Saturday, 30 January 2010

საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკურ ჭრილში

ამ წერილში მიმდინარე გეოპოლიტიკურ სიტუაციებს შევეხებით, რომელიც არცთუ ისე სახარბიელოა საქართველოსთვის, მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ სიტუაცია უკვე აბსოლუტურად უიმედოა. ასე რა თქმა უნდა არ არის. თუმცა დიდი სიძნელეების წინაშე ნამდვილად აღმოვჩნდებით.

2008წ. აგვისტოს შემდეგ რუსეთის გააქტიურებამ და მისი გეოპოლიტიკური ინტერესების სააშკარაოზე გამოტანამ, პრაქტიკულად ახალი ეტაპი დააყენა მსოფლიო გეოპოლიტიკაში. დასავლეთიც იძულებული გახდა გადაეხედა საკუთარი დამოკიდებულებებისთვის. შეიძლება ითქვას გარკვეულწილად შიდა დუღილი, რაც რუსულ გეოპოლიტიკას 2008წ.მდე (კოსოვოს აღიარებამდე) გააჩნდა უკვე ზედაპირზე ამოვიდა. მთავარი მიზანი ამ ყველაფრის, არის ის, რომ მაქსიმალურად შეასუსტოს ამერიკის პოზიციები ევრაზიაში. მოახდინოს სიტუაციის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია. ამისათვის ის იყენებს რამდენიმე ბერკეტს.
1. გაზის ექსპორტის დივერსიფიკაცია ევროპაში
2. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია
3. უკრაინაში იანუკოვიჩის შესაძლო გამარჯვება.
4. ირანის პოლიტიკური გააქტიურება


პუტინის გაზის პოლიტიკამ სერიოზული გავლენა იქონია ევროპის (იგულისხმება გერმანია საფრანგეთის ალიანსი, შემდეგ ტექსტშიც) შემდგომ პოლიტიკაზე. მოხერხდა გერმანიის და საფრანგეთის ინტერესების დამთხვევა რუსეთის ინტერესებზე დროში ნაწილობრივ. რამაც ლოგიკური გახადა რუსეთის ნაბიჯები კავკასიაში, რაც გამოიხატა ღია ომით საქართველოსთან.

ეს ნაბიჯი რუსეთისთვის ნამდვილად რისკიანი იყო, მაგრამ მან გარისკა. გარისკა, მაგრამ ეს რისკი დაზღვეულიც აღმოჩნდა ევროპის დამოკიდებულებით ამერიკის ევრაზიული გეოპოლიტიკის მიმართ. სპეციალურად ვამბობთ, სწორედ ამერიკის ევრაზიული გეოპოლიტიკის მიმართ და არა საქართველოს მიმართ კონკრეტულად.

თუმცა ევროპის ეს დამოკიდებულება, ამირიკის მიმართ ნამდვილად აისახა საქართველოზე. სწორედ ამ ყველაფერმა წაახალისა რუსეთი. არ შეიძლება იმის თქმაც და აბსოლუტურად გადაჭარბებული იქნება, რომ ევროპის და რუსეთის ინტერესები 100%-ით ემთხვევა ერთმანეთს. ეს ასე არ არის. ევროპა ეცდება ამერიკა რუსეთის ბალანსით თავისი მიზნების განხორციელებას.

მუდმივად მოუწევს ზღვარზე სიარული. რუსებმა დაიწყეს იმ სამკუთხედის დანგრევა, რომელიც ამერიკულ გეოპოლიტიკას წარმოადგენს ევრაზიაში. ეს არის უკრაინა, კავკასია ავღანეთი. დღეს უკრაინაში ბევრი რამ წყდება. ყოველ შემთხვევაში, მაქსიმუმი რაც შეიძლება ვთქვათ რუსეთის ფავორიტი იანუკოვიჩის გამარჯვება, რუსეთის მხრიდან განიხილება, როგორც ამერიკული სამკუთხედის დანგრევის მნიშვნელოვანი გარემოება.

რუსეთმა 2008წ. კავკასიას შეუტია, საქართველოს სახით. მართალია ვერ შეძლო ბოლომდე სიტუაციის ხელში აღება, მაგრამ ის მინიმუმი, რაც ევროპის ცენტრალურ სახელმწიფოებთან იყო შეთანხმებული გააკეთა. სარკოზის აქ ჩარევა 2008წ. უნდა განვიხილოთ, სწორედ ევროპის რუსეთ-ამერიკის ზღვარზე თამაში.

ევროპა რათქმაუნდა ბოლომდე არ ეწინააღმდეგება ამერიკულ გეოპოლიტიკას, და ცდილობს ის რუსეთით დააბალანსოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროპის ამერიკული ნაწილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპა გაანეიტრალოს. ამას ცდილობს, როგორც საგარეო პოლიტიკით, ასევე ცდილობს ევროკავშირის შიდა პოლიტიკით, ვგულისხმობთ კონსტიტუციის მიღებას და ახალი ევრო სტრუქტურების ფორმირებას, რომელიც სწორედ იმისთვისა განსაზღვრული, რომ მოხდეს აღმოსავლეთ ევროპის განეიტრალება ამერიკული ლობისგან.

ანუ ევროპა თავის ტერიტორიას ნიშნავს. მას უნდა იმ დაკარგული სკამის დაკავება, რომელიც იალტის კონფერენციაზე 1945წ. დაკარგა. ამისთვის დასაშვებია თუნდაც რუსეთთან ნაწილობრივი ალიანსი, მაგრამ ამავე დროს რუსულ-ამერიკულ ზღვარზე თამაშიცაა, ვინაიდან ევროპამ მშვენივრად იცის, რომ ამერიკის გარეშე ნამდვილად გაუჭირდება რუსეთთან გამკლავების. ამიტომ ის მხარს დაუჭერს ამერიკას აღმოსავლეთში, თუმცა არ შეეწინააღმდეგება რუსეთს ბოლომდე კავკასიაში. არც იმის საშუალებას მისცემს, რომ კავკასიაში რუსეთი სრულად დაბრუნდეს და ეს სწორედ 2008წ. დადასტურდა. მათ არ დაუშვეს ეს ბოლომდე.


რუსეთიც იძულებული გახდა შეჩერებულიყო და სხვა გეგმა დაესახა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. თუმცა რუსეთი მშვენივრად მუშაობდა უკრაინაში. მოახდინა რა ნარინჯისფერ ლიდერთა შორის შუღლის ჩამოგდება და ბოლომდე ააქტიურა იანუკოვიჩი ერთი და შექმნა ისეთი გარემო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი წარმატების გარანტიები შეექმნა.
თუ რუსეთმა მოახერხა იანუკოვიჩის გაყვანა საპრეზიდენტო პოსტზე, პრაქტიკულად მათი გეგმა მინიმუმი შესრულებული იქნება. უკრაინაში ჩატარდება რეფერენდუმი ნატოს საკითხზე და იქნება უარი. უკრაინაში მოხერხდება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ნარინჯისფერები იქ აუცილებლად დამარცხდებიან, უმრავლესობა იანუკოვიჩს ექნება.


პრაქტიკულად მხერხდება ის, რომ უკრაინა რუსეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა. დამთხვევა იქნება სწორედ გაზის მიწოდება ევროპისთვის, რითაც რუსეთი ეცდება ჩაშალოს ყველა სხვა პროექტი და ამის რეალური შესაძლებლობა მას ექნება. მითუმეტეს გერმანია ნამდვილად არ არის დიდად დაინტერესებული სხვა ალტერნატიული ენერგომატარებლებით.

ეს ერთი ფრონტია, რომელზეც დღეს რუსეთს წარმატებები აქვს. სწორედ უკრაინის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველო მარტო რჩება იმპერიის წინაშე.
რუსეთის მხრიდან დაიწყო საქართველოს ათვისების გეგმის განხორციელება პუტინის გეგმის თანახმად. ერთერთ ინტერვიუში პუტინი ამბობდა 2008წ. ის რაც ვერ გავაკეთეთ ჩვენ, ამას გააკეთებს ქართველი ხალხი.

მობილიზაციაც დაიწყო. ნელნელა ხდება ფიგურების გამოკვეთა. პირველი ფიგურა და ერთერთი ფსონი დაიდო ნოღაიდელზე. თუმცა ეს სულაც არ არის ბოლო აკორდი ამ გეგმის განსახორციელებლად. უნდა მოხდეს კონსოლიდაცია და ეს მოხდება მხოლოდ ერთი საშუალებით. ესაა ფული, საკმაოდ დიდი ფული, რომელიც საქართველოს მიმდინარე ხარჯებისთვის რუსეთიდან გამოეყოფა. გაზაფხლზე საბოლოოდ უნდა იქნეს ფორმირებული ნოღაიდელის რაზმი. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით და მოვლენებს უნდა დაველოდოთ. ანუ რუსეთის მხრიდან სწორედ უკრაინაში და კავკასიაში ხდება ამერიკაზე დიდი დარტყმის მიყენება.


რაც შეეხება ირანის საკითხს, ეს საკითხი ამჯერად მიშვებულია და პრაქტიკულად თვითდინებაზეა, რაც არ ნიშნავს, რომ არ გააქტიურდება. რუსეთის მიზანი ამ შემთხვევაში ისრაელის და ირანის დაპირისპირებაა, რომელშიც ამერიკელები აუცილებლად იქნებიან ჩართულები, თუნდაც იმიტომ, რომ ერაყის ტერიტორია ამ შეტევისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ამერიკას ახალი ომი ნამდვილად არ აწყობს, ვინაიდან ავღანეთში და ერაყში გაჭიანურებული ომები მას ქანცს გაწყვეტს. ირანთან ომი ეს ამერიკის მარცხს ნიშნავს ევრაზიაში და ასევე ავღანეთშიც, სადაც უკვე ამერიკელები იძულებული იქნებიან ჩართონ რუსებიც და მათ სთხოვონ დახმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავღანეთში ამერიკული ინტერესები დასამარდება.

ამის განხორციელების შემთხვევაში სსრკ-ს აღდგენა უკვე საკმაო რეალობა იქნება. სწორედ რამდენიმე თამაში, რაც რუსეთს წამოწყებული აქვს უკრაინა, ევროპა, კავკასია და ირანი ეს სამივე მხოლოდ ამერიკას აზარალებს. დროში ალბათ აღმოსავლეთ ევროპას. თუ ამერიკა მორჩა ავღანეთის ომს, სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე და რუსული პოლიტიკა მსგავსი აგრესიულობით გაგრძელდა უკვე გამონთავისუფლებული რესურსებით რუსეთის განეიტრალება შესაძლებელია, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს კავკასია და შავი ზღვა.

გაგრძელება იქნება.

26.01.10

No comments: