Friday 24 July 2009

ბაიდენის ვიზიტი საქართველოში, ისტორიული ფუნქციის გაცხადება

ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება, ჩვენ არჩევანში სწორი ვართ, ჩვენ ეს არჩევანი უნდა დავიცვათ. სწორედ უნდა დავიცვათ და ამ დაცვაში მარტონი ვერ ვიქნებით, ვერ შევძლებთ ამ თავისუფლების მარტო დაცვას, სწორედ ეს თქვა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელმაც სწორედ ამ მესიჯზე, რომ ჩვენ თქვენთან ვართ, სწორედ თქვენი მომავლისთვის ვართ აქ, ამაზე აიგო მთელი მისი ჩამოსვლის დისკურსი და სწორედ ამ ორსიტყვიან პარადიგმაში ჩასვა მთელი ის ფუნქციონალური დატვირთვა, რაც საქართველოს ამ თავისუფლების არჩევანში უნდა იკისროს, როგორც თავისი თავის, ასევე მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია და მთავარია ეხლა ეს იყოს დაცული.

საქართველომ დაიბრუნა თავისი ისტორიული ფუნქცია, იყოს ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მნიშვნელობა არა აქვს იმ დეტალებს რისი ხიდი უნდა ვიყოთ, საქარავნო გზების თუ ენერგო მატარებლების, ეს საუკუნეების გამოძახილია.

ძალიან მნიშვნელოვანი მთელს ამ ვიზიტში იყო შედარებები, რომ სწორედ საქართველოში იქმნება ”ახალი ბერლინი კედელი”. სწორედ საქართველოში განიხილება ეს საშინელება, როგორც სიმბოლო და ეს ჩვენი ისტორიული ბედიღბალია, რომელიც დალხენილი არასოდეს არ ყოფილა. ჩვენ გვერგო ადგილი მსოფლიო რუკაზე ათასწლეულებიდან, სადაც არ ხდება მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცება ყოველთვის ითვალისწინებდა ჩვენს ირგვლივ, შემოგარენში არსებული ქვეყნების თავისუფლებას. ჩვენი დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს კავკასიის თავისუფლების გარეშე და ეს თავად ილია ჭავჭავაძემ თქვა, თავის ”მგზავრის წერილებში” : ”მთელი კავკასის თავისუფლება”. გვინდა არ გვინდა ეს ასეა. დღეს კიდევ ამ თავისუფლების საზღვრებმა გადაიწია უფრო შორს, უფრო დიდ ტერიტორიაზე. ეს არის უკრაინა, შავი ზღვა, შუა აზიის პოსტსაბჭოთა სივრცე და ირიბად ბელორუსიაც. სწორედ ამ გეოპოლიტიკურ არიალს მოიცავს ჩვენი თავისუფლება და აქ წყდება ამ ქვეყნების თავისუფლების საკითხიც და არამარტო ჩვენი. ვფიქრობ დასამარდა ის მოარული აზრი, თუ რატომ ვიბრძოლეთ მხოლოდ ჩვენ საბჭოთა კავშირის დასაშლელად, თურმე უზბეკეთივით და ტაჯიკეთივით მივიღებდით თავისუფლებას, მაგრამ ეს რომ ასე არ იქნებოდა დღეს ეს უკვე ნათელია.

არაფერი არ არის დამთავრებული. ბაიდენის ვიზიტმა, ნათლად აჩვენა, რომ ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, რუსეთის გეოპოლიტიკური სასიცოცხო ინტერესების დაჯაბვნის ხარჯზე უნდა მოხდეს. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო მძლავრად და სასტიკად მოგვიწევს ამ ინტერესებთან შეჯახება. ეს დაუნდობელი ინტერესებია.

ჯ. ბაიდენის ვიზიტმა დაადასტურა ისევ დაფარული, ისევ გაუმჟღავნებელი არსებობა ცივი ომისა, რომელიც 2008წ. აგვისტოში დაიწყო. ურთიერთობების გადატვირთვა რუსეთთან ეს არის რიტორიკა. ეს არ მოხდება, თუმცა ეს არის ფორმულა, რომელიც ამჟამად სხვადასხვაგვარადაა გაგებული. რუსეთის მხრიდან ეს ნიშნავს პოსტსაბჭოთა სივრცის მის გავლენის სფეროდ დატოვებას, ხოლო ამრიკისთვის რუსეთის მიერ ამ ყველაფერზე უარის თქმას. ჯერჯერობით ამ გადატვირთვის თანასწორი და ერთმნიშვნელოვანი გაგება ამერიკასა და რუსეთს შორის არ არსებობს. შესაბამისად ამის არ არსებობამდე არსებობს და რჩება უდიდესი საფრთხე და ეს არ მოიცავს მხოლოდ საომარ მოქმედებებს, თუმცა არც გამორიცხავს მას.

რუსეთს გაცილებით მზაკვრული გეგმები აქვს. ერთერთი საშუალება, რომ სიტუაცია დამძიმდეს ეს არის ამ რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში შესვლა რეფერენდუმების საფუძველზე, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმში გახდება საფუძველი, რომ აფხაზეთი მიუერთდეს ყარაჩაი ჩერქეზეთს, რომელიც პირდაპირი გზით (ახალი გზით) მიუერთდება ყარაჩაი ჩერქეზეთს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩრდილო ოსეთს. ვფიქრობ ამით რუსეთი სიტუაციას კიდევ დაამძიმებს.

უახლოეს ერთ წელიწადში, ალბათ უფრო აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდგომ მოხდება, ხოლო ცხინვალში ამის განხორციელებას დღესაც არაფერი უშლის ხელს. მითუმეტეს, რომ სასაზღვრო ხელშეკრულებები რუსებს ამ ე.წ. რესპუბლიკებთან გაფორმებული აქვს.

ეს დაამძიმებს სიტუაციას, თან ძალიან. მე ვფიქრობ ეს იქნება კომპენსაცია იმ ალიყულისა, რაც რუსეთმა მიიღო 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო თვეში ობამას რუსეთში ვიზიტის და ბაიდენის საქართველო-უკრაინაში ვიზიტის შემდეგ. ეს იქნება იმ ომის კომპენსაციაც, რომელსაც რუსეთი აპირებდა საქართველოში და არ გამოვრიცხავ, რომ ისევ აპირებს.

ბაიდენის ვიზიტმა ნათლად დაადასტურა, რომ ომის საფრთხე ძალიან მაღალი იყო. იმდენად მაღალი, რომ ბოლომდე მისი გაქარწყლება არ მომხდარა. ჩვენ კვლავ ვართ დიდი საფრთხის წინაშე, თუმცა თუ რუსეთი ვერ გაბედავს კიდევ ომს ამ ზაფხულს, ის ზემოთთქმულ გეგმაზე აუცილებლად იმუშავებს, რათა ანტიპრევენციული დარტყმები მოგვაყენონ. სიტუაცია უფრო დაამძიმონ და თემა უსაშველოდ გაწელონ. ანუ შექმნან რიტორიკა, დაუსრულებელი რიტორიკა ამ თემებზე.

ჩვენ შევედით ძალიან რთულ გადამწყვეტ ეტაპში იმპერიასთან ბრძოლის გზაზე. ეს იქნება გაცილებით დამქანცველი გზა ჩვენი თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისკენ, თუმცა ამის გავლა შესაძლებელია და ჩვენ ეს ასეთი ძლიერი პარტნიორის მეშვეობით შეგვიძლია.

ბაიდენის ვიზიტმა გამოკვეთა ჩვენი ფუნქცია, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ არეალში უკრაინა შავი ზღვა, კავკასია, შუააზია ჩვენს ერთერთი სერიოზული ლიდერის როლს აყალიბებს. ამიტომაც ჩვენზე მოთხოვნა, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული ღირებულებები, იქნება ძალიან მკაცრი და თუ გვინდა ჩვენ ეს ყველაფერი მივიღოთ, უნდა ვისაუბროთ ამ ენაზე, ამ დემოკრატიულ ენაზე. ამას არ მოსთხოვენ აზერბაიჯანს კარგა ხანს, ამას არ მოსთხოვენ შუა აზიას, ამას ჩვენ მოგვთხოვოენ და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ენაზე, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.

ფსონი საკმაოდ მაღალია, რომელიც ჩვენზე დაიდო. ეს ამერიკამ დადო და ევროპა უკან გადაიწია, რაც კონდოლიზა რაისმა აღნიშნა კიდევაც 2008წ. სექტემბერში. მათ ევროპას მოუწოდეს, საქართველოსკკერნ, მაგრამ მათ შეძლეს ის, რაც შეძლეს. ამიტომ დღეს ნათლკად გამოჩნდა, რომ მთელი ინიციატივა ამერიკამ თავის თავზე აიღო. ეს ინიციატივა სავარაუდოთ ქარტიის სიცოცხლისუნარიანობაში გამოიკვეთება. უახლკოეს მომავალში მოხდება ქარტიის დებულებების განხორციელება, ვინაიდან ეს ის ლოგიკაა, რაზედაც ბაიდენმა ისაუბრა. სხვა ლოგიკა არ არსებობს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთი კავკასიაში თვითმკვლელობით დაასრულებს თავის არსებობას და ეს სხვაგან არსად არ შეიძლებოდა გაკეთებულიყო გარდა საქართველოსი. ეს თვითმკვლელობა რუსეთმა თავისთავს გამოუტანა და ამაზე ჩვენ დავწერეთ, თუ რატომ მოხდა ეს.

http://joaoscorner.blogspot.com/2009/07/blog-post_24.html

შეგიძლიათ აქ იხილოთ.

No comments: