სიტუაცია რუსეთთან ყოველდღიურად მძიმდება. ამას თავისი საფუძვლებიც აქვს. ფაქტია, რომ ობამა მედვედევის შეხვედრამ 100%-იანი პრევენცია ვერ მოუტანა საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხე შემცირდა პროვოკაციები გრძელდება. ვერც ბაიდენის ვიზიტმა და მისმა ასე ვთქვათ ობამას ვიზიტის განმარტებებმა და ტექსტის სრულყოფამ ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ ისინი დაიცავენ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ როიტერისათვის მიცემულ ინტერვიუში მოჰყვა ძალიან არაორაზროვანი პასუხი, რომ საქართველო დაკარგული ტერიტორიების ომით დაბრუნებას არ აპირებს და შესაბამისად არც ომს აპირებს.
ერთის მხრივ ძალიან მკვთრ მუქარას, რუსეთის მხრიდან, მოჰყვა ჩვენგან განმანეიტრალებელი განცხადება, თუმცა რუსების პრ-მანქანა მუშაობს. ყოველდღიურად ოსების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია ჩვენს მიერ მათი ტერიტორიის დაბომბვის შესახებ, ანუ აშკარად პრ მანქანა მიმართულია იქით, რომ როგორმე მოხდეს კონფლიქტში ჩვენი ჩათრევა.
რუსეთის სურვილი ახალი ომის დაწყების შესახებ იმდენად დიდია, რომ მე არ გამოვრიცხავ ამ პროვოკაციების შემდეგ, თუ არაფერი გამოვიდა დაიწყოს ღია აგრესია, თუმცა ამის შემაკავებელი ფაქტორებიც არსებობს. რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ამჯერად ვიმყოფებით შემდეგ ეტაპზე, ოსების განცხადებებს მათი ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ავსებს რუსების განცხადებები მათი დაცვის შესახებ, ხოლო ჩვენს განცხადებებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომს ავსებს ევროკავშირის მონიტორების განცხადებები, რომ ჩვენი მხრიდან არანაირ დაბომბვებს არა აქვს ადგილი.
ლოგიკურად ეს განცხადებები რაღაც ქმედებამ უნდა გაანეიტრალოს. ანუ ამუშავებული რიტორიკა, რომელიც რუსეთის პრ-მანქანამ აამუშავა, უნდა შეწყდეს და გამოირიცხოს. რა შეიძლება იყოს მსგავსი მექანიზმი? რამ შეიძლება შეწყვიტოს ეს რიტორიკა?
ობამას რუსეთში ვიზიტის დროს, პრაქტიკულად რუსებმა მხოლოდ ჟესტების ენა დაუპირისპირეს. ჩექმით სამოვრის გახურება და მედვედევის ვიზიტი ცხინვალში. ანუ რუსების მიერ იმ ეტაპზე ღია განცხადებები და პასუხი ობამას განცხადებებს არ მოჰყვა. შეპასუხება ღიად არ განხორციელდა. რუსეთი ცდილობს, რომ როგორმე მოახერხოს ქართული და ამერიკული რიტორიკის გათიშვა. ანუ ის ჟესტების ენით ესაუბრება ამერიკას და ღიად ვერაფერს ეუბნება, ხოლო ჩვენ ის მუქარის ენით გვესაუბრება. შესაბამისად მწიფდება საქართველო-ამერიკის ერთიანი რიტორიკის ჩამოყალიბების ეტაპი. თუ არის აპრიორი ის, რომ რუსეთი ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების მოცილების შემთხვევაში ხელფეხს გაიხსნის და მოახდენს ღია აგრესიას ჩვენზე და თავისი მიზნების განხორციელებას, საერთაშორისო უსაფრთხოების შემთხვევაში ის ამას ვერ შეძლებს.
დღეს რუსეთი აშკარად ცდილობს განაცალკეოს ობამა-ბაიდენის განცხადებები და ჩვენი განცხადებები. ის ცდილობს შექმნას ილუზია, რომ საქართველოს წინაშე ის მარტოა დარჩენილი. ამის საფუძველიც არსებობს, ვინაიდან მშრალი განცხადებების გარდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა არც არაფერი ქმედითი და ხელშესახები, რომ ღია აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ვინმე ქმედითად მხარს დაგვიჭერს არ არსებობს. გარდა საქართველო ამერიკის ქარტიისა, რომელიც ფარატინა ქაღალდია იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ხელშეკრულება საქართველოს უსაფრთხოების დაცვაზე გაფორმებული არ არის.
ამიტომ რუსეთის მცდელობას, რომ ჩვენი და ამერიკის რიტორიკები განაცალკეოს და ამის საფუძველზე მოახდინოს სამხედრო აგრესია ვფიქრობ საფუძველი გააჩნია, ვინაიდან ჩვენი დახმარება რუსული აგრესიის განხორციელების პოსტ ფაქტუმ იქნება ძალიან რთული და შესაძლოა ამან გამოუსწორებელი შედეგები მოგვიტანოს.
სწორედ ამაზე აქვს რუსებს გათვლილი თავიანთი შემდეგი ქმედებები. კოკოითი ისევ ყვირის, რომ ქართველები ბომბავენ, რუსეთი მის დაცვაზე უპირობო მხარდაჭერას აცხადებს, ხოლო ჩვენი და ამერიკის განცხადებები მხოლოდ რიტორიკაა ამ ეტაპზე და არ ეფუძნება რაიმე ქმედით მექანიზმებს, რომელიც ამ ყველაფერს გაანეიტრალებს. როგორც ჩანს ეს განცხადებები ნამდვილად საკმარისი არ არის და რუსულ აგრესიას ვერ წყვიტავს.
ვფიქრომ მივდივართ იმ ლოგიკურ ჯაჭვთან, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და ამერიკის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების ხელშეკრულების სასწრაფო გაფორმებას, რომელიმაც უნდა უზრუნველყოს ამ რუსული აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა. ამ ხელშეკრულების გაფორმებას გარკვეულწილად აჩერებს ევროპის პოზიცია. ანუ ამ ხელშეკრულების ფარგლებშიო ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას თუ გაუწევს საქართველოს, შესაბამისად ამუშავდება ნატოს წესდების მეხუთე (5) პუნქტი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა ავტომატურად იწვევს ნატოს სხვა წევრების ჩართვას სამხედრო კონფლიქტში.
აქ რამდენიმე საკითხია. მე ვფიქრობ, ამჟამად მიმდინარეობს იმ რისკების შეფასება, რამდენად იქნება საკმარისი ასეთი ხელშეკრულების გაფორმება იმ რუსული აგრესიის შესაჩერებლად, რომელიც ამჟამად არსებობს. მე ვფიქრობ მიმდინარეობს ამ საკითხების დეტალიზაცია და შეთანხმება ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.
იმ შემთხვევაში თუ რუსეთისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდება საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად, ეს ხომ არ გამოიწვევს გვერდით მოვლენებს? მითუმეტეს, რომ ევროპის დამოკიდებულება მართალია ჩვენს საკითხში ერთიანია, მაგრამ ფაქტია, ის ქვეყნები, რომელებიც გერმანიის ჯგუფშია (იტალია, საფრანგეთი) და წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენთვის მაპის მონიჭების ხომ არ წავლენ ამ პერსპექტივის წინააღდეგ, რაც საქართველო ამერიკის უსაფრთხოების ხელშეკრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს?
ეს არის ის რისკები, რომელიც დღეს არის შესაფასებელი და ვფიქრობ ფასდება კიდევაც. გარდა ამისა ეს ხელშეკრულება გამოიწვევს შავ ზღვაში ამერიკული ფლოტის პატრულირების გაფართოებას, რომელიც დასაწყისი იქნება კონფლიქტური რეგიონების ჩვენს იურისდიქციაში შემოსვლის. როდესაც ამას ვამბოთ ძალიან შეიძლება დაფრთხეს მკითხველი, მაგრამ მცირე ახსნა განმარტებას გავაკეთებთ.
როგორც გახსოვთ, სულ რაღაც 2 კვირის წინ 2009წ. ივლისის მეორე ნახევარში პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ევროკავშირის მონიტორებს უნდა შეუერთდნენ ამერიკელი მონიტორები. ამერიკის მხარის მიერ განცხადება გაკეთდა, რომ თუ ქართული მხარე მოითხოვს ამას ისინი მზად არიან ეს განახორციელონ. იურიდიული ნაწილი ამ ქმედების განხორციელების ვფიქრობ გადის სწორედ საქართველო ამერიკის უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე გაფორმებული ქარტიის ფარგლებში. სწორედ უსაფრთხოებას გულისხმობს და ცეცხლის განუახლებლობას.
ამერიკელთა მონიტორინგი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დღეს ევროკავშირი მონაწილეობს მონიტორინგში, ვფიქრობ ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის მიერ საერთაშორისო პოლიციის კონფლიქტის ზონებში განთავსების გადაწყვეტილებას დაუდებს საფუძველს. თუმცა ერთადერთი გარანტია, რასაც გერმანიის ჯგუფი ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოსთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს იქნება იმ რისკების მინიმიზაცია, რაც შესაძლოა რუსების საქართველოში სამხედრო აგრესიას მოჰყვეს ამ ხელშეკრულების და მის გამო ნატოს წევრ ქვეყნების ჩართულობის თვალსაზრისით. ჩემის აზრით ეს არის ერთადერთი საშუალება, რაც გაანეიტრალებს რუსულ აგრესიას ამ ეტაპზე და სრულიად ახალ ფაზაში გადაიყვანს ამ კონფლიქტსაც და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლასაც რათა ისინი გავიდნენ კონფლიქტის ზონიდან.
ჩემის აზრით ყველაზე დიდი საფრთხე, სწორედ ამ უსაფრთხოების სისტემის სრულყოფილად არქონაა. სწორედ რუსების მიერ იმის დაფიქსირება, (რასაც დღეს აკეთებს და რაც გააკეთა ჩექმით სამოვარის გაღვივება და მედვედევი ცხინვალში) რომ დღეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოება მხოლოდ რიტორიკაში გამოიხატება და არავითარი ქმედითი მექანიზმები არ არსებობს ამის განხორციელების თვალსაზრისით ზრდის რუსების მიერ სამხედრო ქმედებების დასწრების ალბათობას. ამის გასანაიტრალებლად რიტორიკა საკმარისია, ხოლო ქმედება რიტორიკას ვერ ეწევა და საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ უახლოეს დღეებში რაიმე სიახლეს უნდა ველოდეთ.
4.08.09წ.
No comments:
Post a Comment