Thursday 19 October 2017

ოლიგარქიული მმართველობა ნაბიჯი უკან, რუსეთის იმპერიაში



რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში ტრანსფორმირდებოდა სხვადასხვა სახით. 90-იან წლებში ის ტრანსფორმირდა ახალ იმპერიად, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ოლიგარქიული იმპერია. ეს არის ახალი ტიპის იმპერია, კლასიკური ნიშნებით, რაშიც იგულისხმება მათ მიერ ტერიტორიების მიტაცების ნება და განძრახვა. ამ იმპერიის მართველობითი მეთოდი არის ოლიგარქიული ძალაუფლება, რომელიც თავის თავში გულისხმობს დიდი ფინანსურ შესაძლებლობებს და ამ ფინანსური შესაძლებლობებით პოლიტიკური ძალაუფლების დაუფლებას, რომელიც მკაცრი ავტორიტარიზმის ნიშნებით ხასიათდება. სწორედ ასეთი მმართველობითი სტრუქტურა გააჩნია რუსეთის დღევანდელ სახელმწიფოს - სათავეში პუტინის ხელისუფლებით.

ოლიგარქიული მმართველობა ძირითადად დამყარებულია სახელმწიფოს შიგნით არსებული ბიზნეს ინტერესების მონოპოლიზებაზე, ფინანსური რესურსების კონტროლზე და დაუფლებაზე, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ სახით ის ახდენს  ოპოზიციური ძალების დისკრედიტირების და პოლიტიკური დევნის სევრცეში მოქცევას, ასევე მათთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვას. ეს რუსული მეთოდია. სწორედ ამ მეთოდის გავრცელებას ცდილობს ის მეზობელ სახელმწიფოებზეც, რომელსაც თვლის, რომ არის მისი გავლენის სფერო. ახდენს ამ სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციას, ანექსიას, წარმოქმნის იქ ხელოვნურ კინფლიქტებს და საკუთარი ინტერესების გამო აფერხებს ამ სახელმწიფოების განვითარებს.

ამის ნათელი მაგალითია უკრაინა და საქართველო. მაგალითად საქართველოში 2007 წლიდან დაიწყეს ოლიგარქიული მმართველობის განხორციელება ბადრი პატარკაციშვილის მეშვეობით, რომელსაც მაშინდელმა ქართულმა სახელმწიფომ უპასუხა და პოლიტიკური კრიზისიც გადალახა. რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის იმპერიამ დაიწყო ოფიციალური ომი საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი არმიებით და საქართველომ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ამ კრიზისსაც გაუძლო. შეინარჩუნა ქართული სახელმწიფო, რისი მთავარი საფუძველიც იყო საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმები, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ იფუნქციონირა და გაუძლო ამ დიდ განსაცდელს. მის გვერდით დადგა მთელი საერთაშორისო საზოგადოება, უკრაინასთან ერთად. ეს ძალისხმევა სწორედ იმიტომ იქნა განხორციელებული, რომ საქართველო იყო დემოკრატიული რეფორმების ავანგარდში მსოფლიო მასშტაბით. რუსეთის იმპერიის სამიზნე კი იყო სწორედ ეს სახელმწიფო, ვინაიდან ასეთი სახელმწიფო მის ინტერესებში არ შედის. მის ინტერესებში შედის ოლიგარქიული მართველობის სახელმწიფო, რომელიც არ ვითარდება დას ვერ ახდენს დასავლური ფასეულობების ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ 2012წ. ახალი ოლიგარქიული შემოტევას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედგა სათავეში საქართველომ ვერ გაუძლო და დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რუსული ოლიგარქიული მმართველობაა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. საქართველოს განვითარება შეჩერდა და დაექვემდებარა ოლიგარქიულ მმართველობას, რომლის შინაარსი და დეკლარირებული განცხადებები სრულიად აცდენილია ერთმანეთს.

უკრაინაში, 2014წ. მეორე მაიდანის მოვლენებით, ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი პოროშენკო, რომელსაც ჰქონდა დიდი გამოწვევა. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია და დაიწყო ქვეყნის ოკუპაცია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. ამ მოვლენებს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და პრაქტიკულად მთელი დასავლეთი დარაზმა რუსეთის წინააღდეგ. მიიღეს სანქციები და ელოდებოდნენ უკრაინის სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯებს, სახელმწიფოებრივი მოწყობის, რეფორმების განვითარების კუთხით. პრეზიდენტ პოროშენკოს ჰქონდა გამოწვევა, რომ რუსული აგრესიისთვის ეპასუხა ქვეყნის აღმშენებლობით, ინსტიტუციონალური რეფორმებით, კორუფციის აღმოფხვრით, ოლიგარქიული ეკონომიკის გარდაქმნით დასავლური ტიპის საბაზრო ეკონომიკად, ეკონომიკური ზრდით, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებით, ბიუჯეტის ზრდით. სწორედ ეს იქნებოდა მთავარი ბრძოლის იარაღი რუსეთის იმპერიის წინააღდეგ, რომელიც პრაქტიკულად მოახდენდა უკრაინის განთავისუფლებას რუსეთის იმპერიულ ოლიგარქიული სივრცისგან. ამის მიუხედავად პრეზიდენტმა პოროშენკომ აირჩია სხვა გზა. ის დაუკავშირდა  ახმეტოვის, მედვედჩუკის, იაცენუკ-ავაკოვის ოლიგარქიულ კლანებს და უკრაინა წაიყვანა სხვა მიმართულებით, ოლიგარქიულ-ავტორიტარული მმართველობის გზით.

ოლიგარქიულ-ავტორიტარული მმართველობა არის გზა, რომელიც უკრაინას დააბრუნებს რუსეთი იმპერიის შემადგენლობაში. ის არ არის გზა დასავლეთისკენ, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა 2014 წელს. სწორედ ევროკავშირთან ხელშეკრულების გაუფორმებლობა გახდა მეორე მაიდანის საფუძველი უკრაინაში. სწორედ ამ იდეალებს არ პასუხობს პრეზიდენტი პოროშენკოს ხელისუფლება. ამან გააწბილა დასავლეთის სახელმწიფოები და ამან გააწბილა უკრაინა. უკრაინის გზა არის დასავლეთის გზა, ევროპული გზა, რასაც ბლოკავს ოლიგარქიულ ავტორიტარული რეჟიმი.

ოლიგარქიულ სისტემასთან ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ახალ რეანიმირებულ იმპერიასთან. თუ დაინგრევა ოლიგარქიული სისტემა, დაინგრევა იმპერიის საფუძველი მასთან ერთად. ამიტომ ოლიგარქიული სისტემა წავა ყველაფერზე. ის არის საოცრად შეკრული ინსტიტუცია, რომელსაც აერთიანებს ძალაუფლების და სიმდიდრის წყარო. ამ სისტემის მხოლოდ დამარცხებაა შესაძლებელი. მას არ შეუძლია ტრანსფორმირდეს, ვინაიდან ის ვერ იარსებებს იმპერიული ცნობიერების გარეშე.

ამიტომ უკრაინის და საქართველოს ოლიგარქიული სისტემა, თავისი შინაარსით არის სწორედ რუსეთის იმპერიის ოლიგარქიული სისტემის ნაწილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ განცხადებებს და დეკლარაციებს. მათი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმპერიის ერთიან სისტემაში. დასავლეთში მათი ინტეგრაცია ვერ მოხდება. ის ვერ შეეგუება დასავლურ სისტემას. ამიტომ მათი ხანგძლივობა პირდაპირ პროპორციულია ამ ქვეყნების განუვითარებლობასთან და დასავლეთში მათი ინტეგრაციის შეუძლებლობასთან.

თუ არ დაინგრა ეს სისტემები, არ დაინგრევა იმპერიები ამ ქვეყნებში. იმპერია არ არის მხოლოდ გეოგრაფია. იმპერია არის შინაარსი, იმპერია არის ძალაუფლების ნება და ამ ძალაუფლების ფინანსური უზრუნველყოფა. ამიტომ ოლიგარქიასთან ბრძოლა ეს იგივეა, რაც იმპერიასთან ბრძოლა. დამარცხდება ოლიგარქია, დამარცხდება იმპერია.

ამ ორი თვის წინს ამერიკის კონგრესში მიღებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შინაარსი პირდაპირ კავშირშია სწორედ ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. მის გამოვლენასთან, მის სიტემურ ანალიზთან და შესაბამისი ქმედებების განხორციელებასთან. ამიტომ დღეს, უკრაინაში ოლიგარქიულ სისტემასთან ბრძოლა არის უკრაინის სახელმწიფოს შექმნის და ჩამოყალიბების მთავარი გარანტი. უკრაინა უნდა გახდეს დასავლეთის სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ეს მოხდება მხოლოდ ოლიგარქიული ძალაუფლების დასრულებით.

ირაკლი მარგველაშვილი


-->
17:10:2017 წელი

Friday 14 April 2017

საქართველოს ისტორიული შანსი და მიხეილ სააკაშვილის ფენომენი

ეს არის პირველი მცდელობა დავწეროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, როგორ პოლიტიკოსის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის შესახებ. მასზე კიდევ ძალიან ბევრი დაიწერება, რომელიც გასცდება გაზეთ “ასავალ დასავალის” დონეს, ვინაიდან საქართველო მის ნაკვალევზე სულ სხვა სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება ძალიან მალე და ჩვენი მეხსიერებაც ეყოფა ამას. ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ეს რომ გავიგოთ, აუცილებელი უკან დავიწიოთ, საქართველოს ისტორიის ბნელ ხვეულებში, დავიწყოთ მოგზაურობა, ვიდრე არ მივადგებით ეპოქას, როდესაც სახელმწიფომ შეძლო განეხორციელებინა თავისი ფუნქცია. ასეთად ორი ეპოქა წარმოჩინდება. დავით აღმაშენებლის მეფობიდან ლაშა გიორგის მეფობამდე და შემდეგ გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა. ამ დროს შეძლო საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და იარსება. ამის შემდეგ საქართველო სახელმწიფოდ სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს შედგა, როდესაც მან დაიწყო გეოპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, იმკვიდრებდა თავის ადგილს და ამ გეოპოლიტიკიური ადგილისთვის მოუხდა უდიდეს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა. სწორედ 2008წ. ომი არის საქართველოს როგორც სახელმწიფოს შექმნის სიმბოლო. ამ ომმა გამოაჩინა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, ქართული სახელმწიფოს შექმნის თაობაზე იყო წარმატებული, ვინაიდან ის გახდა კონკურენციის საგანი. რას ნიშნავს ქართული სახელმწიფო? რა ჩანაფიქრი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც 2004წ. ჩაიბარა ყოვლად წარუმატებელი ქვეყანა. ალბათ წარმოუდგენელი იყო საქართველოს როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ასევე ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში მოქცეულიყო კანდიდატ სახელმწიფოდ შეხედვა იმ გადასახედიდან. თუ ვინმეს ჰგონია რომ ჩანაფიქრი, საქართველო გამხდარიყო გეოპოლიტიკური ბრუნვის ნაწილი ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე იყო დამოკიდებული და მარტივად მოხდებოდა ძალიან ცდება. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს ჰქონდა რუსეთის იმპერიას გაცნობიერებული საქართველოს მნიშვნელოვანება როგორც ევროპა აზიის დამაკავშირებელ ლოჯისტიკურ ქვეყანაზე. ამიტომ არასოდეს მოგვცა საშუალება, რომ სახელმწიფოდ შევმდგარიყავით, ვინაიდან თავად დაკარგავდა და სურდა ჰქონოდა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქცია, სამხრეთ ევრაზიის კორიდოზე. ის, რომ ქართვლების დიდ ნაწილს დღემდე არ ესმით ამ სახელმწიფოს ფუნქციონალური მნიშვნელობა და ვერ გაურკვევიათ რა დაიწყო საქართველოში 2004წ, სულაც არ აკნინებს ამ საკითხის მნიშვნელობას. პოლიტიკოსის უდიდეს გაბედულებად უნდა ჩაითვალოს 2003 წელს არსებულ მდგომარეობიდან საქართველო 2008 წლის აპრილში ნატოს მეპის მიღების კანდიდატად ექცია. სწორედ ესაა უდიდესი გაბედულება, რომელიც მიუთითებს პოლიტიკოსის უნარზე, მიიღოს ყველა გამოწვევა, რომელიც ამ ნაბიჯებს მოჰყვება. გამოწვევა კიდევ მსუბუქი სიტყვაა, როდესაც შენ დაპირისპირებაში შედიხარ ისეთ გიგანტთან, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაა. რა თქმა უნდა საქართველო ვერ გახდებოდა სრულად რუსეთის გეოპოლიტიკური კონკურენტი, მაგრამ ფედერაციის სამხრეთ ნაწილში საქართველოს აქტიურობამ რუსეთს შეუქმნა რისკები თავისი, როგორ გეოპოლიტიკური გავლენის მიმართულებით, ასევე შეუქმნა რისკები ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის და ენერგო მატარებლების ჩანაცვლების კუთხითაც, რაც გახდა სწორედ საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგანიც. საქართველოს მიერ ევრაზიის სამხრეთ ნაწილში რეგიონალური გეოპოლიტიკური ადგილის დაკავება, რუსეთს უქმნიდა საფრთხეს, როგორც თავის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებზე, ასევე პოსტსაბჭოთა ცენტრალურ აზიაზე, რათა ჩაითვალა, რომ თუ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი და განახორციელებდა თავის გეოპოლიტიკას, ეს გამოიწვევდა ჯაჭვურ რეაქციას პოსტსაბჭოთა შუა აზიაზე და მათ დამოუკიდებლობაც ამაღლდებოდა, ვინაიდან ისინი მოინდომებდნენ თავიანთი ენერგო რესურსების სწორედ კასპიის მხრიდან გატარებას დასავლეთის მიმართულებით, რაც გამოიწვევდა მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მალე პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც. სწორედ ეს გახდა რუსეთის გააფთრების მიზეზიც. ისინი კარგად ხედავდნენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც მოიაზრებდა რუსეთისათვის სამხრეთში გეოპოლიტიკურ შეზღუდვას და მათი გავლენის შესუსტებას. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაუშვებდა საქართველოს ნატოში შეშვებას, ეს პროცესები ელვის უსწრაფესად დაიძრებოდა და მთელი 90-იანი წლების დაღვრილი სისხლი, დარჩებოდა ფუჭად. რუსეთის ქმედებები იგივე საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში იქცეოდა დიდ აბსურდად. ეს უკევე დაკარგავდა პოლიტიკური ვაჭრობის ფასსაც. ის რომ ქართვლებს არასოდეს დაუხედავთ საქართველოს გეოპოლიტიკური რუკისათვის და ეს მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, სწორედ ეს გახდა გაუგებრობის მიზეზიც, თუ რა სურდა მას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც მთელს ევრაზიის კონტინენტზე ანხორციელებდა თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას, გამორჩენოდა მხედველობიდან საქართველოს ნაბიჯები, რომლებიც ნამდვილად იქცა რუსეთის სამხრეთ ნაწილის რისკის ფაქტორი. პრაქტიკულად საქართველოს აქტიურობა და თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების გამოყენება აქცევდა რისკის ქვეშ დიდი ევრაზიული კავშირის იდეასაც, ვინაიდან ერთიან საბაჟო სივრცეში ვეღარ მოიაზრებოდა პოსტსაბჭოთა შუა აზია და ამიერკავკასია, რომლებიც შეძლებდნენ საკუთარი ენერგო დერეფნისა და სატრანსპორტო დერეფნის განხორციელებას. ლოჯისტიკის ცენტრით საქართველო. ახალი პორტით ლაზიკაში, რაც იქცეოდა საქართველოს ისეთი უსაფრთხოების გარანტიად, რომ თავიდან ბეწვის ჩამოვარდნის უფლებას არ მისცემდნენ არავის ნატოს წევრი სახელმწიფოები. ამიტომ დადგა რუსეთისათვის დღის წესრიგში შეეჩერებინათ მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც არანაირი ზეწოლა არ მოქმედებდა. არც ეკონომიკური ბერკეტები, არც ემბარგო, ვერც ხალხის გამოყრა რუსეთიდან და არც გაზის მილების აფეთქება. საჭირო გახდა მისი შეჩერება სამხედრო ძალით, ვინაიდან თუ რუსეთი გაუშვებდა ამ დროს, მას უკვე საომარი მხოლოდ საქართველოსთან კი არა, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა შუა აზიასთან ექნებოდა, რაც უბრალოდ მის ძალებს აღემატებოდა და ამ შემთხვევაში მისი მარცხი გარდაუვალი იყო. უბრალოდ მეცოდება ის ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღემდე თვლის, რომ 2008წ. ომი ეს იყო საქართველოს დაწყებული, ხოლო რუსეთმა მიიღო ის, რაც მათ უნდოდათ, აფხაზეთი და ცხინვალი. ან სააკაშვილმა ჩააბარა მათ ეს ტერიტორიები. ეს არის სიბრიყვისა და ინფანტილიზმის კლასიკური გამოვლინება. ასევე ქართული საზოგადოების ინფანტილიზმზე და მთელი ამ პროცესის ვერგაგებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტის გაკეთებული ჩანაწერი "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი", გახდა ხუმრობის სააგანი, "მაპზე მეტი მივიღეთ". რაც შეეხება ამ ჩანაწერის შინაარსს, ეს ნიშნავდა და ადასტურებდა, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღიარებული ხდება მსოფლიო გეოპოლიტიკური ბრუნვისთვის. საქართველო აღიარებულია გეოპოლიტიკურ მნიშვნელოვანების განმხორციელებელ სახელმწიფოდ. ის, რაც ქართველებისთვის ხუმრობა გახდა, რუსეთისათვის სასწრაფოდ ომის მზადებად და საქართველოს შეჩერების თემა გახდა, რაც რამდენიმე თვეში ომად მოგვევლინა. აქაც სჩანს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტიკური უმწიფარობა. რაც შეეხება თავად ომს, ეს იყო იმის დასტური, რომ რუსეთი ომობდა საქართველოს შესაჩერებლად, არ გამხდარიყო საქართველოს ნატოს წევრი და არ გაემყარებინა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. რაც აღნიშნა კიდევაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2011წ. ნოემბერში."Если бы в 2008 году мы дрогнули, была бы уже другая геополитическая раскладка, и целый ряд стран, которые пытались искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего были бы там", - подчеркнул он, добавив, что появление военного блока у южных границ России вызвало бы "определенные неудобства". აი ამ სხვა გეოპოლიტიკის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი. გარდა ამისა, სწორედ ამ ომით დასრულდა ის საშინელი იურიდიული ეპოქა საქართველოში, როდესაც რუსეთი მოიაზრებოდა სამშვიდობო ძალებად თავისავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი ტერიტორიული პრობლემები გახდა საერთაშორისო თემა, აღიარებულ იქნა როგორც ოკუპაცია. რუსეთს მიენიჭა საოკუპაციო სტატუსი. ხოლო საქართველომ მიიღო სამართლებრივი გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების კუთხით, მაშინ როდესაც არსებობდა კოსოვოს მაგალითი. ასევე საქართველოს გზა გაეხნა დასავლეთთან ინტეგრაციისკენ, ოკუპირებული ტერიტორიებით და არა შიდა ეთნოკონფლიქტებით, რაც ძალიან სერიოზული მიღწევა იყო იმ მდგომარეობიდან, რაც ომამდე არსებობდა. ეს ე.წ. ეთნოკონფლიქტები სქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს მხოლოდ საქართველოზე ბერკეტებად სჭირდებოდა, რაზედაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში იზრუნა, მაშინ, როდესაც ქართვლებს თავები ჰქონდათ გაცხელებული და წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აკეთებდა რუსეთი. რუსეთი მაშინ უზრუნველყოფდა იმას, რომ დაებლოკა საქართველოს ნებისმიერი მცდელობა გასულიყო მისი გავლენის ზონიდან და გამხდარიყო გეოპოლიტიკური ბრუნვის ნაწილი და განეხორციელებინა თავისი ფუნქცია ერთიან გეოპოლიტიკურ ბრუნვაში. რუსეთი მაშინ ბლოკავდა საქართველოს ნაბიჯებს რაც მიხეილ სააკშვილმა გადადგა მოგვიანებით, ხოლო საქართველოს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომაც გახდა უცხო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა ბევრი ქართველისთვის, ხოლო მიხეილ საკაშვილი იყო ის ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც ზუსტად პასუხობდა დასავლურ დისკურსს, რამაც მას შეაძლებინა აერიდებინა ქავეყნისათვის ის ახალი ანექსია, რასაც რუსეთი 2008წ. გეგმავდა. გეგმავდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველო, რომლითაც ის უზრუნველყოფდა მომავალში დაებლოკა ცენტრალური აზიის და ამიერკავკასიის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. რაც პრაქტიკულად საბოლოოდ ჩაასვენებდა თეორიულ შანსსაც კი რუსეთის იმპერიის აღდგენის თაობაზე. რა თქმა უნდა ამ პროცესში საქართველოსთან მარტო არ იყო. ჩვენთან ერთად მოქმედებენ აზერბაიჯანი და თურქეთი. ეს უკანასკნელი კი არის მთელი ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა და მთავარი სახელმწიფო. სწორედ ეს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთმა გადაწყვიტა დაეშალა 2008წ. ომით. ძალიან ბევრი ომი და დაპირისპირება გვინახავს მთელი ამ 20 წლის მანძილზე, მაგრამ არცერთ ომს არ გამოუწვევია იმხელა გეოპოლიტიკური რეზონანსი როგორც 2008წ. ომს. მცირე ომმა, რომელმაც შეძრა მსოფლიო გეოპოლიტიკა და დააყენა დიდი საფრთხე, არამარტო საქართველოს უსაფრთხოების, არამედ ევროპის უსაფრთხოების ნაწილშიც. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გააქტიურება ევროპის ანტისარაკეტო ფარის გაკეთების, ამის შემდეგ დადგა ენერგო დივერსიფიცირების საკითხების განხორციელება და დასავლეთმა იგრძნო, რომ საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში. პოლიტიკოსი, რომელიც ამხელა რყევებს გამოიწვევს და დარჩება დისკურსში, არ ამოვარდება იქედან და უფრო მეტად დაახლოებს ქვეყანას მსოფლიო თანამეგობრობასთან, ის ნამდვილად არის ძლიერი პოლიტიკოსი. მე ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი თემა, რომელიც გადაფარავს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს როგორც გეოპოლტიკური სუბიექტის ჩამოყალიბების თემას. ვფიქრობ ეს არის საუკუნეების განმავლობაში პირველად გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ასევე ერთერთი უდიდესი შანსი მოვახდინოთ ამის რეალიზება. ჩვენი ბედისწერა ქართულ სახელმწიფოსთან ძნელი, მაგრამ იძულებითი იდენტობის ჩამოყალიბებაა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ყველა ფსევდო მამის ფალიკური ძეგლი ჩვენს თავში, თუ გვინდა რომ შევქმნათ ქართული სახელმწიფო, რომლის არსებობაც მხოლოდ მის რეალიზებაშია შესაძლებელი. მუდმივ შრომასა და ბრძოლაში, რომელიც არასოდეს დასრულდება. აქ სიტყვა დაღლა არ არსებობს. ვისვენებთ მხოლოდ იმპერიის შემადგენლობაში. ირაკლი მარგველაშვილი