Monday, 14 December 2009

საქართველოს განსაცდელი

საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ამან შესაძლოა გადააჭარბოს 2008წ. აგვისტოს ომს. სიტუაცია მეტად იძაბება. შემოდგომაზე ობამას ცნობილი გამოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიძლება ითქვას ნელი ცეცხლის პრინციპით ვითარდება, რომელმაც უნდა გამოიწვიოს დიდი ხანძარი. ეს ვფიქრობ 2010წ. ზამთრის მეორე ნახევრიდან განვითარდება.
რუსეთის მიერ ობამას გამოსვლა ოქტომბრის დასაწყისში ერთგვარ უკანდახევად იქნა აღქმული. შესაბამისად მის მიერ საკუთარი ინტერესების ფრონტებზე დაწოლა გაძლიერდება და შესაძლოა პიკსაც მიაღწიოს. რამდენიმე მოვლენა არის მეტად ყურადსაღები. პირველი ის, რომ უკრაინაში, რომელიც საქართველოსთან ერთად დასავლური კურსის ფორპოსტად განიხილებოდა შესაძლოა მოხდეს რუსული პოლიტიკური ინტერესების ფორპოსტი, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, რისთვისაც რუსეთი არც ფინანსურ, არც პოლიტიკურ რესურსებს არ დაზოგავს.ის, რომ რუსეთი იანუკოვიჩს დაეხმარება უკრაინაში მოწმობს პუტინის ბოლო კომენტარები, სადაც მან აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს იანუკოვიჩს, ხოლო მეორე კანდიდატი, უკრაინის პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო მხლოდ მისი კოლეგაა.
ამასთან ერთად რუსეთი იწყებს შავ ზღვაზე გაძლიერებას, ვინაიდან აბსოლუტურად ნათელია, რომ შავი ზღვის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას. შავი ზღვით, რუსეთი გააკონტროლებს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეს, ასევე მისი გავლენა მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილსაც. აბსოლუტურადფ გაუგებარია ამ შემთხვევაში საფრანგეთის პოზიცია, რომელიც პრაქტიკულად უწყობს ხელს რუსეთის შავ ზღვაზე გაძლიერებას გემი ”მინსტრალის” რუსეთისთვის მიყიდვით. ასევე ანალოგიური გემების წარმოებაზე ლიცენზიის გაცემით.
ვფიქრობ ერთადერთი გამოსავალი დასავლეთისთვის იყო ის გარემოება, რომ რუსეთი შეეზღუდათ შავ ზღვაზე. ამის მცდელობა თითქოს იყო 2008წ. შემოდგომაზე, თუმცა ერთი წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეიცვალა ვითარება. დღეს ფაქტია, რომ ფრანგული გემის შეძენით, რუსეთი საკმაოდ მოძლიერდება შავ ზღვაზე. თუ ამას დაერთვება უკრაინის პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა, რუსეთს უკვე ხელები გაეხსნება საქართველოს მორიგი და საბოლოო ანექსიისთვის, რაქსაც ხელს შეუწყობს ევროპის პოზიცია. აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთი ზამთრის პერიოდში გაზის ბერკეტით ევროპასთან მნიშვნელოვნად წინ წაიწევს.
ამის ნიშნებიც გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა მედვედევმა ახალი ევროპის უსაფრთხოების დეკლარაცია წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გამორიცხულია რაიმე შეიცვალოს ევროპის უდაფრთხოების სისტემაში, რუსეთი იმდენს მაინც ეცდება და შესაძლოა მოახერხოს, რომ ამ თემაზე დაიწყოს საუბარი. მას შეუძლია რამდენიომე ბერკეტი ჩართოს ამისათვის, ავღანეთში ტვირთების გადაზიდვის ხელშეშლა, გაზის ბერკეტები და ხალი გაზის ომის წამოწყება, ასევე უკრაინის საკითხით მანიპულირება, მითუმეტეს თუ ის შეიძენს სამხედრო გემს ფრანგებისგან შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად განიმტკიცებს სამხედრო სიტუაციას.
ვფიქრობ რუსეთის ეს მოქმედებები ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოზე. რუსეთი უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გაძლიერებასთან ერთად პარალელურად დაიწყებს საქართველოზე ზეწოლას, რაც გამოიხატება შავ ზღვაზე საქართველოს პორტებში შემომავალი გემების ბლოკირებით, რისთვისაც ემზადება, ასევე კონფლიქტურ რეგიონებში სამხედრო პროვოკაციების მოწყობით, დამცირებით, ცინიზმით.
აგვისტოს ომის შემდგეგ დავრწმუნდი, რომ რუსეთის ეს აგრესია ნამდვილად წახალისებული იყო ევროპის მხრიდან. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ 2008წ. აპრილში საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა დაბლოკა ევროპის სახელმწიფოებმა. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდა გარიგება რუსეთსა და იმ ევროპულ სახელმწიფოს შორის, ვინც დაბლოკა საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაცია, რომ თუ რუსეთი 2008წ. ზაფხულზე საქართველოს საკითხს ნაწილობრივ მაინც არ გადაწყვეტდა, ისინი საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციას ვეღარ შეაჩერებდნენ 2008წ. დეკემბერში. პრაქტიკულად, ამ საიდუმლო გეგმის ნიშნები ჩანს ბევრ ლოგიკურ ქმედებაში, რაც 2008წ. აპრილის შემდეგ განხორციელდა.
1. რუსეთის მიერ 2008წ. 17 აპრილს განკარგულება, რითანც რუსეთმა უკვე პრაქტიკულად დაიწყო ომისთვის მზადება.
2. ევროპის მაქსიმალურად პასიურობა და კონფლიქტის ზონებში არსებულ სიტუაციებზე თვალის დახუჭვა.
3. ომის შემდეგ 1 წლის განმავლობაში რუსეთთან ნელნელა ომის შემდგომი სიტუაციების დათბობა და შემსუბუქება.
4. საქართველოს ნატოში ინეგრაციის საკითხის გადაწევა საკმაო შორეულ პერსპექტივაში და მისი სეიფში ჩაკეტვა.
5. რუსეთთან სიტუიაციის შერბილება, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო ეს ურთიერთობები სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე ყოფილიყო.
პერსპექტივა საკმაოდ მძიმედ მეჩვენება, ვინაიდან მოგვიწევს ძალიან დიდი რისკის ფასად დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. რუსეთის მიერ ხორციელდება საკითხის სწრაფად გადაჭრის გეგმა. უკრაინა, შემდეგ საქართველო. ამჯერაქდ ვფიქრობ ეს ყველაფერი აგვისტოს ომივით არ დასრულდება.

11.12.2009 წ.

No comments: