Thursday 7 April 2011

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი

ნაწილი მეორე

შესაძლოა ბევრისთვის გასაკვირი იყოს ის ფაქტი, რომ ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ ლიბიაში მიმდინარე პროცესებში საფრანგეთის პოზიცია წამყვანი იყო. შესაბამისად მისი ინიციატივით დაიწყო პრაქტიკულად სამხედრო მოქმედებები კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა მთლიანად ნატოს სარდლობამ ჩაიბარა, რაც სწორედ იმის გამოვლინებაა, რომ ნატოს ახალ მსოფლიო წესრიგში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.





მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის ამის დიდი სურვილი არ ჰქონდა მისი გართულებულკი შიდა პოლიტიკური სიტუაციების ფონზე ის იძულებულიმ იყო ამ ყველაფერს სათავეში ჩადგომოდა. ძველ გეოპოლიტიკურ წესრიგში საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში დომინირებდა, ესაა ალჟირი, ბურკინა ფასო, ლიბია, ტუნისი... შესაბამისად ლიბიაში წარმოქმნილი კრიზისის დაძლევის პირველი პირი სწორედ საფრანგეთი უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ზოგადად ამ რეჟიმების წარმოშობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ყელყელაობის ხანა დადგა. ამას მოწმობს ლათინურ ამერიკაში განხორციელებული კომუნისტური რეჟიმების ექსპორტი, კუბაში და დროებით ჩილეში.

ასევე ახლო აღმოსავლეთში საკმაო საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო კომუნისტური რეჟიმების ექსპორტი. რითაც დასავლეთი საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და მთელი ახლო აღმოსავლეთის რესურსების (პოლიტიკური და ეკონომიკური) კონტროლს საბჭოთა კავშირი შეძლებდა. სწორედ ამისგან თავდასაცავად მოხდა ისეთი რეჟიმების მხარდაჭერა, როგორიცაა ლიბიის რეჟიმი, ასევე ტუნისის და ეგვიპტის რეჟიმი, ხოლო სამხრეთ ამერიკაში იყო ჩილეს რეჟიმი.

შესაბამისად მოხდა ამ რეჟიმების შენარჩუნება. ამით შენარჩუნებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური წესრიგი, რის დარღვევაზეც რუსეთი უარს არ იტყოდა და ეს მისმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგომმა ქმედებებმა გამოაჩინა. მიუხედავად ამისა რუსეთმა პოსტ-ფაქტუმ სიტუაციის გამოყენებით მაინც შეძლო ახლო აღმოსავლეთში მისდამი საკმაოდ ლოიალურად განეწყო ეს დიქტატორული რეჟიმები. ორი მიმართულება მუშაობდა, იარაღით ვაჭრობა და გეოპოლიტიკური კავშირების აღდგენა, რიუსი მაგალითია სირია. ჩვენი წერილის პირველ ნაწილში ამ საკითხზე ვისაუბრეთ, რომ სირია თანახმა იყო რუსეთისთვის დაეთმო თავისი პორტები სადაც შავი ზღვის ფლოტის განათავსებდა 2017 წ. იმ შემთხვევაში თუ ის სევასტოპოლს დასტოვებდა.

როგორც წინა წერილში ავღნიშნეთ ამ დომინოს პრინციპით შეცვლილი და შესაცვლელი რეჟიმების პარადიგმაში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ნიშნები იკვეთება და საბოლოოდ დასასრულს მიაღწევს, როდესაც საკითხი ირანსაც შეეხება. თუმცა არანაკლები თემაა ახლო აღმოსავლეთი, სადაც პრაქტიკულად უამრავი ინტერესია გადაჯაჭვული. ისრაელის, დასავლეთის, რუსეთის. წინა წერილში ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მაგრამ ასევე საინტერესოა საკითხის ეკონომიკური კუთხე. რას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები? ეს არის ოპეკის ძირითადი სახელმწიფოები, რომლევბიც განსაზღვრავენ მსოფლიო ენერგეტიკულ ფასებს. შეიძლება ითქვას ამერიკის მიერ ნავთობზე ფასების კონტროლი უკვე ნაკლებად ეფექტურად ხერხდება. ამ მხრივ საინტერესოა არა მხოლოდ ნავთობის ექსპორტი და მისი ფასები, არამედ ალტერნატიული ენერგო რესურსები, უფრო სწორად ენერგო ნოუ-ჰაუ, რომელის განვითარების საშუალება ასეთი მონოპოლისტური ფასების გამო ნავთობზე გაქანება არ ეძლევა. შესაბამისად ეს ქვეყნები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაზე უზარმაზარ მანიპულაციების საშუალება გააჩნიათ, ყოველნაირად ბლოკავენ ახალი ენერგო ნოუ-ჰაუს მასიურ ექსპორტს მსოფლიოში. შესაბამისად კონტროლიდან გამოვიდნენ და უკვე საკმაო საფრთხეს წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკისთვის. სხვათა შორის ახალ ენერგო ტექნოლოგიების განვითარებაზე განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა, რომ ამერიკა უახლოეს წლებში საგრძნობლად შეამცირებს ნავთობის მოხმარებას, რომელიც ფასებს ნავთობზე 20 დოლარის ფარგლებამდე დაწევს და ეს მოხდება ახალი ენერგო წყაროების და პროექტების დანერგვის ხარჯზე.

იმის ფონზე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგომი პარადიგმის რღვევა უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ასეთი რეჟიმების მიერ მსოფლიო ეკონომიკაში მანიპულირებით სერიოზული პრობლემები იქმნება გეოპოლიტიკური წესრიგის თვალსაზრისით.

ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის და ძველი გეოპოლიტიკური პარადიგმის კლასიკური შეჯახება იყო რუსეთ-საქართველოს 2008წ. ომი. როგორც ცნობილია მაშინ, საუბარი იყო ერთის მხრივ იმაზე, რომ რუსეთი ცდილობდა ძველი გეოპოლიტიკური წესების განახლებას, ხოლო დასავლეთი სასტიკი წინააღმდეგი იყო ამისი და სწორედ ეს არის ის ოქროს შუალედი, რაშიც საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გაიზარდოს და იქნეს განმტკიცებული. ვინაიდან კავკასია ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილია და ძალიან ნუ დავაკნინებთ ამაში ჩვენს წვლილს, ეს საქართველოს პოზიციამაც განსაზღვრა.

გამომდინარე აქედან, საბოლოო ჯამში სახეზე გვაქვს ახლო აღმოსავლეთში ძველი გეოპოლიტიკური პარადიგმის რღვევა და ახლიც ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს რამდენიმე საკითხს:

რა თქმა უნდა რუსეთი ამის წინააღმდეგია და შესაბამის განცხადებები ვრცელდება, ვინაიდან რუსეთის შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების და ნავთობის ექსპორტის გარეშე ბიუჯეტის შევსების სააკითხში საკმაოდ მწირია. ასევე სუსტდება მისი გეოპოლიტიკური ინტერესები და შანსი იმისი, რომ ის მსოფლიო დერჟავა გახდება. რუსეთიც იძულებული გახდება მოახდინოის ახალი თამნაშის წესებით თამაში, რაც მის მიზნებში არ შედის, თუმცა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ლიბიის საკითხს ეხებოდა ბლოკირება არ მოახდინა. ამაზეც ვისაუბრეთ წინა წერილში.

აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ელანდებათ ეგვიპტე და ლიბია საქართველოში და რევოლუციწებზე აკეთებენ აქცენტებს. ახლო აღმოსავლეთის რევოლუციამდე განხორციელდა ეს პროცესი საქართველოში და უკვე ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ნაწილი ვართ. შესაბამისად ჩვენი ადგილი გაგვაჩნია ამ ყოველივეში და ამ ადგილის მოპოვება ქვეყანას საკმაოდ დიდი სისხლის ფასად დაუჯდა. თუ ეს გაცნობიერებული არ არის მაშინ ძნელია პოლიტიკოსობა დააბრალო ასეთი პირებს. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ აღინიშნოს, ნებისმიერი რევოლუცია ეხლა საქართველოში მხოლოდ რუსული იდეების ექსპორტი იქნება.

აქვე მინდა ავღნიშნო, ნუ ავურევთ ამ ყველაფერს იმაში, რომ ხელისუფლება ვაკრიტიკოთ. ხელისუფლებას უნდა მოვსთხოვოთ განამტკიცოს საქართველოს ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, საარჩევნო გარემოს შეცვლას, ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვას და მეგობარი სახელმწიფოების რეკომენდაციების გათვალისწინებას.

ირაკლი მარგველაშვილი

04.04.2011

სახელმწიფო, როგორც არქიტექტურული ნაწარმოები

სახელმწიფოსა და არქიტექტურის ცნება საკმაოდ მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. შესაძლოა ითქვას ერთ პარადიგმაში მოიაზრება. ამიტომ გვსურს ვისაუბროთ სახელმწიფოზე, როგორც არქიტეტურულ ნაწარმოებზე. როდესაც ვამბობთ პარადიგმას ვგულისხმობთ იმ ონტოლოგიურ მეთოდოლოგიებს, რომელიც სახელმწიფოს, როგორც არქიტექტურული ნაწარმოების სიცოცხლის უნარიანობას უზრუნველყოფს. მის წარსულსა და მომავალს განსაზღვრავს. ეს სახელმწიფოსა და არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშნებია, რომლის გათვალისწინების გარეშეც სახელმწიფო მმართველსაც და არქიტექტორსაც გაუჭირდება მიიღოს ის შედეგი, რომელიც ჩაფიქრებული აქვს.

განსაკუთრებით ძალუმად ჩნდება ეს საკითხები, ჩვენნაირი სახელმწიფოს მშენებლობაში. სადაც ბუნდოვანია ნონკონფორმისტული და სამოქალაქო საზოგადოებისათვის დამახასიათებელი აქტივობები, რომელიც ახალი სახელმწიფო არქიტექტურის საფუძველი უნდა გახდეს. მცდელობა იმისა, რომ ამ აქტივობების, ამ ჩართულობის გარეშე რაიმე გამოვა შეცდომაა. სახელმწიფოც და არქიტეტურული ნაწარმოები სწორედ ერთნაირი დაგეგმარებით სრულდება. მათ ერთიდაიგივე ონტოლოგიური მისწრაფებები გააჩნიათ. ორთავეს გააჩნია ჩანაფიქრის, ინტერიერის, ექსტერიერის გეგმარების მეთოდოლოგიები. თუ არქიტექტურული ნაწარმოების სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია მისი ინტერიერში და ესტერიერში ჰარმონიულ გეგმარებაში, სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია გეოსტრატეგიულ არქიტექტურულ სხეულში დამკვიდრებაზე. რამდენად სწრაფად მოახერხებს სახელმწიფო ეს გააკეთოს, მით უფრო მეტადაა მისი წარმატების შანსი. რამდენად უფრო ჯიუტი იქნება სახელმწიფო ამისკენ ისწრაფვოს მით უფრო დიდია წარმატების შანსი.

სწორედ აქ იბადება, როგორც სახელმწიფოს, ასევე არქიტექტურის ენა. რას საუბრობს ეს ენა? არ შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობა, თუ არ გავიაზრებთ ერთ მარტივ რამეს. უნდა ვიცოდეთ როგორ სახელმწიფოს, ვაშენებთ. უნდა ვიცოდეთ სად ვაშენებთ, როგორ მოხვდება ეს ყველაფერი ზოგად არქიტეტურულ ბადეში, რომელიც არსებობს და რომლის ნაწილიც უნდა გახდეს სახელმწიფო, როგორც არქიტექტურული ნაწარმოები.

შესაძლოა ეს საკმაოდ მარტივი კითხვაა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი. სახელმწოფომ უნდა მოახერხოს იმ ენაზე საუბარი, რომელზეც მსოფლიო გეოპოლიტიკური არქიტექტურა საუბრობს. რამდენად შეძლო ეს საქართველოს სახელმწიფომ. შესაძლოა ითქვას რომ მეტნაკლებად შეძლო. ამ ენაზე საუბარი გულისხმობს, როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიური არქიტექტურის შესაბამისობას ზოგად გეოპოლიტიკურ ბადესთან. დღეს შიდაპოლიტიკურ კონსტრუქციებზე ვისაუბრებთ. საკმაო წარუმატებლობაა საშინაო პოლიტიკურ კონსტრუქციებში. ვეცდები გადმოვცე ის, მიზეზები რომელიც ამ წარუმატებლობას განსაზღვრავს.

ჩემი აზრით ეს არის ასაშენებელი არქიტექტურის წინასწარ გაპიარება ზედმეტად, რომელიც არ იძლევა იმ ეფექტს, რომელსაც მავანი ფიქრობს. დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან აქრიტექტურული მაკეტი და რეალური წინაღობები, რომელიც ამ მაკეტის აშენების დროს დადგება. შესაბამისად აქრიტეტურული მაკეტი არ ემთხვევა რეალურ შენობას. რაც შესაბამისად იწვევს საკმაოდ ნეგატიურ მოვლენებს.


მაგალითის სახით საკმაოდ საინტერესოა 100 საავადმყოფოს მაგალითი, რომლის გაპიარება 2008წ. დასაწყისში მოხდა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ქვაკუთხედი უნდა გამხდარიყო. თუმცა რიგმა ბუნებრივმა გარემოებებმა პროცესი შეაჩერა, რამაც თავად ეს უმნიშვნელოვანესი თემა ირონიად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ სერიოზულად მიმდინარეობს ეს პროექტი თემა ირონიულია, ვინაიდან აბსოლუტურად დარღვეული იყო გაპიარებულ არქიტეტურულ მაკეტსა და შექმნილ რეალობას შორის ბალანსი. რამაც თემის ირონიულ საკითხად ქცევა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ იმ 100 საავადმყოფოს, ყველა არაირონიულად მიმართავს როდესაც ექსპლუატაციაში შევა.

ბევრი ასეთი თემის მაგალითად მოყვანა შეიძლება, ასევე შესაძლოა გავიხსენოთ თბილისი, გომბორი, თელავის გზა, რომლის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება გადაფარა პრ კომპანიამ და რეალურად ირონიის სფეროდ აქცია, ვინაიდან ორ თუ სამ მონაკვეთზე დაიძრა გრუნტი და გზა ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ გზა 80 კმ-ია ეს რამდენიმე მონაკვეთი საკმარისია იმისათვის, რომ თემა ირონიად იქცეს. აქაც დარღვეულია ბალანსი პრ კომპანიასა და რეალურ არქიტეტურულ ნაწარმოებს შორის.

აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ განათლების რეფორმის მაგალითი. რამდენიმეწლიანი რეფორმა უცებ გახდა ცუდი, გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და დაიწყო ახალი რეფორმა საშუალო განათლების კუთხით. აქაც სიჩქარე და სწრაფი ეფექტის მიღება გამოიწვევს საკმაოდ ცუდ შედეგებს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დღევანდელმა მე-12 კლასელებმა საშინელი განათლების პერიოდი გაიარეს, 2003 წლამდე, ხოლო შემდეგ 3 წლიანმა რეფორმამ თურმე ცუდად ჩაიარა, ვის მოეკითხება ამაზე პასუხი? რატომ უნდა აგონ ამაზე პასუხი ბავშვებმა, რომლებმაც 12 წელიწადი სრულ აბსურდში გაატარეს, ან რატომ ითხოვს სახელმწიფო იმ მოსავალს, რომელზეც არ უზრუნია და არ დაუთესავს. აქ საუბარი არ გვაქვს როგორია ეს რეფორმა, კარგია თუ ცუდი. ჩემის აზრით კარგია, მაგრამ ამ მეთოდოლოგიის გამოცდას ერთი წელი არ ეყოფა. მინიმუმ 3 წელი მაინც უნდა და შესაბამისად შედეგებიც იქნება ადეკვატური. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საუნივერსიტეტო განათლება მარტივად მოსაპოვებელი იყოს. რთული უნდა იყოს, მითუმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა გარკვეულ დარგებში რამდენიმე წელიწადში ელემენტარული სპეციალისტიც კი გაქრეს. რისი ბრალია ეს? ისევ პრ კამპანიასა და არქიტეტურულ ნაწარმოებს შორის უბალანსობით.







ასეთი მაგალითებთ სავსეა ჩვენი სახელმწიფოს არქიტეტურული ბადე, თუმცა შეგვიძლია შევადაროთ ეს მაგალითები სხვა მაგალითებს, სადაც დაცული იყო ბალანსი პრ კამპანიასა და ჩატარებულ რეფორმას შორის. ასეთი არის იუსტიციის დაწესებულებების რეფორმა, რომელმაც ისე მიაღწია თავის კეთილშობილურ მიზნებს, რომ ეს თემა იქცა საერთო მოწონების თემად, როგორიცაა მაგალითად საჯარო რეესტრის და სამოქალაქო რეესტრის ინსტიტუტები. ასევე პოლიციის შიდა რეფორმა, რომელიც გულისხმობდა ბევრ სფეროს, კერძოდ ბაზების შექმნას, პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, რომელსაც შეუძლია ჩვენი სტილის ქვეყანაში კრიმინალის მინიმუმამდე დაყვანა.







არ შეიძლება არ აღინიშნოს საშინლად მტკივნეული პროცესი, რომელიც ახალი გადამხდელის Seqmnas ემსახურებოდა. სახელმწიფოს ეს კეთილშობილური ჩანაფიქრი, პრატიკულად მისი, როგორც ბიზნესის დატერორების მექანიზმად იქცა, რომელმაც დასაბამი ბევრ ფანტაზიასაც დაუდო. ამ ქმედებებმა გამოიწვია დიდი გაღიზიანება საზოგადოებაში. აქაც მოხდა ძალის გადაჭარბება და პრატიკულად კომუნიკაციის შეწყვეტა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. ამ ყოველივემ სამართლიანობასა და კანონიერებას შორის დიდი ბზარი გააჩინა, რაც საკმაოდ მტკივნეულია. მისი დაკარგვა მარტივია, ხოლო აღდგენა ძნელი.







ელემენტარული მარტივი მეთოდით შესაძლებელი იყო ამ საკითხების დარეგულირება, თუ კანონი გაითვალისწინებდა გადასახადის გადამხდელის ერთჯერად გაფრთხილებას ადმინისტრაციულ დარღვევაზე, რაზედაც გაფორმდებოდა გაფრთხილების ოქმი. ეს შექმნიდა სახელმწიფოს მორალურ უპირატესობას ურჩი გადამხდელის წინაშე. რაც იქნებოდა როგორც რეფორმისთვის უკეთესი, ასევე მისი შედეგები იქნებოდა გაცილებით ეფექტური და ეს არ გააჩნედა უნდობლობას ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რაზედაც ეხლა საკმაოდ ბევრს მუშაობენ რომ აღმოფხვრან, რომელსაც ვფიქრობ ფინანსური ამინისტიაც არ უშველის.

ეს მაგალითები მოვიყვანეთ იმისათვის, რომ ნათელი გავხადოთ რამდენად დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს, როგორც არქიტეტურული ნაწარმოების ადგილი და როლი ინტერიერსა თუ ექსტერიერში. რამდენად ფრთხილად უნდა განხორციელდეს მტკივნეული რეფორმა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის ზოგადსაკაცობრიო გეოპოლიტიკურ არქიტეტურაში მოხვედრას ემსახურება. რომელიც გულისხმობს საკაცობრიო ენაზე საუბარს და ქვეყნის სიცოცხლის უნარიაონობასთან პირდაპირპროპორციულია. ამაზე მოგვიანებით დაწვრილებით ვისაუბრებთ.



ირაკლი მარგველაშვილი



07.04.2011წ.