეთებმა "ვაშინგტონ პოსტმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა" საკმაოდ კრიტიკული და მწვავე წერილები უძღვნეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
კოალიციას საკმაოდ მწვავე რეაქციები ჰქონდა და აქვს ამ განწყობების მიმართ.  ვფიქრობთ, რომ არც მათ აქვთ ბოლომდე გააზრებული რას ითხოვს ევროპა და გარკვეულ წილად ცდილობენ თავიანთი მითოლოგიური დისკურსის დასავლეთისათვის თავსმოხვევას. არ ვიცი მოხდარა თუ არა ოდესმე "ვაშინგტონ პოსტის" ისტორიაში, რომ კრიტიკული სტატიისათვის პასუხი მოეთხოვათ და საგარეო მინისტრი მიეგზავნათ მათთვის.  ალბათ ასეთი ახირებული ქცევები და დამოკიდებულებები შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა დასავლეთის პოლიტიკოსთა მხრიდან. შესაბამისია მათი რეაქციაც, ვინაიდან 2012წ. 1 ოქტომბერს საქართველოს იმიჯი დასავლეთში კიდევ უფრო გაიზარდა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების და ხელისუფლების გადაბარების ფონზე.  ასევე ძნელი დასაჯერებელია დასავლეთისთვის, რომ ის ბრალდებები, რასაც ყოფილ ხელისუფლებას უყენებენ მმართველი კოალიციის მაღალი თანამდებობის პირები, ასე ნაუცბათევად იქნა გამოძიებული. მითუმეტეს, როდესაც ფიქსირდება ისეთი ფაქტები, როდესაც პოლიცია პიროვნებების დასაკავებლად იყენებს ისეთ ხერხებს როგორიცაა იარაღის ჩადება და ნარკოტიკების ჩადება და პროკურატურა იძულებული ხდება ეს აღიაროს. შესაბმისად მათ მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რომელიც სხვადასხვა გამოვლინებეშია და ქვემოთ ამას შევეხებით.
კოალიციაში ფიქრობენ, რომ დასავლეთს ინფორმაციას მხოლოდ ოპოზიცია აწვდის. მმართველ  ძალას რატომღაც არ უნდა გაგება, რომ დასავლეთს აქვს ინფორმაციის მოპოვების საკუთარი წყაროები, ესაა საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. დღემდე სჯერავთ, რომ დასავლეთის მიერ კრიტიკულად გამოთმული შენიშვნების ტექსტები ვანო მერაბიშვილის კაბინეტში იწერება. ეს ე.წ. სირაქლემას პოზას უფრო ჰგავს.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ევროპარლამენტართა ჯგუფმა ევროპის "სახალხო პარტიიდან" საკმაოდ კრიტიკული წერილი გამოქვეყნეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, (პრემიერ- მინისტრის აქცენტებით, როგორც თავად აღიარა  ბ. ივანიშვილმა) წერილი მისწერა ევროპარლამენტის "სახალხო პარტიას", ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დამატებით 7 გვერდიანი ღია წერილი გაუგზავნა ევროპის "სახალხო პარტიას".
საქართველოდან გაგზავნილი წერილების დისკურსზე თუ ვისაუბრებთ, ადვილად შესამჩნევია 2 მომენტი. პირველი, მმართველ კოალიციას არ ესმის რაზე მიუთითებენ დასავლელი პარტნიორები, არესმის ევროპის დისკურსი და მეორე, ისინი იძულებული არიან იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ და სპეციალურად აფუჭებენ დასავლეთთან ურთიერთობას.
საინტერესოა ორივე მოსაზრების განხილვა. თუ განვიხილავთ პირველ შეხედულებას, მაშინ ნათლად სჩანს, რომ კოალიცია ნამდვილად აცდენილია დასავლურ დისკურსს. მისთვის გაუგებარია ის ენა, რომელ ენაზეც ესაუბრება მას დასავლეთი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოალიცია თვლის, რომ მისი მოქმედებები სწორია რასაც ის საქართველოში აკეთებს, მან ეს დასავლეთს უნდა დაუმტკიცოს იურიდიულად და პოლიტიკურად. თუმცა ძნელი გასაგებია ევროპარლამენტარებისათვის მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან კრიმინალები ან როდესაც ადამიანს იჭერენ ნარკოტიკებზე და იარაღის უკანონო ტარებაზე და უცებ აღმოჩნდება, რომ მას ბრალს უხსნიან იმიტომ რომ იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს პოლიციელებმა. ასევე ძნელია გააგებინო დასავლეთს, რომ საშინელი მონსტრი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თურმე ბრალდებულია იმიტომ, რომ ვიღაცას დანა ჩაუკაკუნა თავში. სერიოზული არგუმენტებია მოსაყვანი, როდესაც არჩევნებამდე გაცხადებულ უამრავ სატელევიზიო ბრალდებებზე დღეს გამოძიება ვერ მუშაობს და ვერ აღმოუჩენიათ სხვადასხვა წილები ბენზინის გაყიდვებში თუ სხვა ბიზნესებში. ვერც ელიტური კორუფციის საგანგაშო ფაქტებია აღმოჩენილი. ასევე არ დასტურდება უამრავი ბრალდება,  რომელსაც წინა ხელისუფლებას უყენებდნენ და უყენებენ სიტყვიერად. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია დასავლეთის პოლიტიკოსებისათვის. შესაბამისად მათი პოზიცია, რომ ამ საკითხებზე მმართველ კოალიციას ქმედებები არ მოუწონონ აბსოლუტურად ლოგიკურია.
გაბრაზება იმაზე, რატომ არ ესმით დასავლეთში ხელისუფლების, ამ გადასახედიდან აბსოლუტურასდ გასაგებია. არ ესმით იმიტომ, რომ მთელი ეს პროცესი არის საკმაოდ არაპროფესიონალურად და გაუმჭვირვალედ წარმართული. მაგალითად მთავარი პროკურორი ჰყვება ენითაუწერელ ჭორებს მტკიცებულებების გარეშე, ყოფილ მაღალჩინოსნებზე წარდგენილი ბრალდებები არის ძალიან სუსტი. ხშირია შემთხვევა, როდესაც სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობებს ბრალდებულ პირთა დაპატიმრების შესახებ. იუსტიციის მინისტრი არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ხდება საქმეებზე წინასწარი განწყობების შექმნა, საგარეო საქმეთა მინისტრი საერთოდ კრიმინალებს უწოდებს ყოფილ ხელისუფლებას ყოველგვარი დამტკიცებული ბრალისა და განაჩენის გარეშე. ეს ყოველივე დასავლეთისთვის რომ მიუღებელი იყოს, ამაში არაფერია განსაკუთრებულად საგანგაშო.
 დასავლეთისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ მმართველი კოალიცია ყურად არ იღებს ვენეციის კომისიის დასკვნას იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება არ დაასრულებინონ უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრებს არჩევითი ვადა. ამ დროს იუსტიციის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ვერ დაასრულებენ ვადას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს რომ დასავლეთის მხირდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად აღიქმება, ამას რომელიმე მაღალჩინოსანი გაკვირვებული თვალებისფახულით გავმცნობს. ასევე დასავლეთი არ მიესალმება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა შეცვლის ინიციატივას და ეს არ კეთდება დემოკრატიის სასარგებლოდ, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დაწესებისათვის ხდება. დასავლეთი ასევე არ მიესალმა ე.წ. პოლიტპატიმრების თემას და მათი საქმეების ცალკეულად განხილვის რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას რაც არ იქნა გათვალისწინებული.
 დასავლეთისთვის ასევე ცნობილია და მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა ოპოზიციაზე. ახდენენ დეპუტატების დაშინებას, ახდენენ ზეწოლას ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებზე, რომლის არჩევნები არის 2014წ. რომ ამის აღსაკვეთად მმართველი კოალიცია არაფერს აკეთებს. ამ ყველაფრის ფონზე, დასავლეთის აღშფოთება და შეწუხება რომ საქართველოში პროცესები არ მიდის დემოკრატიული ტესტის და თანაარსებობის გარემოში აბსოლუტურად გასაგებია.
 ერთი რამ უნდა იყოს გასაგები საქართველო ხელისუფლებისთვის, რომ ეს ყველაფერი არ არის დირექტივა, ეს ყველაფერი არის მეგობრების რჩევა და ამ პროცესების სიჯანსაღეზე საქართველოს ევროპული მომავალია მიბმული. პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილებით და განცხადებებით, რომ თურმე საქართველოს ჭკუა არავინ უნდა ასწავლოს ნათლად სჩანს, რომ ეს ყოველივე აღქმულია როგორც დირექტივა, ხოლო დაკვირვებული თვალისთვის ადვილი შესამჩნევია საბჭოთა აზროვნების და დამოკიდებულებების არსებობა კოალიციის მაღალ ისტებლიშმენტში. ასევე ნათლად სჩანს, რომ კოალიციას საერთოდ არ ესმის დასავლური დისკურსის. დასავლეთს აქვს თავისი ღირებულებები და ის არ და ვერ მიიღებს იმ საბჭოურ ღირებულებებს, რომელსაც მმართველი კოალიცია ცდილობს თავს მოახვიოს დასავლეთს.  ამაზე ბრაზობენ კოალიციაში და ღია წერილებს წერენ. ეს სერიოზული პოლიტიკისთვის ცოტა არ იყოს კომიკურია, ხოლო ქვეყნისთვის შესაძლოა ძალიან ტრაგიკული აღმოჩნდეს.
რაც შეეხება მეორე თვალსაზრისს, რომ მმართველი კოალიცია ცდილობს დასავლეთს დაუპირისპირდეს და ყველა ქმედება, რომელსაც ის ახორციელებს სწორედ დასავლეთთან დასაპირისპირებლადაა გამიზნული, ამ თვალსაზრისსაც აქვს არსებობის უფლება. ფაქტია რომ მმართველი კოალიცია საერთოდ არ ცდილობს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას. ის უპირობოდ ითხოვს დასავლეთმა ტაში დაუკრას მის ქმედებებს საქართველოში. შესაბამისად კოალიცია ამ წერილების გაგზავნით ღია დაპირისპირებაში შედის დასავლეთთან და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოველივე ხდებოდეს განზრახ. მიუხედავად დეკლარირებული დასავლური ღირებულებებისა, კოალიციის ქმედებები პრაქტიკულად ამ დასავლურ ღირებულებებს და ორიენტაციას ჩიხში აქცევს. საქართველო თავად მიისწრაფის დასავლეთისკენ და ეს პროცესი არ ხდება პირიქით. შესაბამისად ევროპული ორიენტაცია ნიშნავს სწორედ ევროპული ღირებულებების გაზიარებას და სწორედ ამის შემდეგ გეძლევა საშუალება შეხვიდე ევროპულ ოჯახში. კოალიცია ამ გამოცდილების გაზიარებას ჯერჯერობით არ აპირებს. შესაბმისად საფრთხე ექმნება როგორც საქართველოს დასავლურ ორიენტაციას, ასევე საშიშროებაშია საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დამოკიდებული იყო სწორედ დასავლურ ორიენტაციაზე და გეოპოლიტიკურ ჩართულობაზე. ასეთი ქმედებებით, რასაც კოალიცია აკეთებს დიდი საშიშიროებაა საქართველო დასავლეთის ინტერესებისგან იზოლირებული აღმოჩნდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთელი ეს წლები დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მოეხდინა საკუთარი გეოპოლიტიკური ჩართულობის განხორციელება მსოფლიო თანამეგობრობაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგი ევროპული ქვეყანა გამადიდებელი შუშით უყურებს საქართველოს განვითარებას, ვინაიდან უზარმაზარ ევროპულ ლაბირინთში, სადაც ევროპული ქვეყნებისა და რუსეთის ინტერესებია გადაჯაჭვული საქართველოს თემით, რომელიც რუსეთისთვის ძალიან მწვავეა, ურთიერთობის გაფუჭებას არ ეშურვის ბევრი ევროპული სახელმწიფო. ამიტომ საქართველოს მთელი ამ წლების მანძილზე უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ ამ ლაბირინთში საკუთარი ინტერესების ლობირება მოეხდინა და მასში ჩაერთო ევროპული სახელმწიფოები. ეს ეხება არამარტო ევროპაში ინტეგრაციას, არამედ ეს ეხება ნატოში ინტეგრაციის პროცესსაც, რომელიც განუყოფელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან. მმართველი კოალიციის ეს სიჯიუტე დასავლეთის მიმართ, პრაქტიკულად წყალში ჩაყრის მთელ იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით გასწია. მოშლის საქართველოს უსაფრთხოების სიტემას, რომელიც სწორედ ამ ურთიერთობებზეა დამოკიდებული და საქართველოს აქცევს მოწყვლად ქვეყანად.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამით იხეირებს არის რუსეთი. ამ ორი თვალსაზრისიდან მნიშვნელობა არ აქვს რომელია რეალური და ნამდვილი. ორივე შემთხვევაში ერთი ფაქტი დგება, საქართველოს ინტერესები სუსტდება და ილახება. მმართველ კოალიციას უფლება აქვს მაგალითად:  ჩააბნელოს ბათუმი, მესტია და შუშის ხიდი, მაგრამ მას არ აქვს უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს დასავლური ორიენტაცია. ასეთი ქმედებებით სწორედ დასავლური ორიენტაცია დგება საფრთხის წინაშე, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 77%-მა მხარი 2008წ. სწორედ დასავლურ კურსს დაუჭირა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალსიწინებს მეგობარი სახელმწიფოების რჩევებს, საქართველო აღმოჩნდება დაუცველი რუსეთის წინაშე და ამის შედეგები ფატალური გახდება ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. იმ ტენდეციით, რაც დღეს  ქვეყანაში მიმდინარეობს მმართველი კოალიცია   რუსული ინტერესების გატარებას ახდენს ნებსით თუ უნებლიედ. ამ შემთხვევაში ბლეფია ნებისმიერი განცხადება და რეზოლიცია, ან საარჩევნო დაპირება, რომ საქართველო რჩება დასავლური ორიენტაციის ერთგული, ვინაიდან სიტყვა და საქმე საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს.

რუსული გეგმა საქართველოს ანექსიაზე (1990-2008წწ.)






            ვფიქრობ შესაძლებელია გავაანალიზოთ საქართველოს უახლესი ისტორიული (1990-2008წწ.) გამოცდილებები და დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა ისტორიულ გეოპოლიტიკურ ჭრილში. სახეზე გვაქვს ახალი ისტორიულ- ჰერმენევტიკული ლოგიკა, რომელიც გაგრძელებაა იმ ბრძოლისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მე-20 საუკუნეში და რომელიც გააქტიურდა 90-იან წლებში. შევეცადოთ, ამ ისტორიულ ჰერმენევტიკულ ლოგიკაში მოვათავსოთ ის მოვლენები და ფაქტები, რომელიც დაგვიგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ერთადერთი ვერსია, მაგრამ არის ერთ-ერთი, რომელიც საყურადღებოა. არ გვაქვს ილუზია  ამ ყველაფერს შევხედოთ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით, არამედ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც ვიცით, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელიც ხელმიუწვდომია და ჩვენს შემთხვევაში ამ ანალიზში, ეს ხელმიუწვდომი ფაქტები შესაძლოა აძლიერებენ ჩვენს ვერსიას შესაძლოა პირიქით-ასუსტებდეს. შესაბამისად მთელს ამ ანალიზს მკითხველს ვანდობთ, ვინაიდან ეს თავად ანალიზის თვისებაა. მთავარი მკითხველია. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წინამდებარე წერილი-ანალიზი ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეს არის ფაქტების და მოვლენების გახსენება, მეორე ნაწილი ეს არის ამ რუსეთ სდაქართველოს აგვისტოს ომის რუსული გეგმის ვერსია.ხოლო მესამე ნაწილი, არის ამ ომის შედეგად ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბება, მეოთხე ნაწილი იურიდიული მდგომარეობა. დავიწყოთ ფაქტებით. მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს ისტორიული პერიოდი არის ერთი ხაზი საქართველოს ბრძოლისა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და განსამტკიცებლად.
      ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა 1988.-დან დაიწყო. პოლიტიკური ლიდერების მერებ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. ამ მოძრაობას იმთავითვე დაუპირისპირდა საბჭოთა რუსეთის პოლიტისტებლიშმენტი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს დაპირისპირების ეტაპები, ყოველთვის სამხედრო ძალით სრულდებოდა. პირველი შემთხვევა 1989. 9 აპრილია. იდეოლოგიურ ომში, რუსეთის იმპერია ყოველთვის უსუსურად გამოიყურება. შესაბამისად მის მიერ საკითხის გადაწყვეტის მცდელობა სამხედრო ჩარევით ხორციელდებოდა. ამიტომაც ამ მოძრაობამ მიიღო პირველი მსხვერპლი 9 აპრილს. დაიღუპა 20 ადამიანი და აქედან 16 ახალგაზრდა გოგონა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იწვევდა შიშის სინდრომს, რომ რუსეთი არ შეელევა საქართველოს. მიუხედავად ამისა ბრძოლა გაგრძელდა. 1989. 15-20 ივნისს რუსეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს აფხაზეთში არეულობის მოწყობა. დაიღუპა 17 კაცი. დაშავდა 400 კაცამდე. ომი არ შედგა. თუმცა გზა ომისკენ გაიხსნა. გაჩნდა ღია კონფრონტაცია და იმ ნაღმების ამუშავება, რაც სტალინის რუსეთმა საქართველოში დატოვა, კერძოდ, ავტონომიური რესპუბლიკები: აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ, და ერთი ავტონომიური ოლქი. დაიწყო სეპარატისტული მოძრაობები. აშკარაა, თუ რატომ ცდილობდა რუსეთი სამხედრო მანიპულირებებს ლოკალურად, ვინაიდან ერთადერთი რამ, რასაც ქართველები ერიდებოდნენ ეს სამხედრო კონფრონტაცია იყო, თუმცა ვნახავთ, რომ ქართული პოლიტ ელიტა ამაზე წავიდა. ვგულისხმობთ აფხაზეთის ომს. საკამათოა შეგნებულად თუ შეუგნებლად, მაგრამ ჩვენს მიერ გამოკვლეულმა მასალებმა და ფაქტებმა, ასევე ამ ყველაფრის ანალიზმა, ნათლად დაგვანახა, რომ აფხაზეთის ომს შეგნებულად დაწყების უდიდესი სურნელი ასდიოდა და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, რაც დაგვანახა განვითარებულმა მოვლენებმა.
      1990. 28 ოქტომბერს ~მრგვალი მაგიდის~ გამარჯვებამ მრავალპარტიულ არჩევნებში კიდევ უფრო გაააქტიურა სეპარატისტული მოძრაობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1990. 21 ნოემბერს აღნიშნული ოლქის უმაღლესმა საბჭომ გააუქმა ოლქი და გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. 1990. 21 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაეთანხმა ოლქის გაუქმებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ გააუქმა 21 ნოემბერს და თავადაც გააუქმა აღნიშნული ოლქი. დაიწყო ცხინვალის რეგიონში სამხედრო დაძაბულობა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიმდინარეობდა ლოკალური შეტაკებები და არა ფართომაშტაბიანი ომი. როგორც ეტყობა ეს ქართველი მაშინდელი პოლიტ ელიტის დიდი ძალისხმევით ხერხდებოდა. მითუმეტეს, რომ დაპატიმრებულ იქნა ამ სეპარატისტული მოძრაობის ერთერთი თავკაცი კულუმბეგოვი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ოპოზიციურმა მოძრაობამ პოლიტპატიმრად შერაცხა. ეს ნონსესია. 1991-92. მოვლენების შემდეგ კულუმბეგოვი ციხიდან გაათავისუფლეს.
      საინტერესოა გამსახურდიას მთავრობის პოლიტიური ორიენტირები და ფაქტები. 1991. 17 მარტს საბჭოთა კავშირის მაშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების და მოდერნიზების თაობაზე, რაშიც საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო. იმავე წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოში კითხვით: გსურთ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1921. 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე კითხვაზე დადებითად უპასუხა საქართველოს მოსახლეობის 96%-მა. აღნიშნული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 1991. 9 აპრილს 1918. 26 მაისის აქტის საფუძველზე აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი შედეგი იყო ის, რომ პრაქტიკულად აღდგა სამართლებრივად გაწყვეტილი კავშირი 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტთან რამაც დააკანონა საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ და მოამზადა ნიადაგი რუსეთის როგორც საოკუპაციო ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, რაც განხორციელდა კიდევაც 1991. ოქტომბრის დასაწყისში. ასევე სამართლებრივად გაწყდა კავშირის საბჭოთა კავშირთან და მის კანონმდებლობასთან. 1991. ოქტომბერში რუსეთის არმიას საქართველოში მიენიჭა საოკუპაციო სტატუსი, რომელიც მოეხსნა მას 1992. გამსახურდიას მთავრობის განდევნის შემდეგ. საოკუპაციო სტატუსმა დიდი უხერხულობა შეუქმნა რუსეთის ხელისუფლებას.
      რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს 1991. ეს იმდენად არეული და წინააღმდეგობებით აღსავსეა, რომ ძნელია მივიღოთ ზუსტი პასუხი ბევრ კითხვაზე. თუმცა არსებობს ვერსია, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს. გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა სავსეა წინააღმდეგობებით, მაგრამ ვერ ჩავთვლი, რომ ეს შეგნებულად განხორციელდა. ამას ჰქონდა სერიოზული წინაპირობები. საქართველოსთან ერთად ეროვნული მოძრაობები გაძლიერდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. საინტერესოა დასავლეთის გეოპოლიტიკური მისწრაფებები, სადაც აშკარად ჩანდა, რომ ბალტიის ქვეყნებს საერთაშორისო მხარდაჭერა გაცილებით დიდი ჰქონდა. ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ეს ვფიქრობთ მაღალ დონეზე იყო გადაწყვეტილი მსოფლიო გრანდების შეხვედრისას, სადაც დასათმობ სიტუაციებზე იქნებოდა საუბარი. რაც შეეხება საქართველოს, მისი სიტუაცია საკმაოდ ცუდი იყო საერთაშორისო თვალსაზრისით, რაც დაადასტურა პრეზიდენტ ნიქსონის ჩამოსვლამ საქართველოში და მოგვიანებით პრეზიდენტ ბუშის განცხადებამ უკრაინაში, სადაც გამსახურდიას ურჩიეს ხელის მოწერა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე რუსეთთან, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობა ცნო დასავლეთის ქვეყნებმა 1991. სექტემბერშივე.
საქართველოში დაიწყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესი, რომელშიც ობიექტებად საქართველოს პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების ნაწილი ჩაერთო.
      რაც შეეხება გამსახურდიას მთავრობის საგარეო კურს, დავუბრუნდეთ ამ თემას. როგორც ავღნიშნეთ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების ნამდვილად ქმედითი არ იყო, რაც მაშინდელ ხელისუფლებას მიახვედრეს. საქართველოს მკაცრი პოლიტიკური კურსი რუსეთის იმპერიის მიმართ სულაც არ იყო მისაღები, არ ჯდებოდა დასავლეთის ქვეყნების გეგმებში, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ არსებობდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 1988. მალტის შეხვედრაზე გადაწყდა, სადაც საქართველო რჩებოდა რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, ხოლო ბალტიისპირეთის 3 სახემწიფო გადიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. შესაბამისად საქართველო აღმოჩნდა პირისპირ რუსეთის იმპერიასთან. დასაცავი იყო ტერიტორიული მთლიანობა, რომელზეც ყოველდღე ესმოდა ხელისუფლებას მუქარები. 1991. აგვისტოში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიტუაცია ომის ზღვრამდე მივიდა. თუმცა მოხერხდა კომპრომისის მონახვა და სიტუაციის დარეგულირება, რაც გამოიწვია აფხაზეთში საარჩევნო კანონის მიღებამ კომპრომისის გათვალისწინებით.
მოგვიანებით ამ კანონს აპარტეიდული კანონი ეწოდა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველო ამ ყველაფრით ომს გადარჩა, ომს რომელიც მოხდებოდა სსრკ- შემადგენლობაში და შედეგები ვფიქრობ დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის. ეს კარგად გამოჩნდა 1992. სამხედრო ავანტიურაში აფხაზეთში. ამის შედეგად რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა ფაქტობრივად 1993. და იურიდიულად 2008. 26 აგვისტოს.
      ამერიკის და ზოგადად დასავლეთის პოზიციამ საქართველოს მიმართ გამსახურდია იძულებული გახადა ეძებნა ალტერნატიული თავდაცვითი მექანიზმები, რათა დაეცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მან ეს აფხაზეთში მოახერხა მშვიდობიანი გზით, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმებოდა ამ მიმართულებით იყო იძულებითი ნაბიჯი. ასეც მოხდა. მოკავშირის ძიებამ გამსახურდია მიიყვანა ჩრდილო კავკასიამდე, სადაც მისი დასაყრდენი გახდა ჯოხარ დუდაევი, ჩეჩნეთის მაშინდელი ლიდერი, რომლის გაპრეზიდენტებაში მან სერიოზული მხარდაჭერა გამოიჩინა. ეს მოხდა 1991. მარტში. კიდევ ვიმეორებ, გამსახურდიას ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა იყო იძულებითი ნაბიჯი მარტო არ დარჩენილიყო რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში, რაც გამოწვეული იყო დასავლეთის პასიური პოლიტიკით.
       ჩანაფიქრი იყო შემდეგი: მოეხდინა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების დარაზმვა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რათა შექმნა მსგავსი პრობლემები რუსეთისთვის, რასაც რუსეთი ქმნიდა საქართველოში ავტონომიური რესპუბლიკებში სეპარატიზმის გაღვივებით. აღნიშნულმა ქმედებამ დაანახა რუსეთს, თუ რა პრობლემები შეიძლებოდა შექმნოდა ჩრდილო კავკასიაში, რომელიც გაანეიტრალებდა საქართველოში მათ მიერ შექმნილ ტერიტორიულ პრობლემებს. ისინი ვეღარ შეძლებდნენ იმ ნაღმების ამოქმედებას საქართველოში, რომელიც სტალინის ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო შექმნილი ამოქმედებისათვის. გამსახურდიას ამ გეგმას რა თქმა უნდა მოჰყვა სერიოზული წინააღმდეგობა რუსეთის მხრიდან. გამსახურდიამ ვერ შეძლო რუსეთის სპეცსამსახურების განეიტრალება, რომელთაც საუკუნოვანი ფესვები ჰქონდათ საქართველოში და მთელს კავკასიაში გადგმული. როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში და ინტელიგენციაში ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებში. გარდა ამისა გამსახურდიას იდეას, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებისა წითელი ბარათი უჩვენა დასავლეთის პოზიციამ, რომელიც მაშინდელი ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლამ დაადასტურა კიევში 1991. აგვისტოში, კერძოდ ჯორჯ ბუშმა ზვიად გამსახურდიას ურჩიადინების წინააღმდეგ არ წასულიყო და ხელი მოეწერა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. Aამ განცხადებით რუსეთმა ჩათვალა, რომ მათ აენთო მწვანე შუქი და დაიწყო რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედება გამსახურდიას ხელისუფლების დასამხობად. გეგმა იყო მარტივი. დასავლური ღირებულებების, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, "გააქტიურებით", მოეხდინათ გამსახურდიას დისკრედიტაცია, როგორც დიქტატორის და ამ ყველაფრით სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა, რაც მოახერხეს 1991. შემოდგომაზე ქართულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც რა თქმა უნდა ჯდებოდა რუსული სპეცსამსახურების გეგმებში და ახორციელებდა მათ. ამ გეგმის პროგრამა მინიმუმი იყო გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში სეპარატიზმის გამოწვევა, ამის ნიადაგზე სამხედრო კონფლიქტი და ამ კონფლიქტის დარეგულირებისათვის სამშვიდობო ოპერაციების წარმოება, რომელიც საბოლოო ჯამში მოახდენდა საქართველოს ხელახალ ოკუპაციას. რუსეთს ეს ყველაფერი მისცემდა რეალურ ბერკეტებს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციიების გავლენის მოსაპოვებლად. ეს ყოველივე 2008. აგვისტოში თვალნათელი გახდა და სწორედ ამ რეგიონებიდან სცადა რუსეთმა საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.
      1991. შემოდგომაზე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებულმა ლოზუნგმა ~ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა~ შესანიშნავად იმუშავა. მათ მიერ შემოთავაზებულმა ფოჩიანმა კანფეტმა დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ~დამკვიდრებისა~ საქართველოში და პიარ კამპანიამ გამსახურდიას დიქტატორობის შესახებ შედეგი გამოიღო. მოხდა სამოქალაქო დაპირისპირების არნახული ესკალაცია თბილისში, რაც მივიდა თავის ლოგიკურ ზღვრამდე. 1991. 22 დეკემბერს დაიწყო საქართველოში სამხედრო გადატრიალება რუსეთის სამხედრო ძალების აქტიური მონაწილეობით, რომელსაც ხელმძღვანელებდა კავკასიის საოლქო არმიის გენერალი ბეპაევი. 1992. 6 იანვარს გამსახურდიას მთავრობამ დატოვა საქართველო. საქართველოს ხელისუფლება ჩაიბარა სამხედრო საბჭომ სამი პირის ხელმძღვანელობით. თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და თენგიზ სიგუა. რუსეთის მიზანი, ანუ პროგრამა მინიმუმი შესრულდა.
      დაიწყო პროგრამა მაქსიმუმის განხორციელება. ანუ სეპარატიზმის გაღვივების პროცესი ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში. 1992. 7 მარტს საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე. ვფიქრობთ მისი დაბრუნება კომპრომისულად იყო გადაწყვეტილი როგორც დასავლეთის ასევე რუსეთის პოლიტიკურ წრეებში. თუმცა მომავალში განხორციელებული ქმედებები, რომელიც შევარდნაძის მიერ განხორციელდა ბადებს ეჭვებს, რომ ის საქართველოში ახორციელებდა რუსეთის პოლიტისტებლიშმენტის პროგრამა მაქსიმუმს, ანუ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთი და ცხინვალის ოკუპირებას. ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ მისი ჩამოსვლის დღიდან პრაქტიკულად გაძლერდა სეპარატისულ რეგიონებში კონფრონტაცია. ცხინვალის რეგიონში მოხდა საომარი მოქმედებების განახლება, ხოლო აფხაზეთში შეიქმნა პირობები, რომ ის გამოსულიყო საქართველოს სამართლებრივი სივრციდან, რომლის დაშვებაც არაფრით არ შეიძლებოდა. ეს გამოიწვია 1992. თებერვალში სამხედრო საბჭოს მიერ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებამ, რომლითაც პრაქტიკულად შეწყვიტა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივი კავშირი. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა საქართველოს სამართლებრივ ტერიტორიულ წყობას გაუქმებულ იქნა. ეს გახდა საბაბაბი კონფლიქტის ესკალაციის. კერძოდ 1992. 25 ივნისს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობიდან გასულად გამოაცხადა იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის გაუქმებამ აფხაზეთი პრაქტიკულად საქართველოს სამართლებრივი სივრცის გარეთ დააყენა. აფხაზეთმა აამოქმედეს 1925. კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ისინი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირს არსებობა შეწყვეტილი ჰქონდა 1991. დეკემბრიდან. თუმცა სიტუაციის ესკალაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
რუსული გეგმა ძალას იკრებდა. 1992. 24 ივნისს დაგომისში რუსეთმა მოახერხა ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ისინი, როგორც სამშვიდობო ძალები ჩადგნენ ცხინვალის რეგიონში. პროგრამა მაქსიმუმის კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა. 1992. 14 აგვისტოს საქართველოს ასე ვთქვათ შეიარაღებული ძალები გადაადგილდა აფხაზეთში, რკინიგზის დაცვის საბაბით, რამაც მოახდინა სამხედრო ესკალაცია აფხაზეთში და დაიწყო ომი, რაც 1993. 27 სექტემბერს დასრულდა ქართველების გამოდევნით მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიიდან. შედეგად მივიღეთ 300 000 დევნილი, აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის გენოციდი და 1994. სნგ- მანდატით აფხაზეთში რუსული სამხედრო ~სამშვიდობო ძალების~ განლაგება აფხაზეთში, რომელიც დღემდე გრძელდება.
აღნიშნულ რუსულ-აფხაზურ ეთნოწმენდაზე დასავლეთს ხმა არ აუმაღლებია, ვინაიდან რუსეთმა მოახერხა საინფორმაციო კამპანიის ისე ჩატარება, რომ მისი კვალი ამ კონფლიქტში დაიფარა. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვისას, რომელიც მომავალში უნდა განვიხილოთ 2008. აგვისტოში რუსული ინტერვენციის კონტექსტში. შეიძლება ითქვას რუსულმა გეგმამ სრული გამარჯვება მოიპოვა. მან შეასრულა კავკასიის დამორჩილების და მისი გავლენის დაკანონება კავკასიის რეგიონში. გაყინა რა აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტები მათი გამოყენება გეოპოლიტიკური მიზნებისათვის მომავლისთვის გადადო. მან შეძლო გაეყინა კონფლიქტები მანამდე, ვიდრე მისი ხსენებული მიზნებისათვის საჭიროება არ გახდებოდა აუცილებელი. აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდებით, როდესაც განვიხილავთ 2008. აგვისტოში საქართველოში განხორციელებულ ინტერვენციას.
აფხაზეთის დროებით საქართველოს იურისდიქციიდან გამოსვლა რუსეთმა გამოიყენა მისთვის სასარგებლო სამშვიდობო მანდატის დასაკანონებლად. კერძოდ: მათ მოახერხეს საქართველოს იურისდიქციიდან გამოსული აფხაზეთის საკუთარ იურისდიქციაში მოქცევა, ისე, რომ საქართველომ პრაქტიკულად ვერ მოახერხა ელემენტარულად შეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს. რუსული გეგმა, რომელიც 1991. დაიწყო თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. განხორციელდა 2 ეტაპად:
 1. მოხდა ქართული საზოგადოების სამოქალაქო  დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. მოხდა საზოგადოების პოლარიზაცია. დაემხო ეროვნული ხელისუფლება. სამოქალაქო ომში რუსეთის სამხედრო ნაწილებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს და ბალტინის სამხედრო საზღვაო ძალებმა გადაწყვიტეს "სამოქალაქო ომის" ბედი. მათ ხელისუფლებაში დატოვეს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც შეიძლება ითქვას დაიმსახურა ეს. მან რუსეთს შეუწყო ხელი საქართველოს რეგიონების რუსეთის იურისდიქციაში მოქცევას.
2. რუსეთმა შეძლო საქართველოში, მის ტერიტორიაზე ხანგძლივი ინტერვენციის მოწყობა, რომელსაც მომავალში მთლიანად ქვეყნის ინტერვენციისათვის გამოიყენებდა, რაც დღეს 2008. აგვისტოში განხორციელდა.

            გვინდა შევეხოთ მეორე პოზიციას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი პირველი ვერსიის საწინააღდეგოდ საქართველოში. როგორც მოგახსენეთ ლოზუნგი ~ჯერ დემოკრატია მერე დამოუკიდებლობა~, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იქნა დამუშავებული, მხარდაჭერა საქართველოში 1991 წელშივე ჰპოვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში, რამაც გამოიწყვია ის უბედურება, რაც საქართველოში მოხდა. სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, ასევე ტერიტორიების რუსეთის მიერ პრაქტიკული ანექსია და მათი 2 ეტაპიანი გეგმის სრულად და წარმატებით შესრულება. რჩება შთაბეჭდილება, რომ 1991. 9 აპრილს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ თითქოს ეიფორია მოჰგვარა საქართველოს. მათ მართლაც დაიჯერეს, რომ აქტი იყო საკმარისი რათა საქართველოს რეალურად მიეღო დამოუკიდებლობა. ეს რა თქმა უნდა იმ ადამიანების მოსაზრება იყო, ვინც ხედავდა მხოლოდ პოლიტიკურ ფასადს და ვინც ძალიან იოლად წამოეგო ხსენებულ ლოზუნგს. შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო გაუცნობიერებელი მოსახლეობისთვის, ასევე გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვის დავიწყებას მიეცა საბჭოთა კავშირის არსებობა, მისი დატოვებული კვალი და მათ შორის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ისინი შევიდნენ სამოქალაქო დაპირისპირებაში და შემდეგ ყველა იმ საქართველოსთვის დამღუპველ პროცესებში მიიღეს მონაწილეობა, რაც განხორციელდა 1994-მდე.
 იყო მეორე ნაწილი საზოგადოების, ასე ვთქვათ ინტელიგენცია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ყველაფერში. ჩათვალეს, რომ ლოზუნგი იყო აბსოლუტურად მისაღები და გულწრფელი. თუმცა არსებობდნენ ადამიანები ამ წრეებში, რომელთაც წარმოდგენა არ შეეცლოთ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრება რუსეთთან ერთად. ასევე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დონეზე ამოქმედებდა ამ მასას ხალხისას იგივე ლოზუნგის ქვეშ ~ჯერ დემოკრატია მერე დამოუკიდებლობა~. თუმცა მშვენივრად იცოდნენ რა ძალების მიერ ჰქონდათ დავალება მიღებული და მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურების მფარველობის ქვეშ. რუსეთმა ძალიან მარტივად შეძლო დაემხო საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო და ჩაეთრია საქართველო რამდენიმე წლიან ქაოსში, რითაც საბოლოოდ დაინგრა ყველაფერი ის, რაც კი ათწლეულების მანძილზე შექმნილა. ეკონომიკა და ყოველგვარი ინფრასტრუქტურა.
      1994. შემდეგ რუსეთმა პრაქტიკულად შეძლო საქართველოში მისთვის შედარებით ლოიალური ხელისუფლების მოყვანა და ტერიტორიების ანექსირება, ხოლო ანექსირებულ ტერიტორიებზე იქ თავისი ყოფნა დააკანონა სამშვიდობო მანდატის მეშვეობით. საქართველოში ერთგვარი სიმშვიდე დამყარდა. დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, პრივატიზაცია, რომელიც ძირითადად მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა, იმ დამსახურებისათვის, რაც მათ გააკეთეს საქართველოში. არავითარი დასავლური ეკონომიკის აშენების ნიშანწყალი არ ჩანდა. ყველაფერი დაიწყო სოციალური უსამართლობით, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთში. 1998 წლიდან დაიწყო ქვეყნის ჭაობში ჩავარდნა და პოლიტიკური და ეკონომიკური უძრაობის ხანა. ლოგიკური იყო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ დაიწყო ფრთხილი პოლიტიკა დასავლეთთან ნატოში ინტეგრაციის, აბრეშუმის გზის და ენერგო მატარებლების ექსპორტის განხორციელების შესახებ. დასავლეთმა ამ პროექტებს მხარი დაუჭირა. მისი პრეზიდენტობის რამდენიმე დადებითი მომენტი უნდა აღინიშნოს. ეს არის ბაქო-სუფსის ნავთობტერმინალის აშენება, ბაქო-ჯეიხანის ნავთობმაგისტრალის აშენება და ნატოსთან კონსულტაციების დაწყება. ნატოსთან ინტეგრაციის ინტენსიური ხანა 2004-დან დაიწყო, ხოლო ენერგო მატარებლების პროექტები დასავლეთის ძალისხმევით აშენდა. ასევე პოლიტიკური წარმატება იქნა მიღწეული სტამბულში, სადაც რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. თუმცა ამ შეთანხმების შესრულება, რომელიც 1 წელს არ უნდა გადასცდენოდა 2007. დეკემბერში დასრულდა. პოლიტიკურ წარმატებას რათქმა უნდა შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი წარმოადგენდა უნებისყოფო კრებულს, რომელთაც ვერ გადაწყვიტა ელემენტარული ეკონომიკური პრობლემები. მწიფდებოდა ლოგიკური დასასრული ამ რეჟიმის რაც 2003. განხორციელდა ვარდების რევოლუციის სახით. ეს უკვე იყო გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველი წარმატება რაც განხორციელდა იყო აჭარის მოვლენები, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, ასე ვთქვათ განყენებული აჭარის ავტონომიის ლიდერის საქართველოდან განდევნა მშვიდობიანი გზით და იქ საქართველოს სრული პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრცის აღდგენა 2004. 6 მაისს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გამარჯვება ახალი ხელისუფლების, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი მეთაურობდა. უეჭვოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ამ დროისათვის დაიწყო საქართველოში ანექსიის ახალი გეგმის შემუშავება. ეს განაპირობა, საქართველოს დაჩქარებულმა რეფორმებმა, პოლიციის, სამხედრო სტრუქტურების და სხვა სფეროებში, რომელიც საქართველოს აახლოებდა დასავლეთთან და ნატოს სტურქტურებთან. ~ვარდების რევოლუციამ~ პრაქტიკულად შეძლო 11 წლიანი შევარდნაძის ეპოქის, უძრაობის ხანის დასრულება და ევროპასთან ურთიერთობებში ყინულის გალღობა. დასავლეთი მხარს უჭერდა საქართველოს რეფორმებს და კიდევ უფრო გაძლიერდა მისი დახმარება საქართველოზე. რაც რათქმა უნდა მოსკოვს აღიზიანებდა. ის, რომ მოსკოვმა დაიწყო ახალი გეგმის განხორციელება საქართველოს ოკუპაციისათვის გამოიხატა შემდეგ ფრაზა-სიგნალში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უთხრა ვლადიმერ პუტინმა აჭარის მოვლენების შემდეგ: სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ასეთ საჩუქარს არ ელოდოთ. ეს თავად გაახმოვანა საქართველოს პრეზიდენტმა თავის ერთერთ გამოსვლაში.

2. ვარდების რევოლუცია, ახალი ეტაპი საქართველო რუსეთის ურთიერთობებში.


      ~ვარდების რევოლუციის~ შემდეგ სააკაშვილის მიერ გათვალისწინებულ იქნა მთელი რიგი შეცდომები, რაც პირველმა პრეზიდენტმა დაუშვა მისი მმართველობის დროს.
1.     სააკაშვილმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს და პრაქტიკულად იზოლაციაში მოაქცია არა მარტო კრიმინალური-ქურდული სამყარო, არამედ მოახდინა თავად ამ ქურდული-საბჭოთა მენტალიტეტის საშინელი დისკრედიტაცია. გავიხსენოთ, გამსახურდიას დროს და მისი გადატრიალების ფლაგმანი კრიმინალური სამყარო იყო, რომელსაც მოდერნიზებული-ახალი სახე პროფესსორ ქურდყოფილი ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობდა. ჯაბა იოსელიანის ქურდულ-პროფესორული ჰიბრიდი იყო ერთგვარი ახალი სახე პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, რომელიც შემდეგში ქურდული სისტემის ნახევრად ლეგალიზებაში გადაიზარდა. იგულისხმება მათ მიერ ნახევრად კანონიერი გზებით ბიზნესის კეთება და ასე ვთქვათ 30-50-იანი წლების ამერიკული მაფიოზურ-მონოპოლისტური ბიზნესის მსგავსი სახით გადაკეთება.
2.     სააკაშვილი ამის განსახორციელებლად უნდა დაყრდნობოდა პოლიციას, რომელიც საბჭოთა პოლიციის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ის არ მოერიდა 35 000 პოლიციელის დათხოვნას და ახალი მოდერნიზებული პოლიციის შექმნას, რომელიც შეებრძოლებოდა საბჭოთა ქურდულ ფიზიკურ და მენტალურ გადმონაშთს. აღნიშნული ოპერაციები წარმატებით დასრულდა. საქართველო გაიწმინდა ქურდული მენტალობის კრიმინალებისაგან და ამის შედეგები 2008. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვიხილეთ.
3.     სააკაშვილი შეუდგა ქართული სამხედრო ძალების შენებას, როგორც მისი ინფრასტრუქტურის ასევე ფიზიკურად ბრძოლისუნარიანი არმიის აშენებას. ამ საკითხებში მან საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, იმ საზომით, რომ 2008. აპრილში დადგა საკითხი საქართველოსთვის მაპის მინიჭების შესახებ, რომელიც პირველ რიგში სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებდა. საქართველო სრულად აკმაყოფილებდა ნატოს მოთხოვნებს სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა უარი მაპზე იყო 2 დასავლეთის სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
4.     სააკაშვილს ასევე სერიოზული პრობლემები დახვდა სოციალურ, გასნათლების, ჯანმრთელობის და სხვა სფეროებში და სწრაფი ტემპებით დაიწყო კომუნისტური მმართველობის შემდეგ მიუხედავი ბევრი სფეროების რეფორმირება.

აი მოკლე ექსკურსი იმისა, თუ როგორ ემზადებოდა საქართველო რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. უნდა ითქვას მთავარი: საქართველოს ასეთმა სწრაფვამ დასავლეთისკენ და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანში, გამოიწვია დასავლეთის დაინტერესება საქართველოთი და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რამაც შექმნა საგარეო პოლიტიკური თავდაცვა რუსეთის ოკუპაციის შემთხვევაში. ეს განხორციელდა კიდევაც.
      რუსეთის გეგმა საქართველოს ოკუპაციის და მისი პოლიტისტებლიშმენტზე გავლენის მოპოვების შესახებ ისევ ამუშავდა. რუსეთის გეგმამ პოსტოკუპირებულ ტერიტორიებიდან უნდა გადმოენაცვლა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მზადება 2005 წლიდან დაიწყეს. სამხედრო პოლიტიკური ინტერვენცია ძალას იკრებდა. სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. უნდა ითქვას, რომ რუსეთი ტრადიციული ხერხით ცდილობდა საქართველოში პოლიტიკური გავლენის მოპოვებას. გეგმა ამჯერადაც 2 ეტაპისგან შედგებოდა. 1. სამოქალაქო დაპირისპირების გზით საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვა და სასურველი ხელისუფლების მოყვანა.
2. სამხედრო ინტერვენცია და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა, ან თავად საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების სამხედრო სამოქალაქო დაპირისპირებასი გადაზრდა.

      აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად რუსეთმა არაერთი მიზანმიმართული ქმედება დაგეგმა ამ გეგმის 1 ნაწილის განსახორციელებლად. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა გაემეორებინა ის შეცდომები, რაც გამსახურდიას მთავრობამ დაუშვა 1991. ყველა ის კომპონენტი, რომელიც ჩამოვთვალეთ უზრუნველყოფდა სამხელმწიფო მანქანის გამართულ მუშაობას, სადაც შეუძლებელი გახდა რუსეთის სპეცსამსახურების შეღწევა. თუმცა ამის დიდი სურვილი იყო. პირველ რიგში ავღნიშნავდი იგორ გიორგაძის პარტიის გაძლიერება-დაფინანსებას. საკმაოდ წარმატებით მოხდა ამ ძალის განეიტრალება. ამის შემდეგ დაიძრა საკმაოდ ძლიერი და კარგად გამიზნული პრ ქმედება. მოიძებნა ძალები საქართველოში, რომლებიც საკმაოდ ფესვგადგმული და დაფუძნებული იყო საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ სივრცეში. უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან ვბევრი არაპოპულარური ნაბიჯი გადადგა, რომლითაც ხალხის გარკვეული მასა საკმაოდ გაღიზიანდა. თუმცა ის ახერხებდა ამ ყველაფრის შეჩერებას. საპროტესტო განწყობა ხალხის მასაში აღწევდა უმაღლეს დუღილის ტემპერატურას. საკმარისი იყო სერიოზული პრ ჯგუფის მიერ პროვოცირება სიტუაციების და ის კონტროლს მიღმა გამოვიდოდა. რა თქმა უნდა მხოლოდ ვერსიების დონეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ვერსიები საინტერესოა თავად იმ დიდი ჰერმენევტიკული გეგმა-თამაშის გასაშლელად, რომელიც ამ წერილის ბოლო ნაწილში შეგვხდება.
      როგორც ვთქვი, სააკაშვილის სახელმწიფო მანქანას ჰქონდა შესაძლებლობები აღეკვეთა რუსული სპეცსამსახურების ქმედებები ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ, მას ამის შესაძლებლობები არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ ყველაფერი დაიწყო ქვეყნის გარედან. ანუ პრ აქცია დაიგეგმა გარედან და დაიწყო განხორციელება. სიტუაცია ქვეყანაში შესანიშნავად იყო შესწავლილი. შესწავლილი იყო ხალხის მასის განწყობა. შესანიშნავად მუშაობდა ტელეკომპანია ~იმედი~. ოპერაცია იმდენად კარგად იყო დაგეგმილი პრ ტექნოლოგიურად, რომ პრაქტიკულად არ იყო კვალი დატოვებული, რაზედაც სახელმწიფოს შეეძლო რეაგირება მოეხდინა. 2007ნოემბრის მოვლენების განეიტრალება ხელისუფლებამ შეძლო. ეს თამაში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით მიმდინარეობდა. თუ რა სურდა მას, ამაზე ბევრი ვერსია შეიქმნა. ჩვენის აზრით, პატარკაციშვილმა უწყოდა რუსეთის გეგმების შესახებ, რომელსაც ის აპირებდა საქართველოში ზაფხულზე და გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის, რათა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ თემით ევაჭრა რუსეთთან. ეს მისთვის საკმაო სარგებლიანობას წარმოადგენდა. მისი ხელისუფლებაში მოსვლით, პრაქტიკულად მთლიანად იცვლებოდა საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულებები. თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო თავისი გეგმების განხორციელება და ეხლაც გზამართალსაა. ბოლო პუნქტი საქართველოს რუსეთის ურთიერთობაში იყო ის, რომ 2008. აპრილში, ევროპამ საქართველოს არ მიანიჭა მაპი. რამაც რუსეთს მისცა შესაძლებლობა 2008. აგვისტოს მოვლენები განეხორციელებინა.

3. რუსეთი და საქართველო

Aარსებობს რამდენიმე საკითიხი, რომელიც აუცილებლად უნდა გააანალიზოს საქართველომ კერძოდ:

1.     უნდა გაანალიზდეს ომის დაწყების, განვითარების და დასასრულის წინაპირობები.
2.     უნდა გაანალიზდეს ომის გეოპოლიტიკური ხასიათი.
3.     ნდა გაანალიზდეს რუსული გეგმა, როგორ ფიქრობდნენ, ისინი ომის წარმოებას.
4.     ნდა გაანალიზდეს რუსული გეგმა ტერიტორიების ანექსირების შესახებ, რომელიც განხორციელდა 2008 წლამდე დეფაქტოდ.

Aრუსულ ქართულ კონფლიქტს სერიოზული წინაპირობები გააჩნდა. ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ მოსწონდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მრავალ ნიშანში გამომჟღავნდა. Eკონომიკურ ემბარგოში, პერმანენტულ დადანაშაულებაში საქართველოს ხელისუფლების, მუდმივ პროვოცირებაში, მათ მიერ გაცხადებულ გეოპოლიტიკურ ინტერესებში. საბოლოო ჯამში რუსეთის ხელისუფლება სასწიკი წინააღმდეგი იყო საქართველოს საგარეო კურსის. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევაც აღიარა, რომ 2007 . უკვე რუსეთის გენშტაბმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც საქართველოში სამხედრო ინტერვენციას გულისხმობდა. მივედით 2008. ომამდე, რომელიც ვფიქრობ კარგად დაგეგმილი იყო, თუმცა ჩვენის აზრით ეს გეგმა ზუსტად გეგმის მიხედვით არ წარიმართა.

იტუაციის გაანალიზების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ რუსები მზად იყვნენ ორივე მხრიდან აფხაზეთიდან და როკის გვირაბიდან  დაეწყოთ შემოსვლა საქართველოში. გაჭირვების შემთხვევაში, კიდევ 2 მიმართულება შეეძლოთ გამოეყენებინათ, ლარსი და სადახლო. აქვე მინდა გაგახსენოთ ბაღაფშის ივნისის დასაწყისში გაკეთებული განცხადება, რომ დაიწყებდნენ კოდორზე შეტევას 12 აგვისტოს. ეს სწორი თარიღი არი იყო + - 3-4 დღის განსხვავებით. ასევე პაველ ფელენგაუერმა მისცა ინტერვიუ ივნისში, სადაც ის ამბობდა რომ აგვისტოს დასაწყისში რუსები შეუტევდნენ კოდორს. არავითარი ინფორმაცია არ იყო ცხინვალში საომარი მდგომარეობის დაწყების შესახებ. კოდორი იყო ის წერტილი, სადაც შეიძლებოდა დაწყებულიყო საომარი მოქმედებები და შემდეგ ის გადაზრდილიყო ფართო მასშტაბიან ომში. რუსებმა შექმნეს ყოველგვარი ინფრასტრუქტურა საჯარისო ნაწილების შემოსაყვანად, როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით. ჩემი აზრით, რუსები სწორედ დასავლეთ საქართველოში აპირებდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას და ფრონტის გაშლას მთელ დასავლეთ საქართველოზე. ცხინვალი კი იყო მეორე დარტყმის წერტილი.

საინტერესოა რატომ? ალბათ იმიტომ, რომ კოდორზე თავდასხმაში აფხაზებს მიაღებინებდნენ მონაწილეობას, ხოლო ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემის შემდეგ ისინი შემოუტევდნენ ზუგდიდს და გაშლიდნენ ფრონტს დასავლეთ საქართველოში. ზღვით დაიკავებდნენ ფოთს, სენაკს, სამტრედიას, და დაიძრებოდნენ ქუთაისისკენ. ამას მოჰყვებოდა ლტოლვილების დიდი ნაკადი აღმოსავლეთ საქართველოში და ძირითადად თბილისში. მოხდებოდა დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული ჩვენი სამხედრო ძალების (ცოცხალი ძალია) და ინფრასტრუქტურის განადგურება, რასაც ისინი დაახლოებით 3-4 დღეს მოანდომებდნენ იმდენად დიდი ძალა იყო შემოსული აფხაზეთში. დაახლოებით ათასამდე ტანკი და ჯავშან მანქანა, ხოლო ფოთი საზღვაო არმადა და ავიაცია. ვფიქრობ, ჩვენს მიერ ამ გეგმის ამოცნობა მოხერხდა. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იყო ის, რომ ეს ომი ექციათ ტაქტიკურ იურიდიულ ომად, რაც ასე თუ ისე მოხერხდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ შევძლებდით რუსების ჩვენს საზღვრებს იქით გადარეკვას. ვინც ამას ფიქრობს, ეს არის ძალიან ბავშვური მსჯელობა.

რუსეთის გეგმა იყო მთლიანად საქართველოს ოკუპაცია და აქ პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა. გეგმა ხორციელდებოდა შემდეგნაირად. ფრონტის ძირითადი ხაზი გავიდოდა დასავლეთ საქართველოზე, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან დიდი იყო. ამ ფრონტზე მოხდებოდა ძალიან დიდი ნაწილი სამხედრო ძალის განადგურება და ლტოლვილების გადმორეკვა აღმოსავლეთ საქართველოში-თბილისში, რომელთა რიცხვი გადააჭარბებდა 500 000 კაცს. ოპერაციის მაქსიმალური ვადა იყო 3 დღე. ამის შემდეგ რუსები ცხინვალიდან შემოვიდოდნენ გორში, სადაც ასევე მოხდებოდა ჩვენი სამხედრო ძალის (აღმოსავლეთის ნაწილის) მაქსიმალური განადგურება, კიდევ ლტოლვილების ნაკადი თბილისში და საქართველოს დედაქალაქში სამოქალაქო არეულობის, ხელისუფლების დეზორგანიზების მოწყობა და შემდეგ თბილისში შემოსვლა როგორც წესრიგის დამყარებლების. აქ ხელისუფლებაში სასურველი კანდიდატურის დასმა, მთავრობის ჩამოყალიბება და დასავლეთისთვის ფაქტის დადება, რომ დეფაქტოდ საქართველოში ასეა. ეხლა ვისაუბროთ.

ზემოთ ვთქვი, რომ გეგმა ამოცნობილ იქნა. ასეც იყო. არჩევანი გასაკეთებელი არ იყო. იძულებული ვიყავით გვემოქმედა დასწრებაზე, რათა ჩაგვეშალა ეს გეგმა. სწორედ ამიტომ მოხდა ცხინვალის მიმართულებით საომარი მოქმედებების, შეტევის დაწყება. 3 დღიანი შეუპოვარი ბრძოლა, უცებ ცეცხლის შეწყვეტა და ჯარის, როგორც დასავლეთის ძალების ასევე აღმოსავლეთის ძალების გადმოყვანა თბილისში, მის დასაცავად. რუსების გეგმა, მთლიან ოკუპაციაზე და ხელისუფლების შეცვლაზე სწრაფად ჩაიშალა. დიპლომატიური მექანიზმების ამუშავების და ამერიკის დიპლომატიის საოცარი უპრეცენდენტო დახმარების მეშვეობით მოხერხდა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება აზრის შექმნა და ნაბიჯების განხორციელება, რაც ყველამ იცით. Aასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციაში ჩაერთო ამერიკის საზღვაო ფლოტი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სრული ოკუპაციისგან დაცვაში.
      მოხერხდა რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკაში მარტო დარჩენა. სხვა შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ არ შეგვეძლო ორ ფრონტზე ომი. არც რუსების საქართველოს ტერიტორიიდან გარეკვა. ჩვენ რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. ჩვენ არ დავუშვით რუსეთის შემოსვლა თბილისში. ჩვენ ვაწარმოეთ ტაქტიკურ იურიდიული ომი, რომელიც კარგად შევასრულეთ. მე მესმის, რომ მოლოდინები იყო ძალიან დიდი, რაც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კარგად აჩვენა.

ჩვენს მიერ რუსების გეგმის ჩაშლამ გამოიწვია ის, რასაც დასავლეთმა უწოდა რუსული აგრესია და ოკუპაცია. მთავარი ამ გეგმაში იყო ხელისუფლების დამხობა. რაც მათ ვერ განახორცილეს. ამის გამო, მათ მიიღეს მძიმე იურიდიული შედეგები. დაკანონდა მათი ოკუპაცია აფხაზეთში, სამაჩაბლოში და იქ ყველგან სადაც არიან. გაუუქმდათ ყოველგვარი სამშვიდობო მანდატი და ლეგალიზებული ყოფნა საქართველოს რომელიმე ტერიტორიაზე. ისინი გახდნენ მხარე საქართველოსთან კონფლიქტში, რასაც ძალიან დიდი ნიშვნელობა ჰქონდა, საქართველოს შემდეგი ინტეგრაციის გზაზე ნატოში და ევროკავშირში.

4. კონფლიქტის იურიდიული ნაწილი
განვიხილოთ ის იურიდიული შედეგები, რომელიც ამ ომის შემდეგ დადგა საქართველოში.

როდესაც ომის საფრთხეს გრძნობ და შესაძლოა ითქვას პირდაპირ გაუწყებენ, თავდაცვაზე ფიქრობ და ეს თავდაცვა არ არის მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით თავდაცვა. ესაა სამართლებრივი და პოლიტიკური თავდაცვის მექანიზმების შემუშავება. თუ აპრიორად მივიღებთ იმას, რისი საფუძველიც გვაქვს,  რომ რუსეთი აპირებდა საქართველოსთან ომს, შესაბამისად მისი მთავარი ამოცანაც ცნობილია, რუსეთს სურდა საქართველოში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა. ხოლო საქართველოს მიზანი ოყო, რომ შეენარჩუნებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართული სახელმწიფო.
რა მიიღო რუსეთმა ამ მოვლენებიდან?
1.      რუსეთმა ვერ შეძლო მისი მთავარი ამოცანის შესრულება- რეჟიმის შეცვლა.
2.      რუსეთმა მოახდინა ტერიტორიების იურიდიული ცნობა და ამას დაარქვა "ახალი რეალობა". თუმცა ვფიქრობ სამშვიდობო სტატუსი მისთვის უფრო გამოსადეგი იყო ვიდრე ოკუპანტის სტატუსი. ეს თავადაც კარგად იცოდა.
3.      რუსეთმა შეძლო ნატოს გაფართოების ლოკალური შეჩერება ამ ომით, თუმცა დროში ეს ვერ შეძლო.
4.      რუსეთმა დროში სრულიად წააგო დიპლომატიური ომი და მისი ოკუპაციის საერთაშორისო თანამებობრობის მიერ აღიარება მიმდინარეობს.
5.      რუსეთმა ვერ შეძლო "ახალი რეალობის" საერთაშორისო აღიარება და ის დამარცხდა არაღიარების პოლიტიკასთან.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას,  საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზა, იყო მხოლოდ ერთი, რომ როგორმე ჩაენაცვლებინათ რუსეთის სამშვიდობოები სხვა სამშვიდობოებით, რომელიც რეალურ სამშვიდობო პროცესს დაიწყებდნენ, რუსეთისგან განსხვავებით. რუსეთმა თავისი სამშვიდობო მისით პრაქტიკულად დაბლოკა საქართველოს ნებისმიერი სახის ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში. მოახდინა კონფლიქტური ტერიტორიების პრაქტიკული ოკუპაცია რაც 2008წ. იურიდიულად დაადასტურა, ხოლო დადასტურებამდე მას საერთაშორისო სამართლში განიხილავდნენ, როგორც ეთნოკონფლიქტებს. იმის გამო, რომ საქართველო 2008 წ. დასაწყისიდან პრაქტიკულად დადგა ომის საშიშროების წინაშე, სავარაუდოდ ჩვენი ამოცანა იყო, ამ ომით, ყველაფერს დარქმეოდა თავისი სახელი, რაც ასეც განხორციელდა.
იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება ომის შედგებით დადგინდა შემდეგი სამართლებრივ-პოლიტიკური რეჟიმი.
1.      რუსეთი გახდა ოკუპანტი სახელმწიფო, საქართველომ მიიღო კანონი ოკუპაციის შესახებ და ეს ოკუპაცია მომავალში დამკვიდრდა საერთაშორისო სამართალში.
2.      რუსეთი იქცა იურიდიულ მხარედ ამ კონფლიქტში.
3.      დაიწყო არაღიარების  პოლიტიკა და რუსეთმა პრაქტიკულად დამარცხდა დიპლომატიურ ბრძოლაში, თუმცა ეს ბრძოლა არ დასრულებულა.
4.      ეთნოკონფლიქტების სამართლებრივი რეჟიმი იქცა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ რეჟიმად.
5.      საქართველომ გააგრძელა ინტეგრაციის პროცესი ნატოში და ევროკავშირში.
6.      მოხდა კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია და დასავლეთი ჩაერთო ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხში, შესაბამისად აქ იმყოფებიან ევროკავშირის დამკვირვებლები.
7.      აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს ამ პოლიტიკის პირობებში გადახედვას არ ექვემდებარება.

უნდა ითქვას რომ ამ პოლიტკის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება საქართველოს მხრიდან. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დასავლეთი ჩვენი მონდომების გარეშე ამ ყველაფერს გააგრძელებს ძალიან ცდება. დასავლეთს აქვს კოსოვოს მაგალითი. საქართველოს ძალისხმევამ მოახერხა ის, რომ მთელმა მსოფლიომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გაითავისა, მხოლოდ იმიტომ რომ ამ საკითხში ჩვენ ძალიან მკაცრი პოლიტიკა დავიჭირეთ.
ქართულ პოლიტიკურ რიტორიკაში ამ ბოლო დროს მწვავე კამათი მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაგავშირებით. ძირითადად ეს კამათი ზოგად სამართლებრივ თემებზეა, კერძოდ იმაზე, უნდა იყოს თუ არა კონფლიქტის მხარე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. გარდა ამ თემისა არსებობს ისეთი პოზიციებიც, რომელიც უზრუნველყოფს ამ ანკლავების მხარედ წარმოჩენას არსებულ კონფლიქტში. 2008. ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონიოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. აღნიშნული კანონით განისაზღვრა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი. საერთაშორისო ფორმატში შეიქმნა სამხრივი კომისია-ჟენევის ფორმატში. აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობს რუსეთი, საქართველო და დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციები. ქართული მხარის პოზიცია არის ის, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარე არის არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, არამე რუსეთი.
საკითხის ასე დაყენებას აქვს მთელი რიგი საფუძველი. კონფლიქტის ისტორია არა 1991 წლიდან, არამედ საქართველოს გასაბჭოებიდან უნდა ავითვალოთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი წესრიგში ჩადგება.
1921. 21 მაისს შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა. 1922. მარტში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ორივე ეს რესპუბლიკა თავის შინაარსით და მომავლის პერსპექტივით შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ იქ სეპარატიზმი გაღვივებულიყო მოცემულ დროსა და სივრცეში. უახლესი ისტორიული გამოცდილება სწორედ ამის დასტურს იძლევა. სწორედ ამ იტორიული წარსულისა და თანამედროვე რეალობებისგათვალისწინებით მთელი ამ კონფლიქტის წახალისება და დაგეგმვა სწორედ რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით განხორციელდა და არ მგონია ეს თემა სადავო იყოს.
კონფლიქტებისდარეგულირებისდროს 1992. 24 ივნისს და 1994. აგვისტოში რუსეთი მოგვევლინა სამშვიდობო ძალად მისსავე ინიცირებულ კონფლიქტებში. შესაბამისად აღნიშნული კონფლიქტების სამართლებრივ სტატუსად განისაზღვრა ეთნოკონფლიქტური ხასიათი. რუსეთისათვის ეს იდიალური მდგომარეობა იყო. აღნიშნულ ტერიტორიებზე ხორციელდებოდა ფაქტობრივი ოკუპაცია და ანექსია, სტატუსად ის სამშვიდობო მხარეს წარმოადგენდა, ხოლო საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეთნოკონფლიქტურ მხარეებს. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით იყო. რუსეთი ფაქტობრივი ოკუპანტი იყო.
2008. ომის შემდეგ, რუსეთმა თავის ქმედებით პრატიკულად დაასრულა სამშვიდობო მისია ამ კონფლიქტურ რეგიონებში. 2008. 26 აგვიტოს მოახდინა ამ კვაზი სახელმწიფოების დეიურე ცნობა, ჩაატარა ეთნოწმენდა შიდა ქართლში და მოახდინა ტერიტორიების იურიდიული და ფაქტობრივი (რაც ომამდეც ჰქონდა) ოკუპაცია. ანუ რუსეთმა სამშვიდობო მისიის სამართლებრივი რეჟიმი შეცვალა საოკუპაციო რეჟიმით, რასაც ქართულმა მხარემ უპასუხა შესაბამისი კანონით. კონფლიქტური რეგიონები, რაშიც რუსეთი 2008. ომამდე მოიაზრებდა ეთნოკონფლიქტებს და ასეც იყო შეფუთული საერთაშორისო საზოგადოებისათვის იქცა ოკუპირებულ ტერიტორიებად, ანუ მათ შეეცვალა სამართლებრივი რეჟიმი.
რუსეთი 2008 წლიდან დღემდე ცდილობს, არ აღიაროს ეს სამართლებრივი რეჟიმი და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს აღიარონ .. „ახალი რეალობა“. ამისთვის ის იყენებს რამდენიმე ბერკეტს. მისი სურვილია მოახდონოს ამ კვაზი სახელმწიფოების ჩართულობა საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, რათა კვლავ დააფიქსიროს, რომ კონფლიქტის მხარე რუსეთი და საქართველო კი არ არიან, არამედ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო. შესაბამისად ამით აფიქსირებს, რომ ეს კონფლიქტები არის ეთნოკონფლიქტები საქართველოს შიგნით, ხოლო მისი როლი არის არა ოკუპაცია, არამედ მცირე ერების მხარდაჭერა მისი სახელმწიფოებად გამოცხადების გზით. აღნიშნული საკითხის დაფიქსირებას რუსეთი ცდილობს სხვა გზითაც. მისი რიტორიკა წლების განმავლობაში იყო, რომ საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაეფორმებინა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. აღნიშნულ საკითხებს ის აყენებდა არამარტო ომის შემდეგ, არამედ ომამდეც. საქართველოს პოზიცია ამ მიმართულებით არის საკმაოდ ნათელი, რომ ვინაიდან რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ასეთი ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს მხოლოდ რუსეთთან. რაზედაც რუსეთი სასტიკი წინააღმდეგია. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში რუსეთი ფაქტობრივად და იურიდიულად დაადასტურებს, რომ ის არის მხარე და არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
სწორედ ამის გამო, არის გაუგებარი, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის, მოსაზრება და დაჟინება, რომ ამ კონფლიქტში აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს მიენიჭოს მხარის სტატუსი, ან გაფორმდეს მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებები, რაც ასევე რუსეთის მოთხოვნაა. ორივე შემთხვევაში აფხაზეთი და ცხინვალი მიიღებს მხარის სტატუსს, ოკუპირებული ტერიტორიები მიიღებს კონფლიქტური რეგიონების სტატუსს, რაც გულისხმობს ეთნოკონფლიქტს საქართველოს შიგნით და პრაქტიკულად რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის სტატუსის შეცვლას. ეს კიდევ საკმაო საფრთხეებს შეიცავს საქართველოს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკისათვის. დღეს ხდება პირიქით. საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთი ფიქსირდება როგორც ოკუპანტი, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი როგორც ოკუპირებული ტერიტორიები.
მოსაზრება თითქოს ამ კვაზი სახელმწიფოების მხარეებად აღიარება მათთან ურთიერთობების დალაგებას შეუწყობს ხელს არის ძალიან პოპულისტიური განცხადება, ვინაიდან რეალობა ბსოლუტურად სხვაგვარია. რუსეთმა 1993 წლიდან იზრუნა, რომ მომხდარიყო ეთნოწმენდით გამოდევნილ ადამიანებსა და დარჩენილ მოსახლეობას შორის სოციალური წყვეტა და გაუცხოება. არავინ დავობს იმაზე, რომ ადამიანური ურთიერთობები უნდა აღდგეს, მაგრამ დღეს ამის შესაძლებლობა ნულს უტოლდება, ვინაიდან სამართლებრივი რეჟიმი იმდენად განსხვავებულია, შეუძლებელია რაიმე ურთიერთობის აღდგენა რომელიმე მხარესთან. დღეს ჩვენ იძულებული ვართ მკაცრად დავიცვათ იურიდიული სივრცე, რათა მოხდეს საბოლოოდ დაფიქსირება იმისა, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ოკუპაციის შესუსტებისთანავე შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადასმიანებთან ურთიერთობის აღდგენა. დღეს კი ეს მხოლოდ პოპულისტური განხადებაა და მეტი არაფერი. ამ კვაზი სახელმწიფოების მხარეებად აღიარება მხოლოდ იმ შედეგს მოიტანს, რაც რუსეთს სჭირდება, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები კი არ იყოს, არამედ ეთნოკინფლიქტური რეგიონები საქართველოს შიგნით, თავად კი არაოკუპანტი.
გარდა მხარედ აღიარებისა უკვე საკმაოდ ხმამაღლა იქნა გაცხადებული, რომ საქართველოსკონფლიქტური რეგიონებით ნატოში არ მიიღებენ“.
 
დღევანდელი სამართლებრივი მდგომარეობით საქართველოს არ გააჩნია კონფლიქტური რეგიონები. არამედ ჩვენ გაგვაჩნია ოკუპირებული ტერიტორიები. შესაძლოა ბევრმა ვერ განასხვაოს აღნიშნული სტატუსი თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მას და შესაძლოა ზოგმა გააიგივოს. თუმცა ეს ასე არ არის.
იმ შემთხვევაში თუ:

1. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა იქცვა მხარეებად ამ კონფლიქტში.

2.
გაფორმდება მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება

ორივე ეს შემთხვევა მოიცავს საქართველოს ცხინვალსა და აფხაზეთთან ეთნოკონფლიქტის აღიარებას, რასაც რუსეთი 2008 წლის ომამდე ახორციელებდა და 2008 წლის ომის შემდეგ აქტიურად ითხოვს. თუ ეს განხორციელდება და ეს კვაზი სახელწიფოები მხარეებად იქცევიან ამ კონფლიქტში საქართველოში დაფიქსირდება ეთნოკონფლიქტური რეგიონები, ხოლო ეთნოკონფლიქტებით ნატოში არავინ მიიღებს საქართველოს. რას შვებიან ქართველი პოლიტიკოსები? ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეცვლას ეთნოკონფლიქტური რეგიონებით? ჩემის აზრით ეთნოკონფლიქტურ რეგიონებად ამ კვაზი სახელმწიფოების აღიარება რუსეთის დიდი სურვილია. ის დაჟინებით ითხოვს ამ კონფლიქტების არა ოკუპაციად, არამედ საქართველოს შიდა ეთნოკონფლიქტად მონათვლას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ოკუპირებული ტერიტორიით ნატოში მიღებული სახელმწიფოს მაგალითი არსებობს, გერმანიის სახით. სხვათა შორის ოკუპანტი ქვეყანაც არის ნატოში -თურქეთი.

5. საქართველო და მსოფლიო გეოპოლიტიკა

2008 წ. აგვისტოს პროცესებში ჩაერთო მთელი მსოფლიო. ვფიქრობ სახეზე გვაქვს 1991წ. მსოფლიო გადანაწილების შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური განლაგების დასაწყისი. 1991წ. დან სსრკ-ს დაშლის შემდეგ მსოფლიომ მიიღო ერთიანი მსოფლიო წესრიგი, რომელის ვექტორიც აშშ-ზე გადიოდა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმაგანაცხადა პრეტენზია აღედგინა სსრკ-ს დროინდელი ორპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი. 

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე. მის ძირითად პრინციპებზე. სავარაუდო როლზე, რომელიც შეიძლება ამ წესრიგში საქართველოს დაეკისროს.

მსოფლიო წესრიგი კლასიკურ გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში შედგება სამი ნაწილისგან. დაყოფილია ქვეყნები მათი შესაძლებლობების მიხედვით. I არის ~ტექტოტრონული ოაზისები~. ასეთ ქვეყნებს შეადგენენ აშშ,  დიდი 8-იანის ქვეყნები, ევროკავშირის გაერთიანება, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი, ჩინეთი, რუსეთი. ამ ქვეყნებს ერთნაირი გავლენები რათქმა უნდა არა აქვთ.
გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ირანი, ინდოეთი....
გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყნებია სხვა დანარჩენი.
რაც შეეხება საქართველოს ის სანამ არ გამოსულა რუსეთის გავლენიდან არის გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყანა, თუმცა პერსპექტივა იმისი, რომ გავხდეთ გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყანა გვაქვს, თუ შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, გავწევრიანდებით ნატოში და კავკასიაში დავმკვიდრდებით როგორც პოლიტიკურად ცენტრალური სახელმწიფო.
აღნიშნული ქვეყნები (ყველა ხარისხის) ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და აქვთ გავლენები. ~ტექტოტრონულ ოაზისებს~ გლობალური გეტოს I და II ხარისხის ქვეყნებზე. გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნებს II ხარისხის ქვეყნებზე.
მთელს ამ საკითხებს განსაზღვრავს ენერგო რესურსები და მათი გატარების დერეფნები, გეოპოლიტიკურ ბრუნვაში ჩართულობა.

ეს მცირე ექსკურსი მსოფლიო წესრიგზე. ეხლა უშუალოდ მივყვეთ ჩვენს სიტუაციას აგვისტოში.
ფაქტია, რომ სამაჩაბლოში წარმობულმა 5 დღიანმა ომმა, პრაქტიკულად შეცვალა 1991წ. ახალი მსოფლიო წესრიგის ძირითადი ასპექტები. სახეზე გყვაქვს მსოფლიო ახალი გადანაწილების პერსპექტივა. ჩვენთვის ეხლა მთავარია, რა როლს მოგვანიჭებს ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი. როგორ მოვახერხებთ ამ წესრიგში თავის დამკვიდრებას. აიწევს ჩვენი ხარისხი თუ ისევ დავრჩებით იმავე მდგომარეობაში.

რა იყო 2003წ. რევოლუცია საქართველოსთვის. ერთგვარი გარდატეხა, ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. საქართველომ დაიწყო სულ სხვა პოლიტიკური სამართლებრივი ცხოვრება. საქართველო ძალიან რადიკალურად დაადგა ნატოში ინტეგრაციის გზას. რაც, იყო რუსეთის გამოწვევა. თუმცა, ამას ყურადღება არ მიექცა. მიექცა, მაგრამ რადიკალიზმი არ შეჩერდა. პრაქტიკულად ამ პერიოდში მოხერხდა ნატოს სტანდარტებთან ჩვენი სამხედრო მანქანის ასეთუ ისე დაახლოება, რაც გამოიხატა საქართველოს მაპთან მიახლოებაში. ის საფრთხე, რაც რუსეთს აქედან გეოპოლიტიკურად ემუქრებოდა მათი მხედველობის არეში იყო. რატომ? ეს არის მთავარი. უბრალო მიზეზის გამო.

რუსეთი ვეღარ გააკონტროლებდა კავკასიის რეგიონს ვერც პოლიტიკურად, ვერც ეკონომიკურად, შესაბამისად ეს საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთს პოსტსაბჭოთა შუააზიის ენერგო რესურსების ექსკლუზიურ მართვაში და მოხდებოდა ამ ენერგო რესურსების დივერსიფიცირება კავკასიის რეგიონიდან ევროპაში. შესაბამისად რუსული ენნერგო გავლენა შემცირდებოდა ევროპაზე, რაც რუსული პოლიტიკის ძირითადი მანევრირების საშუალებააა.

2008წ. აპრილში ევროპამ უკუაგდო ჩვენი მოთხოვნა. რუსეთის ზეწოლით, უარი თქვა საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე, რაც უზრუნველყოფდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ნაწილობრივ განეიტრალებას, თუ სულ მოცილებას არა.

რუსეთს პრაქტიკულად აენთო მწვანე შუქი გამალებით დაეწყო საქართველოს დამორჩილებაზე ფიქრი. ისინი აცნობიერებდნენ იმავე სამიტზე მიღებულ დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრები. ანუ რუსეთისათვის საფრთხე მოხსნილი არ იყო. მათ როგორმე უნდა შეეჩერებინათ ეს ყველაფერი, ვინაიდან პოლიტიკაში ფაქტობრივი მდგომარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ვაჭრობის ვადას აგრძელებს რესურსების ამოწურვამდე.

რა იყო აგვისტოს მოვლენები? ეს იყო რუსეთის გადამწყვეტი ნაბიჯი შეეჩერებინა საქართველოს ნატოში ინეგრაცია და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. შეეჩერებინა ნატოს გაფართოება კავკასიაში. ასევე მოეთხოვა, ორპოლუსიანი გეოპოლიტიკის დამკვიდრება და მსოფლიო ახალი წესების შემუშავება. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმას დიმიტრი მედვედევმა 2011წ. ნოემბერში 58 არმიის შტაბში შეხვედრაზე: «Если бы в 2008 году мы дрогнули, была бы уже другая геополитическая раскладка, и целый ряд стран, которые пытались искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего, были бы там», – сказал Медведев на встрече с офицерами.
2008წ.  რუსეთი წავიდა უდიდეს გამწვავებაზე, იმის იმედით, რომ მას ამის რესურსები უკვე გააჩნია. შესაძლოა რესურსებზე არც აქვს დიდი წარმოდგენა, მაგრამ მისი ამ ნაბიჯის გადაუდგმელობა, პრაქტიკულად უკარგავდა მას შანსს, რომ საქართველოს ნატოში მიღების შემდეგ,  ის რაიმეს შეძლებდა ამ რეგიონში. ამიტომ ის შეგნებულად წავიდა ამ იძულებით ნაბიჯზე. როდესაც ხდება იძულებითი ნაბიჯის გადადგმა, ის უკვე პროვოცირებულია. ეს აქსიომაა. რუსული ლოგიკა ნათელი იყო. ის ამაზე უნდა წასულიყო. სხვა შემთხვევაში ის კარგავდა შეიძლება ითქვას ყოველ დღეს, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობდა.

რა მიიღო რუსეთმა ამ ყველაფრით გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. მომავალი პერსპექტივა რომ როგორმე 2015 წ. შეძლებს ე.წ. ევრაზიული კავშირის შექმნას რომელიც მოიაზრება როგორც ახალი საბჭოთა კავშირი.  აუცილებელია საქართველოს მყარი პოზიცია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი მიზნების განხორციელება და ამიერკავკასიაში ექსკლუზიურად გაბატონება.




ირაკლი მარგველაშვილი