Saturday 22 August 2015

სპეცოპერაცია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ



2012წ. არჩევნებს შემდეგ დაიწყო რუსული სპეცოპერაცია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მას სათავეში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილი. სპეცოპერაციის პირველი ფაზა წარმოადგენდა პარტიის ლიდერების კონსერვაციას. ასეც მოხდა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააგდეს და ვერ შემოდის, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, რომლებიც პარტიის ძირითად ბირთვს წარმოადგენდა ციხეში ჩასვეს. ასევე ციხეში ჩასვეს ბაჩო ახალაია, რომელიც არამარტო ბუად აქციეს, არამედ აქტიურობასაც მოარიდეს. დაიწყეს სხვა წევრების დევნა, რომლებიც შესაძლებელი იყო რომ გარკვეულ დროს ლიდერებად ქცეულიყვნენ. ზოგი შეაშინეს, ზოგიც განდევნეს ქვეყნიდან. 
პარტიამ ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა. თავად ოცნების ხელისუფლებამ 2 წელიწადში ქვეყნის მდგომარეობა კოლაფსამდე მიიყვანა. შესაბამისად ნაციონალურმა მოძრაობამ ორ არჩევნებში დაამტკიცა, რომ ის სიცოცხლისუნარიანი ძალა იყო და მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილი ფუნდამენტურად დაიმკვიდრა. პარტიულ თანამდებობებზე გაჩნდნენ იმედის მომცემი ადამიანები, რომლებსაც სუფთა წარსული ჰქონდათ.
ქვეყანაში პრობლემებმა ოცნების ხელისუფლების რეიტინგი 24%-მდე დასცა, რაც ერთგვარ განგაშად იქცა მათ რიგებში, ვინაიდან მთავარ ოპოზიციურ ძალას რეიტინგის მატება დაეწყო. თუმცა პარტიაში კვლავ რჩებოდა პრობლემები და მისი სრული რებრენდინგი არ მოხდა, რაც უკან სწევს თავად პარტიის წინსვლას. 

ამის შემდეგ უკვე იწყება ოცნების ხელისუფლების და მისი მთავარი სპონსორის ბიძინა ივანიშვილის მიერ მეორე ეტაპი ნაციონალური მოძრაობის სპეცოპერაციისა. ის შედგება ისეთი კომპონენტებისგან როგორიცაა მოსყიდვა და შანტაჟი კომპრომენტირების. მკითხველმა აირჩიოს. რამდენიმე დღის უკან განხორციელდა 4 პიროვნების პარტიის აღმასრულებელი მდივნის (ზ. ჯაფარიძე), თბილისის ორგანიზაციის ფაქტიური თავმჯდომარის (გ. მელაძე), პარლამენტში საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი ჩინოვნიკის (პ. კუბლაშვილი) და ერთი დეპუტატის (გ. ხაჩიძე) მიერ პარტიის რიგების დატოვება. თუ დავაკვირდებით ამ ადამიანების თანამდებობებს, ისინი პარტიის ბირთვს შეადგენდნენ, და სწორედ მათზე განხორციელდა დარტყმა, ვარაუდის დონეზე ფინანსური მოსყიდვის ან შანტაჟის კომპრომეტირების გზით. ამით საგრძობლად შეირყა როგორც პარტიის იმიჯი (აღმასრულებელი მდივანი გაიქცა პარტიიდან), ასევე თავად პარტიაში გამოიწვია ერთგვარი ფრუსტრირება. ასევე აუცილებლად ეს მოვლენა გავლენას იქონიებდა პარტიის რეიტინგზე და მოახდინა ელექტორატის მინიმუმ ორად გაყოფას.

ამიტომ განხორციელებული სპეცოპერაციის ორივე ნაწილში არჩეული პერსონები, არიან საკვანძო ფიგურები და ორივე შემთხვევა ითვალისწინებდა პარტიის შერყევას და განადგურების მცდელობას. ბოლო შემთხვევა პირდაპირ მიმართულია პარტიის გახლეჩის და განადგურების მცდელობასთან თუ იგი გახდება ინტენსიურად განგრძობადი დროში რისი დიდი ალბათობაცაა და სხვათა შორის მცდელობაც იყო, ოთხის გარდა გადმოებირებინათ სხვა ფიგურებიც. ამას ვერაფერს დავარქმევთ გარდა იმისა, რომ ხდება პარტიის მიზანმიმართული დაშლა და ეს უკვე აღარ ხდება დაჭერებით, არამედ ფულით, შანტაჟით ან სხვა მეთოდით.

სხვა შემთხვევაში თუ ეს ასე არ არის და პარტიიდან გასული ადამიანები თავის ნებით მოქმედებდნენ ისმის შემდეგი შეკითხვები

1. რას ემსახურებოდა ეს ნაბიჯები და რა ბენეფიტი მოუტანა მან ქვეყანას? პარტიას?
2. პრობლემატიკის შესახებ, რომელზეც განცხადებაში იყო საუბარი რატომ არ მოხდა შიდაპარტიული რესურსის გამოყენება? რატომა არ მოხდა თანამდებობის გამოყენება და გუნდურად გადაწყვეტილების მიღება?
3. რატომ მოხდა რომ პარტიის წევრებმა საზოგადოებასთან ერთად შეიტყვეს ამ მოვლენის შესახებ? 
4. თუ ზემოთმოყვანილ შეკითხვებზე არ არის პასუხები, ეს არის თუ არა პასუხისმგებლიანი ნაბიჯები და ხომ არ არის განზრახ ზიანისმიმყენებლად გაკეთებული ნაბიჯი?


არის კიდევ სხვა შეკითხვებიც, რომელზეც პასუხები უნდა გაიცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციის მეორე ეტაპი და ის ასე მარტივად არ გაჩერდება, ვინაიდან მათ რეიტინგის დავარდნას პასუხად უნდა მოჰყვეს მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტება და კალაპოტიდან ამოგდება. გარდა ამისა,  ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს არჩევნების გაყალბებისათვის სერიოზული მზადება, როდესაც პრაქტიკულად ყალბდება ე.წ. მოსახლეობის აღწერის შედეგები და ეს უსერიოზულესი პრობლემა იქნება, ვინაიდან ოცნების ხელისუფლება, როგორი სუსტი მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის შიგნით, გამარჯვების ხმებს ჩამოიტანს საქართველოს გარედან 3 მილიონი ადამიანის "არჩევანით". 

სპეცოპერაცია ძალაშია. ის ამით არ დასრულდება და წინ ბევრი სიურპრიზი გველის თუ ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებს ამ ფაქტიდან გაძლიერებული გამოვიდეს, რაც გულისხმობს მის სასწრაფო რეფორმირებას, სტრუქტურულ დალაგებას, პარტიული სტრუქტურების ძლიერად ამუშავებას და შესაბამის სწორ მენეჯმენტს. 

No comments: