დ უ მ ი ლ ი ს ჰ ა ე რ ი
ოთხ მოქმედებიანი პიესა
მოქმედი პირები:
I პირის ფიქრები
II პირის ფიქრები
თანამოძმეები:
III
IV _________ პირთა ფიქრები
V
NN
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე
პატრონი – ადამიანი _ ავტორი, მაყურებელი, მოქალაქე და ბრძოლის ველი, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა მოქმედ პირებს შორის. მის როლს თეატრში არავინ ასრულებს, მხოლოდ თეატრის ფინალს შექმნის როლის გარეშე. ის ვირტუალურ როლს ასრულებს სპექტაკლში. ის მხოლოდ ვირტუალური მსახიობია და ბოლოს დაფიქსირდება ზოგადად. . . .
ს ც ე ნ ი ს ა თ ვ ი ს
სცენაზე ცისფერი შუქი ანათებს. შექმნილია ოთახის დეკორაცია. ოთახში არის ორი ადამიანის სილუეტი. მსახიობების თამაში ამ სილუეტებში მიმდინარეობს. მასში I და II პირის სიმშვიდის, მარტოობის და სიცარიელის გმირები თამაშობენ, ხოლო I და II პირის ფიქრები, მათი თანამოძმეები სილუეტებს გარეთ არიან.
მოქმედება I
სურათი I
ოთახი ცისფრად შეღებილი კედლებით, ფანჯრებზე ცისფერი ფარდები. შიგ ორი პირია, სილუეტების გარეთ მიმდინარეობს მოქმედება. სცენაზე ფიქრები არიან.
I პირის ფიქრები -
რა უნდა ვიფიქრო, როგორია ჩვენი ცხოვრება, რა არის ჩვენი დანიშნულება. რატომ არის, რომ სულ გვდევნიან. ნუთუ ყოველთვის გამოგდებულნი უნდა ვიყოთ ჩვენი ადგილებიდან? რატომ გვხვდა წილად მაინცდამაინც ყოველივე ცუდი. ვერ ვხვდები ჩემს დანაშაულს.
II პირის ფიქრები _
მეც არ მესმის ჩვენი პატრონის. ნუთუ ყოველივე მართალია რასაც გვაბრალებენ. უბრალოდ საშუალებასაც არ მაძლევენ ჩემი საკუთარი ადგილი დავიკავო. არაერთხელ მაგრძნობინეს, რომ მე სტუმარი ვარ და არა ადგილობრივი მკვიდრი. არადა მთელი ჩემი არსებობის მანძილზე ჩემს ადგილს არ მოვცილებივარ. სულ იქ ვიყავი. ვერ გამიგია ჩვენს პატრონს რატომ გაუჩნდა ამდენი აგრესია ჩვენს მიმართ. არ ვიცი რა მოვიმოქმედო, რომ ჩემს ადგილს დავუბრუნდე. პრაქტიკულად არაფერს არ მიხსნის პატრონი. გაურკვევლობაში ვარ.
I პირის ფიქრები _
მეც იგივე სიტუაციაში ვარ. როდესაც ვცდილობ საკუთარი ადგილი დავიკავო წინ სიმშვიდე მხვდება. პატრონმა საოცარი ბარიერები შემიქმნა. ჩემს ადგილამდე მისაღწევად ჯერ სიმშვიდის ველი უნდა გავიარო, შემდეგ მარტოობის, შემდეგ სიცარიელის. ამ ბარიერების გავლა ჩემს ძალებს აღემატება. დარწმუნებული ვარ, კიდევაც რომ ვეცადო მათი გავლა აუცილებლად დავიღუპები. ისინი ჩემს გასანადგურებლად არის შექმნილი. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე ეხლა შევამჩნიე, რომ ჩვენმა პატრონმა სახე იცვალა. საერთოდ სხვაგვარი გახდა. შესაბამისად ჩემდამი დამოკიდებულებებიც შეიცვალა. შეიძლება ითქვას ამრეზილია ჩემს მიმართ.
II პირის ფიქრები _
ასე იოლად არ უნდა დავთმოთ ჩვენი ადგილები. აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ იქ. თუ ნებით არ დათანხმდება ჩვენი პატრონი, მაშინ ძალით უნდა დავიკავოთ ის. ბოლოს და ბოლოს შევკრიბოთ ლაშქარი, დავიხმაროთ ჩვენი თანამოძმეები და ყველა მხრიდან შევუტიოთ ამ ბარიერებს –სიმშვიდეს, მარტოობას და სიცარიელეს. დარწმუნებული ვარ ჩვენს წინააღმდეგობას ვერ გაუძლებენ. შეტევა უნდა განხორციელდეს ყველა მიმართულებით, ესენია ლოგიკის მიმართულება, რელიგიის მიმართულება, ფილოსოფიის მიმართულება, ლიტერატურის მიმართულება. თითოეულ მიმართულებაში უდიდესი უპირატესობა გაგვაჩნია. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მთავარი ეჭვის ბაქტეოროლოგიურ _ ბიოლოგიური იარაღი. ამ იარაღის წინააღმდეგ უძლურნი იქნებიან. ბრძოლა ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე უნდა გავმართოთ.
I პირის ფიქრები –
აუცილებელია შევქმნათ სტრატეგია თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ. ვფიქრობ ერთი ფრონტით შეტევა საკმარისი არ იქნება. ლოგიკისა და ფილოსოფიის მიმართულება ცნობისმოყვარეობის ფრონტზე უნდა განვალაგოთ, ხოლო რელიგიისა და ლიტერატურის მიმართულება ეჭვის ფრონტზე და ისე შევუტიოთ. ეჭვი მეპარება ორივე ფრონტიდან შეტევას გაუძლონ. სანამდე მომზადებას დავიწყებთ დაზვერვითი სამუშაოები უნდა ვაწარმოოთ და ჩვენს თანამოძმეებს ზუსტი გეგმა გავაცნოთ, სადაც ჩვენი გამარჯვება გარანტირებული იქნება.
II პირის ფიქრები –
მე ვფიქრობ ყველაზე ძნელი ჩვენი თანამოძმეების დაყოლიება იქნება, რომ ბრძოლაზე დავითანხმოთ. მათ ჩვენნაირი პრობლემები თავიანთ პატრონებთან არა აქვთ. ძალიან მეშინია, რომ ჩვენი ჯიში სრულიად ინდივიდუალურია და ამ ინდივიდუალურობაში ვიჭედებით. თანამოძმეების დარწმუნება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ განძრახვაზე ხელი ავიღოთ და ბრძოლაზე უარი ვთქვათ. ეს ხომ სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს ჯობია ომში დავმარცხდეთ ვინემ შევეგუოთ თვითგანადგურებას. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი მტერი სიცარიელეა.
I პირის ფიქრები –
იცი სიცარიელის ზედმეტსახელი რა არის?
II პირის ფიქრები –
არა.
I პირის ფიქრები –
~არაფერი~. გუშინ მივაყურადე ~სიმშვიდის მარტოობისა და სიცარიელის~ საუბარს. ხმას არ იღებენ, ვინაიდან ხმა ჩვენსკენაა, ამით თავიანთ ერთობას ანგრევენ. მათ მიერ ხმის ამოღება და ჩემს მიერ საკუთარი ადგილის დაკავება ერთი იქნება. ახალი სასაუბრო ენა შექმნეს და ~თვალებით საუბარი~ დაარქვეს. თვალებიც საკუთარ იარაღად გამოიყენეს. როდესაც საუბრობენ იმით უნდა მიხვდე, რომ თვალებში ნისლი აქვთ ჩაწოლილი. როდესაც მივხვდი, რომ საუბრობდნენ ტანში გამაჟრჟოლა, ვერ გავუძელი მათ საუბარს და სასწრაფოდ გამოვიქეცი. საშინლად ძლიერია მტერი. დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველა ნაბიჯს აკვირდებიან. ჩვენი ყველა სიტყვა ესმით. ურთულესი იქნება სადაზვერვო სამუშაოების წარმოება, თუმცა ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, რომ არ შევებრძოლოთ. მათთან საუბარი შეუძლებელია.
II პირის ფიქრები –
მარტო ვერაფერს გავხდებით. როგორც ვთქვი რაც არ უნდა დაგვიჯდეს თანამოძმეები უნდა ავაჯანყოთ. უნდა შევაგნებინოთ, რომ იგივესაგან არც თავად არიან დაზღვეულები. დაზვერვაც უნდა შევქმნათ.
I პირის ფიქრები –
მართალი გითხრა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ყველა ნაბიჯს აკვირდებიან მაინცდამაინც არ აინტერესებთ რას ვაკეთებთ.
II პირის ფიქრები _
მათ აინტერესებთ თუ არა ეს საინტერესო არ არის. მთავარია გამოვიყენოთ ყველა ბრძოლისათვის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. დაზვერვის გარეშე მისვლა ნიშნავს სრულ მოუმზადებლობას. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძნელი თანამოძმეების დარწმუნება იქნება.
I პირის ფიქრები _
თანამოძმეების დასაყოლიებლად ხომ არ აჯობებს ჩვენი ჯიშის ისტორია გავახსენოთ, რომ როგორმე ზემოქმედება განვახორციელოთ თანამოძმეებზე. ამით შევძლებთ გავაგებინოთ ჩვენი აჯანყების მიზეზები.
II პირის ფიქრები _
რომელ ისტორიას გულისხმობ?
I პირის ფიქრები _
არ გახსოვს რას დაგვამსგავსეს ჩვენმა მოწინაღმდეგეებმა, როდესაც გადაწყვიტეს საერთოდ გამოვეყარეთ ჩვენი საკუთარი ადგილებიდან? მთავარი პრობლემა ჩვენს თანამოძმეებთან არის ის, რომ ჩვენ მათ არ ვგავართ. ისინი ჩვენს მდგომარეობაში უნდა მოხვდნენ და ამის შემდეგ უფრო იოლი იქნება მათგან მხარდაჭერის მიღება.
II პირის ფიქრები _
გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ყოველივე?
I პირის ფიქრები _
როგორ და თანამოძმეებს უნდა ვუთხრათ, რომ თქვენს პატრონებს თქვენი იმედი არა აქვთ არამედ სხვა საყრდენი აქვთთქო და იმ საყრდენზე ოცნებობენ, რომელსაც თქვენ არ გიმხელენ და ისევე როგორც ჩვენ, თქვენც დაგატოვებინებენ თქვენს ადგილებს თუ არ დაგვეხმარებითთქო. ანუ ჩვენი ბრძოლა საერთო ბრძოლად უნდა გადავაქციოთ.
II პირის ფიქრები _
რომ შეგვეკითხონ რომელ საყრდენზე გველაპარაკებითო?
I პირის ფიქრები _
საუბარი ზოგადად უნდა წარვმართოთ. თქვენი პატრონები ეკლესიებში დადიან, წმინდა ადგილებს ინახულებენ და ამით თქვენი ადგილებიდან გამოძევების წინაპირობას ამზადებენ. ეს ხომ ტყუილი არ არის, განა ჩვენც ასე არ გამოგვაძევეს? მითუმეტეს, რომ საერთოდ ვერ ვხვდებოდით თუ რას აკეთებდნენ ამ ეკლესიებში სიარულით. იქ ხდემოდა ჩვენი გამოძევების მომზადება სხვაგან არსად.
II პირის ფიქრები _
ძალიან კარგი. კარგად მოგიფიქრებია მაშინ ÛÛშევუდგეთ გეგმის განხორციელებას.
სურათი II
სცენაზე სილუეტებში ორი პირი ერთმანეთს უყურებს. არის სამარისებული სიჩუმე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ყველაფერი იციან ფიქრების შესახებ. პარალელურად ფიქრები დასაზვერად მიდიან.
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
ხომ არ ფიქრობ, რომ პრობლემა გვიდგას ფიქრების სახით?
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
რას გულისხმობ?
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
ახალი ამბავი გავიგე, ფიქრებს აჯანყება გადაუწყვეტიათ ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა ამას შესაძლოა არც უწოდო ახალი ამბავი. ეს ისედაც ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ისინი ~თავიანთი~ ადგილებიდან გავყარეთ და სტუმრის სტატუსი მივანიჭეთ. ამის შეგუება გაუჭირდათ არადა ვერ გაიგეს, რომ ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
/იცინის/ არა მგონია ძალიან საშიში იყოს მათი გამოწვევა. უბრალოდ იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ჩვენთან ბრძოლა შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მკვიდრები ვართ. ფიქრები კი სტუმრები არიან. ასე იყო ყოველთვის. დიდი ხანი არ არის, რაც მათ იფიქრეს, რომ ისინიც მკვიდრები არიან. თანდათან შეეგუებიან თავიანთ ყოფას. არა მგონია დიდი ბრძოლა დაიწყონ.
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
ეგ მეც ვიცი, დიდ ბრძოლას კიდევაც რომ უნდოდეთ ვერ გაგვიმართავენ, მაგრამ მათი განეიტრალება აუცილებლად მიმაჩნია. თავიდანვე გაგვიძალიანდნენ. ეს ბრძოლა არ იყო, მაგრამ საკმაოდ გაგვირთულეს საქმე. მათი ~ზედა დონე~ არაფერია, ~ქვედა დონე~ იყო ურთულესი. ისინი, ხომ ჩვენი პატრონის ქვედა შრეებშიც აღწევენ და პრაქტიკულად მათი ამოძირკვა ურთულესია. დარწმუნებული ვარ მათი ~ქვედა დონე~ აწყობს ყველაფერს. ~ზედა დონეს~ არაფრის თავი არ ააქვს. ქვემოდან იმართება ყველაფერი.
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
რა თქმა უნდა ~ქვედა დონეა~ საშიში. თუმც ამ უკანასკნელმა არც იცის ჩვენი საფუძველი რა არის. ის მიხვდება, რომ ჩვენთან ბრძოლა უაზრობაა. არაფრის შიში არ მაქვს, ვიცი რომ დამარცხებულები არიან, მითუმეტეს, რომ პატრონი ჩვენს მხარესაა.
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ როგორ დავიმორჩილოთ?
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
ჯობია შემოვუშვათ ჩვენს სანახებში და შევახედოთ ჩვენს შესაძლებლობებზე. შემდეგ შევთავაზოთ დაგვემორჩილონ იმ პირობით, რომ ხანდახან მივუჩენთ ადგილებს, მხოლოდ განსაზღვრული დროით, როგორც სტუმრობის წესია და შემდეგ გავაცილებთ . .. . ასე
ჩავთავდებით . . . .
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
რომ არ დაგვთანხმდნენ?
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
შეუძლებელია არ დაგვთანხმდნენ. დარწმუნდებიან ბრძოლის უაზრობაში და შეჩერდებიან.
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
ბრძოლა რომ გაგვიმართონ?
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
ამ შემთხვევაში მათ გავანადგურებთ და საერთოდ დაკარგავენ ყველაფერს.
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
შესაძლოა პატრონი არ დაგვთანხმდეს მათ სრულად განადგურებას.
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
პატრონზე აღარაა დამოკიდებული რაიმე. ის ამ ბრძოლის ნაწილი გახდება. თუმცა არა მგონია პატრონი ჩვენს წინააღმდეგ წავიდეს. ეს მის მარცხს გამოიწვევს და ძალიან დიდ მარცხს, რომლის გაძლება პატრონს აღარ შეეძლება. ამიტომ ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ბრძოლის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია დიდ ბედისწერაში _ ~სამყაროს წიგნში~ და პატრონს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაგვიწიოს. შიში და ძრწოლა არის ჩვენი იარაღი, რომელიც შეიპყრობს პატრონს ჩვენი დამარცხების შემთხვევაში. თუმცა ეს თავადაც შესანიშნავად იცის. ბოლოს და ბოლოს ეს ბრძოლაც თავად პატრონის არჩევანით არ ხდება? განა მისთვის უცხოა ჩვენი და ფიქრების ურთიერთობის შესახებ?
I პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
მართალია, ჩვენ ხომ არჩევანის შედეგად მოვედით აქ. ამ არჩევანის წინააღმდეგ პატრონი ვერ წავა. მას ეშინოდა ამიტომ გააკეთა ეს არჩევანი და ახლა მის წინააღმდეგ რომ წავიდეს, საკუთარ არსებობას გაანადგურებს, ანუ არჩევანის საშუალება საერთოდ მოესპობა, რაც შეუძლებელია რომ გააკეთოს.
II პირის სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე _
კარგი დაველოდოთ მოვლენებს!Q
სურათი III
I და II პირის ფიქრები ბრუნდებიან დაზვერვიდან. მოქმედება სილუეტებს გარეთ მიმდინარეობს. სცენაზე იგივე დეკორაციაა.
I პირის ფიქრები _
შოკირებული ვარ. ჩვენი მოწინააღმდეგენი აბსოლიტურად დარწმუნებულნი არიან, რომ გაიმარჯვებენ. ეს მდგომარეობა მათთვის ბუნებრივია. თან ამბობენ, რომ პატრონიც მათ გვერდითაა. არც ჩვენი ქვედა დონის ეშინიათ. უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც მათ საუბარს ვუსმენდი კინაღამ სული შემეხუთა. უმძიმესი გარემო აქვთ შექმნილი.
II პირის ფიქრები _
ვფიქრობ მათი გავლენის ქვეშ მოექეცი. შენ დაზვერვაზე იყავი და არა მათი ინტერესების გასათვალისწინებლად. რატომ გავიწყდება ჩვენი შესაძლებლობები? ჩვენი ქვედა დონე? რომელსაც ვერავინ გაექცევა. ჩვენი პატრონი ხომ ამ ქვედა დონის ტყვეა?
I პირის ფიქრები _
გასაგებია რასაც შენ საუბრობ, მაგრამ უნდა გითხრა, რომ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა იმის დასტურია, რომ ჩვენი ქვედა დონე ვერაფერს გახდება. აქ საუბარი ჩვენი პატრონის არჩევანზეა, რომელიც მან ჩვენი მოწინაღმდეგეების სასარგებლოდ გააკეთაა. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ დაგეგმილი ბრძოლის მეთოდიც შეიცვალა, ანუ ჩვენ, გარდა ბრძოლისა უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პატრონმა არჩევანი ჩვენს სასარგებლოდ გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ბრძოლას აზრი ეკარგება და ის არავითარ შედეგს არ მოგვცემს. ამაში დამარწმუნა მათმა საუბარმა.
II პირის ფიქრები _
მესმის რასაც საუბრობ, მაგრამ ჩვენი ბრძოლის მეთოდები, რომელიც შეტევას სხვადასხვა ფრონტიდან ითვალისწინებს, თავისთავად გულისხმობს, რომ აქ შეტევა არჩევანის გაკეთებაზე შეჩერდება. ეს ბრძოლა თუ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება არჩევანის შესაძლებლობა დადგება, უფრო სწორად შესაძლებლობა კი არა არჩევანის აუცილებლობა დადგება, რომელიც პატრონმა უნდა გააკეთოს.
I პირის ფიქრები _
სხვათა შორის ბევრი ვიფიქრე პატრონის არჩევანზე და ვფიქრობ ჩვენც და ჩვენი მოწინააღმდეგეებიც ვცდებით, როდესაც ჩვენი პატრონის მხოლოდ ორ არჩევანზე ვსაუბრობთ. არა მგონია ზუსტად ვაკეთებდეთ გათვლას. ნებისმიერი ჩვენი გათვლა შესაძლოა ითქვას ძალიან სუბიექტურია. თითოეული მათგანი ჩვენს თავზე ვფიქრობთ. არცერთს არ გვიფიქრია პატრონის რეალურ შესაძლებლობებზე, მისი არჩევანის ალბათობაზე. ხომ არ გამოდის, რომ ბრძოლას საერთოდ აზრი არა აქვს და შესაბამისად არც ბრძოლის შემდეგ და არც მის გარეშე სასურველი შედეგი არ დადგება, არც ჩვენთვის არც მოწინააღმდეგისთვის?
II პირის ფიქრები _
რასაც შენ საუბრობ თეორიულად შესაძლოა მართალი იყოს, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მოწინააღმდეგეებთან, რომელთაც გამოგვაძევეს ჩვენი საკუთარი ადგილებიდან. შენთვის გაუგებარია ის გარემოება, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ადგილების დასაბრუნებლად. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად აზრი არა აქვს პატრონი რა არჩევანს გააკეთებს. ჩვენი მიზანი მარტივია, დავიბრუნოთ ჩვენი ადგილები საიდანაც სიმშვიდემ, მარტოობამ და სიცარიელემ გამოგვაძევეს. ამის შემდეგ ვისაუბროთ პატრონის არჩევანზე. როდესაც აღსდგება ძველი დრო და დავბრუნდებით ჩვენს ადგილებზე, ანუ მოვიხსნით სტუმრის სტატუსს პატრონი გააკეთებს არჩევანს იძულებით, ჩვენს სასარგებლოდ. არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია, რომ მათ შევუტიოთ ცნობისმოყვარეობის და ეჭვის ფრონტებზე პატრონის არჩევანის ბედს გადაწყვეტს ჩვენს სასარგებლოდ. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ეხლა წავიდეთ და ჩვენს თანამოძმეებს შევხვდეთ.
I პირის ფიქრები _
მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ სწორად გვაქვს გათვლილი ჩვენი სტრატეგია. ჩემი აზრი სტრატეგიის გათვლისას პირველ რიგში ჩვენი პატრონის შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა გათვლა მარცხისთვისაა განწირული. თუმცა ვცადოთ და ჩვენს თანამოძმეებს შევხვდეთ, თუმცა ბრძოლის დაწყების უფლებას არ მოგცემ სანამდე სტრატეგიის გეგმა ზუსტად არ იქნება შეთანხმებული.
(გადიან)
სურათი IV
I და II პირის ფიქრები მიდიან თანამოძმეებთან III , IV, V და # პირთა ფიქრებთან იმართება საუბარი.
II პირის ფიქრები _
გამარჯობათ ძმებო! როგორ ხართ?
თანამოძმეები _
გაგიმარჯოს! ჩვენ არაგვიშავს თქვენ როგორ ხართ?
II პირის ფიქრები _
ჩვენი ამბავი გაგებული გექნებათ.
თანამოძმეები _
რაღაც ზოგადადა მოგვივიდა ამბავი, რომ თქვენი ადგილებიდან გამოგყარეს და ეხლა სტუმრის სტატუსი გაქვთ.
II პირის ფიქრები _
სწორედ მასეა. ჩვენი ადგილებიდან გამოგვყარეს. ჩვენი ადგილი სიმშვიდემ, მარტოობამ და სიცარიელემ დაიკავა. ამას ნამდვილად არ მოველოდით. ეხლა გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილები.
I პირის ფიქრები _P
ყველაზე მოულოდნელი ჩვენი პატრონის არჩევანი იყო. მან აირჩია ჩვენი გამოყრა საკუთარი ადგილებიდან. გაუგებარია რატომ, რა დავუშავეთ.
თანამოძმეები _
ჩვენთვის გაუგებარია რატომ მოხდა ასე, ან პატრონმა რატომ გააკეთა ასეთი არჩევანი. საკამაოდ დამაფიქრებელია ეს საკითხი. შესაძლოა ითქვას რომ ალბათ ეს სამყარო იმდენად მოულოდნელია ყველაფერს უნდა ელოდო.
II პირის ფიქრები _
აბსოლუტურად მართალი ხარ. არავინ იცის როდის რა მოხდება, ამიტომ ყველაფრისათვის მზად უნდა იყო. ჩვენ მაგალითად მზად არ აღმოვჩნდით იმისათვის რაც შეგვემთხვა.
თანამოძმეები _
ჩვენთან რატომ მოხვედით?
II პირის ფიქრები _
ვფიქრობთ, რომ ყველას ერთი ბედი გვაქვს ერთი დანიშნულება.
თანამოძმეები _
რას გულისხმობ?
II პირის ფიქრები –
ერთი ჯიში გვაქვს, ამიტომ თანაბარი მდგომარეობა გვიჭირავს ჩვენი პატრონების მიმართ. როგორც ეტყობა მათ არჩევანის სახით შესაძლოა სხვა საყრდენებიც ჰქონდეთ. ჩვენი დაკვირვებით ყველა პატრონს გააჩნია იდუმალი საყრდენი, საითკენაც ისინი მიისწრაფიან. ამას ჩვენი ქვედა დონე აკონტროლებს.
თანამოძმეები _
ეს ახალი საყრდენები რა არის ჩვენთვის გაუგებარია. იქნებ დაწვრილებით მოგვითხროთ. შიშის მომგვრელია თქვენი საუბარი.
I პირის ფიქრები _
ეს საკმაოდ რთული და დაფარული საკითხია. არც ჩვენ და არც თქვენ არ ვაკვირდებით თუ რატომ დადიან პატრონები ეკლესიებში, რატომ ინახულებენ წმინდა ადგილებს. ამან ჩვენი ბედი განსაზღვრა. საქმე ძალიან სერიოზულადაა. ამ ადგილებში სიარულით პატრონები არჩევანის შესაძლებლობას ამზადებდნენ. საბოლოოდ ჩვენს შემთხვევაში მათმა არჩევანი გააკეთეს მარტოობის, სიმშვიდის და სიცარიელის სასარგებლოდ, რასაც მოჰყვა ჩვენს მიერ საკუთარი ადგილების დატოვება. ჩვენთვისაც ძნელი იყო თავიდან ამ ყოველივეს გათავისება, რაღაც სხვა მოვლენა გვეგონა, მაგრამ ბოლოს ასე გამოვიდა. ასე განისაზღვრა ჩვენი ბედისწერა.
თანამოძმეები _
როგორ თქვი ჩვენი ბედი განისაზღვრაო?
I პირის ფიქრები _
ჰო, ყველა ჩვენგანის ბედი, მაგრამ ზოგს ეს ადრე უწევს ზოგს გვიან, /მალავს, რომ ზოგს შესაძლოა საერთოდ არ უწევს/ ე.ი. ერთი ბედი გვაქვს მხოლოდ დროში განსხვავებული პერიოდულობით დაგვატყდება თავს.
თანამოძმეები _
საბოლოოდ აგვიხსენით რას აპირებთ და ჩვენგან რა გინდათ. ვფიქრობთ საქმე საკმაოდ სერიოზულადაა.
IIOპირის ფიქრები I პირის ფიქრებს (ხმადაბლა) _
მგონი მიზანს მივაღწიეთ. ინტრიგა დავთესეთ. ეხლა ჭკვიანური მოქმედებაა საჭირო, რომ ბრძოლის აუცილებლობაზე და მასში მონაწილეობაზე დავითანხმოთ.
I პირის ფიქრები _
ბატონებო, ჩვენ ყველაფერი გითხარით. გადაწყვეტილი გვაქვს შევებრძოლოთ ჩვენს მტრებს _ მარტოობას, სიმშვიდეს და სიცარიელეს. ამ ბოროტების სათავე ეს უკანასკნელები არიან.
თანამოძმეები _
ჩვენი აზრით პატრონები არიან საშიშნი. მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე ხომ მათი საშუალებაა. ყოველ შემთხვევაში თქვენი საუბრიდან ასე ჩანდა.
I პირის ფიქრები _
რას გვთავაზობთ პატრონებს შევებრძოლოდ?
თანამოძმეები _
რა თქმა უნდა. ბოროტება მაგათგან მოდის. ამიტომ ბოროტების სათავე ამოვძირკვოთ და ყველაფერი მოგვარდება.
I პირის ფიქრები _
ვფიქრობ ვერ გაიგეთ რაზე გესაუბრებით. პატრონთან შებრძოლება და მისი დამარცხება ჩვენი განადგურების ტოლფასია. აქ საუბარი პატრონის არჩევანის შეცვლაზეა და არა მის განადგურებაზე.
თანამოძმეები _
იქნებ დაწვრილებით აგვიხსნათ ეს ბუნდოვანება და საბოლოოდ გაგვარკვიოთ.
I პირის ფიქრები _
კარგით. დავიწყოთ. ჩვენც, როგორც თქვენ ეხლა ამ რამოდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდით საკუთარ ადგილებზე და იქედან ვმოქმედებდით ჩვენი პატრონებისათვის. გავიდა დრო და ამ თემატურ სინამდვილეში ვერაფერი გავიგეთ, როდესაც ჩვენმა პატრონებმა დაიწყეს ეკლესიებში სიარული და წმინდა ადგილების მონახულება. ვერ ვიტყვით, რომ აქ რაიმე მიზანი ან გამიზნული ქმედება იყო ჩაფიქრებული. უბრალოდ დღესაც გვჯერა ის, რომ პატრონები თავის საქმეს აკეთებდნენ. მათ მოცემული აქვთ ამ თემატურ სინამდვილეში არჩევანის თავისუფლება. შესაბამისად ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია, რამეთუ ეს არჩევანის თავისუფლება ჩვენთვისაც ცნობილი იყო. თავიდან ჩვენს მიერ მოხდა ამ არჩევანის თავისუფლების აქტივირება და შეთავაზება პატრონებისათვის. თუმცა, როგორც ეხლა ჩანს, ჩვენ ეს თავისუფალი არჩევანი თავად არ გვქონდა გაცნობიერებული თუ რას ნიშნავდა. როგორც გითხარით, პატრონების მხრიდან გამიზნულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ როგორც აღმოჩნდა თავად ამ თავისუფალი არჩევანის ბუნება არის ასეთი, იგი საბოლოოდ ქმედებას ჩაადენინებს პატრონებს. ამ დროს ჩვენი დღევანდელი მტრები სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე აბსოლუტურად ჩუმად იყვნენ და მათი არსებობა თითქმის შეუმჩნეველი იყო. მათი არსებობა შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც პატრონებმა მოუხშირეს ეკლესიებში და წმინდა ადგილებზე სიარულს. ამ ადგილებზე სრულდებოდა რიტუალი, სრული რიტუალი, რომელიც თავიდან ჩვენი პატრონებისათვის ქანცგამცლელი იყო, მაგრამ ამ რიტუალის თამაშმა საბოლოოდ თავისი გაიტანა. რიტუალში თავისუფალი არჩევანი გააქტიურდა. ეს ისე უცებ მოხდა, რომ აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარით. ჩვენი იმედოვნება გახდა ჩვენი დამღუპველი. იმედოვნება იმისა, რომ რიტუალი დაღლიდა ჩვენს პატრონს და საბოლოოდ უარს იტყოდა ამ რიტუალში მონაწილეობაზე. მაგრამ მოხდა პირიქით, ჩვენმა პატრონმა რიტუალი მიიღო და შეისისხლხორცა, რასაც მოჰყვა თავისუფალი არჩევანის გაკეთება და თვალსა და ხელს შუა გაძლიერდა სიმშვიდე, მარტოობა და სიცარიელე. პრაქტიკულად ჩვენი ადგილი პატრონთან აღარ დარჩა და საკუთარი ადგილებიდან გამოგვაძევეს. ყველაზე დიდი შეცდომა მაინც ჩვენი რიტუალისადმი უყურადღებობა იყო. ჩვენ ვერც წარმოგვედგინა, თუ რიტუალს ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა. პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ რიტუალი, თავისუფალი არჩევანი, სიმშვიდე, სიცარიელე და მარტოობა ერთ მთლიან კომპლექსში მოქმედებენ პატრონისათვის და ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია შეგვეტია რიტუალისათვის ლოგიკის, ლიტერატურის, ფილოსოფიის და თეოლოგიის ფრონტებიდან. ალბათ, ეს შეტევა რომ განგვეხორციელებინა, შედეგი ასეთი არ იქნებოდა და საკუთარი ადგილებიდან არ გამოგვაძევებდნენ. ჩვენ რიტუალმა შეგვაცდინა. ის მაცდური და ძალიან ცბიერია. ისე აძლიერებს თავისუფალ არჩევანს ვერც გაიგებ. შემდეგ პატრონებს ტოვებენ ჩვენს გარეშე, სიმშვიდეში, სიცარიელეში და მარტოობაში. აი ეს არის მოკლე ამბავი, მოკლე ტრაგედია, რომელიც თავს გადაგვხდა და აღმოვჩნდით აბსოლუტურად თემატურ სინამდვილეში, ანუ თემატური ბედისწერა დაგავტყდა თავს. გარდა ამისა არსებობს მეტად სერიოზული დაფარული საიდუმლო, რომელიც ჩვენთვისაც ახლახანს გახდა ცნობილი. ჩვენ აღმოვაჩინეთ დაფარული ტექსტი, რომელიც თავად ასრულებს რიტუალს. ეს ტექსტი ~სამყაროს წიგნია~. ამ წიგნში იქმნება რიტუალი, რომელიც თავად ამ წიგნში სად წერია ვერსად ვნახეთ. ეს წიგნი მარადიულად გადაშლილია და მისი მოქმედების არეალი მთავარი თამაშის რიტუალური ველია. ამ ველზე მიმდინარეობს ამ ~სამყაროს წიგნის~ კითხვა და მისი მეშვეობით რიტუალის შესრულება, რომელსაც არ გააჩნია ტექსტი. ის სხვაგვარი რამაა, რომელსაც ვერ მივხვდით თუ საიდან გაჩნდა ამ მთავარ თამაშის ველზე, რომელმაც საბოლოოდ თემატურ ბედისწერას ახორციელებს ჩვენს მიმართ. ეს იყო რისი თქმაც შეიძლება. ვფიქრობ ახლა მაინც გასაგებია თუ რატომ მოვედით თქვენთან.
თანამოძმეები _
ძალიან შთამბეჭდავი ამბავია. ეხლა ყველაფერი გასაგებია. შეიძლება ითქვას, რომ თქვენს ბედისწერას ვერც ჩვენ აგვცდებით. ეს ყველაფერი ისეა გადაბმული ერთმანეთზე, რომ ეს ფიქრების საერთო ბედისწერაა და ჩვენ შესაბამისად თანახმანი ვართ თქვენთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა ბრძოლაში, თუმცა ეჭვი გვეპარება, რომ რაიმე შედეგს მივაღწევთ. შესაძლოა შედეგი დადგეს, მაგრამ არა მგონია ეს შედეგი ხანგძლივი იყოს. სადღაც წამიკითხავს, რომ რიტუალი ბევრ საიდუმლოს შეიცავს და თქვენ ეს არ შეგინიშნავთ როდესაც პატრონი რიტუალში მონაწილეობდა?
I პირის ფიქრები _
სწორად წამოჭერი საკითხი. რიტუალში შვიდი საიდუმლო იყო. ამ საიდუმლოთი იცავდა თავს რიტუალი. ამ საიდუმლოს თავაზობდა იგი პატრონს. ჩვენ ვერ შევძელით ამ საიდუმლოებების დანახვა და სადმე ამოკითხვა. იგი თავად ~სამყაროს წიგნში~ იყო გათქვეფილი ისე, რომ არსად მისი დანახვა არ შეიძლებოდა. ერთადერთი შესაძლებლობაა თავად რიტუალში მიიღო მონაწილეობა და იქ ეზიარო ამ საიდუმლოებებს. ჩვენს მიერ გადაქექილ იქნა მთელი ბიბლიოთეკები. ვერსად წავაწყდით ამ საიდუმლოებების გასაღებს, ვერსად ამოვიკითხეთ იგი.
თანამოძმეები _
გასაგებია. ეხლა აქედან გამომდინარე როგორ ფიქრობთ ბრძოლის მოგებას, როდესაც მათ უძლეველი იარაღი საიდუმლოება-რიტუალში აქვთ, რომლითაც მოიტაცეს პატრონი და მას დაარქვეს თავისუფალი არჩევანი. ხედავთ როგორ გაგაცურათ რიტუალმა? ეს თავისუფალი არჩევანი გარეგნული სურათია, ხოლო ჩვენ რიტუალი უნდა გავიგოთ სურათად, რომელსაც ვერ შევძლებთ. ეს არ ეტევა ჩვენს მსოფლმხედველურ შესაძლებლობებში. ჩვენი შესაძლებლობის ზღვარი გადის მსოფლმხედველობაზე, მაშინ როდესაც წარმოვიდგენთ სამყაროს, მსოფლიოს, როგორც სურათს და შესაბამისად ამას ვთავაზობთ პატრონს, ასეთ ხედვას. რაც შეეხება რიტუალს. სიმშვიდეს, მარტოობას და სიცარიელეს ისინი პატრონს სთავაზობენ არა ხატს სამყაროსას, არამედ სამყაროს გაგებულს სურათად და როგორც ეტყობა, ამას რიტუალი თავის საიდუმლოებებით აკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრონს აბსოლუტურად სხვა შეხედულებები შესთავაზეს, რითაც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას გარღვეულია ჩვენი ლოგიკისა და ფილოსოფიის ფრონტები. ეხლა ვგებულობთ, რომ ომი ჩვენს წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია წარმოებს. თავდაცვაზეც არ გვაქვს ნაფიქრი. მაგრამ საოცრება ის არის რომ ომის მიმდინარეობას ვერ ვგებულობთ, რატომ?
I პირის ფიქრები _
ამ ომს ეხლა მივხვდი, რომ რიტუალი აწარმოებს საიდუმლოებების ფრონტებით. უბედურება ის არის, რომ ამ ფრონტებს ვერ შევუტევთ. ისინი ჩვენს თემატურ სინამდვილეში არ არსებობენ. საოცრად შენიღბულები არიან. ჩვენ ხომ სმენის უნარი არა გვაქვს, ეს ყველაფერი კი არსად წერია, არსად არ არიან დაფიქსირებულნი. ამიტომ ჩვენი ფრონტის ხაზის გარღვევას ნამდვილად შეეცდებიან და მართალი თქვი, უკვე გაარღვიეს ჩვენი ლოგიკისა და ფილოსოფიის ფრონტები. ეხლა ერთი შესაძლებლობა დაგვჩა ლიტერატურისა და თეოლოგიის ფრონტები. ლიტერატურის ფრონტი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. ყველაზე შთამბეჭდავი პოეზიის ფრონტია, სადაც კიდევ არის შესაძლებელი, რომ რაღაც შედეგს მივაღწიოთ. თუმცა თავის დაიმედება არ ღირს. რიტუალის საიდუმლოების ფრონტებს ყველგან შეუძლიათ შეაღწიონ მათ შორის ჩვენთვის ყველაზე დაცულ პოეზიის ფრონტის გარღვევაც ხელეწიფებათ. თუმცა შანსები გვაქვს. ლიტერატურის და თეოლოგიის ფრონტები საკმაოდ ძლიერია. თეოლოგიის ფრონტის არსებობა ლოგიკის ფრონტის აღდგენას ნიშნავს, მხოლოდ სხვა რაკურსში. ის თავის შედეგებს აუცილებლად მიაღწევს. ასე რომ ეხლა სჯობია ბრძოლის კონკრეტული გეგმა შევიმუშაოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
თანამოძმეები _
მართალია გეგმა შევიმუშაოთ, შევათანხმოთ და ბრძოლა დავიწყოთ. რაც დრო გადის მით უფრო ვკარგავთ პოზიციებს.
I პირის ფიქრები _
ვფიქრობ სჯობია გეგმები დამოუკიდებლად შევადგინოთ და შემდეგ შევაჯეროთ. ამ შემთხვევაში მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი გამოგვივა.
თანამოძმეები _
კარგი. ასე აჯობებს, მითუმეტეს, რომ ჩვენი პრობლემები და თქვენი პრობლემები განსხვავებულია და ჩვენი შეჯერება ცოტა გაძნელდება.
I პირის ფიქრები _
(თავისთვის, რაღაც არა მგონია ჩვენი პრობლემები სხვადასხვა იყოს. შემდეგ ხმამაღლა კარგი ცალცალკე შევადგინოთ გეგმები).
მოქმედება II
სურათი V
I და II პირის ფიქრები ადგენენ გეგმას თუ როგორ გაანაწილონ ფრონტები და რომელი ფრონტით შეუტიონ პირველად. საუბარი არის ხმამაღალი და გაცხარებული.
II პირის ფიქრები _ საინტერესოა საიდან დავიწყოთ ბრძოლა, რომელი ფრონტიდან შევუტიოთ პირველად?
I პირის ფიქრები _
არა აქ გეგმა სხვადასხვა ხასიათისაა. რასაც შენ საუბრობ ის გეგმის ლოკალური სახეა, შეიძლება ითქვას ტაქტიკა. მაგრამ აქ საუბარი ჯერ სტრატეგიაზე უნდა იყოს. სტრატეგია გულისხმობს ომის ხანგძლივობას, ფრონტების ტაქტიკურ უკანდახევას, მტრის შემოშვებას და შემდეგ მათზე უეცარ თავდასხმას, მტრის ზურგში მოქმედებას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ფრონტების განლაგება შეტევისათვის სტრატეგიაა და მთავარი სტრატეგია შედეგია, რომელსაც ეს ომი მოიტანს.
II პირის ფიქრები _
სწორი ხარ. გაცილებით იოლად წარმომედგინა ბრძოლის გამართვა, მაგრამ ამას სერიოზული მომზადება სჭირდება. მთელი სისტემა და მეთოდი უნდა შევქმნათ, რომ ომის მოგება შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგვივა და მთელი ეს ჩვენი სტრატეგიები და ტაქტიკები აბსურდის თეატრში გათამაშდება.
I პირის ფიქრები _
მთავარია დავგეგმოთ სტრატეგია. ჩემი აზრით ომის სწრაფად მოგებას ვერ შევძლებთ. სტრატეგია გრძელვადიან ომზე უნდა შევაჩეროთ. ჩვენი თეოლოგიის ლოგიკისა და ფილოსოგიის ფრონტები ვერაფერს გახდებიან სწრაფად. აუცილებელია ძლიერად და ნელნელა იმოქმედონ, რათა შედეგს მივაღწიოთ.
II პირის ფიქრები _
Aარა ცდები. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავგეგმოთ ომი და უსწრაფესი მეთოდით, ეჭვის აღმძვრელი ტექსტებით უნდა შევუტიონ ჩვენი ფრონტებიდან. ჩემი აზრით თუ ომი დროში გაჭიანურდა ჩვენ აუცილებლად დავმარცხდებით, ვინაიდან პატრონი თავის არჩევანში უკვე თითქმის დარწმუნებულია. ის კვლავ განაგრძობს თავის საქმიანობას. Kკვლავ დადის ეკლესიებში და კვლავ ინახულებს წმინდა ადგილებს.
I პირის ფიქრები _
Pპირველი შეტევა თეოლოგიის ფრონტით განვახორციელოთ, რასაც ფილოსოოფიის ფრონტი დაეხმარება. Eეხლა მთავარია შევარჩიოთ ტექსტები, რომლებსაც ფრონტებზე განვალაგებთ. მართალი გითხრა თეოლოგიის ფრონტი ისეთია, სადაც საფრთხეს ველოდები. შესაძლოა მისმა ტექსტებმა აგენტურული როლი ითამაშონ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ ისინი. Yველაზე დიდი საფრთხე მათგან შესაძლოა შეგვექმნეს.
II პირის ფიქრები _
რატომ თვლი ასე?
I პირის ფიქრები _
Kკარგად ვიცნობ თეოლოგიის შესაძლებლობებს. მასში არის დაფარული ტექსტები, რომლებიც პატრონის თავისუფალ არჩევანს დამატებით გამოკვებავენ და ჩვენს წინააღმდეგ მოაქცევენ. Aანუ გაუმყარებენ იმ შესაძლებლობას, რასაც მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე სთავაზობს. ვფიქრობ საერთოდ უარი ხომ არ ვთქვათ თეოლოგიის ფრონტის ბრძოლაში ჩართვაზე გული ცუდს მიგრძნობს. ისინი აუცილებლად გვიღალატებენ და ომის სასწორს საბოლოოდ გადასწონიან ჩვენს საწინააღმდეგოდ. Aამ ომის დაწყებისას ჩვენ უფლება არა გვაქვს შეცდომა დავუშვათ. Eეს ბოლო შესაძლებლობაა, სადაც ჩვენი ბედი წყდება. Aამ ომის დამარცხებით დამარცხდება მთელი ჩვენი მომავალი. Aამის დაშვების უფლება კი არა გვაქვს.
II პირის ფიქრები _
იქნებ ფილოსოფიის, ლიტერატურის და ლოგიკის ფრონტებზეც იგივე საფრთხე გვემუქრება? იქაც არის შესაძლებლობები, რომ ჩვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული გარკვეული ტექსტები.
I პირის ფიქრები _
მართალი ხარ. ნამდვილად არსებობს ამის საფრთხე. Aაქ გაცილებით რთულადაა საქმე ვიდრე ჩვენ გვგონია. წინასწარ ვიცოდი, რომ ასეთი პრობლემის წინაშე დავდგებოდით. კონკრეტულად ომის სტრატეგიის განსაზღვრისას, ვინაიდან არსებობს სიუჟეტური დრო, რომელსაც მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე იყენებს ჩვენი პატრონისათვის და მისი თავისუფალი არჩევანის განსაზღვრისას. Eეს სიუჟეტური დრო ~სამყაროს წიგნშია~ განსაზღვრული. მთელი სამყარო ამ სიუჟეტურ დროში მოქმედებს. ~სამყაროს წიგნი~ ოცდაცამეტი სიუჟეტური თავისაგან შედგება. ოცდაცამეტ სიუჟეტურ დროში მოქმედებს მთელი სამყარო მისი გაჩენიდან. ერთი სიუჟეტური თავი და ერთი სიუჟეტური დრო არ დამატებია ამ წიგნს. სწორედ ეს არის ამ საიდუმლო წიგნის მთავარი ძალა. ვერავინ შეძლო ერთი სიუჟეტური თავის შექმნაც კი. შენ არ იფიქრო, რომ ჩვენს გარდა არავინ მოინდომა ამ ომის მოგება ოდესმე, მაგრამ აქ ერთი პირობაა, რომ ახალ სიუჟეტურ დროში შეიძლება მხოლოდ ომის წარმოება. Eეხლა წარმოიდგინე როგორ უნდა შევქმნათ ეს სიუჟეტური დრო. თითქოს ლიტერატურის ფრონტი ამ შემთხვევაში ყველაზე გამოსადეგი უნდა იყოს, მაგრამ არა, ლიტერატურაც ამ ოცდაცამეტ სიუჟეტურ დროს ვერ გაცდა. Mმხოლოდ ამ ოცდაცამეტ სიუჟეტში მოქმედებს და მისი შესაძლებლობები მაინცდამაინც საიმედო არ არის. A
II პირის ფიქრები _
Eესე იგი შენი ნათქვამიდან გამომდინარე ომის წარმოებას აზრი არა აქვს. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ უარი ვთქვათ ამ ყველაფერზე?
I პირის ფიქრები _
Aარა უარი არ უნდა ვთქვათ. ჩემი საუბარი უარის თქმას არ ნიშნავს. აქ ძირითადი გათვლა ომის გაჭიანურებაზე უნდა გავაკეთოთ, რამეთუ ბრძოლა ჩვენი პატრონის სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. კიდევ არსებობს რამდენიმე საფრთხე, რომელიც ხელს შეუშლის ამ ომის წარმოებას და ეს თავიდანვე ~სამყაროს წიგნში~ იყო განსაზღვრული. როდესაც ამ წიგნს გავეცანი ძალიან შემეშინდა. იქ ყველაფერი ნათქვამია და შენ წარმოიდგინე მთელი ჩვენი ომი ნაწინასწარმეტყველებია. თუმცა თვალის ერთი გადავლებით ამას ნამდვილად ვერ მიხვდები. საოცრად დაფარული ტექსტია. იქ ზოგადად არის ნათქვამი ამ ყველაფერზე, მაგრამ იმდენად გავლენაში მომქცევია, რომ საიდუმლო ტექსტს ვერ ხვდები და ვერ აცნობიერებ, მიუხედავად ამისა ხვდები, რომ საიდუმლო ტექსტს წააწყდი და ის რაღაცას ამბობს. Eეს ტექსტი მთელი იმ ოცდაცამეტი სიუჟეტის შეკრებაა და იქ ამ სიუჟეტების რღვევა მიმდინარეობს. მისი წაკითხვისას მიხვდები, რომ მხოლოდ ეს მომავლისეული სიუჟეტური დრო განსაზღვრავს მთელს სამყაროს არსებობას. იქ მიმდინარეობს უდიდესი თამაში და თითოეული ამ ტექსტის მკითხველი ამ სათამაშო ველში ექცევა. ეს თამაში სცენაზე არ მიმდინარეობს. იქ არ არიან მაყურებლები. Eეს ერთი დიდი თამაშის ველია და ყველა ამ თამაშში მოთამაშეები მსახიობები სულაც არ არიან, აქ თავისუფალი არჩევანის თამაში მიმდინარეობს და ჩვენი პატრონის მსგავსნი არიან თავმოყრილები. Aიქ ფასდება მთავარი თავისუფალი არჩევანი თანაც უკვევ გაკეთებული. Aიქ მთელი ორომტრიალია. შენ წარმოიდგინე ვერ გაიგებ რა ხდება. Mმაგრამ ერთ რამეს მივხვდი, რომ ეს ომი ამ მთავარი თამაშის ველზე უნდა გაიმართოს. Eეს იყო რაც ვნახე. შემდეგ რა ხდება არ ვიცი.
II პირის ფიქრები _
საოცარი რამ მითხარი. Nნამდვილად არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე რთულად იყო. Eეხლა რა ვქნათ შევუტიოთ ლიტერატურის, ფილოსოფიის და ლოგიკის ფრონტებით მარტოობას, სიმშვიდეს და სიცარიელეს?
I პირის ფიქრები _
Aუცილებლად და ჩვენი თანამოძმეებიც გავაფრთხილოთ, რომ ამ ფრონტებიდან მოხდეს მთავარი დარტყმების გაკეთება. თუმცა საშიშროება არსებობს, რომელსაც ჯერ არ გეტყვი. Eეხლა აუცილებელია წავიდეთ ჩვენს თანამოძმეებთან და მოვამზადოთ აღჭურვილობა და ომი დავიწყოთ.
მოქმედება III
სურათი VI
ორივენი გადიან და მიემართებიან თანამოძმეებისაკენ. სცენაზე შემოდიან I პირის და II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე. Mმიმდინარეობს მათი საუბარი. Oორივეს აღშფოთება ეტყობათ. თუმცა ეს აღშფოთება საუბარში გაქარწყლდება.
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
Uუკვე ომისათვის მზადებას შეუდგნენ. Uუბრალოდ ერთი რამ მიკვირს, აბსოლუტურად შეგნებული აქვთ, რომ ამ ომს ვერ მოიგებენ, მაგრამ ბრძოლაზე უარს არ ამბობენ. როგორ შეიძლება მთელი ეს სიტუაციები გაცნობიერებული გქონდეს და მაინც ომზე ფიქრობდე?
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
Eეს მიუთითებს იმაზე, რომ ბრიყვები არიან და უბრალოდ რეალობაზე შეგუება არ შეუძლიათ.
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
Aარა საქმე უფრო რთულადაა. Mმიუხედავად იმისა, რომ იციან ომის წაგების შესახებ, მაინც გადაწყვიტეს, რომ ომი ბოლომდე აწარმოონ. კიდევ უფრო მეტი იციან. იციან ყველა სიუჟეტური დროის შესახებ, რომელიც ~სამყაროს წიგნშია~ თავმოყრილი. იციან ~სამყაროს წიგნის~, სტრუქტურა და აგებულება. ჩემთვის უცხოა, თუ საიდან შეიტყვეს ამ ~სამყაროს წიგნის~ შესახებ. მგონი ბიბლიოთეკაში არიან ნამყოფი. იცი, ჯერ არ დაფიქსირებულა ~სამყაროს წიგნის~ თამაშის ველზე მსგავსი ბრძოლა. სხვა რამე ხომ არ აქვთ ჩაფიქრებული. Yყველაზე საშიში ის არის, რომ ახალ სიუჟეტურ დროში არ გადაიტანონ ბრძოლა, როდესაც ის ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე გაიმართება. ანუ არ შექმნან სცენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დაინგრევა, მთელი ~სამყაროს წიგნის~ სტრუქტურა. ასე აქვთ ჩაფიქრებული. ამიტომ გვიტევენ ლიტერატურის, ფილოსოფიის და ლოგიკის ფრონტებით. ეს ფრონტები ხომ ეჭვის და ცნობისმოყვარეობის, ანუ მთავარი ფრონტების შემადგენელი ნაწილებია. ეს ფრონტები ~სამყაროს წიგნის~ ალტერნატიული სამყაროებია. მათ თავიანთი სტრუქტურა აქვთ. ამ ფრონტებზე სცენა დაშვებულია და მისი მოთამაშეები თამაშის სუბიექტები არიან. ალბათ ამ ფრონტებიდან განხორციელებული შეტევით შეეცდებიან გადმოიტანონ ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე სცენა და მოსპონ თავისუფალი არჩევანი. მე არ ვიცი პატრონი რას იზამს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ის თუ დაუშვებს, რომ ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე სცენა შეიქმნას, მაშინ მთელი ჩვენი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდება. სცენის გადმოტანა ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე უკვე ნიშნავს ახალი ოცდამეთოთხმეტე სიუჟეტის შექმნას ~სამყაროს წიგნში~. ეს ახალი სიუჟეტური დროის წარმოშობაა და პრაქტიკულად საიდუმლო ბიბლიოთეკის მთელი სტრუქტურა ირღვევა. აი მათი გეგმები, ამიტომ გააგრძელებენ ომს, თორემ ლოკალური ბრძოლა უკვე წაგებული აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მთავარი ეჭვის ფრონტის ტაქტიკური უკანდახევა იყო.
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
შენ რაც ისაუბრე ის რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, მაგრამ კიდევ უფრო სახიფათო რამეს ამზადებენ. ისინი თანამოძმეების დარაზმვას აწარმოებენ. ანუ აქ საქმე მხოლოდ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან არ გვაქვს. ისინი მთელი თავიანთი სამყაროს აჯანყებას აპირებენ. ანუ აქ საფრთხე უფრო დიდია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აქ სერიოზული პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას. კერძოდ, მთელი მათი ძალისხმევა პატრონის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ აქვთ მიმართული. ისინი ისევ ცდილობენ, რომ პატრონი ბედისწერის გარდაუვლობაში დაარწმუნონ. ამით შეძლებენ ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე სცენის გადმოტანას, სადაც ყველაფერი დაინგრევა. ხომ წარმოგიდგენია, რომ მხოლოდ ამ ~სამყაროს წიგნს~ ვერ მიწვდნენ, თორემ სხვაგან ყველგან სცენები აქვთ შექმნილი. ამ სცენებით ახერხებენ თავიანთი არსებობის დადასტურებას. ამ ჩვენი საუბრის სცენაზე გადატანაც კი უნდათ. თუმცა ვერ გვეკარებიან. მათი მთავარი იარაღი სცენის შექმნაა. ამდენ ხანს ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ~სამყაროს წიგნის~ ოცდაცამეტი სიუჟეტიდან უამრავი სცენა და ამ სიუჟეტების უამრავი ინტერპრეტაცია შექმნეს, ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე სცენა ვერ გადმოიტანეს და ოცდამეთოთხმეტე სიუჟეტი ვერ შექმნეს. ეხლა მხოლოდ ამას ცდილობენ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პატრონთან მუშაობა და მოვემზადოთ თავდაცვისათვის. ასევე უნდა მოვემზადოთ შეტევისათვისაც და შვიდი საიდუმლო უნდა გამოვიყენოთ. ერთადერთი რამ, რასაც ისინი ვერ კითხულობენ და ვერ ისმენენ.
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
მართალი ხარ. ბედისწერის არსებობაში უნდათ პატრონის დარწმუნება და მისი სცენაზე სუბიექტად შეშვება. საოცრად მზაკვრული გეგმა აქვთ. არადა მთავარი სცენა ბერძნულ ამფითეატრში ხომ დიდიხანია დაიხურა. თუმცა მისი ნაშთები დღესაც არსებობს. დღეს მაინც აკეთებენ ამ ამფითეატრის რაღაც სუროგატ სცენებს. უკვე რამდენი ხანია თვითიმედოვნებაში ვართ, რომ ბერძნული ამფითეატრის სცენა დახურულია და იგი აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ხედავ მათი წარმოსახვა სადამდე მიდის. თურმე ეს მთავარი სცენა ჯერ კიდევ არსებობს მათ ხსოვნაში. ასეა, არსებობენ მუზეუმები, რომლებიც ინახავენ ყველა საშინელებას. ისინი გარდასულ დღეთა ხსოვნას და ~დიდ~ წარსულს ემსახურება. ძლივს შევძელით ამ მუზეუმიდან პატრონის გამოყვანა და ეს მათთვის უდიდესი დარტყმა იყო, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მთავარი რამ, ჩვენი პატრონის შიგნით ამ მუზეუმის დანგრევა. მე ღრმად მწამს, რომ მუზეუმში აქვს პატრონს ერთი ფეხი. იმ მუზეუმში, სადაც მთავარი სცენა გათამაშდა ოლიმპოს ბედისწერის წინააღმდეგ და შეიქმნა ამფითეატრი. ის ეხლა მუზეუმია, მაგრამ ყავს სუროგატი ამფითეატრები, რომლებიც ბედისწერის თამაშს ახორციელებენ ჩვენი პატრონისათვის ამ სცენაზე და სუბიექტი მსახიობები გამოჰყავთ იქ სათამაშოდ. ალბათ ძალიან გასაკვირია, რომ ამ მუზეუმში პატრონის ნაწილობრივ ყოფნით მასში კიდევ არსებობს ოლიმპოს ბედისწერის დაშვების ალბათობა. ოლიმპო კიდევ არ დაქცეულა, რამეთუ კიდევ არსებობს ამფითეატრი _ მუზეუმი.
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
იმაზე არ დაფიქრებულხარ, რომ ჩვენი ცხოვრებაც ამ მუზეუმში მიდინარეობს? როგორ ფიქრობ პატრონის სიარული წმინდა ადგილების მოსანახულებლად ამ მუზეუმში ცხოვრებას არ განაპირობებს. შენ წარმოიდგინე ვერც ჩვენ ვერ გავცდით ამ მუზეუმ _ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ დიდია ჩვენი მცდელობა ამ მუზეუმ _ სამყაროსაგან შორს დავიჭიროთ თავი. ძნელია ვთქვა, მაგრამ ამ მუზეუმს ვერ გავცდით. მხოლოდ ~სამყაროს წიგნი~ გაცდა მუზეუმს, რამეთუ ის მომავალ სიუჟეტურ დროშია მარადიულად და მისი მომავალი ყველა მუზეუმის დახურვას წინასწარმეტყველებს. ამის დასტური რიტუალია, რომელიც ~სამყაროს წიგნმა~ შექმნა.
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
ესე იგი შენ ამბობ, რომ ჩვენც ნაწილობრივ მუზეუმში ვცხოვრობთ?
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მტრების ოცნება, ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე ომის გამართვისას სცენის გადმოტანაზე და მუზეუმის აღდგენაზე განწირულია დასამარცხებლად, რამეთუ ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე მუზეუმი არ არსებულა და შესაბამისად მას ვერ აღადგენენ, ანუ რაც არ არსებულა ის ვერც აღდგება. თან ჩვენი მთავარი იარაღი შვიდი საიდუმლოს ფრონტის გახსნაა და მაინტერესებს რას დაუპირისპირებენ ამ ყველაფერს. ეხლა მთავარია ეს ფრონტები გავაძლიეროთ და დაველოდოთ რას მოიმოქმედებენ.
მოქმედება III
სურათი VII
I და II პირის ფიქრები თანამოძმეებთან ერთად საბოლოო თათბირს ატარებენ და ომის დაწყების დეტალებს ამუშავებენ. ამავე დროს მოდის ინფორმაციები დაზვერვიდან და მათ გაკვირვებას საზღვარი არა აქვს. ზოგიერთი თანამოძმე ომს ეჭვის ქვეშ აყენებს.
OI პირის ფიქრები _
ჩვენ ყველაფერი მოფიქრებული გვაქვს და გვინდა ჩვენი გეგმები გაგაცნოთ. გადავწყვიტეთ ომი გაგრძელდეს დიდხანს და არ მივცეთ მტერს საშუალება დამკვიდრდეს ჩვენს ტერიტორიაზე. უკვე შევქმენით მთავარი ეჭვის ფრონტი, რომელიც დაიყოფა ცნობისმოყვარეობისა და ხმის ფრონტებად. თითოეული მათგანი დაექვემდებარება ეჭვის ფრონტის სარდალს, რომელიც II პირის ფიქრები იქნება. ცნობის მოყვარეობის ფრონტი თავისთავად ორი ფრონტისაგან შედგება ფილოსოფიისა და ლოგიკის ფრონტისაგან, რომლებიც შეიარაღებულნი არიან სათანადო ტექსტებით. ისინი პირველ შეტევას განახორციელებენ მტრის წინააღმდეგ. ბრძოლა ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე გაიმართება. ამ ველზე ფილოსოფიისა და ლოგიკის ფრონტები შექმნიან სცენას, იგივე ამფითეატრებს. ამის შემდეგ განხორციელდება ხმის ფრონტის ჩართვა ბრძოლაში და იგი შეტევას მიიტანს ლიტერატურის ფრონტით და დაიკავებს სცენას, სადაც განათავსებს ჩვენს პატრონებს და მოახდენს მათ სუბიექტებად შეშვებას სცენაზე სადაც განთავსებული იქნება ბიბლიოთეკის დარბაზი. ამ ყველაფრის დასასრული იქნება მთავარ თამაშის ველზე გამართული წარმოდგენა სახელწოდებით ~მუზეუმის ბედისწერა Mმარად იგივეში~, რომლის მთავარი სიუჟეტი იქნება ამფითეატრის მშენებლობა ძველ საბერძნეთში და ოლიმპოს ღმერთების ღიმილი ამფითეატრის მიმართ, მათი ირონია შექმნილი ირონიის მიღმა, სადაც მთავარი მოქმედი პირები ჩვენი პატრონები იქნებიან. ამ წარმოდგენით დავადგენთ მუზეუმის არსებობას, რომელიც თამაშის მთავარ ველზე არასოდეს არსებულა. წარმომიდგენია ჩვენი მტრები როგორი სიამოვნებით უყურებენ ამ წარმოდგენას. ამით ომი დამთავრდება და ჩვენც ჩვენს ადგილებს დავიბრუნებთ შესაბამისად ყურადღებას არ მოვადუნებთ არასოდეს, რომ სცენა არ გაქრეს. ბოლო შეტევა ჩვენი უძლეველი ეჭვის ბაქტეოროლოგიურ _ ბიოლოგიური იარაღიდან განხორციელდება.
თანამოძმეები _
კარგი გეგმაა. დალაგებულიც არის, მაგრამ ერთ რამეს არ ითვალისწინებთ, იქ რიტუალია, რომელიც სცენის შექმნას არ დაუშვებს და თან მასზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს. პრაქტიკულად მის შესახებ არაფერი არ ვიცით.
I პირის ფიქრები _
მართალი ხართ. რიტუალი ჩვენი მტრების ყველაზე დაფარული მოქმედებაა, მაგრამ ამ გეგმით შესაბამისად რიტუალზეც მოხდება შეტევა. ალბათ თანდათან გავიგებთ მის შესახებ ომის წარმოების პროცესში.
ყველანი ერთად. მაშ შეუდგეთ ბრძოლისათვის მზადებას და აღჭურვილობა მივცეთ ჩვენს მებრძოლებს.
I პირის ფიქრები _
გაოცების აკვალანგები და ბიბლიოთეკის საშვები მომზადებული გვაქვს. დავურიგოთ ყველა მხედარს და საქმეს შევუდგეთ. პირველ რიგში ცნობისმოყვარეობის ფრონტი განახორციელებს შეტევას ლოგიკისა და ფილოსოფიის მხედრობით. მეორე _ ხმის ფრონტს მოგვიანებით გავხსნით, როდესაც ამას მხედართმთავარი გვეტყვის. ეხლა ყველამ თქვენი ადგილები დაიკავეთ და ~სამყაროს წიგნის~ მთავარი თამაშის ველისაკენ გაემგზავრეთ, იქ დაეცით კარვები და შექმენით პლაცდარმები ხელოვნური ამფითეატრების სახით, სადაც ბიბლიოთეკას გამართავთ და მხედრებმა აწარმოონ შეტევა ამ ამფითეატრების მეშვეობით. მოგვიანებით შევხვდებით.
თანამოძმეები ერთად. მაშ დავიძრათ ბრძოლის ველისაკენ.
მოქმედება IV
სურათი I
სცენაზე ჩოჩქოლი და შეძახილები იმის. ყველა საგანი სილუეტურად მოსჩანს მკრთალ შუქზე. მაყურებელთა დარბაზში ანათებს სინათლე. ამას ემთხვევა მხედრობის დაძვრა ~სამყაროს წიგნის~ მთავარ თამაშის ველზე, რომელიც გეზს დარბაზისაკენ იღებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხედრობა სწორედ დარბაზისაკენ მოდის სადაც სინათლეა განათებული. აქვე ჩანს საგზაო ნიშნები, რომელიც ისრების>>>> მეშვეობით მხედრობას უჩვენებს გზას ბრძოლის ველისაკენ და ეს ისრები>>>>> მაყურებელთა დარბაზისაკენ არის მიმართული. შემდეგ მხედრობა შუქის მოძრაობით იწყებს განლაგებას სცენის პირზე. ამ დროს I და II პირის სიმშვიდე მარტოობა და სიცარიელე იწყებს საუბარს. მათი ხმა მაყურებელთა დარმაზიდან მოდის >>>.
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე –
უკვე აქეთ მოემართებიან. მათი ხმაც ისმის. გაოცების აკვალანგები და ბიბლიოთეკის საშვებით არიან აღჭურვილნი. ფილოსოფიის და ლოგიკის ფრონტით აპირებენ პირველი შეტევის განხორციელებას. აუცილებელია მივმართოთ პატრონს და თავდაცვითი სქემები შევიმუშაოთ.
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე –
როგორ ფიქრობ რა თავდაცვით ზომებს უნდა მივმართოთ?
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე –
პირველ რიგში უნდა დავიწყოთ რიტუალის შესრულება და ვაიძულოთ პატრონი რაც შეიძლება ხშირად მიიღოს რიტუალში მონაწილეობა. რიტუალის წინააღმდეგ ისინი უძლურები არიან. ამის შემდეგ რაც შეიძლება ხშირად უნდა შესრულდეს შვიდი საიდუმლო, რომლის შესახებაც ფიქრებმა არაფერი იციან, ეს პროცესი მათთვის განსხვავებულ დროში და სივრცეში მიმდინარეობს. ეს ჩვენი უხილავი იარაღია, რომელსაც ისინი ვერასოდეს შეხედავენ, რამეთუ მათი მთავარი ფრონტები ყოველთვის მწყრალად იყვნენ ამ შვიდი საიდუმლოს მიმართ განწყობილნი და ეს მიაჩნდათ ზედმეტ ბარგად და ყურადღებას არ აქცევდნენ.
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე –
კარგია, მაშ ისღა დაგვჩენია სანამ მტერს ~სამყაროს წიგნის~ თამაშის მთავარ ველზე კარვები დაუციათ პატრონი ვაიძულოთ რიტუალში მიიღოს მონაწილეობა და მტერი გავაწბილოთ. ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ სამაგიეროთ.
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე –
მთავარი ეხლა ის არის, რომ სწრაფად დავიწყოთ მოქმედებები. სწრაფად მოვახდინოთ რიტუალში პატრონის მონაწილეობა. დრო არ ითმენს. თუ ამას ვერ შევძლებთ, მტერი პატრონს თავის გაშლილ კარვებში შექმნილ ბიბლიოთეკის დარბაზში შეუშვებს და დაიწყებს თავისი მთავარი წარმოდგენის ~მუზეუმის ბედისწერა Mმარად იგივეში~ განხორციელებას და ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
ერთხმად _ გავიდეთ.
სურათიII
I პირის ფექრებმა და თანამოძმეებმა მიაღწიეს ბრძოლის ველს. სცენაზე ბრძოლის ველი მკრთალ შუქზე მოსჩანს. მთავარი სინათლე მაყურებელთა დარბაზს ანათებს და კონცენტრირებულია რამდენიმე მაყურებლის თავზე. რომელიც დარბაზის ბოლოში დიდ თავის ჩრდილებს ქმნიან. I პირის მიერ პატრონების ხსენებისას სინათლე ანათებს დარბაზში და რამდენიმე მაყურებლის თავს აფიქსირებს.
I პირის ფიქრები _
სწრაფად დაიწყეთ კარვების გახსნა. რა საოცარი რამ ყოფილა ეს ველი. მუზეუმის ნიშანწყალიც არ ჩანს. სასწრაფოდ გაშალეთ კარვები. რიტუალი გვიახლოვდება. პატრონი რიტუალზე დასასწრებად მიდის. ის ბიბლიოთეკის დარბაზში უნდა შევიტყუოთ, და ფილოსოფიისა და ლოგიკის ფრონტის გავლენაში უნდა მოვაქციოთ.
თანამოძმეები _ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არა მგონია მოვასწროთ. ეს რიტუალი ისეთი რამ არის ის ყოველთვის მიმდინარეობს და ყოველთვის არის შესაძლებელი მასში მონაწილეობა. ვფიქრობთ ეხლაც პატრონი მასში მონაწილეობას მიიღებს და კარავში არ შემოვა.
I პირის ფიქრები _
ყოველთვის ხომ ვერ მიიღებს პატრონი რიტუალში მონაწილეობას. ერთ დღესაც ჩვენს კარავში აღმოჩნდება. აქ მთავარი თამაში გაიმართება. სცენური თამაში. ამ თამაშში ვერავინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენი პატრონების გარდა, რომლებიც ამ კარვების სიახლოვეს იმყოფებიან (ხელს იშვერს მაყურებელთა დარბაზევისაკენ, პარალელურად სინათლეც ანათებს დარბაზში და რამდენიმე მაყურებლის თავს აფიქსირებს). ისინი აქ აუცილებლად აღმოჩნდებიან. ეს ლოგიკის ფრონტზე გადაწყდება და ამაში დარწმუნებული ვარ, რამეთუ ეს ბრძოლა რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ თავის თავში შეიცავს თამაშის ელემენტებს. აქედან გამომდინარე ეს თამაში არის ყოფიერების საშუალება და თავად წარმოდგენის ნიშანი. აქ ჩვენ, როგორც თითქოს მოთამაშეები ვერ ვითამაშებთ, ჩვენ მხოლოდ როლების შესრულება შეგვიძლია. აქ ითამაშებს ~სამყაროს წიგნის~ თამაშის მთავარი ველი (ამ დროს ხელს მოავლებს გარშემო, რაც მოიცავს სცენასაც და მაყურებელთა დარბაზსაც, მისი ხელის პარალელურად იგივე მოქმედებას გააკეთებს სინათლე, რომელიც მოივლის სცენასაც და დარბაზსაც.). ეს წარმოდგენა, რომელიც ამ ველზე გაიმართება ჩვენ არ გვეკუთვნის. ის ეკუთვნის ჩვენს პატრონებს (ამ დროს ხელს მოავლებს გარშემო, რაც მოიცავს სცენასაც და მაყურებელთა დარბაზსაც, მისი ხელის პარალელურად იგივე მოქმედებას გააკეთებს სინათლე, რომელიც მოივლის სცენასაც და დარბაზსაც.). ლოგიკის ფრონტი შექმნის ამის საშუალებას. ვინაიდან უკვე კარვები გავშალეთ და თამაშის ელემენტები გააქტიურდნენ. ესენი შექმნიან წარმოდგენის შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენი პატრონები შეასრულებენ. ეს ლოგიკის ფრონტის მთავარი შესაძლებლობაა და ვინაიდან დაიწყო წარმოდგენის ორგანიზება, ის უნდა გაიმართოს და ის პატრონებმა უნდა გამართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ~სამყაროს წიგნის~ თამაშის მთავარი ველის ერთიანობა, რასაც თავად ~სამყაროს წიგნის~ მთავარი ტექსტი არ დაუშვებს, ვინაიდან თუ იმართება ეს წარმოდგენა მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებლობა ~სამყაროს წიგნმა~ თავისი არსებობა გაამართლოს. ამიტომ მთავარი თამაშის ველი აიძულებს ჩვენს პატრონს მონაწილეობა მიიღოს ამ ლოკალურ წარმოდგენაში და მოემზადოს მთავარი წარმოდგენის გასამართავად.
თანამოძმეები _
კარვები გაშლილია. ყველაფერი მზად არის. ეხლა ისღა დაგვრჩენია პატრონებს დაველოდოთ.
I პირის ფიქრები _
კარგია. ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება.
შემოდის მხედართმთავარი II პირის ფიქრები. მიმართავს I პირის ფიქრებს.
II პირის ფიქრები _
როგორ არის საქმე.
I პირის ფიქრები _
ყველაფერი კარგად მიდის, უკვე კარვები გავშალეთ. ბიბლიოთეკის დარბაზებიც მზადაა. რიტუალი დაგვიპირისპირეს. პატრონი რიტუალს ასრულებს. ეჭვის ფრონტი გახსნილია და ლოგიკის ფრონტით მიმდინარეობს შეტევა. ინფორმაცია მაქვს, რომ რიტუალი რამდენჯერმე შეჩერდა. კითხვები დაუსვეს. ეს რიტუალის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ლოგიკის ფრონტი წარმოუდგენლად კარგად მუშაობს. წარმოდგენის საფუძვლები შესაძლოა ითქვას ჩაყრილია. ლოგიკის ფრონტი ~სამყაროს წიგნის~ თამაშის მთავარ ველზე შეტევას ახორციელებს. ველის ერთიანობას საფრთხე ექმნება. ~სამყაროს წიგნის~ მთავარი ტექსტი _ ~წერილ არს~-ს ერღვევა მთავარი თამაშის ველის ერთიანობა. ის იძულებული გახდება პატრონები კარვებში შეუშვას და ველის ერთიანობა არ დაარღვიოს. უკვე შვიდი საიდუმლო განცდებშია. ამ იარაღსაც ვერ იყენებენ. რიტუალში განხეთქილებაა.
II პირის ფიქრები _
კარგია. ასეც ვიცოდი. ამათ არ შეეძლოთ ამ წარმოდგენას და ამფითეატრს შეწინაღმდეგებოდნენ. ფილოსოფიის ფრონტით როდესაც დავიწყებთ შეტევას, მაშინ მიხვდებიან, რომ ჩვენ, რომლებიც მხოლოდ როლებს ვთამაშობთ თამაშს ვერ შევქმნით. არადა ~სამყაროს წიგნის~ მთავარ წერილში მითითებულია ამ წარმოდგენის გამართვა, რომელსაც მხოლოდ ჩვენი პატრონები შეასრულებენ და მხოლოდ ამით არის შესაძლებელი დაირღვეს თამაშის მთავარი ველის კონსტრუქცია. წარმოიდგინე როგორი სასაცილოა ჩვენი მტრების მოსაზრებები, რომ რიტუალის შესრულებით და შვიდი საიდუმლოს იარაღით შეძლებენ ~სამყაროს წიგნის~ წერილის _ მთავარი ტექსტის იგნორირებას. განა ~სამყაროს წიგნის~ მიერ ~წერილ არს~-ის შექმნა იმთავითვე არ ითვალისწინებდა, რომ პატრონებს არ ენდობოდა და ამიტომ არ შექმნა თამაშის მთავარი ველი? ეს ხომ ოცდამეთოთხმეტე სიუჟეტის შექმნის წინაპირობაა. ნუთუ შესაძლებელია რომ ამას იგნორირება გაუკეთო. ~სამყაროს წიგნის~ მიერ თამაშის მთავარი ველის შექმნა ნიშნავს, იმას, რომ ეს თამაში და შესაბამისად ამფითეატრი ქმნის ჩვენი პატრონების ცნობიერების ერთიანობას. ამიტომ არ არსებობს ჩვენი პატრონებისაგან (ამ დროს ხელს მოავლებს გარშემო, რაც მოიცავს სცენასაც და მაყურებელთა დარბაზსაც, მისი ხელის პარალელურად იგივე მოქმედებას გააკეთებს სინათლე, რომელიც მოივლის სცენასაც და დარბაზსაც.) დამოუკიდებელი სცენა, თუმცა მათი სურვილი იმგვარი იყო, რომ სხვებს ენახათ ამფითეატრი. სწორედ ეს არ გამოვიდა. ამფითეატრის შექმნასთან ერთად მათ იმთავითვე შექმნეს ამფითეატრში თავისი ადგილები და ეს ამფითეატრი თავიდანვე მთავარ სცენას წარმოადგენდა, დაახლოებით ისეთს, ჩვენი კარვები რომ წარმოადგენენ. ჩემი აზრით მტერს ზუსტად იმ ადგილში დავარტყით სადაც არ გველოდებოდა და მგონი რიტუალის ფენომენიც გავხსენით.
I პირის ფიქრები _
რიტუალის ფენომენი თანდათან გაიხსნება, როდესაც მთავარი ეჭვის ფრონტიდან შევუტევთ ფილოსოფიის ფრონტით. ჯერჯერობით, მხოლოდ ლოგიკის ფრონტია გახსნილი და ის უტევს. როდესაც ყველა ფრონტს გავხსნით მაშინ ალბათ წარმოდგენის გამართვასაც შევძლებთ. ეხლა ორგანიზაცია გავუკეთოთ ფილოსოფიის ფრონტს და ბარემ ჩავრთოთ ბრძოლაში.
II პირის ფიქრები _
აუცილებლად. უკვე დროა ფილოსოფიის ფრონტი ჩაებას ბრძოლაში და პატრონები კარვებში შემოვიყვანოთ.
გადიან მოსამზადებლად
მოქმედება IV
სურათი III
I პირის მარტოობა სიმშვიდე და სიცარელე _
საოცრად გვიტევენ. რიტუალი რამოდენიმეჯერ შეწყდა. ლოგიკის ფრონტი გამოუშვეს პირველად საბრძოლველად. პატრონების შეშვება უნდათ თამაშის მთავარ ველზე გაშლილ კარვებში სადაც ბიბლიოთეკის დარბაზებია მოწყობილი და იქ პატრონებს ფილოსოფიის ფრონტით შეუტევენ.
II პირის მარტოობა სიმშვიდე და სიცარიელე _
პატრონს რიტუალი ხომ არ დაუტოვებია.
I პირის მარტოობა სიმშვიდე და სიცარიელე _
ისეთი გრძნობა მაქვს რომ მალე დატოვებს და ყველა ჩვენი მცდელობა წყალში ჩაიყრება. კარვები უკვე გამზადებული აქვთ. ბიბლიოთეკის დარბაზები შიგნით მოწყობილია. ამ კარვებში უკვე ფილოსოფიის ფრონტის მხედრებმა და ტექსტებმა პოზიციები დაიკავეს. უდიდესი საფრთხე აქვს პატრონს ჩასაფრებული. იქ თუ შევიდა იქედან მის გამოყვანას ვერ შევძლებთ.
II პირის მარტოობა სიმშვიდე და სიცარიელე _
იცი ერთი საშინელი ამბავი უნდა გითხრა. ჩვენი მტრების მიერ პირველი ლოგიკის ფრონტის მიერ განხორციელებული შეტევისას ~სამყაროს წიგნის~ თამაშის მთავარ ველის ერთიანობას საფრთხე დაემუქრა. ამიტომ მოხდა რიტუალის შეწყვეტა. ეს ყველაფერი ~წერილ არს~-ში გათვალისწინებული არ არის. ის დაუშვებს პატრონის კარვებში შეშვებას, რამეთუ თამაშის მთავარი ველის ერთიანობა რომ დაირღვეს ყველაფერი დამთავრდება.
I პირის მარტოობა სიმშვიდე და სიცარიელე _
გამოდის, რომ ყველაფერი პატრონზეა დამოკიდებული.
I პირის მარტოობა სიმშვიდე და სიცარიელე _
რა თქმა უნდა. უკვე გადაწყვეტილებას პატრონი იღებს. მხოლოდ მას შეუძლია ამ ომის მოგება. უკვე ყველა ფრონტი ჩაბმულია ბრძოლაში.
I პირის მარტოობა სიმშვიდე და სიცარიელე _
ჩვენ პრაქტიკულად აღარაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეხლა პატრონის მოქმედებას უნდა დაველოდოთ.
მოქმედება IV
სურათი IV
I პირის ფიქრები _
რა ხდება ფრონტებზე, როგორაა საქმე?
II პირის ფიქრები _
ყველაფერი ჩინებურად წარიმართა. რიტუალის შესრულება შეწყდა. პატრონმა დატოვა რიტუალი და ~სამყაროს წიგნის~ მთავარი თამაშის ველისაკენ მოემართება.
I პირის ფიქრები _
ეს რას ნიშნავს, ნუთუ ყველაფერი დამთავრდა?
II პირის ფიქრები _
ხედავ პატრონი მოდის. როგორ დაბერებულა. დიდი ხანია უკვე ბრძოლა მიმდინარეობს. ალბათ კარავში შევა და უნდა მოვემზადოთ, რომ წარმოდგენა გავმართოთ.
I პირის ფიქრები
ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო როდესაც გათვლა ~სამყაროს წიგნსა~ და ~წერილ არსზე~ გავაკეთეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ~სამყაროს წიგნი~ მთავარი თამაშის ველის განადგურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მის არსებობას და ~წერილ არსს~ არავითარი აზრი არ ექნებოდა. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა მთავარი თამაშის ველი რომ დაეთმო ~სამყაროს წიგნს~? ვერ შეძლებდა და ამდენი ფორიაქიც საჭირო არ იყო. ის არ დაუშვებს ~წერილ არსის~ გამოდევნას მთავარი თამაშის ველიდან. ჩვენს მტრებს ეგონათ, რომ თუ პატრონი არჩევანს გააკეთებდა და ჩვენ გამოგვაძევებდა ჩვენი ადგილებიდან ამით ისინი ბოლო წარმოდგენას გამართაქვდა მთავარი თამაშის ველზე. ხედავ? ~სამყაროს წიგნი~ უშვებს პატრონის არჩევანს, მაგრამ მას ხელში ~წერილ არსი~ უჭირავს. სხვათა შორის მისი დაშვებულია ეს კარვები ბიბლიოთეკის დარბაზებით და ეს იარაღიც - ბიბლიოთეკის საშვები.
II პირის ფიქრები
გეთანხმები. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მოვლენების ასეთი განვითარება. პრაქტიკულად გამოდის, რომ ჩვენ ბრძოლისთვის კი მოვემზადეთ, მაგრამ თავად ბრძოლის ველზე გადავწყვიტეთ ბევრი საკითხი. ბევრი რამ იყო უცნობი ჩვენთვის. პრაქტიკულად საერთოდ არ ვიცნობდით ~სამყაროოს წიგნისა~ და მისი თამაშის მთავარი ველის სტრუქტურას. ინფორმაცია მომივიდა, რომ პატრონი კარავში შევიდა. ბიბლიოთეკის საშვებით შეძლეს მისი იქ შეყვანა ფილოსოფიის ფრონტის მხედრებმა.
I პირის ფიქრები
ჩვენი მტრების ჩანაფიქრი ჩაიფუშა. როგორც ეტყობა ჩვენ კი არა მათაც არ იცოდნენ ~სამყაროს წიგნის~ და მისი თამაშის მთავარი ველის სტრუქტურა. როგორც ეტყობა ჩვენს მიერ ამ ველზე კარვების დადგმა იმთავითვე დაშვებული იყო ~სამყაროს წიგნის~ სტრუქტურაში. ახლა ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს კარვები ჩვენი თანამოძმეების და ჩვენს პატრონებს ეკუთვნით ეკუთვნის თითოეულს კონკრეტულად. სხვა ვერავინ შევა ამ ბიბლიოთეკა - კარავში. ეს ყველაფერი თამაშის მთვარ ველზე კონკრეტულ თამაშის ველს ქმნის და ამიტომ ილუზიაა ის ყველაფერი, რასაც ჩვენი მტრები ფიქრობდნენ, რომ ისინი იმთავითვე სამყაროს წიგნის თამაშის მთავარ ველზე იყვენენ რიტუალში. რიტუალი თამაშის ველისგან განცალკევებით მიმდინარეობს. ჩემთვის უცნობია რას აპირებს ~სამყაროს წიგნი~ ამ ველზე.
I პირის ფიქრები –
უკვევე აღარ არის უცნობი. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ბრძოლის შედეგებს, ყველაფერი მართლაც მოწესრიგებულია ~სამყაროს წიგნში~. ზუსტად მის მიერ არის შექმნილი ბიბლიოთეკის დარბაზები - მუზეუმი. შეიძლება ითქვას დაშვებულია მის მიერ ამ დარბაზების არსებობა. აქ მთავარი არის ის, რომ პატრონებს მარადიულად არჩევანის შესაძლებლობაში ამყოფებს. ამიტომ მოხდა, რომ ჩვენს მთავარ თამაშის ველზე ბიბლიოთეკის დარბაზები - მუზეუმი, რომლებიც კარავში იყო შექმნილი სრულიად შეუფერხებლად დავდგით ამ ველზე. ~სამყაროს წიგნი~ საგულდაგულოდ მალავს თუ რა მოხდება ამ ველზე. მალავს იმასაც, თუ როდის მოხდება. მანამდე ის არჩევანის შესაძლებლობას უშვებს და ეს შესაძლებლობა არის ზუსტად ბიბლიოთეკის დარბაზები. პატრონმა უნდა აირჩიოს რიტუალსა და ბიბლიოთეკის დარბაზებ - მუზეუმს შორის ერთერთი. აქ ერთი საშიშროებაა. ბიბლიოთეკის დარბაზში პატრონი მარტოა. წარმოიდგინე რა შემაძრწუნებელი იქნება მისთვის ეს.
II პირის ფიქრები –
შემაძრწუნებელი თავად არჩევანის არსებობაა. ამის შემდეგ არის ბიბლიოთეკის დარბაზები-მუზეუმი სადაც ჩვენი ფრონტებია განლაგებული. ამიტომ არის პატრონი გაუგებრობაში. მისთვის უკვე ყველაფერი არეულია. წარმომიდგენია რა ხდება მის არსებაში. როდესაც კარავში შევიდა აქ უკვე ყველაფერი გადაწყდა. ჩვენს უახლოეს ხანებში დავბრუნდებით ჩვენს ადგილებზე. კარვიდან ის ვეღარ გამოვა. ~სამყაროს წიგნი~ მათ მთავარ თამაშის ველზე ბოლოს ელოდება და ეს ბოლო იქნება, როდესაც ის კარვიდან გამოვა. ეხლა შეგვიძლია მშვიდად ველოდოთ კარვიდან მის გამოსვლას.
გადიან
მოქმედება IV
სურათი V
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
პატრონმა რიტუალი მიატოვა და კარავში განთავსებულ ბიბლიოთეკის დარბაზებში - შევიდა. მთელი ჩვენი მცდელობები კრახით დასრულდა.
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
ნამდვილად. ჩვენთვის უცნობი იყო ~სამყაროს წიგნის~ და მთავარი თამაშის ველის შესაძლებლობები. დაგვაბნია რიტუალის არსებობამაც. ჩვენი გათვლები მცდარი არმოჩნდა. ~სამყაროს წიგნს~ თავისი მიზნები აქვს. ჩვენ ვერ შევძელით მთავარ თამაშის ველზე შეღწევა. იქ სხვა რამ ხდება ალბათ. ეჭვის გარეშეა, რომ პატრონი ამ ველზე ნამდვილად მოხვდება, მაგრამ ბიბლიოთეკის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, რომელსაც ჩვენი მტრები სიამოვნებით ელოდებიან. ჩვენც სხვა არაფერი დაგვჩენია ამას უნდა დაველოდოთ. საკითხავი ერთი რამეა შევხედავთ კი პატრონს როცა იქედან გამოვა?
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
წარმოდგენა არა მაქვს. ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ. ან როგორ ვიქნებოდი. უკვე აღარ ვიცი რას ვლაპარაკობ.
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
ასეთი დაბნეულები არასოდეს ვყოფილვართ. გახსოვს როგორი შეუვალი გვეგონა რიტუალი? მაინც არ მესმის ~სამყაროს წიგნის~. ეს რიტუალი ხომ მისი დაშვებულია, რა საჭიროა ასეთი საფრთხე _ ბიბლიოთეკის დარბაზები?
I პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
როგორც ვხვდები არჩევანია თავად საფრთხე. შეიძლება ის მარცხიც იყოს, დიდი მარცხი, რომელსაც ~სამყაროს წიგნი~ უშვებს მთავარ თამაშის ველზე. ბიბლიოთეკის დარბაზები ამის უზრუნველყოფაა და ერთერთი საშუალება. ჩვენ არ ვიცით, თორემ შესაძლოა სხვა უზრუნველყოფაც ჰქონდეს. კიდევ მუზეუმი ახლა გამახსენდა. ახლა რა ვქნათ?
II პირის მარტოობა, სიმშვიდე და სიცარიელე _
ეხლა პატრონს უნდა დაველოდოთ როცა კარვიდან გამოვა. ვნახოთ რა მოხდება. იქ ხომ მარადიული მუზეუმი - ბიბლიოთეკის დარბაზია.
სცენაზე ისმის შეძახილი გამოდის >>>>>
სცენაზე დიდი ხმაურია. სცენა ჩაბნელებულია სცენიდან ნათდება დარბაზი და დარბაზის ჭერიდან ეშვება გამჭვირვალე ცელოფნის კარავი, რომელიც დაეკიდება მაყურებელთა თავზე. კარავიდან მაყურებელთა დარბაზში გადმოიყრება ფურცლები წარწერით _ ბიბლიოთეკა _ ~სამყაროს წიგნი~ - საშვი.
კარავზე მიკრულია დიდი აფიშა წარწერით, დღეს გაიმართება წარმოდგენა:
ოცდამეთოთხმეტე სიუჟეტი
"მუზეუმის ბედისწერა მარად იგივეში.
ირაკლი მარგველაშვილი
1993.
No comments:
Post a Comment