Tuesday, 5 January 2010

საქართველოს რეგიონალური გეოპოლიტიკა

ვფიქრობ დადგა დრო, დავიწყოთ საქართველოს რეგიონალური გეოპოლიტიკის ანალიზი. ყველაფრის ათვლის წერტილი 2008წ. რუსეთ საქართველოს ომია. შეიძლება ითქვას ეს იყო ჩვენი პირველი რეგიონალური კონფლიქტი და რეგიონალური გეოპოლიტიკის გააქტიურების დასაწყისი.

ამიტომ 2008წ.აგვისტოს ომი არის საქართველოს პირველი რეგიონალურ გეოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ომი რუსეთის იმპერიის მიერ. რატომ მაინცადამაინც საქართველო? უბრალოდ და მარტივად შეიძლება ამ ყველაფერს გავცეთ პასუხი. ჩვენ ვართ რუსეთის კონკურენტები კავკასიაში. ჩვენ ვანაცვლებთ რუსეთს კავკასიაში და ეს იყო სწორედ 2008წ. აგვისტოს ომის მთავარი ათვლის წერტილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის იმპერიის პირდაპირი საპირწონე ამ გეოპოლიტიკაში ჩვენ ვქმნით დიდ პრობლემას რუსული გეოპოლიტიკისთვის. არამარტო 2008წმდე, არამედ განსაკუთრებით მწვავე ეს ომი იქნება დღეს და უახლოეს წლებში, როდესაც უნდა გაირკვეს კავკასიის რეიონალური გეოპოლიტიკის განმახორციელებელი ომელი ქვეყანა იქნება, საქართველო თუ რუსეთი. საქართველო ნატოს ეგიდის ქვეშ, რუსეთი თავისი იმპერიული ზრახვებით.

ბევრი დაიწერა ამ ომზე, მაგრამ მთავარ საკითხს არ მიექცა ყურადღება, ზოგადად რა ხდება, რატომ გვაქვს ამხელა კონფლიქტი რუსეთთან? განა მარტო ტერიტორიული პრობლემების გამო? განა რუსეთს ჩვენი ტერიტორიები სჭირდება? არამგონია. ეს არის რეგიონალური გეოპოლიტიკისათვის ბრძოლა, რომელიც უახლოეს წლებში გადავა ახალ ფაზაში. ამ რეგიონალურ გეოპოლიტიკაში ჩართულია დასავლეტი ჩვენს მხარეს და რუსეთი ცალკე. 2008წ. ომის ფარული უხილავი მხარე სწორედ რეგიონალური გეოპოლიტიკისათვის ბრძოლა იყო.

შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს ჩვენი განცხადება, ვინაიდან უამრავი წვრიმალნი საკითხია ამ ომთან დაკავშირებული, მაგრამ რუსეთი ნამდვილად კავკასიის რეგიონისთვის იბრძვის, ხლო ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, რომელიც თავისთავად მოიცავს მთელი ამიერკავკასიის, პირველ რიგში და შემდეგ მთელი კავკასიის თავისუფლებას. ამ ყოველივეს გარეშე შეუძლებელია ჩვენი დამოუკიდებლობა, ისევე როგორც კავკასიის რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებლობა.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოსა დარუსეთს შორის ბრძოლა სწორედ რეგიონალური გეოპოლიტიკური მიზნებისათვის მიმდინარეობს. ჩვენ არ შგვიძლია ჩვენი დამოუკიდებლობის მიღწევა მთელი რეგიონის გარეშე, თუმცა ამის გაცხადება და აშკარად გამომზეურება ჯერჯერობით არ შეიძლება. ს დაფარული და ტაბუდადებული საკითხია ღია პოლიტიკური განცხადებებისთვის, ხოლო დანარჩენში, დაფარულში რუსულ ქართული დაპირისპირება, სწორედ რეგიონალურ გეოპოლიტიკას უკავშირდება. ს

წორედ ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთ საქართველოს ომი ეს რეგიონალური გეოპოლიტიკისთვის გამართული ომი იყო. ჩვენს მიერ დამოუიდებლობის შენარჩუნება, ნიშნავს კავკასიის თავისუფლებას. რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს კავკასიელი ერები და ხალხები, ერთი რამე შეიძლება ითქვას, თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, კავკასია ჩვენი ბედისწერაა, ჩვენ ამ ბედისწერაში შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებლები და რეგიონალურ გეოპოლიტიკაში შეგვიძლია ამ დამოუკიდებლობის რეალიზაცია, რაც რუსეთი იმპერიის კატასტროფას მოასწავებს. ესჯერ კიდევ სახაროვის მეუღლემ ელენე ბონერმა თქვა 1991წ. მოუაეთ გმსახურდიას, თორემ ის კავკასიას აგართმევთ. უბრალო მაგალითად მომყავს მისი სიტყვები და გამსახურდიაზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებთ.


საქართველოს რეგიონალური გეოპოლიტიკა გულისხმობს კავკასიის თავისუფლებას, ამ შემთხვევაში პირველ ეტაპზე კავკასიაში მხოლოდ ამიერკავკასიას ვგულისხმობთ. ხოლო ჩრდილო კავკასია, ამ კავკასიური დამოუკიდებლობის ბოლო აკორდი უნდა იყოს და რუსეთი მას ისევე გამოიყენებს, როგორც აფხაზეთს და ცხინვალს იყენებს დღეს ამიერკავკასიის თავისუფლების წინააღმდეგ.

რას ვგულისხმობთ ამაში? ვგულისხმობთ მას, რომ ინგუშებსა და ოსებს შორის შუმი კონფლიქტი წარმოიშვება, რომელშიც აუცილებლად ჩაებმებიან ჩეჩნებიც. არ არის გამორიცხული ყაბარდოელების და ჩეჩნების, ჩერქეზბის და ჩეჩნების, დაღესტნელების და ყაბარდოელების წაკიდების ინპირაცია მოახდინოს რუსეთმა დროში, თუ ვერ შეძლო მათი საბოლოო დამორჩილება. რაც იქნება გამოწვევა ამიერკავკასიის.

გამოწვევაში ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ ამიერკავკასიამ უნდა მოახდინოს მთელს კავკასიაში მშვიდობის დამყარება. სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს რეგიონალური გეოპოლიტიკა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ის დროც დადგება, რომ ვლადიკავკაზში ქართული სამშვიდობო ძალები ჩადგებიან, ოსების გენოციდისგან დასაცავად, რომელსაც მთელი კავკასიური ხალხები დაუპირისპირდება, ვინაიდან მთელი 20 წელია დანის პირზე დადის ოსური პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად კატასროფით დამთავრდება მათთვის. ამის საშიშროება არსებობს მათთვის. ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე. კამათისთვის არა.


ასე რომ რუსულ ქართული ომით კავკასიური გეოპოლიტიკა ახალ ბოლო ფაზაში გადავიდა და ეს იმაზე უარესი და სასტიკი იქნება, ვიდრე 2008 წლამდე იყო. გამოწვევბი დიდი იქნება, გადარჩენის შანსებიც 50/50.

გაგრძელება იქნება....

Monday, 14 December 2009

საქართველოს განსაცდელი

საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ამან შესაძლოა გადააჭარბოს 2008წ. აგვისტოს ომს. სიტუაცია მეტად იძაბება. შემოდგომაზე ობამას ცნობილი გამოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიძლება ითქვას ნელი ცეცხლის პრინციპით ვითარდება, რომელმაც უნდა გამოიწვიოს დიდი ხანძარი. ეს ვფიქრობ 2010წ. ზამთრის მეორე ნახევრიდან განვითარდება.
რუსეთის მიერ ობამას გამოსვლა ოქტომბრის დასაწყისში ერთგვარ უკანდახევად იქნა აღქმული. შესაბამისად მის მიერ საკუთარი ინტერესების ფრონტებზე დაწოლა გაძლიერდება და შესაძლოა პიკსაც მიაღწიოს. რამდენიმე მოვლენა არის მეტად ყურადსაღები. პირველი ის, რომ უკრაინაში, რომელიც საქართველოსთან ერთად დასავლური კურსის ფორპოსტად განიხილებოდა შესაძლოა მოხდეს რუსული პოლიტიკური ინტერესების ფორპოსტი, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, რისთვისაც რუსეთი არც ფინანსურ, არც პოლიტიკურ რესურსებს არ დაზოგავს.ის, რომ რუსეთი იანუკოვიჩს დაეხმარება უკრაინაში მოწმობს პუტინის ბოლო კომენტარები, სადაც მან აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს იანუკოვიჩს, ხოლო მეორე კანდიდატი, უკრაინის პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო მხლოდ მისი კოლეგაა.
ამასთან ერთად რუსეთი იწყებს შავ ზღვაზე გაძლიერებას, ვინაიდან აბსოლუტურად ნათელია, რომ შავი ზღვის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას. შავი ზღვით, რუსეთი გააკონტროლებს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეს, ასევე მისი გავლენა მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილსაც. აბსოლუტურადფ გაუგებარია ამ შემთხვევაში საფრანგეთის პოზიცია, რომელიც პრაქტიკულად უწყობს ხელს რუსეთის შავ ზღვაზე გაძლიერებას გემი ”მინსტრალის” რუსეთისთვის მიყიდვით. ასევე ანალოგიური გემების წარმოებაზე ლიცენზიის გაცემით.
ვფიქრობ ერთადერთი გამოსავალი დასავლეთისთვის იყო ის გარემოება, რომ რუსეთი შეეზღუდათ შავ ზღვაზე. ამის მცდელობა თითქოს იყო 2008წ. შემოდგომაზე, თუმცა ერთი წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეიცვალა ვითარება. დღეს ფაქტია, რომ ფრანგული გემის შეძენით, რუსეთი საკმაოდ მოძლიერდება შავ ზღვაზე. თუ ამას დაერთვება უკრაინის პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა, რუსეთს უკვე ხელები გაეხსნება საქართველოს მორიგი და საბოლოო ანექსიისთვის, რაქსაც ხელს შეუწყობს ევროპის პოზიცია. აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთი ზამთრის პერიოდში გაზის ბერკეტით ევროპასთან მნიშვნელოვნად წინ წაიწევს.
ამის ნიშნებიც გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა მედვედევმა ახალი ევროპის უსაფრთხოების დეკლარაცია წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გამორიცხულია რაიმე შეიცვალოს ევროპის უდაფრთხოების სისტემაში, რუსეთი იმდენს მაინც ეცდება და შესაძლოა მოახერხოს, რომ ამ თემაზე დაიწყოს საუბარი. მას შეუძლია რამდენიომე ბერკეტი ჩართოს ამისათვის, ავღანეთში ტვირთების გადაზიდვის ხელშეშლა, გაზის ბერკეტები და ხალი გაზის ომის წამოწყება, ასევე უკრაინის საკითხით მანიპულირება, მითუმეტეს თუ ის შეიძენს სამხედრო გემს ფრანგებისგან შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად განიმტკიცებს სამხედრო სიტუაციას.
ვფიქრობ რუსეთის ეს მოქმედებები ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოზე. რუსეთი უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გაძლიერებასთან ერთად პარალელურად დაიწყებს საქართველოზე ზეწოლას, რაც გამოიხატება შავ ზღვაზე საქართველოს პორტებში შემომავალი გემების ბლოკირებით, რისთვისაც ემზადება, ასევე კონფლიქტურ რეგიონებში სამხედრო პროვოკაციების მოწყობით, დამცირებით, ცინიზმით.
აგვისტოს ომის შემდგეგ დავრწმუნდი, რომ რუსეთის ეს აგრესია ნამდვილად წახალისებული იყო ევროპის მხრიდან. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ 2008წ. აპრილში საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა დაბლოკა ევროპის სახელმწიფოებმა. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდა გარიგება რუსეთსა და იმ ევროპულ სახელმწიფოს შორის, ვინც დაბლოკა საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაცია, რომ თუ რუსეთი 2008წ. ზაფხულზე საქართველოს საკითხს ნაწილობრივ მაინც არ გადაწყვეტდა, ისინი საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციას ვეღარ შეაჩერებდნენ 2008წ. დეკემბერში. პრაქტიკულად, ამ საიდუმლო გეგმის ნიშნები ჩანს ბევრ ლოგიკურ ქმედებაში, რაც 2008წ. აპრილის შემდეგ განხორციელდა.
1. რუსეთის მიერ 2008წ. 17 აპრილს განკარგულება, რითანც რუსეთმა უკვე პრაქტიკულად დაიწყო ომისთვის მზადება.
2. ევროპის მაქსიმალურად პასიურობა და კონფლიქტის ზონებში არსებულ სიტუაციებზე თვალის დახუჭვა.
3. ომის შემდეგ 1 წლის განმავლობაში რუსეთთან ნელნელა ომის შემდგომი სიტუაციების დათბობა და შემსუბუქება.
4. საქართველოს ნატოში ინეგრაციის საკითხის გადაწევა საკმაო შორეულ პერსპექტივაში და მისი სეიფში ჩაკეტვა.
5. რუსეთთან სიტუიაციის შერბილება, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო ეს ურთიერთობები სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე ყოფილიყო.
პერსპექტივა საკმაოდ მძიმედ მეჩვენება, ვინაიდან მოგვიწევს ძალიან დიდი რისკის ფასად დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. რუსეთის მიერ ხორციელდება საკითხის სწრაფად გადაჭრის გეგმა. უკრაინა, შემდეგ საქართველო. ამჯერაქდ ვფიქრობ ეს ყველაფერი აგვისტოს ომივით არ დასრულდება.

11.12.2009 წ.