დუგინის ინტერვიუს კონტენტანალიზი და საქართველოს შიდა პოლიტიკა
მ/წ. 25 თებერვალს „ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნდა დუგინის ინტერვიუ. შევეცდებით ამ ინტერვიუს კონტენტანალიზის ფორმით დამუშავებას და საქართველოს მომავალი შიდა პოლიტიკური მოძრაობის გეგმებს. ასევე ამ შიდაპოლიტიკაში რუსეთის ჩართულობას. ინტერვიუს დასაწყისში დუგინი აღნიშნავს:
ა. დუგინი : “ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი სერიოზულად შეუდგება იმ პოლიტიკოსთა ძიებას, რომლებიც მას აწყობს. რუსეთი ახლა საქართველოს მთელ პოლიტიკურ ელიტას განიხილავს. ასეთები სხვადასხვა ძალებია. ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ. ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ამჟამად ამერიკის პოლიტიკიდან დისტანცირებულია, შესაძლოა კრემლისთვის სასურველი გახდეს”,
აღნიშნული ფრაზიდან იკვეთება შემდეგი რამ. რუსეთმა ახალი თამაში დაიწყო. დაიწყო საქართველოშ შიდაპოლიტიკურ სივრცეზე გადმონაცვლება. დაწყებული აქვს კასტინგიც. თუმცა ვფიქრობ, რომ კასტინგი დასასრულს უახლოვდება. სწორედ ამას გულისხმობს ფრაზა: „ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ.“ რუსეთის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკა დაყოფილია 2 სფეროდ, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია:
1. შიდაპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს საქართველოში მხოლოდ 2 პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას და გამორიცხავს ალტერნატივას. ეს არის პროამერიკული ძალა, სადაც მოაზრებულია სააკაშვილი და ხელისუფლება. ხოლო მეორე ძალა ეს უნდა იყოს პროქართული ძალა რომელიც = პრორუსულს, რასაც თავად დუგინი მშვენივრად განმარტავს ქვემოთ.
2. პროქართული=პრორუსული ძალის ლიდერის ჩამოყალიბება, რომელიც ჯერჯერობით კასტინგშია.
ანუი დასკვნა აქედან. მთავარია შეიქმნას ძალა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ამერიკაზე. ანუ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში უნდა დარჩეს 2 ძალა, პროამერიკული. არ უნდა მოხდეს პროამერიკული ძალის ალტერნატივის ჩამოყალიბება, და ამის პირდაპირი დადასტურებაა რესპუბლიკელების თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენება. მათ ვერ დავუკარგავთ, რომ ისინი ცდილობდნენ სააკაშვილის ალტერნატივის შექმნას, რომელიც საკმაო კომფორტი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის,მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, ეს რუსულ გეგმაში არ შედის. ამის დასტურია დუგინის განმარტება, რას ნიშნავს პროქართული:
ალ. დუგინი; „ალეკსანდრ დუგინი: რუსეთს პროამერიკული პოლიტიკოსი არ აწყობს. რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“ ანუ აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროქარტული=პრორუსულს. შესაძლოა მცირე ალოგიკობათ მივიჩნიოთ ეს ყოველივე, მაგრამ საკითხი დგას სულ სხვაგვარად. ეს მომავალზეა გათვლილი. პროქართული, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის რიორიტეტს ჩამოაყალიბებს ეს იქნება ნეიტრალიტეტი.
ამის შემდეგ დუგინი განიხილავს და მაგალითად მოჰყავს უკრაინა. ამონარიდი ინტერვიუდან:
ალ. დუგინი: “თუმცა მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. იანუკოვიჩის მაგალითზე რუსეთმა მომლოდინეს პოზიციაში ყოფნა ისწავლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიაღწია კიდეც თავისას, რადგან ანტირუს პოლიტიკოსებს სასურველი მიზნის მიღწევა არ ძალუძთ. მაგალითად, ავიღოთ იგივე იანუკოვიჩი - იგი რუსეთზე იყო ორიენტირებული და ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც რუსეთს გაზის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყირიმის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მასზე ზეწოლის მოხდენა სერიოზულად არ შეუძლია და იძულებულია მის ჭკუაზე იაროს. აქედან გამომდინარე, იანუკოვიჩი ყველა იმ პრობლემას გადაწყვეტს, რომელიც იუშჩენკომ არა მარტო ვერ შეძლო, არამედ საერთოდ უფსრულამდე მიიყვანა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუსეთს საქართველოში უნდა აწყობდეს პოლიტიკოსი, რომელიც აშშ-სგან დისტანცირებულია და პირველ რიგში, თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკსანდრ დუგინი.
ამ ციტატის მაგალითზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ სცენარი საქართველოსა და უკრაინაში ერთნაირია. მცირე განმარტება, რა მოხდა უკრაინაში. იუშჩენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი იყო შეიძლება ვთქვათ, რომ ის უკრაინის ზვიად გამსახურდიაა. ანუ იუშჩენკო აბსოლუტურად ნაციონალისტური ძალა რუსული პრ მანქანის მეშვეობით გახდა პროამერიკული ძალა, ხოლო იანუკოვიჩი პროუკრაინული ძალა. შედეგები ყველამ ვიხილეტ. უახლოეს თვეებში უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა ძალას მოიკრებს და ერთად ძმურ რუსეთთან ერთად თავის მყარ ფორმას მიიღებს. ანუ სცენარი ურაინა-საქართველო ერთია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ აქ შედარებით ფორსირებულად მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, ვინაიდან უკრაინის გარეშე დარჩენილ საქართველოს ბედს, ამერიკის შეერთებული შტატებმა შესაძლოა ორმაგი ყურადღება დაუთმოს და 2013 წლამდე არავინ იცის რა მოხოდება. შესაძლოა ის სკივრიც გაიღოს, სადაც ნატოა შენახული და მერკელსაც ამოგლიჯონ ის გასაღები რომელიც 2008წ. 3 აპრილს რუსებმა გადააყლაპეს. ამიტომ აქ ჭექა ქუხილი გამორიცხული არ არის.
ძალიან საინტერესოა დუგინისეული ქართველი პოლიტიკოსის კასტინგი.
ალ. დუგინი: “ფული აქ არაფერს წყვეტს, მას შეუძლია მხოლოდ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევა. ერთი სიტყვით, ესაა ქართველი ნაციონალისტი, მაგრამ ისეთი, რომელიც ორ რამეს - რუსეთისა და ევროპის ინტერესებს გაითვალისწინებს და ემსახურება მას... არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“
საკმაოდ საინტერესო ფენომენი შემოდის, ქართველი ნაციონალისტი, რომელიც რუსეთის და ევროპის ინტერესს გაითვალისწინებს, ანუ რატომღაც დუგინი თვლის, რომ რუსეთის და ევროპის ინტერესი არის საერთო??? შეიძლება ეს ალასანიაც იყოს, ის პირდაპირ არ ამბობს ჯერ არცეულ კანდიდატზე, ამგრამ დუგინის ინტერვიუში აშკარად სჩანს მიუნხენის კვალი, მოდით ვნახოთ:
ალ. დუგინი; „რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“
ეს კიდევ ერთი მტკიცება, რომ პროქარტული=პრორუსულს. ასევე კასტინგის დასასრულისკენ სვლაც შეინიშნება ინტერვიუში, ესეც ვნახოთ:
ალ. დუგინი: „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი, რომლებსაც გარკვეულწილად შეუძლიათ რუსეთის პარტნიორები გახდნენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“
ანუ კასტინგში მონაწილეები დასახელებულია. კასტინგში მონაწილეობაზე თანხმობა მიღებულია, შეიძლება დახლოებითი არჩევანიც დავინახოთ ინტერვიუში:
აბა კარგად დავაკვირდეთ:
1. „არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“
2. „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი“.
ეს ორი ფრაზა, აბსოლუტურ ენობრივ და ლოგიკურ კავშირშია. დუგინი ცდილობს არ ისაუბროს პირდაპირ, მაგრამ მას ასევე არ სურს გაურკვეველი დარჩეს ვინაა კასტინგში მონაწილეები და ვინ შეიძლება იყოს არჩეული.
განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ფრაზა:
ალ. დუგინი : “ერთადერთი, რაც ახლა მოსკოვმა ზუსტად იცის, ისაა, რომ საქართველოში ხისტი პრორუსული პოლიტიკა არ გამოვა. ახლა სხვა სიტუაციაა. მოსკოვს მშვენივრად ესმის, რომ საქმე მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან უნდა დაიჭიროს, ვინც ქართული ინტერესებით მოქმედებს. დღეს რომ რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა თქვას, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” ვაღიარებო, მისი საქმე წასულია. შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს თუნდაც სააკაშვილის პოლიტიკისადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მას ამ საკითხის გადაჭრას წაუყენებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი მზადაა, მათ ამ საკითხში დაუთმოს”,
ეს უკვე იმ ძალაზეა საუბარი, რომელსაც მიიწვევენ მიუნხენში, რომლის ორგანიზება გერმანიაში რუსებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, რომ იქ უნდა გადაწყდეს ბევრი საკითხი და ლავროვიც ამისთვისაა იქ. უნდა გაჟღერდეს, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, თუმცა ის ძალა პროქართულია, რომელც =პრორუსულს ძალიან საინტერესო პასაჟია ამის დასადასტურებლად:
ალ. დუგინი: „შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს თუნდაც სააკაშვილის პოლიტიკისადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მას ამ საკითხის გადაჭრას წაუყენებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი მზადაა, მათ ამ საკითხში დაუთმოს”,
ანუ ყველაფერი მოსულა, მთავარია კარგად შეიფუთოს და ათვისებული იქნას ის რესურსი, რომელიც რუსეთს საქართველოში აქვს. ეს მოიცავს 2 მომენტს და აპირისპირებს ერთმანეთან სწორედ რესურსის ათვისებისთვის.
1. ნოღაიდელი, ხისტი პრორუსული ძალა, უნდა მოხდეს მისი დისკრედიტაცია, ვინაიდან რუსებმა იციან, რომ ამის რესურსი ძალიან ცოტაა და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი რეაბილიტაცია.
2. ალასანია, რომელმაც უნდა აითვისოს სააკაშვილისადმი მტრულად განწყობილი ძალების და საზოგადოების რესურსი, და გახდეს კასტინგში გამარჯვებული. პრაქტიკულად ის აკმაყოფლებს რუსული კასტინგის ყველა მოთხოვნას, რომელიც დუგინმა ამ ინტერვიუში ჩამოაყალიბა.
რუსული გეგმა საქართველოს 2 პოლიტიკურ ბანაკად დაყოფის შესახებ უკვე სტარტი აიღო. ალიანსი, სააკაშვილის ალტერნატიული პროდასავლური ძალა სულს ღაფავს. სამაგიეროდ უკვე იწყება პროქართული ძალის ჩამოყალიბება. რესპები მიიჩექმნენ. ერთადერთი სივრცე, რომელიც სააკაშვილმა დატოვა ქართული შიდა პოლიტიკისთვის არის ჩრდილოური სივრცე. სხვა სივრცე არ არსებობს. თუ ამ ფრაზას დავუკვირდებით სავარაუდო მოვლენების განვითარების ორიენტირებიც სჩანს. ვისი თამაშია ეს, ვინაა ამ თამაშის სუბიექტი? ამაში ვგულისხმობთ ჰერმენევტიკულ თამაშს და არა სხვა თამაშს რომელსაც ყველა გაიძახის. ამაზე მომავალში გესაუბრებით.
No comments:
Post a Comment