Sunday 30 June 2013

რუსეთის იმპერია ანაფორის ქვეშ იმალება


2013 წლის 17 მაისი, კიდევ ერთი დარტყმა ქართულ სახელმწიფოზე. მითი, რომლის რეალიზებაც ხდება მხოლოდ იმიტომ რომ დაარტყან ქართულ სახელმწიფოს. რა არის ეს მითი? "გეების პარადი". სწორედ ასეთი პროპაგანდისტული ქაღალდი დამხვდა დილით კარებთან, რომ მოგვიწოდებდნენ გეების პარადი არ ჩაგვეტარებინა. გამოვსულიყავით სულიერების დასაცავად. რატომა ეს მითი? იმიტომ რომ არანაირი პარადი არ მიმდინარეობდა. ადამიანებს აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი, რომ არ გვსურს ჰომოფობია, დისკრიმინაცია. თავად ეს აზრი შეიცავს თავის თავში ჰუმანიზმს, მაგრამ შეიქმნა მითი სასწრაფოდ, რომ ესაა "გეების პარადი".მითი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს ქვენა გრძნობებზე და საკმაოდ ბევრი ადამიანის ცნობიერზე, რომლებიც საშინელ აგრესიას ავლენდნენ აქციის დროს. დიახ, ეს იყო მითი, რომელიც აღვიძებს ქვენა გრძნობებს, თუმცა მას აქვს დიდი კონტექსტი, კონტექსტი, რომელიც პირდაპირ ურტყამს საქართველოს სახელმწიფოს. ეს კონტექსტი იმალება ანაფორის ქვეშ მაშინ, როდესაც მისი გამოხატვა ისეთ საშინელ მასშტაბს იღებს, როგორიც ეს 17 მაისს მოხდა. ანაფორის ქვეშ დამალული კონტექსტი ეს იმპერიის კონტექსტია, რომელიც გარეგნულად ქვენა გრძნობებს აღვიძებს და გამოხატვაში ისეთი საშინელია რომელიც მთლიანად ჩრდილს აყენებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს დასავლეთთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მხოლოდ ტანკებით აჩერებს საქართველოს ინტეგრაციას ძალიან ცდება. მათ ისეთი ნიუანსები აქვთ დამუშავებული ქართველობა კარგახანს აზრზე ვერ მოვა. შესანიშნავად იციან, დასავლური დისკურსი, ინტეგრაციის მოთხოვნები და ყველა იმ პუნქტზე ურტყამენ, რომელიც საქართველოს დაბლოკავს ამ გზაზე.
90 იანი წლებიდან ვარ ჩაბმული პოლიტიკის ანალიზში და ამ გადასახედიდან სახტად ვარ დარჩენილი. რუსეთს რამხელა ინსტიტუციონალური ნაღმები ჰქონდა ჩადებული მთელს საზოგადოებაში, სახელმწიფო ინსტიტუციაში, რელიგიურ ინსტიტუტებში, ყველა სოციალურ ჯგუფში, რომლებიც ამუშავეს წლების განმავლობაში და ბოლოს ყველაზე მძლავრი ძალა შენახულ იქნა ანაფორის ქვეშ. სადაც ფარულ კონტექსტში შეძლეს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოცვა. გამოიყენეს ადამიანის ტვინების ზომბირების სამჭედლო- ეკლესიური ქადაგება, რომელიც ყოველ შაბათ კვირას მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, ერთ მშვენიერ დღეს, ეს ამხელა ზემოქმედების იარაღი რომ ამუშავდეს აშკარად საქართველოს საგარეო კურსის წინააღმდეგ, რომელი სუპერ პროდასავლური ხელისუფლება გაუძლებს ამ იდეოლოგიურ შემოტევას? ვერცერთი. არ იარსებებს საქართველოში ძალა წინ აღიუდგეს ამ შემოტევას. დღეს საქართველოში ორი სახელმწიფოა, სეკულარული და რელიგიური, ხოლო ქართული სეკულარული სახელმწიფო თავის ფაშვში ჩაისვა ამ რელიგიურმა სახელმწიფომ, რომლის ანაფორის ქვეშ რუსული იმპერია იმალება, თავისი სივერაგით, რომელიც წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. 17 მაისი ეს იყო საშინელი დარტყმა ქართულ სახელმწიფოზე. მის საგარეო კურსზე, მის საერთაშორისო იმიჯზე, სადაც არაფერი სჩანდა იმის მსგავსი, რომ ეს ქვეყანა ემზადება დასავლეთში ინტეგრაციისთვის. ხოლო ეკლესიამ აშკარად შეაბიჯა პოლიტიკაში და დიდი განაცხადი გააკეთა, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ისინი მოინდომებენ. ისინი ფლობენ ადამიანებზე ზემოქმედების იარაღს და შეუძლიათ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ისეთი გამხეცება, როგორც გუშინ ვიხილეთ. გავფრთხილდეთ, ანაფორის ქვეშ რუსეთის იმპერია ისეთი საძაგლობით იმალება, რომლის წარმოდგენაც კი მზარავს. თუ ამას დროზე არ მოევლო, ისინი აუცილებლად შეძლებენ ქვეყნის მიმართულების სასურველ ვექტორზე შებრუნებას ისეა, რომ ვერცერთი ხელისუფლება მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევვს.


ირაკლი მარგველაშვილი
19.05.2013წ.

No comments: