ახალი კვირა
სენსაციური განცხადებით დაიწყო. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა
სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის ციხიდან გაიყვანეს, შეახვედრეს მთავარ პროკურორ
ოთარ ფარცხალაძეს. ეს უკანასკნელი მას დაემუქრა თუ არ დაეხმარებოდა ზურაბ ჟვანიას საქმის
გამოძიებაში და არ ამცნობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანკარიშების და კორუფციული
სქემების შესახებ მისი მდგომარეობა ციხეში გაუარესდებოდა. ასევე პრობლემები შეექმნებოდათ
მის პარტიულ და არაპარტიულ მეგობრებს. განცხადებამ არაერთგვაროვანი
რეაქცია გამოიწვია.
ძალიან საინტერესო
იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის და სასჯელაღსრულების მინისტრის
სოზარ სუბარის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ განცხადებების ანალიზი მოგვცემს
საშუალებას იმ დაფარულ კონტექსტს მივაგნოთ, რაც მთელi ამ სკანდალის უკან დგას.
ვანო მერაბიშვილის
განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას მოგვიწოდა ლოგიკური
აზროვნებისაკენ და თავად ლოგიკური აზროვნების
მაგალითი მოგვცა - კერძოდ მან განაცხადა: "ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება. ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ რაც 2 დღის წინ მთავარმა პროკურორმა, პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვლაების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს აჟიოტაჟი დამთავრდეს. მთავრობას უნდა მოგვეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არც ერთ პროვოკაციას", განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენ შეგვიძლია
უშუალოდ პრემიერის ამ ტექსტს მივყვეთ და დავიწყოთ ანალიზი თუ რას გულისხმობდა პრემიერი
ამ სიტყვებსა და წინადადებებში. "ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება.“ სიტყვა დაპანიკება, ეს არაა ის სიტყვა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა
უნდა იხმაროს საჯარო გამოსვლებში. ის მედიის
წინაშე აკეთებს განცხადებას და ასეთი სიტყვა ამ კონტექსტში მიღებული არაა, პირველი
ის, რომ დამხმარე ზმნის გარეშე ამ სიტყვის ხმარება არაა გამართული ქართული, და მეორე,
ამ სიტყვის ხმარება ვფიქრობ იმ შინაური საუბრის
დროს მოხდა, როდესაც განიხილავდნენ ნაციონალების და განსაკუთრებით მისი გენერალური
მდივნის დაპანიკების და შესაძლო თანამშრომლობის ნიუანსებს. ალბათ ფიქრობდნენ როგორ
დაპანიკდებოდა ვანო მერებიშვილი. შესაბამისად პრემიერი აღარ დაუკვირდა სად ამბობდა
ამ სიტყვას, უშუალოდ ბატონ ფარცხალაძესთან, თუ მედიის წინაშე.
ის აგრძელებს
: „ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ რაც 2 დღის წინ მთავარმა პროკურორმა, პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.“ რას გულისხმობდა პრემიერი? ჩვენი მიხვედრილობით ის გულისხმობდა
შ.პ.ს. „გრინ სერვისის“ საქმეზე ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის დაკავებას. კობა
ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იყო. უნდა ვაღიაროთ, ძალიან ჩახლართული ლოგიკა აქვს ბატონ პრემიერ-მინისტრს.
თუ კობა ხარშილაძე შ.პ.ს. „გრინ სერვისის“ საქმეზე დააკავეს რატომ ახსენა ბატონმა პრემიერმა
ის ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით? არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სხვა საქმეზე იყო კობა
ხარშილაძე დაკავებული? ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არ სცოდნოდა, ისიც ძნელი დასაჯერებელია,
რომ პრემიერ-მინისტმა მთავარ პროკურატურაში რა ხდება არ იცის. უფრო რთულადაა საქმე.
პრემიერ-მინისტრს სავარაუდოდ მოახსენეს კობა ხარშილაძის დაკავების შესახებ, მაგრამ
მას ისეთი პრიორიტეტი აქვს ჟვანიას საქმის „გახსნა“, რომ ყურადღება არ მიაქცია თუ რა
საქმეზე დაიჭირეს კობა ხარშილაძე. ამიტომ დაუშვა ის საბედისწერო ლაფსუსი, რომლის ციტირებაც
მოვახდინეთ.
სასაცილო
ის არის, რომ კობა ხარშილაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ამ ფაქტმა
კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობა შექმნა. პრემიერ- მინისტრი თავის განცხადებას კიდევ ერთხელ თუ მოუსმენს, შემდეგ
დამდგარ ფაქტებს გაანალიზებს და ლოგიკურად ჩა-უკვირდება
მიხვდება, რომ სინამდვილეში მან თავისი თავიც გასცა და პროკურორი ფარცხალაძეც ჩა-უშვა.
ამის ლოგიკური
გაგრძელება იყო სასჯელაღსრულების მინისტრის ბატონ სოზარ სუბარის განცხადებას, რომელიც
მთელი თავდაჯერებით ამტკიცებდა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება იყო სრული აბსურდი.
ეს რომ ასე იყო თურმე ადასტურებდა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილთან კვირა დღეს ადვოკატი
იყო შესული. ის ჯიუტად იმეორებდა, კითხვებს სვამდა და თავადვე პასუხობდა - რატომ არ
თქვა ვანო მერაბიშვილმა ეს სასამართლომდე? რატომ მაშინვე არ განაცხადა ამის შესახებ? არ ატეხა ერთი ამბავი?, იმიტომ რომ აბსურდია მისი
განცხადება. თავის განცხადებაში სოზარ სუბარმაც დაადასტურა პრემიერ მინისტრის „ლოგიკური
ჯაჭვი“, რაც შეეხებოდა კობა ხარშილაძის დაკავებას და ამით დაპანიკებულ ვანო მერაბიშვილს,
რომ ჟვანიას საქმე არ „გაეხსნათ“. სოზარ სუბარს კიდევ ეპატიება თავის უფროსის ლოგიკას
მიჰყვა და არც ჩა-უკვირდა რას ამბობდა
პრემიერ მინისტრი, სად ხარშილაძის დაკავება გრინ სერვისის საქმეზე და სად ჟვანიას საქმე.
უნდა ავღნიშნო, რომ ეს აღნიშნა ქ-ნ თინა ხიდაშელმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან
საუბრისას, რომ ხარშილაძის დაკავება რა შუაშია ჟვანიას საქმის გამოძიებასთანო. კარგი
იქნებოდა ჟურნალისტს ეთქვა პრემიერ-მინისტრთან გაიარეთ ეს საკითხიო. ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრის
ამ განცხადებამ ძალიან უხერხულობა შემქნა პროკურატურასა და ოცნების იურიდიულ წრეში,
თუმცა გასროლილ სიტყვას ქამანდითაც ვერ დაიჭერ.
ბატონ სუბარს
ერთი რამ გამორჩა. ვანო მერაბიშვილი დღეს პოლიტიკოსია და თან პატიმარია. შესაბამისად
მისი პირადი ტრიბუნა შექმნილ ვითარებაში მხოლოდ სასამართლო დარბაზია. ამიტომ მან შესანიშნავად
გამოიყენა ეს ტრიბუნა იმის სათქმელად, რაც სოზარ სუბარმა ვერ მოიფიქრა და აჰყვა პრემიერ-მინისტრს
ლოგიკაში, რითაც მანაც დაადასტურა და ჩა-უშვა
პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ყველა ლოგიკა იქეთ მიდის, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება
სიმართლეა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მისი გამოძიების საკითხებზე ხელისუფლებამ უსუსური
არგუმენტები მოიყვანა, გამოძიების დაწყება, პროცედურები და.... არადა მართლები რომ
იყვნენ, რამდენიმე საათში ამოიღებდნენ ფირებს და საზოგადოებას დაარწმუნებდნენ ნაციონალების
კიდევ ერთ ტყუილში, როგორც აქამდე უმტკიცეს ეს ხალხს.
ხარშილაძე ერთი წლის განმავლობაში თბილისში იყო.
შესაბამისად ჩვენი ინფორმაციით ის დაკითხეს კიდევაც ჟვანიას საქმეზე ჯერ თავის დროზე
2005წ. და შემდეგ ამ ხელისუფლებამ. შესაბამისად თუ რამის გახსნა შეეძლოთ აქამდე გახსნიდნენ,
მაგრამ ეს ე.წ. დაპანიკება ჩვენი ხელისუფლების შიდა საუბრის ენის ნიმუშია, რომლის შეფუთვაც
ვერ მოახერხეს და იმდენად უსუსური არგუმენტები მოიყვანეს ვანო მერაბიშვილის განცხადების
საწინააღმდეგოდ, რაც მათი ლოგიკით წინასწარ
იყო მოფიქრებული. კერძოდ ის, რომ პრემიერმაც და სასჯელაღსრულების მინისტრმა თავად მოახდინეს
იმაზე მინიშნება, რომ კობა ხარშილაძის დაკავება შ.პ.ს. „გრინ სერვისის“ საქმეზე სინამდვილეში ჟვანიას საქმის
„გახსნისთვის“ განხორციელებული ქმედება იყო და შედეგად „დაპანიკებულ“ ვანო მერაბიშვილზე
ზეწოლადაც გამოდგებოდა, რომელიც თავის თავზე მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ აიღო, განახორციელა კიდევაც, მაგრამ ვერ გათვალეს
2 რამ:
1. ვანო მერაბიშვილი ამ საქმეს რომ გაასაჯაროვებდა და გამოიყენებდა
სასამართლო ტრიბუნას.
2.
კობა
ხარშილაძე შესაძლო იყო სასამართლოს გაენთავისუფლებინა წინასწარი პატიმრობიდან.
აი ასე დაჯდა იაგანი
იმ ლოგიკური კამათლის აგდებისას, რომელიც სადღაც ერთ ოთახში ჩაიფიქრეს, განახორციელეს,
მაგრამ ისიც ვერ შეძლეს ეს დაფარული ტექსტი როგორმე არ გაემჟღავნებიათ. სამწუხაროდ
ხელისუფლებას არ ჰყავს ის სპეციალისტები, რომლებიც მათ ასწავლით შიდა და გარე სასაუბრო
ტექსტების ჩამოყალიბებას, ისე რომ არ გაიჟონოს შიდა ტექსტის კონტესტმა საჯარო საუბრებში
რაც წინამდებარე შემთხვევაში მოხდა. ამის ლოგიკური გარძელება კიდევ პრემიერის ბოლო
ფრაზაა ამ საუბრის ფრაგმენტში:
„ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს აჟიოტაჟი დამთავრდეს. მთავრობას უნდა მოგვეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არც ერთ პროვოკაციას".
ნამდვილად
იოლი ასახსნელი გამოდგა ყველაფერი. ხელისუფლებამ დაგეგმა პროვოკაცია. დაიჭირა კობა
ხარშილაძე, რათა ზეწოლა მოეხდინათ მასზეც და შესაბამისად ვანო მერაბიშვილზე. ეს ჩაატარეს
კიდევაც, მაგრამ სინამდვილეში თავიანთ პროვოკაციას თავადვე წამოეგნენ. შესაბამისად
აბსურდის თეატრში აღმოჩნდნენ, ხოლო ვანო მერაბიშვილმა შესანიშნავად გამოიყენა თავისი
ტრიბუნა. კობა ხარშილაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა, რაც ამ აბსურდის
თეატრის ბოლო სცენა იყო, რომელიც ხელისუფლებამ დადგა და მონაწილეობაც თავად მიიღო,
ხოლო მაყურებლების დარბაზში, სადაც თავად ჰქონდა ადგილები დაჯავშნული, სხვები აღმოჩნდნენ.
ხელისუფლება
აბსურდის თეატრში დარჩება თუ არ მოიფიქრა რამე და სიტუაციიდან არ გამოვიდა. ყველაზე
საუკეთესო ვარიანტი ქინება უარის თქმა იმაზე, რომ ბნელ ოთახში შავი კატა არ არის და
არ უნდა ეძებო, მითუმეტეს ვანო მერაბიშვილის დახმარებით. ვანო მერაბიშვილმა მოახდინა საკუთარი უსაფრთხოების პრევენცია. ეხლა
ხელისუფლების ჯერია, როგორ მოახდენს ის ქვეყნის იმიჯის პრევენციას, რომ არ დაზარალდეს
ის. არავის აინტერესებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათ
არ სჯერავთ და არც სჯეროდათ ვანო მერაბიშვილის არასოდეს. შექმნილ კონტექსტთან შედარებით
ეს უფრო დიდი აბსურდია მითუმეტეს ევროკავშირის ელჩის განცხადების შემდეგ: "მე, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას
ვუწევ, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე დაზუსტდეს. სხვაგვარად, ეს საქართველოს არცთუ
ისე კარგ სახელს შეუქმნის. ამგვარი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს" - აღნიშნავს ევროკავშირის
ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
ირაკლი მარგველაშვილი
1 comment:
wf555 hey dude uk,ecco portugal,inov8tenismexico,vivobarefootbratislava,muck boots femme,vivobarefoot greece,sperry スニーカー,hunterbootsjapan,inov danmark hl683
Post a Comment