Thursday 7 April 2011

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი

ნაწილი მეორე

შესაძლოა ბევრისთვის გასაკვირი იყოს ის ფაქტი, რომ ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ ლიბიაში მიმდინარე პროცესებში საფრანგეთის პოზიცია წამყვანი იყო. შესაბამისად მისი ინიციატივით დაიწყო პრაქტიკულად სამხედრო მოქმედებები კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა მთლიანად ნატოს სარდლობამ ჩაიბარა, რაც სწორედ იმის გამოვლინებაა, რომ ნატოს ახალ მსოფლიო წესრიგში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.





მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის ამის დიდი სურვილი არ ჰქონდა მისი გართულებულკი შიდა პოლიტიკური სიტუაციების ფონზე ის იძულებულიმ იყო ამ ყველაფერს სათავეში ჩადგომოდა. ძველ გეოპოლიტიკურ წესრიგში საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში დომინირებდა, ესაა ალჟირი, ბურკინა ფასო, ლიბია, ტუნისი... შესაბამისად ლიბიაში წარმოქმნილი კრიზისის დაძლევის პირველი პირი სწორედ საფრანგეთი უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ზოგადად ამ რეჟიმების წარმოშობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ყელყელაობის ხანა დადგა. ამას მოწმობს ლათინურ ამერიკაში განხორციელებული კომუნისტური რეჟიმების ექსპორტი, კუბაში და დროებით ჩილეში.

ასევე ახლო აღმოსავლეთში საკმაო საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო კომუნისტური რეჟიმების ექსპორტი. რითაც დასავლეთი საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და მთელი ახლო აღმოსავლეთის რესურსების (პოლიტიკური და ეკონომიკური) კონტროლს საბჭოთა კავშირი შეძლებდა. სწორედ ამისგან თავდასაცავად მოხდა ისეთი რეჟიმების მხარდაჭერა, როგორიცაა ლიბიის რეჟიმი, ასევე ტუნისის და ეგვიპტის რეჟიმი, ხოლო სამხრეთ ამერიკაში იყო ჩილეს რეჟიმი.

შესაბამისად მოხდა ამ რეჟიმების შენარჩუნება. ამით შენარჩუნებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური წესრიგი, რის დარღვევაზეც რუსეთი უარს არ იტყოდა და ეს მისმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგომმა ქმედებებმა გამოაჩინა. მიუხედავად ამისა რუსეთმა პოსტ-ფაქტუმ სიტუაციის გამოყენებით მაინც შეძლო ახლო აღმოსავლეთში მისდამი საკმაოდ ლოიალურად განეწყო ეს დიქტატორული რეჟიმები. ორი მიმართულება მუშაობდა, იარაღით ვაჭრობა და გეოპოლიტიკური კავშირების აღდგენა, რიუსი მაგალითია სირია. ჩვენი წერილის პირველ ნაწილში ამ საკითხზე ვისაუბრეთ, რომ სირია თანახმა იყო რუსეთისთვის დაეთმო თავისი პორტები სადაც შავი ზღვის ფლოტის განათავსებდა 2017 წ. იმ შემთხვევაში თუ ის სევასტოპოლს დასტოვებდა.

როგორც წინა წერილში ავღნიშნეთ ამ დომინოს პრინციპით შეცვლილი და შესაცვლელი რეჟიმების პარადიგმაში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ნიშნები იკვეთება და საბოლოოდ დასასრულს მიაღწევს, როდესაც საკითხი ირანსაც შეეხება. თუმცა არანაკლები თემაა ახლო აღმოსავლეთი, სადაც პრაქტიკულად უამრავი ინტერესია გადაჯაჭვული. ისრაელის, დასავლეთის, რუსეთის. წინა წერილში ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მაგრამ ასევე საინტერესოა საკითხის ეკონომიკური კუთხე. რას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები? ეს არის ოპეკის ძირითადი სახელმწიფოები, რომლევბიც განსაზღვრავენ მსოფლიო ენერგეტიკულ ფასებს. შეიძლება ითქვას ამერიკის მიერ ნავთობზე ფასების კონტროლი უკვე ნაკლებად ეფექტურად ხერხდება. ამ მხრივ საინტერესოა არა მხოლოდ ნავთობის ექსპორტი და მისი ფასები, არამედ ალტერნატიული ენერგო რესურსები, უფრო სწორად ენერგო ნოუ-ჰაუ, რომელის განვითარების საშუალება ასეთი მონოპოლისტური ფასების გამო ნავთობზე გაქანება არ ეძლევა. შესაბამისად ეს ქვეყნები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაზე უზარმაზარ მანიპულაციების საშუალება გააჩნიათ, ყოველნაირად ბლოკავენ ახალი ენერგო ნოუ-ჰაუს მასიურ ექსპორტს მსოფლიოში. შესაბამისად კონტროლიდან გამოვიდნენ და უკვე საკმაო საფრთხეს წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკისთვის. სხვათა შორის ახალ ენერგო ტექნოლოგიების განვითარებაზე განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა, რომ ამერიკა უახლოეს წლებში საგრძნობლად შეამცირებს ნავთობის მოხმარებას, რომელიც ფასებს ნავთობზე 20 დოლარის ფარგლებამდე დაწევს და ეს მოხდება ახალი ენერგო წყაროების და პროექტების დანერგვის ხარჯზე.

იმის ფონზე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგომი პარადიგმის რღვევა უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ასეთი რეჟიმების მიერ მსოფლიო ეკონომიკაში მანიპულირებით სერიოზული პრობლემები იქმნება გეოპოლიტიკური წესრიგის თვალსაზრისით.

ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის და ძველი გეოპოლიტიკური პარადიგმის კლასიკური შეჯახება იყო რუსეთ-საქართველოს 2008წ. ომი. როგორც ცნობილია მაშინ, საუბარი იყო ერთის მხრივ იმაზე, რომ რუსეთი ცდილობდა ძველი გეოპოლიტიკური წესების განახლებას, ხოლო დასავლეთი სასტიკი წინააღმდეგი იყო ამისი და სწორედ ეს არის ის ოქროს შუალედი, რაშიც საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გაიზარდოს და იქნეს განმტკიცებული. ვინაიდან კავკასია ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილია და ძალიან ნუ დავაკნინებთ ამაში ჩვენს წვლილს, ეს საქართველოს პოზიციამაც განსაზღვრა.

გამომდინარე აქედან, საბოლოო ჯამში სახეზე გვაქვს ახლო აღმოსავლეთში ძველი გეოპოლიტიკური პარადიგმის რღვევა და ახლიც ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს რამდენიმე საკითხს:

რა თქმა უნდა რუსეთი ამის წინააღმდეგია და შესაბამის განცხადებები ვრცელდება, ვინაიდან რუსეთის შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების და ნავთობის ექსპორტის გარეშე ბიუჯეტის შევსების სააკითხში საკმაოდ მწირია. ასევე სუსტდება მისი გეოპოლიტიკური ინტერესები და შანსი იმისი, რომ ის მსოფლიო დერჟავა გახდება. რუსეთიც იძულებული გახდება მოახდინოის ახალი თამნაშის წესებით თამაში, რაც მის მიზნებში არ შედის, თუმცა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ლიბიის საკითხს ეხებოდა ბლოკირება არ მოახდინა. ამაზეც ვისაუბრეთ წინა წერილში.

აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ელანდებათ ეგვიპტე და ლიბია საქართველოში და რევოლუციწებზე აკეთებენ აქცენტებს. ახლო აღმოსავლეთის რევოლუციამდე განხორციელდა ეს პროცესი საქართველოში და უკვე ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ნაწილი ვართ. შესაბამისად ჩვენი ადგილი გაგვაჩნია ამ ყოველივეში და ამ ადგილის მოპოვება ქვეყანას საკმაოდ დიდი სისხლის ფასად დაუჯდა. თუ ეს გაცნობიერებული არ არის მაშინ ძნელია პოლიტიკოსობა დააბრალო ასეთი პირებს. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ აღინიშნოს, ნებისმიერი რევოლუცია ეხლა საქართველოში მხოლოდ რუსული იდეების ექსპორტი იქნება.

აქვე მინდა ავღნიშნო, ნუ ავურევთ ამ ყველაფერს იმაში, რომ ხელისუფლება ვაკრიტიკოთ. ხელისუფლებას უნდა მოვსთხოვოთ განამტკიცოს საქართველოს ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, საარჩევნო გარემოს შეცვლას, ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვას და მეგობარი სახელმწიფოების რეკომენდაციების გათვალისწინებას.

ირაკლი მარგველაშვილი

04.04.2011

No comments: